Jump to content

Zotac-ი Computex 2011-ზე


Recommended Posts

კომპანია Zotac-მა Computex-ზე გამოიტანა თავისი რამდენიმე ახალი ნაწარმი. მისი სტენდი შესრულებული იყო კორპორატიულ დიზაინში, ტრადიციულ შავ-ყვითელ ფერებში. წარმოდგენილი ასორტიმენტის რაოდენობა ბევრი არ ყოფილა, თუმცა ეს მხოლოდ იმ ტენდენციას უსვამს ხაზს, რომ კომპიუტერული გამოფენები თანდათანობით უფრო შოუსა და პარტნიორების შეკრების ადგილის მნიშვნელობას ღებულობს, ვიდრე პროდუქციის ანონსებისთვის განკუთვნილ ტერიტორიას.

c45f565609162257ea02de5973808382.jpg

ერთ-ერთი საინტერესო გადაწყვეტილება, NVIDIA GeForce GTX 560-ის ბაზაზე, რომელმაც მიიღო ერთდროულად სამ მონიტორზე გამოტანის შესაძლებლობა, რაც საკმაოდ იშვიათია NVIDIA-ს ვიდეობარათების GPU-ებს შორის. სავსებით ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში, დისპლეებზე მოქმედებს გარკვეული დამატებითი მოთხოვნილებები და შეზღუდვები - გაფართოებასა და კადრების განახლების სიხშირეზე.

c28c28a5eb534d6501a842cf8f1091b6.jpg

dff98ee55ea04c99973973e5d89e66aa.jpg

ამავე GPU-ზე დაფუძნებული კიდევ ერთი ვიდეობარათი, მართალია შედარებით ნაკლებად ორიგინალურია, მაგრამ მაინც, უდავოდ საინტერესოა. თქვენთვის ის უკვე ცნობილია, ეს გახლავთ Zotac GeForce GTX 560 AMP! Edition-ი, რომელიც აღჭურვილია ორიგინალური გაგრილებითა და ქარხნულად გაზრდილი სიხშირეებით.

1075b93aa30b436344ab1798bbf3a0c9.jpg

ae4ee8014d70782266f52571b7b55976.jpg

Zotac-ი დიდი ხანია, რაც უშვებს 17x17 სმ ზომის, Mini-ITX ფორმატის სისტემურ დაფებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია HTPC, ნეტტოპებსა და სხვა მინი კომპიუტერებში. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ამ ხაზის დაფები - Z68 GT430 ITX-WiFi და Z68ITX-WiFi.

პროდუქტებს შორის, ასევე ნაჩვენები იქნა მინი კომპიუტერი Zbox ID41. მიუხედავად კომპაქტური გაბარიტებისა და მცირე წონისა, ეს barebone-სისტემა აღჭურვილია ორბირთვიანი Intel Atom D525 პროცესორით, NVIDIA ION გრაფიკით, HDMI, DVI, D-Sub გასასვლელებით (ადაპტერის საშუალებით), ორი ცალი SO-DIMM-ბუდით DDR3 მეხსიერებისათვის. გარდა ამისა, სპეციფიკაციაში შესულია 2,5-დუიმიანი სექცია მყარი დისკის ან ფლეშ-ბარათისათვის, ქსელური კონტროლერები Gigabit Ethernet და Wi-Fi, USB 3.0, eSATA პორტები.

516b7708ed5edf3e0ae3952d53c38705.jpg

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

GTX 560 ის აქ მარტო AMP წარმოადგინეს ? :mellow:

მანამდე კი სამივე ვერსია დაანონსეს :chojinfc:

ეს სხვა AMP არის :)

Link to comment
Share on other sites

ისეც კარგია მთლათ სტოკიც, მაგარი მუშა კარტები აქვს და კარგათაც რაზგონდებიან

Link to comment
Share on other sites

ისეც კარგია მთლათ სტოკიც, მაგარი მუშა კარტები აქვს და კარგათაც რაზგონდებიან

შენიც 260 იც ზოტაკის არის ხომ ?

Link to comment
Share on other sites

კი ზოტაკია 65 ნანოიანი ვერსიაა თან მეტალის ბეკლპლეიტით, ანუ დაჟე ბევრ 55 ნანოიანზე კარგათ რაზგონდება ჩემი სტოკ ვერსია

Link to comment
Share on other sites

აბა ეს რაღაა :D

ბიჯო ამას 3 ვიდეო გამომსვლელი აქვს და აი ეგ განსხვავებაა :D :dabolili:

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.