Jump to content

Recommended Posts

ნოუთბუქის მიმოხილვა

კომპანია Hewlett-Packard, ისევ გვთავაზობს სიახლეს ნოუთბუქების ბაზარზე და ამჯერად წარმოგვიდგენს ახალ, ბიზნეს კლასის ლეპტოპს, HP ProBook 4710s, რომელიც როგორც მწარმოებლები აცახდებენ, იქნება შეუცვლელი ნებისმიერი ოფის მენეჯერისა თუ თანამშრომლისათვის.

u0rzd.jpg

დიზაინი

ნოუთბუქს აქვს საკმაოდ მკაცრი დიზაინი, არავითარი მრგვალი კუთხეები თუ ნახატები. კარკასი დამზადებულია Hewlett-Packard–ისთვის დამახასიათებელი, მაღალი ხარისხის პლასტმასისგან, ხოლო პრიალა ზედაპირი თვალისმომჭრელ ელფერს სძენს ლეპტოპს.

pmuth.jpg

დისპლეი

ProBook 4710s აქვს 17.3’’ დისპლეი. გამოსახულების ხარისხი მაღალია, ხორო გვერდების თანაფარდობა 16:9.

3u1aj.jpg

კლავიატურა და თაჩპედი

მართლაც რომ შექების ღირსნი არიან მწარმოებლები, რადგან კლავიატურა შესანიშნავადაა დამზადებული. მასზე კომფორტულია მუშაობა, ღილაკები მუშაობენ რბილად და უხმოდ. ასევე დაცულია დაწვისგან სითხის დაღვრის შემთხვევაში. რაც შეეხება თაჩპედს, ის აშკარად უფრო მარცხინავაა დამონტაჟებული ვიდრე სხვა ნოუთბუქებზე. მისი ღილაკები დიდია და მოსახერხებელი, ხოლო სენსორი რბილი და მგრძნობიარე.

პროცესორი და კომპლექტაცია

იმის გათვალისწინებით, რომ ნოუთბუქი უნდა იყოს მუშა, HP ProBook 4710s აღჭურვილია პროცესორით Intel Core 2 Duo T5870, 2 GHz. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 2გბ–ს, ხოლო მყარი დისკის – 250 გბ–ს. გრაფიკული ჩიპსეტი არის ATI Mobility Radeon HD4330, 512 მბ, რაც სრულებით საკმარისია ზოგიერთი თანამედროვე თამაშის გასაშვებად.

პორტები და კომუნიკაცია

უსადენო კავშირს უზრუნველყოფს Wi-Fi და Bluetooth. 2MP ვებ კამერა, საშუალებას მოგცემთ გადასცეთ მაღალი ხარისხის ვიდეო თუ ფოტო მასალა. ტრადიციულად ნოუთბუქი აღჭურვილია HDMI და VGA, Card-Reader, 4 x USB 2.0, სლოტით ExpressCard, 1 x RJ-11, 1 x RJ-45 და რათქმაუნდა DVD-RW.

eavn3.jpg

ავტონომიუ რეჟიმში მუშაობის ხანგრძლივობა შეადგენს 3.5 საათს, რაც საკამოდ მაღალი მაჩვენებელია ამ ზომის ეკრანის მქონე ლეპტოპისათვის.

დასკვნა

შეიძლება ითქვას, რომ HP ProBook 4710s დააკმაყოფილებს ყველა ტიპის მომხარებელს. მიზეზი არის მაღალი წარმადობა, ხარისხი, საიმედოობა და არც ისე მაღალი ფასი. ნოუთბუქი, HP ProBook 4710s შექმნილია პირადად თქვენთვის.

გმადლობთ ყურადღებისთვის.

ა. ჩხიკვაძე :)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

ნამდვილად. ისე სად იპოვე ეს თემა. ძლივს ვიღაცამ არ წაიკითხა და კომენტარიც დატოვა :) :D

Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

ნამდვილად. ისე სად იპოვე ეს თემა. ძლივს ვიღაცამ არ წაიკითხა და კომენტარიც დატოვა :):D

ბიძაშვილს უგზავნიან და დავგუგლე მაინტერესებდა რა იყო და ამოაგდო OVERCLOCKERS.GE :D

Link to comment
Share on other sites

მე 4510s მაქვს, ცოტა ადრინდელი ვერსია. ზუსტად ასეთია, მონაცემებით ცოტათი უკეთესია, 3 გბ ოპერები და 300 გბ დისკი.. საშუალო კლასის ბიზნეს-ლეპტოპია, ყოველდღიური საქმიანობისათვის ნორმალური რამეა

Link to comment
Share on other sites

კაი არა ტოლმა , საზიზღარი ნოუთბუქია და ვაბშე HP-ს მოვუ..ნ დიზაინერი :D compaq mini-ს აქვს ნორმალური ვიდი და კიდე პავილიონ სერიის ზოგიერთ მოდელს.

კლავა კაია მარა ეს თაჩფადის მარცხნივ გაწევა რა უაზრობაა ვერ ვიგებ :|

Link to comment
Share on other sites

ხო, HP-ს ნოუთები დიდად არც მე მომწონს, არჩევანს ამ ბრენდზე ნამდვილად არ შევაჩერებდი. :chojinfc: მაგის ნოუთები ძირითადად საქმიან ხალხზეა გათვლილი, ვინც დიზაინს სულ არ უყურებს. ტაჩპადის მარცხნივ გადატანა კი, როგორც ვიცი, იდეაში იმიტომ გააკეთეს, რომ ის კლავიატურის ცენტრში მოეთავსებინათ..

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.