Jump to content

თვითაღდგენადი პლასტიკი

Recommended Posts

მეცნიერებმა პლასტიკის სრულიად ახალი სახეობა შექმნეს, რომელსაც მობილურ ინდუსტრიაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. ახალი მასალის მთავარი თავისებურება მექანიკური დაზიანებებისას საკუთარი სტრუქტურის აღდგენის შესაძლებლობაა.

self_healing_plastic.jpg

პროდუქტი კეიზის სარეზერვო დასავლეთ უნივერსიტეტის (კლივლენდი, ოჰაიო) მეცნიერთა და აგრეთვე აშშ-სა და შვეიცარიის სხვა მკვლევარების ერთობლივი ნამუშევარია. პოლიმერს მაღალი ინტენსიობის ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ნაფხაჭნებისა და სხვა დაზიანებების “შეხორცება” შეუძლია.

«ჩვენს მიერ შექმნილ პოლიმერს, შეიძლება ითქვას, ნაპოლეონის კომპლექსი აქვს. მისი მოლეკულები შედარებით მცირე ზომის არიან, მაგრამ დიდი მოლეკულების უპირატესობებს იყენებენ, როგორც სუსტ მოლეკულათშორის კავშირებს», – ამბობს პროფესორი სტიუარტ როუენი, კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

ტექნოლოგიას, რომელიც მეცნიერებმა პოლიმერის შექმნისას გამოიყენეს, სუპრამოლეკულარული აწყობა ეწოდება. იგი ქიმიის იმავე სახელწოდების განყოფილებაზეა დაფუძნებული, რომელიც მოლეკულათშორის (არა კოვალენტურ) ურთიერთქმედებბას მოლეკულებისგან რთული სტრუქტურების შესაქმნელად იყენებს. ტრადიციული პოლიმერებისგან განსხვავებით, რომლებიც დიდი ატომური წონის მქონე გრძელი მოლეკულარული ჯაჭვისგან შედგება, სუპერმოლეკულარული აწყობის შედეგად მიღებულ მოლეკულებს ნაკლები ზომები და წონა აქვთ, რისი წყალობითაც განსხვავებული თვისებები აქვთ. მოცემულ შემთხვევაში მეცნიერებმა ლითონების იონების მოლეკულარული წებოს სახით გამოყენების მიღწევა შესძლეს, რომელიც განსაზღვრული ზემოქმედებისას სტრუქტურის დაზიანებებს აღმოფხვრის.

მკვლევარებმა მთელი რიგი კვლევები ჩაატარეს, რომელთა განმავლობაშიც მასალა უპრობლემოდ აღიდგენდა გარეგნობას ერთი და იგივე ადგილის რამოდენიმეჯერ დაზიანების შემდგომაც კი. მეცნიერების მიერ შექმნილ ნივთიერებას უზარმაზარი კომერციული პოტენციალი აქვს. პირველ რიგში ეს მობილური მოწყობილობების ბაზარს ეხება, რომლებიც სწრაფად კარგავან სავაჭრო სახეს სწორედ ნაკაწრებისა და სხვა დაზიანებების გამო.

მკვლევარების სამუშაო ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ახლა ისინი სხვადასხვა მასალების გამოცდას ახორციელებენ, რათა მექანიკური თვისებებისა და აღდგენის უნარის ყველაზე ოპტიმალურ შეხამებას მიაღწიონ.

წყარო:cellular-news

Edited by iliko1990
  • Upvote 9
Link to comment
Share on other sites

ჰმმ, ალბათ ცოტა ხანში პროფესია "ჟეშტიანჩიკი" აღარც იარსებებს, მანქანას სადმე გაუხახუნებ და სანამ გადმოხვალ შევხედო ერთი რა გავაფუჭეო, თვითონ მოაგვარებს ყველაფერს. ავტოინდუსტრიაში ამაზე ლაპარაკი მიდის, ოღონდ ამ ეტაპზე მხოლოდ თვითაღმდგენ საღებავზე, შეიძლება უფრო შორსაც არიან წასულები, უბრალოდ რასაც მე ვუყურე მხოლოდ საღებავზე იყო.

რევოლუციური ნახტომი იქნება ტექნოლოგიურ განვითარებაში.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

საღოლ მეცნიერებს!

მაგარი რამეა და ელექტრო ტექნიკაში განსაკუთრებით მობილურებში მართლა დიდი მომავალი აქვს და კარგ მაყუთსაც მოხსნიან ამის შემქმნელები

Link to comment
Share on other sites

ვეჭვობ ამაზე მიგვასუნინოს ვინმემ.

+5

Link to comment
Share on other sites

ვეჭვობ ამაზე მიგვასუნინოს ვინმემ.

ხო მართალი ხარ მიშა :D

მაგრამ იმედით ცოცხლობს კაცი

Link to comment
Share on other sites

რას ქვია მიგვასუნინონ კაცო :D

ეს გამოუვიდეთ კარგად და მიგვასუნინონ კი არა ვერ მოვიშორებთ , ყველგან ეს იქნება :D

მარა რამე რო იყოს ტელეფონი ჯიბეში რო გედოს გაკაწრული და ჯიბის ნაჭერიც რო "ჩაიხორცოს" მერე რა უნდა ვქნათ, ან უარესი ხელში რო დავიჭერთ მაშინ რო "მოიქცეს" ეგრე :givi:

სპეციალური ხელთათმანები მოყვება.

Link to comment
Share on other sites

ჰმმ, ალბათ ცოტა ხანში პროფესია "ჟეშტიანჩიკი" აღარც იარსებებს, მანქანას სადმე გაუხახუნებ და სანამ გადმოხვალ შევხედო ერთი რა გავაფუჭეო, თვითონ მოაგვარებს ყველაფერს. ავტოინდუსტრიაში ამაზე ლაპარაკი მიდის, ოღონდ ამ ეტაპზე მხოლოდ თვითაღმდგენ საღებავზე, შეიძლება უფრო შორსაც არიან წასულები, უბრალოდ რასაც მე ვუყურე მხოლოდ საღებავზე იყო.

რევოლუციური ნახტომი იქნება ტექნოლოგიურ განვითარებაში.

კაი რაღაცა იქნება ეგ პლასმასი მარა ჟეშტიანჩიკებმა რა ქნან? ან ვისაც ეგეთი სამუშაო აქ უმუშევარი დარჩება. :SNEMOTICON13: მაგრამ თუ ფიქრობენ ამას აუცილებლად იქნება ესეთი რაღაცეები მომავალში

Link to comment
Share on other sites

კაი რაღაცა იქნება ეგ პლასმასი მარა ჟეშტიანჩიკებმა რა ქნან? ან ვისაც ეგეთი სამუშაო აქ უმუშევარი დარჩება. :SNEMOTICON13: მაგრამ თუ ფიქრობენ ამას აუცილებლად იქნება ესეთი რაღაცეები მომავალში

რავიცი, თუ Discovery-ს დავეყრდნობით (რასაც ვეყრდნობი კიდეც), მაშინ 2025 წელს უკვე მასიურად გვექნება ასეთი ტექნოლოგიით შეიარაღებული ავტომობილები (ალბათ არამარტო ავტომობილები).

ნანოტექნოლოგიას მაგრად მიაწვნენ და კარგსაც აკეთებენ, მაგის დამსახურება იქნება ბევრი ახალი და რევოლუციური პროექტი, რაც თითქმის ყველა სფეროში მოიკიდებს ფეხს.

Link to comment
Share on other sites

კი ნამდვილად სერიოზული წარმატება ელოდება ამ პროექტს. მთავარია დასრულებული სახე მიიღოს

მთავარია როდის მიიყვანენ ბოლომდე თორე 2025 კი არა იმ წლიდანვე საკმაოდ პოპულარული გახდება

Link to comment
Share on other sites

ყოველ დღე უფრო და უფრო ვრწმუნები იმაში რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარი ფაქტორი მხოლოდ დროა.

Link to comment
Share on other sites

მადლობთ ნიუსისთვის!

თვითღდგენადი საღბავებიც არის და ამისთვისაც უფიქრიათ,კარგია.

Link to comment
Share on other sites

რატომღაც Nano Suit 2 გამახსენდა :xelitavi:

პ.ს. მშვენიერი გამოგონებაა :P ვერ ვიტან ნაკაწრებს აპარატურაზე :D

Edited by Blaster
Link to comment
Share on other sites

რავიცი, თუ Discovery-ს დავეყრდნობით (რასაც ვეყრდნობი კიდეც), მაშინ 2025 წელს უკვე მასიურად გვექნება ასეთი ტექნოლოგიით შეიარაღებული ავტომობილები (ალბათ არამარტო ავტომობილები).

ნანოტექნოლოგიას მაგრად მიაწვნენ და კარგსაც აკეთებენ, მაგის დამსახურება იქნება ბევრი ახალი და რევოლუციური პროექტი, რაც თითქმის ყველა სფეროში მოიკიდებს ფეხს.

საკაბელო გამეთიშა და დისქავერს ვეღარ ვუყურებ:D

Link to comment
Share on other sites

არა ეგ ნახევრად ხუმრობით ვთქვი. მიგვასუნინებენ, მაგრამ ძვირი იქნება :babu:

ხო ძვირი თუ იქნება და თანაც ისეთი რომ მემგონი ვერ მოვახერხებთ დასუნვასაც კი,მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე იმედია მაცოცხლებელი ძალა :D

Link to comment
Share on other sites

მაგარ+ი რამეა !... თავიდან ძვირი იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ღრმად დაინერგება ადმიანების ყოფაში , მისი ფასიც დაიკლებს... მაგრამ ეგ ტექნოლოგია ჯერ ძაან შორს მგონია.. :ugly_wink:

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.