Magdalena Posted May 7 Posted May 7 Asus-მა წარადგინა განახლებული ROG Strix და TUF გეიმინგ ლეპტოპები GeForce RTX 5070 გრაფიკით 1800 აშშ დოლარიდან Asus-მა დააანონსა განახლებული ROG Strix გეიმინგ ლეპტოპები, ასევე TUF Gaming A18 და F16, რომლებიც წინასწარი შეკვეთისთვის უკვე ხელმისაწვდომია შერჩეულ ბაზრებზე. ახალი პროდუქტები წარმოდგენილია Nvidia-ს მოწინავე გრაფიკული ამაჩქარებლებით, რომლებზეც მხარდაჭერილია ინოვაციური ტექნოლოგიები DLSS 4 და Frame Generation, რაც საშუალებას გაძლევთ ისიამოვნოთ რეითრეისინგით უფრო ხელმისაწვდომ ფასებში. ფოტოს წყარო: Videocardz „ჩვენი პროდუქციის ხაზში, რომელთა წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია, შედის Intel-ისა და AMD-ის პროცესორებით აღჭურვილი ROG Strix G16 და ROG Strix G18 ლეპტოპები, ასევე განახლებული TUF 16 და ახალი TUF A18, პირველი 18-დუიმიანი TUF გეიმინგ ლეპტოპი. ყველა მათგანი წინასწარი შეკვეთისთვის ხელმისაწვდომია ჩვენს პარტნიორებთან“, - ნათქვამია Asus-ის განცხადებაში. ROG Strix G16-სა და G18-ს შესაბამისად 16- და 18-დუიმიანი დისპლეები აქვს. გამოყენებულ პანელებზე მხარდაჭერილია 2560 × 1600 პიქსელი (2.5K) გაფართოება, 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე და 16:10 გვერდების თანაფარდობა. მატრიცის რეაგირების დროა 3 მილიწამი, მხარდაჭერილია 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. ლეპტოპები ხელმისაწვდომია სხვადასხვა კონფიგურაციით - Intel Core Ultra 9 275HX, ასევე AMD Ryzen 9 7940HX და Ryzen 9 9955HX პროცესორებით. კონფიგურაციას ავსებს Nvidia GeForce RTX 5070 გრაფიკული ამაჩქარებელი, 32 გბ-მდე DDR5 ოპერატიული მეხსიერება (64 გბ-მდე Ryzen 9 9955HX ჩიპით აღჭურვილი G16-ის შემთხვევაში) და 2 ტბ-მდე მოცულობის მყარი დისკი. კონსტრუქციაში შედის ორი PCIe 4.0 სლოტი მონაცემთა სანახი მოწყობილობებისთვის. Intel-ის პროცესორების მქონე მოდელები წარმოდგენილია PCIe Gen 5 სლოტით. გაგრილებას უზრუნველყოფს მოწინავე ტექნოლოგია Ti-Fan, რომელიც გაერთიანებულია დიდ, სრული სიგანის რადიატორსა და პერიმეტრის გარშემო არსებულ ვენტილაციის ღიობებთან. ენერგიის წყაროა 90 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა. ROG Strix G18 Core Ultra 9 275HX ჩიპით 2500 აშშ დოლარი ღირს, ხოლო Ryzen 9 7940HX ჩიპის მქონე G18 – 2100 აშშ დოლარი. ROG Strix G16 ლეპტოპი Core Ultra 9 275HX ჩიპით 2400 აშშ დოლარი ღირს, ხოლო Ryzen 9 9955HX ჩიპით წარმოდგენილი მოდელის ფასი 2100 აშშ დოლარია. TUF Gaming A18 პირველი ლეპტოპია ამ ხაზში, რომელსაც 18-დუიმიანი დისპლეი აქვს. მასში ხელმისაწვდომია პანელი 2.5K გაფართოებით, 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით და 500 კდ/მ² მაქსიმალური სიკაშკაშით. გამოყენებულია 16:10 გვერდების შეფარდების პანელი 100%-იანი DCI-P3 ფერთა სივრცის დაფარვით. ლეპტოპში მოცემულია AMD Ryzen 7 260 პროცესორი, რომელიც GeForce RTX 5070 ვიდეო ბარათის მობილურ ვერსიასთან არის შერწყმული. კონფიგურაციას ავსებს 16 გბ DDR5 ოპერატიული მეხსიერება 5600 მჰც სიხშირით და PCIe Gen 4 დისკი 1 ტბ-მდე მოცულობით. გაგრილების სისტემა მოიცავს მეორე თაობის Arc Flow ქულერებს. ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 90 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა. მოწყობილობის ღირებულება 1800 აშშ დოლარია. რაც შეეხება TUG Gaming F16-ს, მას აქვს დისპლეი 2.5K გაფართოების მხარდაჭერით და 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. მაქსიმალურ კონფიგურაციაში ლეპტოპი აღჭურვილია Intel Core Ultra 9 275HX პროცესორით და GeForce RTX 5070 გრაფიკული ამაჩქარებლით, ასევე 16 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 1 ტბ PCIe Gen 4 დისკით. ლეპტოპის საცალო ფასი 2100 აშშ დოლარი იქნება. https://tinyurl.com/4t6smf3z Quote
Magdalena Posted May 27 Posted May 27 Asus-მა წარადგინა GeForce RTX 5060-ზე აგებული გეიმინგ ლეპტოპები 300-400 აშშ დოლარით იაფი RTX 5070 მოდელებთან შედარებით Asus-მა განაახლა გეიმინგ ლეპტოპების ხაზი და წარმოადგინა ახალი კონფიგურაციები Nvidia GeForce RTX 5060 ვიდეო ბარათებით, როგორც RTX 5070-ის უფრო ხელმისაწვდომი ალტერნატივა. ნაკლებად ძვირადღირებულ გრაფიკულ პროცესორზე გადასვლამ ROG Strix, Zephyrus და TUF Gaming სერიების ფასები 300-400 აშშ დოლარით შეამცირა. ფოტოს წყარო: Asus The Verge-ის ცნობით საშუალო კლასის RTX 5060 ვიდეო ბარათი, რომელსაც აქვს DLSS 4 და Multi Frame Generation ტექნოლოგიების მხარდაჭერა, გამოჩნდება მაღალი ხარისხის ROG Strix G16-სა და G18-ში, მრავალფუნქციურ Zephyrus G14-ში, ასევე TUF Gaming A14, A16, A18 და F16 მოდელებში. ROG Strix G16 და G18 გამოირჩევა შთამბეჭდავი ზომით და მაღალი წარმადობით. ეს ლეპტოპები აღჭურვილია ეკრანებით, რომელთა დიაგონალი შესაბამისად 16 და 18 დუიმია, აქვთ 2560 × 1600 პიქსელი გაფართოება და 240 ჰერცი კადრი განახლების სიხშირე. კორპუსი წარმოდგენილიაი RGB განათებით, ხოლო Mini LED მატრიცის ნაცვლად გამოყენებულია IPS პანელები. ლეპტოპები ხელმისაწვდომია როგორც Intel (Raptor Lake Refresh / Arrow Lake), ასევე AMD (Dragon Range / Fire Range) პროცესორებით, 16 ან 32 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 2 ტბ-მდე SSD მეხსიერებით. მოწყობილობები ასევე აღჭურვილია პორტების ფართო სპექტრით: მოცემულია HDMI 2.1, Ethernet, 3.5 მმ აუდიო კონექტორი, მრავალი USB-A, USB-C და Thunderbolt 4 (კონფიგურაციის მიხედვით). ROG Strix G16-ის ფასი 1499 აშს დოლარიდან იწყება, უფრო მაღალი კლასის ვერსიები კი დაახლოებით 2099 აშშ დოლარი ღირს. Asus ROG Strix G18 TUF Gaming სერია გაფართოვდა ოთხი მოდელით: A14, A16, A18 და F16. მათშიც გამოყენებულია RTX 5060, მაგრამ აქვთ გამარტივებული მახასიათებლები, როგორიცაა კადრის განახლების შემცირებული სიხშირე (144 ან 165 ჰერცამდე) და A18-ზე ძველი USB 2.0 პორტი. ამან მათ კონკურენტუნარიანი ფასების შენარჩუნების საშუალება მისცა: TUF A18-ისა და F16-ის ღირებულება 1599 აშშ დოლარია, ხოლო A14-ისა და A16-ის - 1699 აშშ დოლარი. მოდელის მიხედვით გამოყენებული პროცესორებია Intel Core Ultra 9 275HX (Arrow Lake), AMD Ryzen 7 260 (Hawk Point), ასევე ახალი AMD Ryzen AI 7 350 (Kraken Point), რომელმაც უკვე წარმოაჩინა თავი სხვა მოწყობილობებში. Asus TUF A16 (მარცხნივ) და A14 (მარჯვნივ) ცალკე აღსანიშნავია ყველაზე კომპაქტური და უნივერსალური გეიმინგ ლეპტოპის, Asus ROG Zephyrus G14-ის განახლება. 1799 აშშ დოლარად მყიდველი მიიღებს RTX 5060 ვიდეო ბარათს, 14-დუიმიან OLED დისპლეის 2880 × 1800 პიქსელი გაფართოებით და 120 ჰერცი კადრის სიხშირით, AMD Ryzen AI 9 270 პროცესორს, 16 გბ ოპერატიულ მეხსიერებას, 1 ტბ SSD-ს და ინტერფეისების თანამედროვე კომპლექტს: ორ USB-A, ერთ USB-C, USB4, HDMI 2.1 და აუდიო ჰაბს. პორტატული დიზაინი მოსახერხებელს ხდის გზაში მუშაობას, თუმცა, როდესაც გრაფიკული პროცესორი სრული დატვირთვის ქვეშაა, დიდი ზომის კვების ბლოკის მიერთების საჭიროება შეიძლება მოუხერხებელი იყოს. Zephyrus G14 აღინიშნება, რომ RTX 5060-ით წარმოდგენილი ყველა ლეპტოპი სრულად თავსებადია Nvidia DLSS 4 და Multi Frame Generation ტექნოლოგიებთან. ზოგიერთი მოდელის შეკვეთა უკვე შესაძლებელია Asus-ის ონლაინ მაღაზიიდან და შერჩეული საცალო პარტნიორებისგან, ხოლო ყველა კონფიგურაცია სრულად ხელმისაწვდომი ივნისში გახდება. https://tinyurl.com/5c8h4ztb Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.