Jump to content

ჩერნობილის რადიაციისგან უხილავმა “ღვთისმშობლის ფარდამ” გადაგვარჩინა!


Recommended Posts

12-copy.jpg

“მეცნიერები ვთანხმდებით, რომ ოდესმე აღსასრულიც დადგება”

“მეცნიერები ფიქრობენ, როგორ გადაარჩინონ კაცობრიობა თუნდაც იმით, რომ დროებით სხვა პლანეტაზე გადაასახლონ”

ბოლო დროს მოხშირებულმა ბუნებრივმა კატაკლიზმებმა კაცობრიობა სამყაროს აღსასრულზე დააფიქრა. გასულ კვირას თბილისში ტალახიანი წვიმაც მოვიდა, რაც ზოგიერთმა იაპონიაში დატრიალებულ სტიქიურ უბედურებას დაუკავშირა. “კვირის პალიტრას” საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი მარატ ციცქიშვილი ესაუბრა:

- მიწისძვრის პროგნოზი ჯერჯერობით შეუძლებელია. იაპონია მაღალტექნოლოგიური ქვეყანაა, მაგრამ საშიშროება მაინც ვერ აიცილა თავიდან. რომ არა წყალი და ცუნამი, იაპონიაში კატასტროფული არაფერი იქნებოდა! ატომური ბირთვული რეაქტორის დამცავი კედელი არასაკმარისი სიმაღლისა აღმოჩნდა და ათმეტრიანმა ტალღამ იოლად გადაუარა. ასეთი სიძლიერის სტიქია არც მახსოვს. თუმცა, თავის დროზე ჩრდილო კავკასიის სოფლები და ქალაქები შთანთქა ქვესკნელმა.

- არსებობდა წინასწარმეტყველებანი იაპონიის დამანგრეველი სტიქიის თაობაზე. ამას რა მეცნიერულ ახსნას უძებნით?

- ნებისმიერი პროგნოზის ფასეულობა დროით იზომება. თუ იტყვი, რომ 20 წლის განმავლობაში რაღაც საშინელება მოხდება, ეს არც არის პროგნოზი, ვინაიდან 20 წელი საკმაოდ დიდი დროა. პირადად მე, თუ შეიძლება ითქვას, კოსმოისტი ვარ – მიმაჩნია, რომ დედამიწამ გაიარა შედარებითი კეთილდღეობის ფაზა და ახლა ახალ ფაზაში გადავიდა.

ზოგს მიაჩნია, რომ ახალი ფაზა 2000 წლიდან დაიწყო, ზოგი 2005-ს ასახელებს კეთილდღეობის დასასრულად! დანამდვილებით კი არავინ არაფერი იცის. ისიც კი არ ვუწყით, მზე ერთი ვარსკვლავია თუ ორი. ძველი გადმოცემით, არსებობს მეორე მზე – ნემესიდა, რომელიც ყველაფერს ანგრევს. ამავდროულად, არსებობს ყველაფრის მანათობელი და გამათბობელი მზე, რომელიც სიცოცხლისთვის აუცილებელია. არ გამოვრიცხავ, რომ პერიოდულად დედამიწა ხან ერთი მზის გავლენაში ექცეოდეს, ხან კი მეორის.

ფაქტია, ბევრი რამ შეიცვალა და მეცნიერები ვთანხმდებით, რომ ოდესმე აღსასრულიც დადგება, მაგრამ გააჩნია, ჩვენთვის რამდენად საშიში იქნება. მაგალითად, თუ ვიტყვით, რომ ორი მილიარდი წლის მერე იქნება სამყაროს აღსასრული, ცხადია, ეს დიდ უბედურებას არ გვიქადის. კოსმოგენურად კი ყველას გვაქვს წარმოდგენა, რომ ბოლოს და ბოლოს, ჩვენი მზეც ჩაქრება.

არსებობს სხვა ვერსიებიც. მაგალითად, ზოგი მეცნიერი ამტკიცებს, რომ მზე გაიბერება და აფეთქდება! რასაკვირველია, მზე ენერგიას იღებს ბირთვული რეაქციებიდან და უხეშად რომ ვთქვათ, მასაც საწვავი სჭირდება. და როცა მზე გამოწვავს საწვავს, ჩაქრება. თუმცა, ფიზიკოსების გათვლით ეს ძალზე შორეულ მომავალში მოხდება.

მეცნიერები ფიქრობენ, როგორ გადაარჩინონ კაცობრიობა თუნდაც იმით, რომ დროებით სხვა პლანეტაზე გადაასახლონ, მაგრამ იაპონიაში განვითარებული მოვლენები კოსმოსური მინიშნებაა იმისა, რომ კაცობრიობის ყველა ამგვარი მცდელობა განწირულია.

- მეცნიერები ხშირად ჩერნობილისა და იაპონიის მოვლენებს შორის ავლებენ პარალელს.

- დიახ, მაგრამ მაინც ორ სხვადასხვაგვარ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ჩერნობილის მოვლენებმა კაცობრიობას ასეთი მინიშნება მისცა: “თუ უვიცები არ იქნებით, საშიში არაფერია”. ატომური რეაქტორის “ფუკუსიმას” აფეთქებამ, ფაქტობრივად, გვითხრა: “რაოდენ ჭკვიანურადაც უნდა მოიქცე, მაინც სტიქიაზე ხარ დამოკიდებული”. ჩერნობილში ფატალური შედეგი ექსპერიმენტმა გამოიწვია. აინტერესებდათ, რა დონემდე შეიძლებოდა მისულიყო რეაქტორი ისე, რომ შემდგომ ისევ ნორმალურ მდგომარეობას დაბრუნებოდა. აფეთქება სამჯერ მოხდა, მერე ვეღარაფერი მოუხერხეს რეაქტორს, რომელიც გადახურდა, გადნა და გამოყო სხვადასხვა მავნე ნივთიერება, გამოტყორცნა რადიაციული ნაგავი.

იაპონიაში კი მიწისძვრა მოხდა თუ არა, მაშინვე გაჩერდა რეაქტორი. სხვათა შორის, ჩვენმა ერთ-ერთმა დოქტორანტმა დაიცვა დისერტაცია ჩერნობილის თემაზე და მეცნიერულად აღწერა, თუ როგორ სასწაულებრივად გადავრჩით მაშინ – რადიაციული ღრუბელი მართლაც წამოვიდა ჩვენკენ. ჰაერის ძირითადი მასები საქართველოში დასავლეთიდან მოდის, ე. ი.

ზუსტად ჩერნობილის მხრიდან. მაშინ კი, როცა დიდი აფეთქებები მოხდა, რამდენიმე დღის განმავლობაში ჰაერის მასები ჩვენკენ აღარ წამოსულა! დაახლოებით ასეთი რამ ხდებოდა: მოდიოდა დაბინძურებული ჰაერის ნაკადი და ჩვენთან შემოსვლამდე რომელიღაც უხილავ ფარდას ეჯახებოდა და უკან ბრუნდებოდა… ამ ფარდას დოქტორანტმა ხატოვნად უწოდა “ღვთისმშობლის კალთა”… რადიაციის შემცველობა წყალში, ჰაერში თუ პროდუქტებში სხვადასხვა დაავადებას იწვევს. ის ხელს უწყობს ნაადრევად დაბერებას, აძლიერებს დაღლილობის შეგრძნებას და სხვ.

- როგორც ამბობენ, იაპონიის ცაზე თავმოყრილი ღრუბელი მალე ევროპას გადაფარავს და ჩვენამდეც მოაღწევს. რამდენად რეალურია ეს?

- არა მგონია, რადიაციულმა ღრუბელმა ევროპა გადაფაროს და ჩვენამდეც მოაღწიოს. Aახლახან კიეველმა კოლეგებმა გვაცნობეს, რომ უკრაინამდეც მიაღწია რომელიღაც რადიაციულმა ნივთიერებამ, ჰაერში აღმოაჩინეს აეროვანი იზოტოპის შემცველობა, რომლის არსებობაც სწორედ იაპონიაში განვითარებულ სტიქიურ უბედურებებს უკავშირდება, მაგრამ მისი შემცველობა ჰაერში დასაშვებ ნორმაზე 200-ჯერ ნაკლებია. ამგვარად, საშიშროება არც ევროპას და მით უმეტეს, არც ჩვენ გვემუქრება. ერთადერთი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ის არის, რომ საშიში საკვები პროდუქტი არ შემოვიდეს ქვეყანაში, მაგალითად, დაკონსერვებული იაპონური ზღვის კომბოსტო, კიბორჩხალა და სხვ.

მართალია, იაპონიის კატასტროფამ ატომური სადგურების საფრთხეზე ჩაგვაფიქრა, მაგრამ მათ კიდევ ასი წლის განმავლობაში ვერაფერი ჩაანაცვლებს, რადგან ნავთობი თანდათან ილევა, ნახშირი კი ძალიან ბევრია, მაგრამ არაეკოლოგიურია და ღმერთმა ნუ ქნას, ნახშირის ენერგეტიკას მივუბრუნდეთ. ცნობილი ამერიკელი ეკოლოგი ლუის ბატანი ამბობდა, დედამიწაზე ან ადამიანი მიაღწევს იმას, რომ კვამლი ნაკლები იყოს, ან თავად ადამიანი იქნება ნაკლებიო! ასე რომ, ნახშირი არ არის პერსპექტიული საწვავი, ჰიდრორესურსები კი თითქმის ყველა ქვეყანას ამოწურული აქვს. ასე რომ, ატომურ ელექტროსადგურებს ჯერჯერობით ალტერნატივა არა აქვს.

- გასულ კვირას ზოგმა ტალახიანი წვიმის მოსვლა იაპონიაში მომხდარ სტიქიურ უბედურებას დაუკავშირა.

- არა, იაპონიასთან ამას კავშირი არა აქვს. აღმოსავლეთიდან შემოიჭრა ჰაერის ნაკადი, რომელიც უდაბური ზონის სილიანი ნაწილაკებით იყო გაჯერებული. ჩვენთან ეს ჰაერის მასა თურქეთიდან შემოიჭრა, თურქეთში კი აღმოსავლეთის სილიანი და უდაბური ტერიტორიებიდან შევიდა.

წყარო:kvirispalitra.ge

ავტორი: ეკა ასათიანი

Link to comment
Share on other sites

კაი რა ასეთ თემაზე ამ ფორუმზე არ უნდა ისაუბრო. : )

რეიზა დავით? :D

Link to comment
Share on other sites

რეიზა დავით? :D

"იმიზა" რომ 3-4 პოსტის შემდეგ წავა უსასრულო დიალოგი ურწმუნოებსა და მორწმუნეებს შორის : )

Link to comment
Share on other sites

"იმიზა" რომ 3-4 პოსტის შემდეგ წავა უსასრულო დიალოგი ურწმუნოებსა და მორწმუნეებს შორის : )

მაგას არაუშავს

არ გაoffდეს ეს თემა!

Link to comment
Share on other sites

მაგას არაუშავს

არ გაoffდეს ეს პოსტი!

ტყუილად მოგვეშლება ნერვები. : )

Link to comment
Share on other sites

ტყუილად მოგვეშლება ნერვები. : )

ხო და ამიტომ არ მიაქციო ამას დიდი ყურადღება :)

Link to comment
Share on other sites

"იმიზა" რომ 3-4 პოსტის შემდეგ წავა უსასრულო დიალოგი ურწმუნოებსა და მორწმუნეებს შორის : )

ნამდვილად

ასე უკვე 3 ტოპიკში მოხდა მგონი

Link to comment
Share on other sites

ნამდვილად

ასე უკვე 3 ტოპიკში მოხდა მგონი

მე მაპატიეთ

გავქერე ამ ფორუმიდან? :D

Link to comment
Share on other sites

მე მაპატიეთ

გავქერე ამ ფორუმიდან? :D

:) შენ ნამდვილად არაფერს შუაში ხარ, უბრალოდ ხდება ასე და ვერაფერს ვერ ვიზავთ

Link to comment
Share on other sites

:) შენ ნამდვილად არაფერს შუაში ხარ, უბრალოდ ხდება ასე და ვერაფერს ვერ ვიზავთ

ხო მართალი ხარ ფატალ

ეს უბრალოდ ვიხუმრე

Link to comment
Share on other sites

:) შენ ნამდვილად არაფერს შუაში ხარ, უბრალოდ ხდება ასე და ვერაფერს ვერ ვიზავთ

ვიზამთ. : )

Link to comment
Share on other sites

Discovery-ზე იყო ზუსტად 26 აპრილს,ჩერნობილის 25 წლისთავზე. ჰაერის მასებმა ჩრდილოეთით და დასავლეთით გადაინაცვლა საფრანგეთისკენ.

Link to comment
Share on other sites

იდეა მოგვაწოდე დავით :)

მე გრამატიკულად შეგისწორე :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

Discovery-ზე იყო ზუსტად 26 აპრილს,ჩერნობილის 25 წლისთავზე. ჰაერის მასებმა ჩრდილოეთით და დასავლეთით გადაინაცვლა საფრანგეთისკენ.

საფრანგეთი საფრთხეშია :angry:

Link to comment
Share on other sites

ასე რომ, ატომურ ელექტროსადგურებს ჯერჯერობით ალტერნატივა არა აქვს.

ალტერნატივა ყველაფერს აქვს,

უბრალოდ კარგად უნდა დაკვირვება,

დარწმუნებული ვარ თუ უახლოეს მომავალში არა

რაღაც დროის შემდეგ მაინც ნახავენ ალტერნატივას

მზის, წ#$%ს და ჰაერის ენერგიაში.

Link to comment
Share on other sites

მე გრამატიკულად შეგისწორე :chojinfc:

სისწრაფის ბრალია ეგ

Thanks!

ალტერნატივა ყველაფერს აქვს,

უბრალოდ კარგად უნდა დაკვირვება,

დარწმუნებული ვარ თუ უახლოეს მომავალში არა

რაღაც დროის შემდეგ მაინც ნახავენ ალტერნატივას

მზის, წ#$%ს და ჰაერის ენერგიაში.

ხო მეც მაგის იმედი მაქ საბა

Link to comment
Share on other sites

საფრანგეთი საფრთხეშია :angry:

|:

იყო საფრთხეში 25 წლის წინათ.

საქართველოსკენ არ წამოსულა,თორე ჩვენც მაგარ საფრთხეში ვიქნებოდით :sarcastic_hanend:

Link to comment
Share on other sites

|:

იყო საფრთხეში 25 წლის წინათ.

საქართველოსკენ არ წამოსულა,თორე ჩვენც მაგარ საფრთხეში ვიქნებოდით :sarcastic_hanend:

ხო და არც სახუმაროდ გვექნებოდა საქმე :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

ხო და არც სახუმაროდ გვექნებოდა საქმე :chojinfc:

არც ახლა გვაქვს სახუმაროდ, სომხებს აქვთ "ცოცხალი ბომბი" (მეწამულის ატომური სადგური)

Link to comment
Share on other sites

არც ახლა გვაქვს სახუმაროდ, სომხებს აქვთ "ცოცხალი ბომბი" (მეწამულის ატომური სადგური)

ხო მართალია და ღმერთმა არ ქნას და რამე მოხდეს,ჩერნობილი არაფერი იქნება ამასთან

მაგრამ რას ვიზამთ,რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს,რეალობაა და სამწუხაროდ ვერაფერს შევცვლით

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

ჩერნობილში მცხოვრებლების ინტერვიუ გადიოდა ტელში(ახალ მომხდარ ტრაგედიაზე)

ბებია საუბრობდა,ამ რადიაციის ქვეშ რაღა გვეშველებაო

მეორე "განათლებულმა" იქაურმა-ხალხი სამკურნალოდ დადის რადიაცია რომ მიიღოს,ჩვენ კი აქ უფასოდ გვაქვსო.

რა ცუდია როცა სოფელი არის ჩაუხედავი,არა ამ საკითხში,არამედ მთლიანად,სხვა განხრივაც.

მართლა გულდასაწყვეტია ეს ფაქტი,ჩვენთანაც მსგავსი მდგომარეობაა

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.