Magdalena Posted March 26 Posted March 26 CryptoQuant: კრიპტო ბაზარი მზად არის სწრაფი ზრდისთვის ექსპერტებმა შეადარეს ბაზრის მიმდინარე კორექტირება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან. მათი მონაცემებით, Stablecoin-ების და Altcoin-ების მოცულობები ახლა შეიძლება ჩაითვალოს „პოტენციური შესყიდვის ზეწოლად“. „გასული წლის მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით კორექტირების პერიოდში Stablecoin-ების და Altcoin-ების მიწოდება გარკვეულწილად შემცირდა, რამაც გამოიწვია გაჭიანურებული კორექტირება. კორექციის მიმდინარე ფაზაში Stablecoin-ების და Altcoin-ების მოცულობა მატულობს“, - აცხადებენ ანალიტიკოსები. ინვესტორებმა უნდა გამოიჩინონ მოთმინება, რადგან ბაზრის მდგომარეობა გაურკვეველია. როგორც კი პოზიტიური, სტაბილური ახალი ამბების ფონი ჩამოყალიბდება, ჩვენ უნდა ველოდოთ ძირითადი კრიპტო აქტივების კვოტების და ინდუსტრიის კაპიტალიზაციის სწრაფ ზრდას, მიიჩნევს CryptoQuant. მანამდე Artemis-ისა და Dune-ის პლატფორმების ექსპერტებმა განაცხადეს, რომ გასული წლის განმავლობაში 19.6 მილიონიდან 30 მილიონამდე გაიზარდა Stablecoin-ების აქტიური მისამართების რაოდენობა, რაც 53%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. https://tinyurl.com/3r9bbp6t Quote
George Posted March 27 Posted March 27 ალბათ ისევ ამ თემაში ჯობია მაინინგის თემის მაგივრათ ბიტკოინის ან სხვა ვალუტების კურსების გარჩევა, მოკლეთ ვაკვირდები ეხლა და საერთოდ შეუცვლიათ ვირტუალურ პროგნოზებში ბიტკოინის ზრდის ტრენდი, ეგ პროგნოზები არასდროს არ იყო ახლოს რეალურ ტრენდთან, მაგრამ მაინც საინტერესოა რის ხარჯზე აკეთებენ ეგეთ ოპტიმისტიკურ პროგნოზებს https://longforecast.com/bitcoin-price-predictions-2017-2018-2019-btc-to-usd ნუ 69000$ წელს დაცემა კურსის ეგ ლოგიკასთან ახლოსაა მაინც, მითუმეტეს უკვე დაეცა 76000$ 109000$-ან, ნოემბრის პამპიც ლოგიკურია, უბრალოთ 140000$ მაგივრათ შეიზლება მაქსიმუმ 120000$ ავიდეს, შემოდგომაზე რამდენზე იდგება ალბათ მაგაზეც იქნება ეგ დამოკიდებული თუნდაც სექტემბრისთვის, როცა უჭირს ბიტკოინს ყველაზე მეტათ, დანარჩენი არალოგიკურია და არანაირი კრიპტოზამთარი არაა მანდ გათვალისწინებული რაც შეიძლება უკვე შემდეგი წლისთვის დაიწყოს და თეორიულათ შეუძლია მაგ დროს 50000$ ჩამოცდეს კურსი დროებით, ანუ 300000$ ჯერ არა მგონია აწიონ, თუმცა მე კი მაწყობს ეგეთი კურსი, რახან უყვართ ეგრე როცა იზრდება ბიტკოინი მოშნათ მემეკოინების დროებით დაპამპვაც, ეგეთ დროს იციან ხოლმე ოთხმაგი მატებით გაზრდა ბევრი მემეკოინის ან მეტითიაც, გააჩნია მართლა რამდენზე აწევენ ბიტკოინს, მაგრამ 300000$ ეგ მეტისმეტი მგონია, 200000$ გაცდენა შეუძლიათ და ეგეც მემგონი შემდეგი ჰალვინგიდან 1 წლის შემდეგ, ეგაა ჩემი პროგნოზი, თუმცა 109000$ ჩემი აზრით ამ წლის რეკორდი არ იქნება, მეტზე ავა მგონია ნეომბრისთვის ბიტკოინიმ, ისე დოუ ჯონსი და ბიტკოინი რომ ეცემა და ოქრო ლამის 3050$ ავიდა მაგაში კარგი არაფერი არაა, ეგ რეცესიაზე და შეიძლება გრძელვადია სტაგნაციაზეც მიგვითითებდეს, რაც მოკლე რეცესიაზე ბევრათ ცუდია ეკონომიკაში, თუმცა 270000$ შემდეგი წლისთვის ბიტკოინზე მე ფანტასტიკურ კურსათ მეჩვენება, განსაკუთრებით იმის ფონზე თუ დოუ ჯონსი ვერ გაცდება 47000 ატმეტკას მაინც ძალიან მაღალი ოქროს კურსის ფონზე, ანუ ვერ ვხედავ პრინზნაკებს რის ხარჯზეც შეუძლია ბიტკოინს 200000$ გაცდენის მაინც, კარდინალური ცვლილებები უნდა მოხდეს ბევრ სექტორებში, ჯერ არაფერი ეგეთი არ ჩანს, ანუ სიაფანდზე უწერიათ მგონია ეგეთი კარგი კურსები ვირტუალურ პროგნოზებში და ეგრე ბევრჯერ იყო წინა წლებშიც როცა ძალიან ეცემოდა ბიტკოინი მაშინაც ძალიან დაბალი კურსები ეწერა ხოლმე და როცა უკვე 100000$ გაცდა მაშინაც ასტრონომიულ კურსებს წერდენ შემდეგი 2-3 წლის მანძილზე, მაგრამ რეალურათ მაგდენზე არ ადიოდა ან ეცემოდა აქამდე ბიტკოინი, კრიპტოზამთარი თუ დაიწყო შემდეგ წელიწადს სულ მცირე და გაგრძელდა მთელი 1 წლის მანძილზე მგონია 50000$ მაინც ჩამოცდება ბიტკოინი და ეგ მინიმუმ, ეგ 15600$ კურსის შემდეგ 2022-ში რაზეც დაეცა ბიტკოინი წინა ჰალვინგის შემდეგ და კრიპტოზამთრის, თუმცა მაშინ მართალია ორჯერ დიდი ბაზრის აბვალის მცდელობა იყო 6 თვიანი ინტერვალით რამაც ძალიან დააგდო ბიტკოინის კურსი, ისე დოუ ჯონსი კი იზრდება ნელ-ნელა, ჯერ ტრამპის ტარიფების შემდეგ 44000-ან რომ დაეცა ასე 40700 მოასწრო ასვლა ლამის 43000-მდე, ეხლა 42500 ქვემოთაა გაჩერებული, შეუძლია დაგაზვაც და კარგათ დაცემაც აპრილის ბოლომდე აქციებს, მითუმეტეს ევროსაუზის ტარიფები ჯერ არ გაშვებულა თუ აპირებს ტრამპი მაგ ტარიფების დაწესებას, რახან მაგიც გაეშვებაო იძახოდა მანამდე, აი ესაა ცუდი რასკლადები მაქსიმალურათ რაც შეიძლება წელს მოხდეს მაგ ტარიფების და არა მარტო გამო: https://www.businessinsider.com/stock-market-recession-outlook-sp500-correction-prediction-economy-slowdown-bofa-2025-3 ანუ დაჟე 40700 ეგ არაფერი ისეთი დროპი არაა მაინც, მაგრამ მართალია მაინც არაა პატარა დაცემა 45000 ასვლის შემდეგ, ოქროს კურსი კი დგას ამ ეტაპზე 3031$-ზე, ბიტკოინი კი 87500$ 76000$ დაცემის შემდეგ, თუმცა მანამდე კი ავიდა 109000$ Quote
Magdalena Posted March 27 Posted March 27 Tornado Cash გამორიცხეს OFAC-ის სანქციების სიიდან აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის სამმართველომ (OFAC) Tornado Cash-ის მიმართ ეკონომიკური სანქციები გააუქმა. 100-ზე მეტი Ethereum-მისამართი ამოღებულია სანქციების სიიდან. სამინისტროს განცხადებით გადაწყვეტილება მიღებული იქნა კრიპტო ბიზნესთან დაკავშირებული ახალი სამართლებრივი და პოლიტიკის საკითხების განხილვის შემდეგ. პროექტი სანქციების ქვეშ მოექცა OFAC-ის მიერ 2022 წლის აგვისტოში ფულის გათეთრებაში შეტანილი წვლილის გამო. აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით სერვისის შექმნის დღიდან ჰაკერებმა მისი მეშვეობით 7 მლრდ აშშ დოლარზე მეტი გაიტანეს. Tornado Cash განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენეს ჩრდილოკორეელი ჰაკერების ჯგუფ Lazarus-ის წევრებმა. კომპანიის მთელი ქონება, სამომხმარებლო თანხები და Tornado Cash-ის წყაროს კოდი აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ დაიბლოკა და ქვეყნის მაცხოვრებლებსა და მოქალაქეებს ეკრძალებოდათ სერვისით სარგებლობა. 2025 წლის 21 იანვარს აშშ-ის მეხუთე ოლქის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა სანქციები OFAC-ის „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ გამო და საქმე გადაუგზავნა შეერთებული შტატების დასავლეთ ტეხასის ოლქის სასამართლოს შემდგომი განხილვისთვის. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ აღნიშნა თავისი "ღრმა შეშფოთება" თანხების მოპარვისა და გათეთრების გამო ჩრდილოეთ კორეის ქმედებებთან დაკავშირებით. „ციფრული აქტივები წარმოადგენს უზარმაზარ შესაძლებლობებს ინოვაციისა და ღირებულების შესაქმნელად ამერიკელი ხალხისთვის. ”ციფრული აქტივების ინდუსტრიის დაცვა ჩრდილოეთ კორეისა და სხვა უკანონო აქტორების მიერ ბოროტად გამოყენებისგან აუცილებელია აშშ-ის ლიდერობის ჩამოყალიბებისთვის,” - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა. შეგახსენებთ, რომ Chainalysis-ის მიხედვით 2024 წელს, OFAC-ის სანქციების სიაში მყოფმა პირებმა 15.8 მლრდ აშშ დოლარი მიიღეს კრიპტო ტრანზაქციების მეშვეობით. https://tinyurl.com/fvkh8be9 Quote
Magdalena Posted March 28 Posted March 28 BlackRock-მა გამოუშვა Bitcoin ETF ევროპულ ბაზარზე BlackRock-ის ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის განყოფილება iShares Product-ის ხელმძღვანელმა Manuela Sperandeo-მ განაცხადა, რომ პროდუქტის გამოშვება ასახავს ცვალებად საბაზრო გარემოს და მოწმობს, რომ მოთხოვნა იზრდება საცალო ინვესტორების მხრიდან. BlackRock-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მეურვე გახდება ამერიკული ბირჟა Coinbase (NASDAQ:COIN). აღინიშნა, რომ ინსტრუმენტი IB1T, რომელიც ხელმისაწვდომია ინსტიტუციური და გამოცდილი საცალო ინვესტორებისთვის, შვეიცარიაში რეგისტრირებული კომპანიის მიერ იქნება გამოშვებული. CoinShares ინვესტორებს სთავაზობს მსგავს პროდუქტს 0.25% საკომისიოთი. თუმცა, BlackRock-ის შემოთავაზებაა საწყისი გადასახადი 0.15%-მდე. აშშ-ში რეგისტრირებული iShares Bitcoin ETF-ის დებიუტი 2024 წლის იანვარში შედგა. ფონდმა მოიზიდა მილიარდობით დოლარის აქტივები და გახდა საუკეთესო ETF კრიპტო ბაზრის ისტორიაში. მანამდე BlackRock Asset Management-მა წარადგინა თავისი პირველი კანადური დოლარში ნომინირებული Bitcoin ETF საფონდო ბირჟა CBOE Canada-ზე. https://tinyurl.com/y9ctkkzx Quote
NowhereMan Posted March 28 Posted March 28 რა ხდება როდემდე უნდა იყოს ყველაფერი გაწითლებულია არაფერი იგეგმება საინტერესო? Quote
George Posted March 28 Posted March 28 რავი რა გითხრა აბა, ყველაფერი ერთად დაჯდა ნეგატიური, ტრამპის ტარიფები, ალბათ არასწორი ახალი ადმინისტრაციის ეკონომიკური და გლობალური პოლიტიკა, რომელიც მინიმუმ შორტ რანში სერიოზულ ნეგატიურ ეფექტს იწვევს დოუ ჯონსი იქნება თუ სხვა სექტორები ეკონომიკაში, დაჟე არ ვიცი ეგ ყველაფერი რამდენათ იყო საჭირო ეკონომიკის გამოჯამრთელებისთვის, ან თუნდაც შტატების უზარმაზარი ვალის შესამცირებლათ, ვითომ ერთ-ერთი მიზეზი ტრამპის ეგეთი უცნაური პოლიტიკის ეგაა, მაგის გარდა საკმაოთ დიდი ბირჟა დაჰაკეს ჰაკერებმა, სადღაც 1.5$ მილიარდის კრიპტო მოუპარიათ, მაგანაც იმოქმედაო ნეგატიურათ, კიდე რამდენიმე ნეგატიური ფაქტორია რის გამოც აღარ დაუგაზია ბიტკოინს და ძირითადათ მარტო ოქრო იზრდება ბოლო პერიოდში და ახალ რეკორდულ მაჩვენებელზე ავარდა თუნდაც დღეს ოქროს კურსი, ფაქტიურათ უახლოვდება ნელ-ნელა 3100, თუმცა იყო დრო 2000$ ვერ ცდებოდა არც თუ ისე დიდი ხნის უკან ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში, მაგის გარდა სტაგნაციის ეშინიათო გრძელვადიანის და რეცესიის ეკონომიკაში შტატებში, ეგეც იწვევს დოუ ჯონსის დაცემებს და აქციების, არც interest rate დაუწევიათ უკვე კარგა ხანია, ეგ უწყობდა ხელს გაზრდებს საკმაოთ მაინც, რის შემდეგაც ბიტკოინიც გაცდა 100000$ იმავე პერიოდში, ვითომ დაწესდა ბიტკოინის რეზერვების ფონდი ოფიციალურათ შტატებში, მაგრამ ეგ არაა საკმარისი ბიტკოინის დასაგაზათ, ჩემი აზრით მთავარი მოტივატორი ზრდის იყო დოუ ჯონსის გაზრდები, როცა იდგა დოუს ინდექსი 44000 ზევით მაშინ იყო ბიტკოინიც მაქსიმუმზე ასული, რაც უფრო დაეცემა დოუ მით უფრო გაუჭირდება ბიტკოინს, ეგ მინიმუმ გასათვალისწინებელია ამ ეტაპზე, დანარჩენს დრო აჩვენებს უკვე, ვერ ვიტყოდი რომ ძალზე რთული სიტუაციაა და აღარაფერი გადაარჩენს ეკონიმიკა იქნება თუ ბიტკოინი, შეიძლება ეგ ჩაჯოები მარტო დროებითი იყოს, მაგრამ თუ დაგაზა მგონია უფრო ნოემბრისთვის და მერე კრიპტოზამთარიც დაიწყება უკვე, თუმცა არაა გამორიცხული ნოემბრისთვის 110000$ გაცდეს ისევე ბიტკოინი დროებით, ეგ ბოლო გაფართხალება იქნება, მერე რატომღაც მგონია 2026 წელი ძალზე მძიმე წელი იქნება კრიპტოსთვის, რომელიც შეიძლება ასე 1.5-2 წლამდე გაიწელოს და მერე დაგაზოს უკვე 150000$, თუმცა ისეთი დროა ეხლა სხვა რაღაცის გამოც შეიძლება დაგაზოს ძალიან ბიტკოინმა, ჯერ ვერ გაიგებ ვერაფერს, ალბათ მოგვიანებით გამოჩნდება შემდეგ თვეებში რა და როგორ იქნება კრიპტოში, ჩემი აზრით თუ არის დამგაზავი კიდე ბიტკოინი ცალკე, უფრო მე ნოემბრისთვის მგონია რომ ავარდება ისევ მაქსიმუმზე წელს, მანამდე შანსები მცირეა 110000$ გაცდენის თუნდაც, ზაფხულში შეიძლება კიდე უფრო გაუჭირდეს, ან პირიქით მაისისთვის რაღაცა ზრდა დაფიქსირდეს თუ გაცდა დოუს ინდექსი 43500 ატმეტკას მაინც, მაგრამ ძალიან დიდი ზრდა არა მგონია ახლო მომავალში იყოს უკვე, ბევრი რამე ტრამპის ტარიფებზე და პოლიტიკაზეც იქნება დამოკიდებული, ჯერ-ჯერობით არასწორათ მიყავს მემგონი ყველაფერი, ანუ სულ მცირე დემოკრატიას რომ დავანებოთ თავი, free trade, ანუ თავისუფალი ვაჭრობის მაღალი ტარიფებით შეზღუდვა ეგ ძალიან ცუდი იდეაა ამ ეტაპზე, არა მგონია მაგ პოლიტიკამ გაამართლოს ლონგ რანშიც კი, ნუ სანამ 40000 ზევით იდგება დოუს ინდექსი ეგ არ უნდა იყოს პრობლემა, მაგრამ თუ წამოვიდა და წამოვიდა ქვემოთ და დაეცა 38000 მაინც მაგის შემდეგ უკვე სერიოზული კრიზისი დაიწყება, შეიძლება გრძელვადიანიც კი, მერე შეიძლება ტრამპის ჩარევებმა ვეღარც უშველოს და დიდხანს იყვინთაოს დოუს ინდექსმა დაბალ ატმეტკებზე, ნუ 200000-300000$ ბიტკოინზე მე ჯერ არ ვიწინასწარმეტყველებდი შემდეგი 2 წლის მონაკვეთში, მერე შეიძლება, მაგრამ ეხლანდელ 109000$ რომ ვუყურებ რაზეც შეძლეს ბიტკოინის გაზრდა შეიძლება 200000$ გაცდენაც ძალზე რთული იყოს მომავალში, რავიცი მაგას რამხელა დოუ ჯონსი დაჭირდება, რახან ჩანს ეხლაც რომ დოუს როცა უჭირს ბიტკოინიც ხოშიანათ ყვინთაობს და ეცემა მაგ პერიოდში, ალბათ 48000 დოუს ინდექსზე შეიძლება 200000$ კურსიც ბიტკოინზე, სადღაც ეგრე + სხვა პოზიტიური ნიუსები ცალკე კრიპტობაზარზე, ზოგადათ გრძელვადიანი პროგნოზები კრიპტოში ძალიან არაპროგნოზირებადი რამეა, თუნდაც ცალკე მემეკოინების ტრენდი რომ ავიღოთ, მანდ ვაბშე როლერ კოსტერები იციან ზოგ კოინებზე, ექვსმაგი დაცემის შემდეგ ზოგი კოინი ათმაგათ იზრდება ხოლმე, ანუ მანდ მთლათ ვერაფერს გამოიცნობ ადვილათ, იგივე ტრამპკოინზე და კიდე რამდენიმე მემეკოინზე უფრო მაღალი კაპიტალიზაციით, პირველ რიგში მაინც დოჯკოინზე ძალიან რთულია ეხლანდელ ვითარებაში რამის პროგნოზირება, მაგრამ ბიტკოინის მაქსიმუმზე ბევრი რამე იქნება შემდეგ თვეებში დამოკიდებული, მე მაინც მგონია ნოემბერში იქნება წელს ყველაზე სერიოზული დაბუსტვა, თუ რა თქმა უნდა მთლათ არ გააძრეს სული ეკონომიკას მანამდე Quote
G1ORG1 Posted March 29 Posted March 29 მემგონი კაი ხანი გაგრძელდება ესე, ეს დრო გამოიყენეთ, მე მასე მიმაჩნია, რაც შემიძლია ვყიდულობ კოინებს, ძირითადად რიპლს xrp და მერე სოლანას. Quote
Magdalena Posted March 29 Posted March 29 ტრამპის კრიპტობანკი გამოუშვებს დოლართან დაკავშირებულ საკუთარ Stablecoin-ს დეცენტრალიზებულმა პლატფორმა World Liberty Financial-მა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოჯახის მიერ დაარსდა, წარმოადგინა აშშ დოლართან მიბმული საკუთარი Stablecoin - USD1 ფოტოს წყარო: Shubham Dhage / unsplash.com USD1 მიბმულია დოლარზე და მხარდაჭერილია აშშ-ის ხელისუფლების მოკლევადიანი სახაზინო ობლიგაციებით, დოლარის დეპოზიტებითა და ფულადი სახსრების სხვა ეკვივალენტებით; ციფრული აქტივი იმუშავებს Ethereum-იის და Binance Smart Chain-ის ბლოკჩეინებზე. "USD1 უზრუნველყოფს იმას, რასაც არ შეუძლია ალგორითმულ და ანონიმურ კრიპტოპროექტებს - წვდომას DeFi-ს სიმძლავრეზე, რომელზეც მხარდაჭერილია ყველაზე პატივცემული პირების სახელების რეპუტაცია და გარანტიები ტრადიციულ ფინანსებში. ჩვენ შემოგთავაზებთ ციფრული დოლარის სტაბილურობას, რომელსაც სუვერენული ინვესტორები და მსხვილი ინსტიტუციონალები გამოიყენებენ თავიანთი სტრატეგიების ინტეგრირებისას უწყვეტი და უსაფრთხო ტრანზაქციების განხორციელებისთვის” - განაცხადა პროექტ World Liberty Financial-ის თანადამფუძნებელმა Zach Witkoff-მა. World Liberty Financial გასული წლის ოქტომბერში ამოქმედდა და დღემდე 550 მლნ აშშ დოლარი აქვს მოზიდული; ოფიციალური მონაცემებით, ტრამპის ოჯახთან დაკავშირებულ კომპანიებს შეუძლიათ მიიღონ ორგანიზაციის წმინდა შემოსავლის 75%. გასული წლის განმავლობაში Stablecoin-ების საბაზრო კაპიტალიზაცია 46%-ით გაიზარდა, წელს კი ახალ ისტორიულ მწვერვალებს მიაღწია. კრიპტო ბაზრის ამ ნიშაში ტრადიციულად დომინირებს USDT და ცოტა ხნის წინ მას შეუერთდა USDC. Stablecoins განიხილება კრიპტო ბაზრის „სისტემურად მნიშვნელოვან“ ნაწილად - ისინი გამოიყენება კრიპტოვალუტების ცენტრალიზებულ და დეცენტრალიზებულ ბირჟებზე ვაჭრობაში, ასევე გირაოს სახით DeFi პლატფორმებზე. მოსალოდნელია, რომ წელს აშშ-ში მიიღება კანონი, რომელიც დაარეგულირებს Stablecoin-ების მიმოქცევას; ამ სტატუსს შესაძლოა მიაღწიოს სენატის საბანკო კომიტეტის მიერ შემოთავაზებულმა კანონპროექტმა GENIUS. საკანონმდებლო ბაზის არსებობის პირობებში ამერიკული ბანკები, სავარაუდოდ, დაიწყებენ საკუთარი Stablecoin-ების გამოშვებას, რაც განაპირობების გადახდებს უფრო სწრაფად, იაფად და გამჭვირვალედ განხორციელებას. https://tinyurl.com/2t8u76xy Quote
Magdalena Posted March 31 Posted March 31 SEC-ის ტრამპის კანდიდატი კრიპტო სექტორის მხარდაჭერას გვპირდება პოლ ატკინსმა, რომელიც დონალდ ტრამპის კანდიდატია აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) ხელმძღვანელად, პირობა დადო, რომ მისი ხელმძღვანელობით სააგენტოს რეგულაცია ხელს შეუწყობს კრიპტოვალუტების სექტორს. მან საზოგადოება ასევე დაარწმუნა, რომ არ დაუშვებს პოლიტიკას, ხელი შეუშალოს კაპიტალის ფორმირებას. მისი ვალდებულებების დეტალები იყო მომზადებული განცხადებაში, რომელიც სენატმა გამოაქვეყნა. თავის წერილობით შენიშვნებში ატკინსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი თავმჯდომარეობის მთავარი აქცენტი იქნება თანამშრომლობა კოლეგა კომისრებსა და კონგრესთან. ამ თანამშრომლობის მიზანი იქნება ციფრული აქტივების ძლიერი მარეგულირებელი ბაზის შექმნა. მან ხაზი გაუსვა ამ ამოცანის რაციონალური, თანმიმდევრული და პრინციპული მიდგომის აუცილებლობას. ატკინსის დანიშვნა და შემდგომი ვალდებულებები მიუთითებს პოტენციურად პოზიტიურ განვითარებაზე კრიპტოვალუტის სექტორისთვის, რომელიც დიდი ხანია ეძებს სიცხადეს და მხარდაჭერას მარეგულირებლებისგან, როგორიცაა SEC. https://tinyurl.com/ydrvxpak Quote
George Posted April 1 Posted April 1 ისე ხვალე ეშვება ტრამპის EU ტარიფები, მაგის გამო უკვე აღარ დაეცემა ძალიან დიზე ბიტკოინი და კრიპტო, ანუ მაგას ვეღარ დააბრალებ რამე დიდი დაცემები თუ იქნება მოგვიანებით, ამ დღეებში თუ დაეცა კიდე ბიტკოინი, ჯერ-ჯერობით 84000$ დგას, მინიმუმი კი იყო 109000$-ან ჯერ 76000$, მანდ ტარიფებიც დაწესდა კანადა-მექსიკასთან და ნაწილობრივ ჩინეთთან , დიდი ბირჟაც დაიჰაკა კიდე, პარალერულათ ჩაყვინთა თან დოუს იდნექსმაც და მაგ დროს ყოველთვის უჭირს ხოლმე ბიტკოინს მაღალ კურსზე დარჩენა, შეიძლება კიდე ნავთობის ფასი გაიზარდოსო მაგ ბოლო ტარიფების გამო: The oil markets are worried about the latest round of Trump's tariff threats https://markets.businessinsider.com/news/commodities/crude-oil-price-markets-donald-trump-secondary-tariffs-russia-iran-2025-4 ოქრო კი რეკორდს რეკორდზე ამყარებს ბოლო პერიოდში იმხელაზეა ავარდნილი: https://markets.businessinsider.com/news/commodities/gold-price-predictions-record-high-trump-tariffs-economy-2025-4 მანდ არის შანსები 3500$ ასვლის, თუ დაგაზა ერთ მშენიერ დღეს ბიტკოინმაც უფრო მოშნი სკალირება ექნება ალბათ ეგეთ მაღალ ოქროს კურსზე, 44000 ზევით დოუზე და ბიტკოინს შეუძლია 110000$ ზევითაც ასვლა მაგ შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა გრძელვადიანი სტაგნაცია არ დაიწყო მართლა Quote
Magdalena Posted April 1 Posted April 1 პაოლო არდოინო: ბაზარზე დადგა ახალი ერა - Stablecoin-ების მულტისამყარო პაოლო არდოინომ განაცხადა, რომ ასობით კომპანიამ და ხელისუფლებამ მთელ მსოფლიოში უკვე გამოუშვა ან მალე გამოუშვებს საკუთარ მონეტებს, რომლებიც დაკავშირებულია ფიატურ ვალუტებთან. „დადგა Stablecoin-ების მულტისამყაროს დრო. ჩვენ ყოველთვის ფოკუსირებულნი ვიყავით რეალური აქტივების განთავსებაზე, ვმუშაობდით უშუალოდ ადგილზე, ხალხში, მაშინ როცა ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტები გვიყურებდნენ სპილოს ძვლის კოშკებიდან." ბიზნესმენის თქმით USDT stablecoin-ის მომხმარებელთა რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 400 მილიონ ადამიანს მთელ მსოფლიოში და ძალიან მალე მათი რიცხვი 1 მილიარდს მიაღწევს. ადრე DefiLlama-ს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ Tether-ის USDT აგრძელებს დომინანტური როლის შენარჩუნებას ევროპის ციფრული აქტივების ბაზარზე, მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვებისა და კონკურენციისა. https://tinyurl.com/ye26z7e7 Quote
Magdalena Posted April 2 Posted April 2 მოსაზრება: Stablecoin-ები კრიპტო ბაზრის ზრდის მთავარი მიზეზი იქნება David Pakman-ის თქმით, ყოველდღიური გადახდებისთვის Stablecoin-ების გამოყენების ზრდა დემონსტრირებს ბლოკჩეინ ტრანზაქციების ეფექტურობას: „მიმდინარე კალენდარულ წელს ჩვენ შესაძლოა გადავიდეთ Stablecoin-ებში 225 მლრდ აშშ დოლარიდან 1 ტრლნ აშშ დოლარამდე. ეს ზრდა, თუმცა მოკრძალებულია გლობალურ ფინანსურ ბაზართან შედარებით, მნიშვნელოვანი ცვლილებაა კრიპტო ინდუსტრიისთვის და გახდება განვითარების მნიშვნელოვანი კატალიზატორი. გაზრდილმა კაპიტალმა, რომელიც შედის ბლოკჩეინის ტრანზაქციის ბაზარზე, Bitcoin-სა და Ethereum-ზე დაფუძნებული ბირჟაზე ვაჭრობის ფონდების მიმართ მზარდ ინტერესთან ერთად, შეიძლება ხელი შეუწყოს აქტივობას დეცენტრალიზებულ ფინანსურ (DeFi) ბაზარზე. Stablecoin-ების მოცულობისა და გამოყენების მასშტაბების ზრდა მიუთითებს კაცობრიობის მიერ ციფრული აქტივების მიღების ახალ ფაზაზე, განსაკუთრებით კი გადახდების ბაზარზე. Stablecoin-ების ინტეგრირება ყოველდღიურ ფინანსურ ტრანზაქციებში შეიძლება გახდეს მთელი კრიპტო ეკოსისტემის ფართო პოპულარიზაციის საფუძველი, მიიჩნევს ბიზნესმენი. მანამდე ამერიკული კომპანია Tether-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, USDT stablecoin-ის გამომშვებმა პაოლო არდოინომ გამოაცხადა ახალი ეპოქის დასაწყისი კრიპტოვალუტის ბაზარზე და მას „Stablecoin-ების მულტისამყარო“ უწოდა. https://tinyurl.com/h35ne4y4 Quote
George Posted April 3 Posted April 3 ახალი ტარიფები დაანონსა ტრამპმა და დაიწყო ბიტკოინმა და სხვა კიოინებმაც დაცემა: Another top bank is ringing the stagflation bell as tariff 'Liberation Day' nears https://www.businessinsider.com/stagflation-trump-tariffs-liberation-day-inflation-economy-gdp-outlook-2025-4 Quote
Magdalena Posted April 3 Posted April 3 FTX-მა გამოაცხადა მსხვილი მომხმარებლებისთვის კომპენსაციის გადახდის დაწყების თარიღი ანგარიშსწორებისთვის თანხები აღებული იქნება 11.4 მლრდ აშშ დოლარიდან, რაც დაგროვდა 2022 წლის ნოემბერში კრიპტო ბირჟის გაკოტრების დაწყების შემდეგ, განაცხადა FTX-ის ადვოკატმა Andrew Dietderich-მა. მისი თქმით, თანხების განაწილებას დრო დასჭირდება, რადგან კომპანიამ მიიღო "27 კვადრილიონი მოთხოვნა" ანაზღაურებისთვის, რომელთაგან ბევრი შემდგომ განხილვას საჭიროებს. ყველა მომხმარებელი, რომელიც გადახდას ელოდება, იღებს დამატებით 9%-ს წელიწადში საკუთარ დეპოზიტზე. FTX-ის ანგარიშებზე საპროცენტო განაკვეთი უფრო დაბალია, ამიტომ კომპანია დაინტერესებულია ზარალის ანაზღაურების საკითხი რაც შეიძლება მალე გადაწყდეს, აცხადებენ იურისტები. თებერვალში ბირჟამ უკვე გამოყო 1.2 მლრდ აშშ დოლარი 50 ათას აშშ დოლარამდე აქტივების მქონე მომხმარებლების კომპენსირებისთვის. მანამდე გაკოტრებული FTX-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ბენკმენ-ფრიდმა განაცხადა, რომ მის პლატფორმას აქვს საკმარისი აქტივები, რათა მომხმარებლებს სრულად აუნაზღაუროს ზარალი. იგი ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ სამომხმარებლო თანხების დაკარგვაში ამერიკის ხელისუფლებაა დამნაშავე. https://tinyurl.com/43n6mesj Quote
Magdalena Posted April 4 Posted April 4 აშშ-ის კონგრესი გამართავს მოსმენებს კრიპტოვალუტების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის შექმნის შესახებ კონგრესის ფინანსური მომსახურების კომიტეტის ციფრული აქტივების ქვეკომიტეტი 9 აპრილს გამართავს მოსმენას, რათა განიხილოს კრიპტოვალუტების ფედერალური ნორმატიული ბაზის შექმნა. როგორც FOX-ის ჟურნალისტი ელეანორ ტერეტი აღნიშნავს, მოსმენა სახელწოდებით "ამერიკული ინოვაცია და ციფრული აქტივების მომავალი: აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კანონების შეჯერება ციფრული ეპოქისთვის", იქნება ახალი კონგრესის პირველი საჯარო მცდელობა, დააწესოს წესები კრიპტო ინდუსტრიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის სტრუქტურის კანონმდებლობა კონგრესში ჯერ არ არის წარდგენილი, წყაროების თქმით, პალატა უკვე მუშაობს დოკუმენტის ახალ ვერსიაზე. ეს განახლებული ვერსია ეფუძნება ფინანსური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების 21-ე საუკუნის (FIT21) აქტს, რომელიც პალატამ გასული წლის მაისში მიიღო, და პასუხისმგებელი ფინანსური ინოვაციების აქტს, რომელიც წარდგენილ იქნა 2022 წლის ივნისში სენატორების - სინტია ლამისის (რესპუბლიკელი ვაიომინგიდან) და კირსტენ ჯილიბრანდტის (დემოკრატი ნიუ-იორკიდან) მიერ. ორივე კანონპროექტი მიზნად ისახავს კრიპტო ინდუსტრიის მონაწილეებისთვის მკაფიო სამოქმედო პრინციპების და წესების დადგენას. გასულ კვირას ვაშინგტონში ციფრული პალატის ბლოკჩეინის სამიტზე კონგრესის ფინანსური მომსახურების კომიტეტის თავმჯდომარე ფრენჩ ჰილმა (რესპუბლიკელი არკანზასიდან) გამოაცხადა, რომ პალატა ემზადება ბაზრის განახლებული სტრუქტურის კანონმდებლობის გამოქვეყნებისთვის უახლოეს კვირებში. გარდა ამისა, კონგრესის ფინანსური მომსახურების კომიტეტი მომავალ კვირას განიხილავს Stablecoin-ების აქტს, რომელიც ცნობილია როგორც STABLE და წარმოადგენს სენატის კანონპროექტ GENIUS-ის ანალოგს. მანამდე პალატის წევრებმა ტომ ემერმა და რიჩი ტორესმა შექმნეს ორპარტიული კოალიცია კრიპტოვალუტების კანონების გასაუმჯობესებლად, რომლებიც უკვე განხილვის სტადიაშია. https://tinyurl.com/3trdsx5k Quote
George Posted April 4 Posted April 4 ვსიო დოუ ჯონს სული ძვრება უკვე ბოლო ტარიფების დაწესების შემდეგ, უკვე 38000 მიაუხლოვდა 45000 შემდეგ დოუს ინდექსი, სხვათაშორის ჯერ-ჯერობით გაჭირვებით იკავებენ ბიტკონის კურსს, ჯერ 84500$-ზეა გაჩერებული თუმცა 82000 ჩამოცდა გუშინ ცოტა ხნით, ოქროს კურსიც ხოშიანათ დაცემულა 100$ და უახლოვდება 3000$ უკვე ნელ-ნელა Quote
Magdalena Posted April 5 Posted April 5 BlackRock-ის აღმასრულებელი დირექტორი Bitcoin-ს დოლარისთვის საფრთხეს უწდებს აშშ დოლარის, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტის სტატუსს საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ BlackRock-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლარი ფინკმა განაცხადა თავის ყოველწლიურ წერილში ინვესტორებისთვის. მისი თქმით, შეერთებული შტატების ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის უკონტროლო ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს პოზიციის დაკარგვა ციფრული აქტივების სასარგებლოდ, როგორიცაა Bitcoin. აშშ-ის ეროვნული ვალი სამჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე მშპ 1989 წელს ტაიმს-სკვერზე ვალის საათის ამოქმედების შემდეგ, აღნიშნა ექსპერტმა. აშშ-ს ფედერალური ვალი მშპ-ს პროცენტულად. წყარო: BlackRock. 2024 წელს აშშ-ის ხელისუფლების ვალების მომსახურების ხარჯებმა გადააჭარბა 952 მლრდ აშშ დოლარს, რაც თავის მხრივ თავდაცვის ხარჯებს აღემატებოდა. თუ სიტუაცია არ შეიცვლება, სახელმწიფო სავალდებულო გადახდები და პროცენტის ხარჯები მთლიანად მოიხმარს ფედერალურ შემოსავლებს 2030 წლისთვის, რაც გამოიწვევს მუდმივ დეფიციტს. მიუხედავად რისკებისა, დეცენტრალიზებულ ფინანსურ სისტემებს ბაზრებზე შემოაქვს სიჩქარე, გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, ხაზგასმით აღნიშნა ფინკმა. თუმცა, Bitcoin-ის მიმართ მზარდმა ნდობამ შეიძლება შეასუსტოს დოლარი, რაც ძირს გამოუთხრის აშშ-ის ეკონომიკურ უპირატესობას. BlackRock-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე ისაუბრა აქტივების ტოკენიზაციის პერსპექტივაზე. მან ტექნოლოგია შეადარა ქაღალდის წერილებიდან ელექტრონულ ფოსტაზე გადასვლას. ტოკენიზაცია აქციების, ობლიგაციების და უძრავი ქონების გაციფრულების საშუალებას იძლევა, რაც ინვესტიციებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის, აჩქარებს ტრანზაქციებს და აღმოფხვრის შეფერხებებს შესყიდვასა და ანგარიშსწორებას შორის. ფინკი ამბობს, რომ ტექნოლოგია აადვილებს აქტივების ფლობას, შესაძლებელს ხდის წილის გაყოფას და აფართოებს მაღალშემოსავლიან ინვესტიციებზე წვდომას. ამან შეიძლება მოახდინოს რევოლუცია ფინანსურ ბაზრებზე ნაკლებად შეძლებული ინვესტორების წვდომის გაფართოებით. იანვარში BlackRock-ის ხელმძღვანელმა დაასახელა პირობა, რომლის პირობებში Bitcoin-ის ფასი 700 ათას აშშ დოლარს მიაღწევს. ამისათვის ყველა კატეგორიის ინვესტორებმა - კერძოდან დაწყებული ინსტიტუციონალებით დამთავრებული - თავიანთი პორტფელის 2%-დან 5%-მდე უნდა გამოყონ პირველი კრიპტოვალუტისთვის. https://tinyurl.com/mrzhtxxk Quote
Magdalena Posted April 7 Posted April 7 Binance-მა ევროპაში შეწყვიტა Stablecoin USDT-ის მხარდაჭერა Binance-მა შეაჩერა stablecoin USDT წყვილის სპოტ ვაჭრობა ევროპის ეკონომიკურ ზონაში MiCA-ს მოთხოვნების შესაბამისად. USDT-ის გარდა, კრიპტო ბირჟის ევროპელ მომხმარებლებს აღარ ექნებათ წვდომა შემდეგ Stablecoin-ებზე: Dai (DAI), First Digital USD (FDUSD), TrueUSD (TUSD), Pax Dollar (USDP), Anchored Euro (AEUR), TerraUSD (UST), TerraClassicUSD (USTC) და PAX Gold (PAXG). ამის მიუხედავად, პლატფორმის ევროპელ მომხმარებლებს ძველებურად შეუძლიათ ციფრული აქტივების შენახვა და მათით ვაჭრობა უვადო კონტრაქტებით. Binance-მა ადრე განაცხადა, რომ იმ Stablecoin-ების სპოტ სავაჭრო წყვილები, რომლებიც არ შეესაბამება MiCA-ს მოთხოვნებს, ლისტინგიდან წაიშლებოდა 31 მარტამდე. Binance არ არის ერთადერთი კრიპტო ბირჟა, რომელმაც თავისი პლატფორმიდან ამოიღო აქტივები, რომლებიც არ შეესაბამება ახალ ევროპულ მოთხოვნებს. სხვა პლატფორმებმა, მაგალითად Kraken-მა, ასევე გააუქმეს რამდენიმე ციფრული აქტივი, მათ შორის USDT stablecoin. კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული შეტყობინების თანახმად აქტივი ევროპელი მომხმარებლებისთვის შესაძენად ან გასაყიდად მიუწვდომელია 24 მარტიდან. სხვა Stablecoin-ები, რომლებიც ლისტინგიდან წაიშალა, იყო PayPal (NASDAQ:PYPL) USD, Tether EURt, TrueUSD და TerraClassicUSD. https://tinyurl.com/4ypkxuv4 Quote
Magdalena Posted April 8 Posted April 8 JP Morgan: 14 მაინინგ კომპანიის აქციებისთვის ისტორიაში ყველაზე ცუდი თვე დაფიქსირდა ბანკის ანალიტიკოსების აზრით მარტი აღმოჩნდა „ისტორიაში ყველაზე ცუდი“ თვე საჯარო მაინინგ კომპანიებისთვის. კომპანიები, რომლებიც მაინინგთან ერთად სხვა ბიზნესშიც არიან ჩართული, უკვე მეორე თვეა, უარეს ფინანსურ დინამიკას აჩვენებენ მხოლოდ მაინინგზე ორიენტირებულ კომპანიებთან შედარებით. ინდუსტრია გაჭიანურებულ ვარდნას განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ დაეხმარებოდა ამ სფეროს, აღნიშნეს ექსპერტებმა. Bitcoin-ის ფასის დაცემის და მაინინგის მზარდი სირთულის ფონზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე დადებითი ცვლილებები იქნება მოსალოდნელი მეორე კვარტალში, ვარაუდობენ ბანკის ექსპერტები. კიდევ რამდენიმე კომპანიამ შეიძლება დატოვოს ბაზარი, რადგან მათ არ ექნებათ საკმარისი თანხები სავალო ვალდებულებების დასაფარად და აღჭურვილობის მოდერნიზაციისთვის, დაასკვნეს JP Morgan-ის წარმომადგენლებმა. https://tinyurl.com/3va5z6yd Quote
Magdalena Posted April 10 Posted April 10 SEC გადახედავს თავის წარსულ განცხადებებს კრიპტოვალუტების შესახებ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ უედამ სააგენტოს თანამშრომლებს კრიპტოვალუტების შესახებ რამდენიმე განცხადების გადახედვა უბრძანა. ”ამ მიმოხილვის მიზანია თანამშრომლების იმ განცხადებების იდენტიფიცირება, რომლებიც უნდა შეიცვალოს ან გაუქმდეს სააგენტოს მიმდინარე პრიორიტეტების შესაბამისად,” - განაცხადა უედამ. თავმჯდომარის მოთხოვნა გაცემულია საპრეზიდენტო ბრძანება „14192“-ის შესაბამისად - „კეთილდღეობის განბლოკვა დერეგულირების გზით“ - და შეესაბამება სახელმწიფო ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) რეკომენდაციებს. SEC-ის ცნობით, განხილვას ექვემდებარება შემდეგი განცხადებები: • 2019 წელს გამოქვეყნებული სახელმძღვანელო ციფრული აქტივებისთვის „Howey-ს ტესტის“ გამოყენების შესახებ; • დეპარტამენტის თანამშრომლების პასუხი შტატ ვაიომინგის განცხადებაზე 2020 წელს, რომელიც ადგილობრივ ნდობით კომპანიებს ციფრული აქტივების ფლობის ნებარს რთავს; • გაფრთხილება ტრეიდერებისთვის ციფრული აქტივების „უნიკალურ რისკებზე“ 2021 წლის თებერვლიდან; • 2021 წლის გაფრთხილება Bitcoin-ის ფიუჩერსების ბაზარზე ჩართულ ერთობლივ ფონდებში ინვესტირების პრობლემების შესახებ; • 2022 წლის განცხადება, რომელიც მოუწოდებდა კომპანიებს გამჭვირვალედ გაეზიარებინათ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული რისკები. თავმჯდომარე უედამ ასევე მიაპყრო კოლეგების ყურადღება დეპარტამენტის კომუნიკაციებზე COVID-19-ის და პანდემიის ეფექტებზე ბაზრებზე. ადრე SEC-ის კორპორაციული ფინანსების განყოფილებამ დაასახელა Stablecoin-ების მახასიათებლები, რომლებიც ფასიან ქაღალდებს არ მიეკუთვნება. https://tinyurl.com/cknvch7z Quote
Magdalena Posted April 11 Posted April 11 SEC-ში განაცხადეს, რომ USDT და USDC არ არის ფასიანი ქაღალდები აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ (SEC) განაცხადა, რომ რეალურ აქტივებთან დაკავშირებული Stablecoin-ები, როგორებიცაა USDT და USDC, არ არის ფასიანი ქაღალდები, ამიტომ მათი გამოშვება და შესყიდვა არ საჭიროებს სააგენტოში რეგისტრაციას. აქტივებით მხარდაჭერილი Stablecoin-ების შეთავაზება და გაყიდვა არ არის ფასიანი ქაღალდების შეთავაზება ან გაყიდვა, განაცხადა აშშ-ის SEC-მა. მარეგულირებელი ორგანოს პოზიციის მიხედვით უზრუნველყოფილი Stablecoin-ები ინარჩუნებენ სტაბილურ ღირებულებას, მხარდაჭერილნი არიან რეზერვებით და არიან ადვილად გამოსასყიდი, ისევე როგორც აშშ დოლარზე მიბმული USDT და USDC. ორგანოს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთი უზრუნველყოფილი აქტივების შექმნის ან გამოსყიდვის მსურველებს შეეძლებათ ამის გაკეთება სააგენტოსთვის შეტყობინების გარეშე. Stablecoin-ების გამოშვებისა და გამოსყიდვის პროცესში ჩართულ პირებს არ სჭირდებათ ამ ტრანზაქციების კომისიაში რეგისტრაცია, ნათქვამია ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ასევე, მიმდინარე კვირაში, აშშ-ის კონგრესის ფინანსური მომსახურების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტ STABLE-ის განვითარებას - აქტს, რომელიც დაარეგულირებს აშშ დოლარზე მიბმულ აქტივებს. დოკუმენტი შეიცავს მოთხოვნებს, რომ ასეთი აქტივები იყოს მხარდაჭერილი ფიატურ ვალუტასთან 1:1 თანაფარდობით. https://tinyurl.com/4d25z9bk Quote
Magdalena Posted April 12 Posted April 12 Bitwise: აშშ-ის ტარიფები და სუსტი დოლარი გააძლიერებს Bitcoin-ს აშშ დოლარის დევალვაციამ შესაძლოა გააძლიეროს Bitcoin-ის, როგორც აქტივის პოზიცია. ამის შესახებ Bitwise-ის დირექტორმა მეტ ჰოუგანმა განაცხადა. ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა აშშ-ის ვალუტის შესუსტების შესახებ გახდება ასეთი ცვლილებების მთავარი მამოძრავებელი ძალა. ამ ცვლილებების მთავარი ფაქტორი ამერიკული ვალუტის შესუსტება იქნება. ჰოუგანმა გაიხსენა, რომ გლობალური ეკონომიკის დოლარზე დამოკიდებულებამ უკვე გამოიწვია დისბალანსი საერთაშორისო ბაზრებზე. თავის გამოსვლაში თეთრი სახლის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა სტივ მირანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული მოდელი ხელს უწყობს სავაჭრო დეფიციტს და საწარმოო სექტორის შემცირებას. ეს თეზისი გამოხატავს ამერიკის ხელისუფლების განზრახვას, მიაღწიოს უფრო სუსტ დოლარს, თუნდაც ეს აზიანებდეს მთავარი სარეზერვო ვალუტის სტატუსს, აღნიშნა ჰოუგანმა. CIO Bitwise-ის თქმით, ამ მოვლენას Bitcoin-ზე აქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი გავლენა. უახლოეს პერსპექტივაში დოლარის ინდექსსა და Bitcoin-ს შორის უკუკორელაცია მთავარ როლს თამაშობს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი მერყეობდა -0.4-დან -0.8-მდე. გრძელვადიან პერსპექტივაში დოლარის დევალვაციას შეუძლია შეცვალოს გლობალური ფინანსური სისტემა, გაზარდოს ალტერნატიული სარეზერვო აქტივების როლი, როგორებიცაა Bitcoin და ოქრო. ჰოუგანი თვლის, რომ უფრო ფრაგმენტირებული სარეზერვო ვალუტის სისტემაზე გადასვლა გარდაუვალია. ასეთ ვითარებაში Bitcoin, თავისი სტაბილური მიწოდებით, მთავრობებისგან დამოუკიდებლობით და გლობალური ბუნებით, ინვესტორებისთვის მიმზიდველ ინსტრუმენტად იქცევა. ადრე Bitwise ვრაუდობდა, რომ Bitcoin-იის კურსი წლის ბოლომდე 200 ათას აშშ დოლარს მიაღწევს. ჰოუგანმა დაადასტურა, რომ ეს სცენარი შესაძლებელია. 25 მარტს Bitwise-ის CIO-მ განაცხადა, რომ ტრამპის გადაწყვეტილებამ Bitcoin-ის სტრატეგიული რეზერვის შექმნის შესახებ აღმოფხვრა პირველი კრიპტოვალუტის „ბოლო ეგზისტენციალური რისკი“. https://tinyurl.com/3bpcnfhh Quote
George Posted Monday at 04:15 PM Posted Monday at 04:15 PM რაღაც მეეჭვება მარტო მაგან რომ უშველოს, ტარიფები ძირავს აქციებს, აქციები და დაბალი დოუ ჯონსის ინდექსი კი ბიტკოინის კურსს აგდებს სერიოზულათ, ჯერ-ჯერობით 90 დღიანი პაუზა ადევს ტარიფებს, მაგრამ ჩინეთს ეგ არ ეხება, უფრო სხვა ქვეყნების ტარიფებია პაუზაზე დროებით Photos show reactions at the New York Stock Exchange as Trump's tariff announcements sent markets crashing and soaring https://www.businessinsider.com/nyse-photos-trump-tariffs-reactions-2025-4 An overlooked effect of Trump's trade war: the weakest dollar in years https://www.businessinsider.com/us-dollar-index-dxy-price-weakness-trump-tariffs-trade-war-2025-4 Trump's trade war is eroding US billionaires' fortunes — while China's are getting even richer https://www.businessinsider.com/billionaire-rich-list-wealth-trump-tariffs-china-stocks-trade-musk-2025-4 აი რასაც აქვს აწყვეტილი ეგ ოქროს კურსია, უკვე 3200$ გაცდა დღეს კურსი, თუმცა მოასწრო 3000 ჩამოცდენა დოუ ჯონსი და ბიტკოინი რომ დაეცა სერიოზულათ, აგრეთვე დაეცა კარგათ ნავთობის ფასიც 60$ ლამის 72$-ან ფაქტიურათ, დაჟე 83$ კი იყო ცოტა ხნით იანვარში მგონი გაჩერებული, თუმცა თუ დაბობმეს ირანი ეგრევე ავარდებაო ნავთობის ფასიც მაგის შემდეგ, ეგ კი უფრო რუსეთს აწყობს ამ ეტაპზე Quote
Magdalena Posted Tuesday at 08:37 AM Posted Tuesday at 08:37 AM ადამ ბეკი: Bitcoin ოქროს ჩამოართმევს ინფლაციისგან დაცვის მთავარი ინსტრუმენტის სტატუსს ადამ ბეკის თქმით, Bitcoin, ისევე როგორც ოქრო, დეფიციტური აქტივია, მაგრამ ძვირფასი ლითონისგან განსხვავებით ის ჯერ კიდევ გლობალური ფინანსური ბაზრის მიერ აქტიური ათვისების პროცესშია. " Bitcoin-ს აქვს ის უპირატესობა, რომ ოქროს მსგავსია, მაგრამ იგი ჯერ კიდევ ადაპტაციის მრუდზეა. ინფლაცია სავარაუდოდ 10-15% იქნება მომდევნო ათი წლის განმავლობაში - ასეთი საინვესტიციო შემოსავლის მიღწევა რთულია ჩვეულებრივი აქტივებიდან, როგორიცაა აქციები ან უძრავი ქონების ქირა. Bitcoin-მა შესაძლოა უზრუნველყოს ამგვარი შესაძლებლობა." აშშ დოლარსა და ევროში ფულის მიწოდების 50%-ზე მეტით ზრდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ასტიმულირებს მოთხოვნას უსაფრთხო აქტივებზე, კერძოდ Bitcoin-ზე, რაც კრიპტოვალუტებს აძლევს შანსს დაიკავონ ოქროს ზოგიერთი ნიშა, განაცხადა ბრიტანელმა კრიპტოგრაფმა. კრიპტო-ინდუსტრიის განვითარების ბარიერები თანდათან მოიხსნება, აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო „პრო-კრიპტოვალუტის პოლიტიკა“, ხოლო მარეგულირებლებმა დაამტკიცეს სპოტ-Bitcoin ETF-ები, აღნიშნა ბიზნესმენმა. მანამდე ადამ ბეკმა განაცხადა, რომ Bitcoin-ის კურსის ცვალებადობა ბაზარზე დროებითი მოვლენაა. ტექნოლოგიებისა და გადახდის სისტემების განვითარებასთან ერთად პირველი კრიპტოვალუტის არასტაბილურობის დავიწყება შესაძლებელი გახდება. https://tinyurl.com/2cfpp523 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.