Jump to content

ყველაფერი კალათბურთზე...


Recommended Posts

ვუყურე დღეს ოკლახომას და სან ანტონიოს მეოთხე შეხვედრას, ისევ ოკლახომამ მოიგო და საკმაოთ დამაჯერებლადაც, არადა 2-0 იგებდა სან ანტონიო და მაგის შემდეგ მაგარი ჩაისვარეს, მემგონი გარდატეხა მოახდინა ოკლახომამ, ეხლა თან კურაჟში არიან ოკლახომას ლიდერები და სან ანტონიო კი დაიღალა უკვე, შემდეგი მეხუთე თამაში იქნება მაგ სერიაში კლუჩევოი, ისევ ოკლახომამ თუ მოიგო ალბათ ფინალშიც გავლენ უკვე, ხვალე ბოსტონის და მაიამის მეოთხე შეხვედრას გადმოვწერ, ეგეც კარგი თამაში უნდა ყოფილიყო წესით, ისე შემდეგი მატჩები ჯერაც არ დადებულა, ასე რომ ოკლახომა-სან ანტონიოს მეხუთე თამაშსაც გადმოვწერ ალბათ ზეგისთვის და მანამდე წესით უკვე შემდეგებიც დაიდება თუ არა და ფინალზე გადავალ ალბათ

Link to comment
Share on other sites

დღეს ვეღარ მოვასწარი ბოსტონის და მაიამის მეოთხე თამაშის გადმოწერა, ხვალე გადმოწერს და მერე სან ანტონიოს და ოკლახომას მეხუთე შეხვედრას გავუშვებ გადმოსაწერათ, მაზეგ თუ აღარ დაიდება შემდეგი მატჩები ალბათ უკვე ფინალის გადმოწერას დავიწყებ, ჯერ მაგ ორ შეხვედრას ვუყურებ ბარემ, რაღაც მარტო 800-1000კბ.სეკ-ით მოქონდა დღეს მარტო თორე დღეს ვუყურებდი უკვე, ფილმის გადმოწერა მინდოდა და ხვალ გავაგრძელებ მაგ თამაშის გადმოწერას, კარგი შეხვედრა უნდა ყოფილიყო წესით, საერთოდ ორივე კონფერენციის ფინალი კარგი გამოვიდა სანახაობრივი თვალსაზრისით

Link to comment
Share on other sites

ვუყურე ნბა ს ფინალური სერიის მეორე თამაშს

ძალიან მაგარი თამაში იყო როგორც სანახაობრივად ასევე დაძაბულობითაც

რა თქმა უნდა ლებრონმა მაგრად ითამაშა და თამაშის საუკეთესო მოთამაშეც გახდა

მაგრამ ოკლაჰომას რომ მოეგო აუცილებლად მეორედ გახდებოდა დიურანტი საუკეთესო მოთამაშე

მთელი თამაში მაიამი წინ იყო ბეტიემ ძალიან მაგრად ითამაშა ბლომად სამიანები ჩააგდო

ასევე ვეიდმაც და ბოშმაც თავიანთ დონეზე ითამაშეს

ხო და ბოლო მეოთხედში დაიწყო ოკლაჰომამ დაქაჩვა ნელ ნელა

დიურანტმა საოცრად ითამაშა უბრალოდ ბოლო ბურთი ვერ ჩააგდო რამოდენიმე წამით ადრე

თორემ ათანაბრებდა ოკლაჰომა დარწმუნებული ვარ დრო რომ კიდევ ერთი წუთით

მეტი ყოფილიყო ოკლაჰომა მოიგებდა ამ თამაშს მაიამი ვერაფერს ვერ აგდებდა

მეთხე მეოთხედში თუმცა რამოდენიმე ბურთი მაინც ჩააგდეს და ზუსტად ეგ ბურთები აღმოჩნდა

გადამწყვეტი ამ შეხვედრაში და რაც მთავარია უმნიშვნელოვანესი თამაში წამოიღეს ოკლაჰომადან

ეს თამაშიც რომ წაეგო მაიამის მერე სამი თამაში ექნებოდათ სახლში და ოკლაჰომასთან

ზედიზედ სამი თამაშის მოგება თითქმის წარმოუდგენელია

ასე რომ განვითარებულიყო მოვლენები თითქმის უშანსოდ რჩებოდა მაიამი მაგრამ საბედნიეროდ

ისე დამთავრდა როგორც საჭირო იყო მაიმისთვის

Link to comment
Share on other sites

ვუყურე ბოსტონის და მაიამის მეოთხე შეხვედრას HD-ში, კიდე ერთი შიკარნი თამაში იყო ტრილერის ელემენტებით, მესამე პერიოდის დასაწყისში უკვე 18 ქულით იგებდა ბოსტონი მაგრამ მაიამიმ ბოლოს შემოატრიალა თამაში და ასნავნოი დროშიც კი შეეძლოთ მოგება ბოლო ტყორცნა რომ არ გაემაზათ, ოვერტაიმში კი ჯებრონ ჯეიმსმა მეექვსე ფოლი მიიღო, პირველათ მაიამის შემადგენლობაში და დამარცხდა მაიამი ბოლოს 2 ქულით, თუმცა ვეიდმა სამ ქულიანი ვერ ჩააგდო და 2-2 გახდა ანგარიში სერიაში, მემგონი არ დამთავრდება ეგ სერია 6 თამასში, ნამეტარი არასტაბილურია მაიამი ამ სეზონის ფლეოფში და მაგიტომ, ხან რაღაც სასწავლ თამაშს ატარებენ ხან ბუქსაობენ, ალბათ ბოში რომ არ ყავთ მაგის ბრალია, ხვალე კოპა ლიბერტადორესის ნახევაფინალები მაქვს გადმოსაწერი, ზეგ კი ოკლახომას და სან ანტონიოს მეხუთე შეხვედრას გადმოვწერ, ეგეც კლუჩევოი თამაში იყო სერიაში, იქნება ზეგამდე შემდეგი მატჩებიც დაიდოს, თუ არა და ფინალურ სერიას გადმოვწერ მაშინ, ორი თამაში უკვე დადებულა

Link to comment
Share on other sites

ხო ეგ თამაში მართლაც მაგარი იყო მეც ვუყურე რა თქმა უნდა

მაგ სერიაში ძალიან საინტერესო გაგრძელება გელის

ვუყურე ნბა ს ფინალური სერიის მესამე თამაშს

ძალიან მაგარი თამაში იყო ამჯერად მაიამიში

რა თქმა უნდა თავიანთ მოედანზე მაიამი ყოველთვის ფავორიტია ნებისმიერ გუნდთან

აქედან გამომდინარე გამონაკლისი არც ოკლაჰომაა მაგრამ სერიაში ფავორიტად

ოკლაჰომა მიიჩნეოდა და ამას აქვს თავისი მიზეზები რაც მეც დავწერე სერიის დაწყების წინ

ამ თამაშში ლებრონმა და ვეიდმა ძალიან მაგრად ითამაშეს ბოში ცოტა მოიკოჭლებდა

მართალია ვეიდმა ბოლოს საბედისწერო ბურთი დაკარგა მაგრამ ვერ გამოიყენეს ეს შანსი

ოკლაჰომამ რაც შეეხება თამაშის მსვლელობას აი აქ კი შეუჩერებელი იყო ვეიდი და რა თქმა უნდა

ლებრონი კიდევ შეიძლება ბეტიეს გამოყოფა და საერთოდ პლეიოფებში რადიკალურად

განსხვავებულად თამაშობს ბეტიე რეგულარულში ძალიან სუსტად თამაშობდა მაგრამ

როგორც ჩანს ფორმაში შევიდა და ძალიან გამოადგა მაიამის მისი გადმოყვანა

რაც შეეხება ოკლაჰომას აქ რა თქმა უნდა დიურანტი და ვესტბრუკი იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე

აი ჰარდენმა კი რატომღაც ვერ ითამაშა სათანადოდ

ეხლა სერიაში გადამწყვეტი თამაშია ორივე გუნდისთვის

თუ მოიგო მაიამიმ მაშინ უკვე თითქმის გამორიცხულია ოკლაჰომას ჩემპიონობა

აი თუ ოკლაჰომამ მოიგო მაგ შემთხვევაში თანაბარი შანსები ექნებათ ორივე გუნდს

შეიძლება ითქვას ცოტათი უპირატესობა მაინც ოკლაჰომას ექნება მაგ შემთხვევაში იმიტომ რომ

მოედნის უპირატესობა ოკლაჰომასკენ გადადის ასე რომ უსერიოზულესი თამაში იქნება

Link to comment
Share on other sites

ვიწერ სან ანტონიოს და ოკლახომას მეხუთე შეხვედრას და ჩავუჯდები მალე, დღეს შეიძლება უკვე ფინალური სერიის პირველი თამაშიც ვნახო თუ კარგათ წამოიღო რუტრეკერიდან http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4093749 ხვალე ორი თამაშის გადმოწერას ვაპირებ მაგ რაზდაჩიდან კიდე, მეოთხე შეხვედრა დილით უნდა დაიდოს მგონი

Link to comment
Share on other sites

ვუყურე სან ანტოინიოს და ოკლახომას მეხუთე შეხვედრას, ეგეც მხეცი თამაში გამოვიდა, მანუ ჯინობილმა ითამაშა ჩერესჩურ მაგრათ მაგრამ ეგ არ იყო საკმარისი დურანტის და კომპანიის დასამარცხებლათ, დურანტის გარდა ხარდენი მომეწონა ოკლახომადან, 14 ქულით იგებდა ოკლახომა მეორე პერიოდში უკვე თუმცა სან ანტონიო დაეწია მესამე პერიოდში, დურანტი თავიდან ვერ უბერავდა კარგათ მაგრამ მესამე პერიოდში რომ ათამაშდა 9 ქულით იგებდა უკვე ოკლახომა მეოთხე პერიოდის დასაწყისში, ბოლოს კი 108-106 მოიგეს თუმცა 101-89 იგებდენ 2 წუთი რომ იყო დარჩენილი და ცოტა მოეშვნენ ბოლოს, ეგ პირველი წაგება ყოფილა სან ანტონიოს თავის მოედანზე 17 თამასში და წინა 6 შეხვედრა წაუგია ოკლახომას სან ანტონიოს მოედანზე, ასე რომ ფაქტიურათ პერელომნი მომენტი იყო სერიაში და მეექვსე მატჩიც მოუგია სან ანტონიოს, ანგარიში არ ვიცი მაგრამ მეშვიდე თამაში რახან აღარ ყოფილა ეგრე იქნებოდა, ხო შემდეგი მატჩები აღარ დადებულა და ფინალის პირველ შეხვედრას ვიწერ და ჩავუჯდები მალე, კარგათ მოაქვს უკვე და ხვალე მეორე და მესამე თამაშებსაც გადმოვწერ, მეოთხე თამაშიც მალე უნდა დაიდოს მგონი, დილისკენ ალბათ დადებენ და მაგას ზეგისთვის გადმოვწერ უკვე

Link to comment
Share on other sites

ვუყურე ოკლახომას და მაიამის პირველ შეხვედრას HD-ში, საკმაოთ კარგი თამაში გამოვიდა მთლინა ჯამში, მაიამიმ კარგათ დაიწყო ეგ შეხვედრა და 13 ქულით იგებდა მეორე პერიოდში უკვე მაგრამ მესამე და მეოთხე პერიოდი ოკლახომამ მოიგო, საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო მაიამის სასტავში, ოკლახომას სასტავში კი დურანტი ბრწყინავდა, 36 ქულა მოიპოვა დურანტმა, ვესტბრუკი და ხარდენიც მომეწონა, ვეიდსაც სადღაც 20 ქულამდე ქონდა მაგრამ ბოლოს 105-94 დამარცხდენ, თამაშის გარდატეხა მესამე პერიოდში მოხდა როცა 5 თუ 6 წუთი ბურთს ვერ აგდება მგონი მაიამი კალათში შტრაფნოებს თუ არ ჩავთვლით, ოკლახომა მომეწონა მაგ თამასში, მასე თუ გააგრძელეს კარგი შანსები ექნებათ ტიტულის მოპოვების, თუმცა მაიამისაც გააჩნია თავისი კოზირები, ხვალე 2 და 3 შეხვედრებს ვუყურებ კაკ მინიმუმ, შეიძლება მეოთხე შეხვედრაც გადმოვწერო, მაინც არაა ხვალე ფეღბურთები და ალბათ 3 ბასკეტბოლის თამაშს ვუყურებ

Link to comment
Share on other sites

ვიწერ მეორე შეხვედრას და ჩავუჯდები სულ მალე, ისე მაგარი დამტანჯა, რაღაც ნამეტარი შეზღუდული სისწრაფით მოაქვს, ამდეხანს ერთი კი არა და თითქმის ორი თამაში უნდა გადმოწერა, აი ეხლა 25 წუთი რომ დარჩა მოემატა სისწრაფე, იმედია მესამე თამაშს უფრო სწრაფათ გადმოწერს, 1550კბ.სეკ-ი მაქვს გლობალზე და მაგის ნახევარით უბერავდა, ეხლა ავიდა მარტო 1000კბ.სეკ-მდე, მეოთხე თამაშზე კი არიან დობრათ სიდერები, აი წინებზე სულ რაღაც 10-მდე სიდერი ყავს და ალბათ მაგის ბრალიცაა ზოგადათ, თან ღამის საათებში შეიძლება დაბლოკილი აქვთ ნაწილობრივ სისწრაფეები ან მეოთხე რაზდაჩას ასიდირებენ უფრო და წინები დაიკიდეს, არა უშავს მემგონი მესამე თამაშსაც გადმოწერს დღეს შვადღემდე და ვუყურებ, ისე კი მაქსიმალური სისწრაფით რომ მოქონდეს 3.5 საათი უნდა სადღაც მაქს

Link to comment
Share on other sites

ვუყურე ოკლახომას და მაიამის მეორე შეხვედრასაც, ეგეც მხეცი თამაში იყო, მაგარი სტარტი ქონდა მაგ თამასში მაიმის და მაგის კვალობაზე მოიგეს თამაში, მეორე პერიოდში უკვე 17 ქულით იგებდენ, თუმცა მეოთხე პერიოდში გამოცოცხლდა ოკლახომა და 2 ქულამდე შეამცირეს ბოლოს სხვაობა, მაგრამ დურანტმა გამაზა რეშაუში ბრასოკი და 100-96 მოიგო მაიამის, ლებრონის გარდა ბოში,ბატიე და ვეიდი მომეწონა მაგ შეხვედრაში, დურანტმაც მაგარი ითამაშა და კიდე ხარდენი ბრწყინავდა, ვესტბრუკსაც არა უშავდა, თუმცა თავიდან ძალიან ცუდათ დაიწყეს და მერე ვეღარ დაეწიენ უკვე, გადმოწერს ეხლა 1 საათში სადღაც მესამე შეხვედრასაც და ჩავუჯდები, ეგეც მაგარი იგრა უნდა ყოფილიყო წესით

Link to comment
Share on other sites

ვუყურე მაიამის და ოკლახომას მესამე თამაშსაც HD-ში, ეგეც მაგარი თამაში გამოვიდა, ოკლახომა კარგათ უბერავდა მესამე პერიოდამდე როცა 10 ქულით იგებდენ და ორი პადრიათ 3 ქულიანი შტრაფნოი აიკიდეს და 6 ქულა ჩაუგდო მაიამიმ, თვითონაც გამაზეს შტრაფნოებიდან და დაეწია და გაუსწრო მერე მაიმი მეოთხე პერიოდში, ჯეიმსი ისევ ბრწყინავდა 29 ქულა მოიპოვა, დურანტსაც არა უშავდა, ხარდენი კი არ მომეწონა მაგ თამასში, საკმაოთ სუსტათ ითამაშა, ბატიე ისე მაგარს უბერავს ფინალურ სერიაში, კლუჩევოი ქულებს აგდებს, ვეიდიც კარგათ თამაშობს და არ ბუქსაობს, მეოთხე თამაშსაც გადმოწერს მალე და მაგას ღამით ვუყურებ, დღეს ღამით მგონი მეხუთე თამაშია და ხვალე მაგასაც გადმოვწერ, იმედია ბოლო შეხვედრა არ იქნება ამ სერიაში, მაგარი ჯახია იმენა, მაგრამ მარტო დურანტი და ვესტბრუკი ვერ ქაჩავენ, როცა ხარდენი ისვრის სხვა არავინაა მხარის მამჭერი და აგებენ მაგ შეხვედრებს, თორე არც მესამე თამაში უთამაშიათ ცუდათ

Link to comment
Share on other sites

ხო მართალი ხარ მართლაც მხეცი სერია გამოვიდა უკვე გაამართლა შეიძლება ითქვას

უდაოდ თუ მაიამი გახდა ჩემპიონი ლებრონი იქნება მვპ ი ფინალების

ვუყურე ნბა ს ფინალური სერიის მეოთხე თამაშს

უძლიერესი თამაში იყო ჩემი აზრით საუკეთესო ამ სერიაში სასწაული დრამა ორი უძლიერესი

გუნდების შესრულებით და რაც მთავარია უმაღლესი დონის მოთამაშეებით

ეს პირველ რიგში ლებრონს ეხება რადგან მან ბოლო მეოთხედში ტრამვა მიიღო და მაინც გამოვიდა

სათამაშოდ და გადამწყვეტი ბურთი ჩააგდო კიდევაც უბრალოდ აღბრთოვანებული ვარ ეხლაც

მისი თამაშით ტრამვირებულმა მოთამაშემ რომელიც ფეხზე ვერ იდგა მან მოიგო კაკრაზ თამაში

ჯერ თავიდან რომ მიიღო ტრამვა ანუ სანამ წუთ შესვენება დაიწყებოდა მაშინაც ჩააგდო

მერე უკვე დავწერე რაც გააკეთა რა თქმა უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს ვეიდი

ამ მოთამაშემაც გაიბრწყინა ამ თამაშში შესანიშნავად ითამაშა

აი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩელმერსმა ითამაშა ძალიან მაგრად

რომ არა მისი ასეთი მხეცი თამაში წააგებდა სავარაუდოდ მაიამი ამ თამაშს

იმიტომ რომ ბოშს არ უთამაშია ძალიან მაგრად საშუალო დონეზე უბერავდა

ეხლა რაც შეეხება ვესტბრუკს ამ მოთამაშემ ძალიან მაგრად ითამაშა

რომ მოეგო ოკლაჰომას მთავარი მოქმედი პირი იქნებოდა ვესტბრუკი მაგრამ

სამწუხაროდ დიურანტმა და ჰარდენმა სათანადოდ ვერ აუბეს მხარი თორემ

თვითონ ვესტბრუკს თავის კარიერაში ერთ ერთი საუკეთესო თამაში ქონდა

ჩემი აზრით აბსოლიტურად დამსახურებულად მოიგო მაიამიმ ეს თამაში

რაც გააკეთეს მათ ეს იყო უბრალოდ თავის შეწირვს

არც ერთი წამით არ ზოგავდნენ თავიანთ თავს და გაიმარჯვეს კიდევაც

ეხლა უკვე ძალიან გაუჭირდება ოკლაჰომას ჩემპიონობა

აი მაიამის კი გაცილებით დიდი შანსი აქვს ჩემპიონობისთვის

შეიძლება ითქვას არა ოფიციალურად ჩემპიონი მაიამია მაგრამ ცოტაც მოვითმინოთ და გავიგებთ

ვინ გახდება ოფიციალურად ჩემპიონი ამ უძლიერესი სეზონის

Link to comment
Share on other sites

ვუყურე მეც დღეს მაიამის და ოკლახომას მეოთხე შეხვედრას, მგონი 17 ქულით იგებდა ოკლახომა პირველ პერიოდში, მაგრამ მერე მაიამიც ათამაშდა, ლებრონის და ვეიდის გარდა ჩალმერსი მომეწონა მაგ შეხვედრაში, 25 ქულა აიღო და ვაჟნი ბურთები ყარა, ოკლახომას შემადგენლობაში კი ვესბრუკი იყო საუკეთესო 43 ქულით, თუმცა ეგ არ იყო საკმარისი მოგებისთვის, დურანტს არ უთამაშია ცუდათ, აი ხარდენი კი ისევ არ მომეწონა, საშვალო დინეზე ითამაშე ისევე და მაგიტომაც დამარცხდენ ბოლოს, ლებრონმა რომ ტრამვა მიიღო ისე 92-94 იგებდა ოკლახომა და რომ გამოვიდა დედა ეტირათ, მაიმიმ მოიგო ეგ შეხვედრა 98-104, ისე დავაკვირდი და ოკლახომა ძალიან ადვილათ ფლანგავს ხოლმე დიდი უპირატესობას ანგარისში, კიდია გუნდს იგებს თუ აგებს მაინც თავის სტილში უბერავს და ხან ამართლებს ეგეთი ტაქტიკა ხან არა, საყურებლათ კი კარგი რამეა ნამდვილათ მაგრამ ეგ სერია ფაქტიურათ გასხმული აქვთ, ჯერ ადრეა მაგათი ჩემპიონობა ალბათ, ოპიტიც არ ეყოთ, დღეს მოგვიანებით მეხუთე თამაშიც დაიდება და გადმოვწერ ხვალე HD-ში, მემგონი მაგ შეხვედრასაც მაიამი მოიგებს, ისე კი კლუჩევოი შეხვედრა მემგონი მეორე თამაში იყო მაგ სერიაში

Link to comment
Share on other sites

ვიწერ მაიამის და ოკლახომას მეხუთე და შეიძლება ბოლო შეხვედრასაც სერიაში http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4093749 და 2 საათში ჩავუჯდები უკვე, კარგათ აკაჩავებს ამჯერათ

Link to comment
Share on other sites

ვუყურე მაიამის და ოკლახომას ფინალურ ბოლო შეხვედრას, გადაახია ბურთი მაიამიმ რასაც ქვია ოკლახომას, თავიდანვე არ წაუვიდა გუნდს თამაში და მესამე პერიოდში უკვე 30 ქულამდე გაიზარდა მგონი სხვაობა, ნუ მე 20-ზე ზევით რომ ავიდნენ გადავახვია და ბოლო 2 წუთს ვუყურე მერე, ლებრონმა ისევ მაგრათ ითამაშა და დამსახურებულადაც აიღო ფინალის MVP, დურანტი შემეცოდა ისე, თუმცა ჯერ პატარაა და კიდე ექნება ტიტულის მოგების შანსები, ვეიდმა მეორე ტიტული მოიგო უკვე, ლებრონიც არ გაჩერდება ალბათ ერთი ტიტულზე და კიდე რამდენიმე ტიტულის მოგებას ეცდება შემდეგ წლებში, თვითონ თამაშმა მთლიანობაში არ გაამართლა, წინები ჯობდა აშკარათ სანახაობრივი თვალსაზრისით, დაჯილდოვებაც ვნახე ისე, მაგარ გასწორებულში იყო ლებრონა, ველოდებით შემდეგ სეზონს და ფლეიოფის შეხვედრებს, მაქამდე იმედია კავკასუსიც შემოვა რუსთავში სწრაფი ოტპიკური პაკეტებით, თუმცა ეხლაც 3 საათში აკაჩავებს უკვე 15GB შეხვედრებს

Link to comment
Share on other sites

ხო მართალი ხარ არ ეყო ოკლაჰომას გამოცდილება თუმცა როგორც აღნიშნე

კიდევ ექნება ამ გუნდს შანსი თან კარგა ხნის მანძილზე

აი მაიამის რაც შეეხება ჩემი აზრით ეს ფინალიც რომ წაეგოთ ვეღარასდროს გახდებოდნენ ჩემპიონები

მაგრამ ეხლა უკვე ძალიან დიდი შანსია რომ კიდევ რამოდენიმე ბეჭედიც კი მოიპოვონ

ბოლო თამაშს რაც შეეხება ყველაფერი ზუსტად გიწერია მართლაც დაახია მაიამიმ ბურთი თავზე

ისე მე არ ვახვევ ხოლმე რამდენი ქულითაც არ უნდა აგებდეს გუნდი ბოლომდე ვუყურებ ხოლმე

ისე მართლა შემეცოდა ოკლაჰომა და დიურანტი განსაკუთრებით

ნამდვილად შესანიშნავი სეზონი ქონდა მთლიანად გუნდს მაგრამ

ეს წელი მაიამისი იყო და ლებრონის წელი იყო რაც მთავარია

მე მაგრად გამიმართლა ჩემპიონი გუნდის ყველა თამაში ვნახე ამ სეზონში

შემდეგ წელსაც არ გამოვტოვებ მაიამის არც ერთ თამაშს

ისე რომ ვერ გამხდარიყვნენ ჩემპიონები ნათქვამი მქონდა აღარ ვუგულშემატკივრებ მაიამისთქო

მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ გახდნენ და შემდეგ სეზონშიც დიდ სიამოვნებას მივიღებ

სულ დამავიწყდა მეთქვა ეხლა ოლიმპიური ჩემპიონატი იწყება და ამერიკის ყველა თამაშსაც ვნახავ

იმედია დადებენ რუტრაკერ ზე ისე ამერიკა თუ გახდა ჩემპიონი

ლებრონს გამოუვა სასწაული წელი ესეიგი რეგულარულის მვპი კიდევ ფინალების მვპი

კიდევ ნბა ს ჩემპიონობა და ოლიმპიური ჩემპიონობა აუ რა იქნება

ესეთი რამე არ ვიცი ვინმეს თუ აქვს გაკეთებული სავარაუდოდ ექნება

მაგრამ ზუსტად არ ვიცი ვის ან რამდენს აქვს ყოველ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არ აქვს

მთავარია ამის გაკეთების შანსი აქვს ლებრონს და რა თქმა ჩემპიონობიშ ულაპარაკო

ფავორიტი ამერიკა იქნება

Link to comment
Share on other sites

ჩატარდა დრაფტი ნბა ში და შეემატა 60 მოთამაშე ნბა ს

რაც მთავარია ამ 60 მოთამაშეში ერთ ერთი არის თორნიკე შენგელია

იგი მეორე რაუნდში 54 დრაფტ პიკზე აიყვანა ფილადელფიამ და მერე

ბრუკლინმა აიყვანა უკვე ფილადელფიასგან

სანამ დრაფტი დაიწყებოდა ზაზა ფაჩულიასთან ერთად იყო ამერიკაში თავის მამასთან და მენეჯერთან

ერთად მერე კომენტარები ვნახე ამბობდნენ რომ

ძალიან ძნელიაო დრაფტზე ჯდომაო თითოეული გამოცხადებული გვარის შემდეგ

შენი გვარის გამოცხადებას ელოდებიო ეს საკმაოდ ცუდი შეგრძნება არისო

50 ს რომ გადაცდა და რომ არ ამოიკითხეს ჩვენი მოთამაშის გვარი თურმე ძალიან

შეშინებულან ეგონათ ვეღარ მოხვდებოდა ნბა ში თუმცა საბედნიეროდ მაინც მოხვდა

მერე თურმე თორნიკეს მენეჯერს დაურეკა დალასის მენეჯერმა და უთხრა რომ

ჩვენ ვაპირებდითო თორნიკეს აყვანასო მაგრამ დაგვასწროო ბრუკლნიმაო

ეგ არაფერი მართალია დალასი გაცილებით მაგარი გუნდია ვიდრე ბრუკლინი მაგრამ

ბრუკლინს მთელს ნბა ში ყველაზე მდიდარი მფლობელი ყავს აქედან გამომდინარე

ძალიან სერიოზული ამბიციები აქვთ და შეიძლება გაცილებით უკეთესი გუნდი შეიკრას

ეხლა ერთი ცუდი ინფორმაცია მაქვს ოლიმპიადაზე ვერ ითამაშებს ვეიდი

საოპერაციო არის მუხლის ტრამვა აქვს მისი კომენტარი ვნახე და თქვა რომ

ეს ტრამვა პლეი ოფებში დამიდგინეს ექიმებმაო მაგრამ მაინც შევძელი და გამოვედიო

ეხლა ოლიმპიადაზე ვეღარ გამოვალო ისე ძალიან მინდოდაო ჩემ შვილებს ენახათ როგორ

ვთამაშობ ნაკრების მაისურითო თან ეხლა გაიზარდნენ და მაგიტომო

არ ვიცი ეს ტრამვა რატომ გახდა საოპერაციო მგრამ ფაქტია რომ ასეა

ჩემი აზრით არამგონია გართულებოდა პლეი ოფებში თორემ არ ათამაშებდნენ ექიმები

ყოველ შემთხვევაში ასეა თუ ისე ვეიდი რომ არ ყოლოდა გუნდს ჩემპიონები ვერ გახდებოდნენ

Link to comment
Share on other sites

არა მე არ ვთამაშობ საერთოდ გაგებაში არ ვარ თამაშის 100 ბურთიდან ერთი 10 ს ჩავაგდებ

იმასაც საჯარიმოებიდან მაგრამ კალათბურთი ისე მიყვარს რომ სიტყვებით გადმოცემა მიჭირს

ჩემი ძმა თამაშობს კალათბურთს მაგრამ ჩემ ძმაზე გაცილებით უფრო მიყვარს მე ეს სპორტის სახეობა

კალათბურთის მერე ჩოგბურთი მიყვარს და მერე უკვე ფეხბურთი

ისე წელს მაგარი სპორტული წელია კალათბურთში ნბა მერე ოლიმპიადა

ჩოგბურთშიც ასევე ოლიმპიადა და ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი

აქედან ნბა ს სეზონი და ევროპის ჩემპიონატი მორჩა ეხლა უიმბლდონი მიდის და მერე

ოლიმპიადაც დაიწყება და დაამშვენებს ამ სეზონს კიდევაც

ისე ევროპის ჩემპიონატს რაც შეეხება ყველა თამაში ვნახე აბსოლიტურად

ჩემი აზრით მაგარი ჩემპიონატი გამოვიდა ერთი ორი თამაშის გარდა ყველა თამაში

დაძაბული იყო და სანახაობრივიც მოკლედ მაგრად ვისიამოვნე

ესპანეთი უბრალოდ საოცარი გუნდია და მსოფლიოზეც ულაპარაკოდ ფავორიტი იქნება

თუ მოახერხეს და მსოფლიოც მოიგეს ჩათვალეთ რომ ამ შედეგს ძალიან დიდი ხანი

ვეღარ გაიმეროებენ ლაპარაკი მაქვს ორჯერ ზედიზედ ევროპის ჩემპიონობაზე და ასევე

ორკერ ზედიზედ მსოფლიოს ჩემპიონობაზე ეს თითქმის წარმოუდგენელია

ხო ეხლა კალათბურთს რაც შეეხება კიდევ ერთი მაიამელი გამოაკლდა ოლიმპიადას

ლაპარაკი მაქვს ბოშზე მან მუცლის პრესის ტრამვა მიიღო და კომენტარში თქვა რომ

პლეი ოფებშიც ამ ტრამვით ვთამაშობდიო მაგრამ ტკივილს არ ვიმჩნევდიო

კიდევ ჰოვარდიც ვერ წავა ოლიმპიადაზე ამას თიაქარი აქვს ხერხემალზე და საერთოდ

პლეი ოფებშიც არ უთამაშია ხო ისე ჰოვარდს რაც შეეხება ბრუკლინ ნეთსში გადავიდა და რაც

მთავარია ჩვენ შენგელიასთან ერთად ითამაშებს და საერთოდ მხეცი გუდნი იქანება თუ

არ გადავა ვილიამსი სხვა გუნდში აი მერე უკვე მართლა მაგარი გუნდი შეიკვრება

Link to comment
Share on other sites

კი ვიმბლდონის ყურება მეც დავიწყე მეოთხედფინალებიდან, მაგრამ რჯფუტბოლზე ყველა HD VIP იდება აწი და ვეღარ ვუყურებ მაგის გამო, ტვ-ში ვნახულობ ხოლმე მეორე დღეს გამეორებით ნტვ+ სპორტ პლიუსის და სპორტის კანალებზე, რაც მანდ არაა ჯმჯ-ზე ვნახულობ ხოლმე, მანდაც არის გამეორება მეორე დღეს, მარტო ერთმა მეოთხე ფინალმა გაამართლა კაცებში, მურეის და ფერერის თამაშმა, დანარჩენი საკმაოთ მალე დამთავრდა, ჯოკოვიჩი-ფედერერი ინქება წესით მაგარი თამაში ხვალე, ისე ფედერერის თამაში მაინც ვნახე HD-ში ინგლისურათ ოღონდ სკაი სპორტის ტრანსლიაცია იყო დანარჩენი არ დადებულა რუტრაკერზე, შეიძლება ნახევარფინალები მაინც დაიდოს უკვე ერთი მაინც, ოლიმპიადას ყურებაც HD-ში მინდა პირველათ, ყველაზე საინტერესო რეპორტაჟებს გადმოვწერ ხოლმე მარტო HD-ში, სპორტ 1 HD და ნტვ+ სპორტ HD გადმოცემენ + ალბათ ნტვ+ ფუტბოლი HD გადმოცემს რაღაცეებს, ერთი სიტყვით კარგი რამე იქნება ნამდვილათ, იგივე ტენისი, ფეღბურთი, ცურვა,ბასკეტბოლის და ათლეტიკის ყურება HD-ში

Link to comment
Share on other sites

ესეიგი რა გამოდის რომ ვეღარ ვნახავთ ჩოგბურთს ჰდ ში ?

ეხლა ვეღარ ვნახავთ თუ საერთოდ რჯ ფუტბოლზე ისევ მარტო ვიპ ები ნახავენ ?

Link to comment
Share on other sites

ფული უნდა გადაიხადო ვიპ რომ გახდე, თვეში 2.5 ევრო და მაშინ გადმოიწერ აი აქ დებენ ეგ ჩათლახები და ყველა აგინებს უკვე http://rgfootball.net/viewforum.php?f=274 იმედია ეგ ტრადიცია არ გაგრძელდება შემდეგ გრანდ სლამებზე და მასტერსებზე, თორე რუტრაკერზე ძალზე იშვიათათ იდება ხოლმე HD-ში, ფედერერის მეოთხედფინალი გადმოიტანიათ ისე, მაგრამ 1 დღის დაგვიანებით მარტო http://rgfootball.net/viewtopic.php?t=49466, რაც რუტრაკერზე იდებაო მარტო მაგას დავდებთო ყველასთვისო, ახვრები არიან რა

Link to comment
Share on other sites

ფუ ჩემი ძლივს ხოშიანად ვუყურებდი ჩოგბურთს და არ აამყრალეს ყველაფერი

ვერ არიან ეგენი და მოინდურებენ დარწმუნებული ვარ მომხმარებლებს

ჩემი აზრით როგორც შენ თქვი დიდი ხანი ვერ გაძლებს ეს ვიპ თუ რაღაც ჯანდაბა

იმედია ისევ ისე იქნება როგორც აქამდე იყო ყველასთვის მაგრამ რამდენ ხანში ვინ იცის

Link to comment
Share on other sites

ხო მეც ეგრე მგონია, დაკარგავენ ერთგულ მომხარებელს და დარჩებათ ეგ 5 უზერიანი ვიპ რაზდელი ოხრათ

Link to comment
Share on other sites

წეღან დამავიწყდა მეთქვა ჯმჯ ზე გუშინ აჩვენეს ჯოვიჩი მაიერის მეთხედ ფინალი და ვუყურე

დღეს დილას ფედერერი იუჟნის მეოთხედ ფინალი აჩვენეს ამას საღამოს სილქ ტვ ით გადავახვევ

ნუ ეხლა ფედერერი მოიგებდა რა თქმა უნდა მაგრამ მეოთხედ ფინალების და ფედერერის ხათრით

არ გამოვტოვებ ამ თამაშსაც კიდევ კარგი ამ ორ თამაშს მაინც აჩვენებენ ჯმჯ ზე

აი დანარჩენ ორ მეოთხედ ფინალს რა ვუყო არ ვიცი იმედია რუტრაკერზე დადებენ ჰდ ში

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.