Jump to content

ყველაფერი კალათბურთზე...


Recommended Posts

NBA მეოთხედფინალების აბზორი http://basketball.sport-express.ru/reviews/22065/ ისე ფილადელფია არ ნებდება და 3-3 გახდა სერიაში ანგარიში, ყველაფერს ბოსტონში ჩატარებული მეშვიდე შეხვედრა გადაწყვეტს მაგ პარაში, მაიამი თუ იგებდა დღეს გავიდოდა უკვე ფინალში

Link to comment
Share on other sites

ვუყურე ფილადელფია ბოსტონის სერიის მეექვსე თამაშს

კარგი თამაში იყო უპირატესობა ბოსტონს ქონდა გარკვეული დროის მანძილზე

მაგრამ მერე ამოუქაჩა ფილადელფიამ და წინაც გავიდნენ საკმაოდ დიდი სხვაობით

მერე უკვე ვეღარ ამოქაჩეს ბებრებმა და შეეგუენ დამარცხებას

ეხლა მთელი აქცენტი მეშვიდე თამაშზეა იმიტომ რომ ამ თამაშში გამარჯვებული

გავა შემდეგ ეტაპზე ჩემი აზრით ბოსტონი მოიგებს თან მანდ არის თამაში

მაგრამ ვინ იცის შეიძლება იმ კონკრეტულ დღეს ფილადელფიას ეწეროს მოგება

კიდევ მაიამი ინდიანას სერიის მეექვსე თამაშსაც ვუყურე

მეგონა ჯმჯ ზე აჩვენებდნენ მაგრამ როგორც ეტყობა არ ქონდათ ნაყიდი და გადმოწერა მომიწია

ამ თამაშში არ თამაშობდა ბოში ტრამვის გამო კიდევ ჰასლემი დისკვალიფიკაციის გამო

მაგრამ რათ გინდა ან ერთი ან მეორე როცა გუნდში არის ვეიდი და თან რაც მთავარია თავის სტიქიაშია

უბრალოდ სასწაულები გააკეთა არა ნაკლები შეხვედრა ჩაატარა მან ვიდრე ლებრონმა ორი თამაშის უკან

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ ამ ორმა ადამიანმა გაიყვანა გუნდი შემდეგ ეტაპზე

ესე თუ ითამაშა ამ ორმა უდიდესმა და უძლიერესმა კალათბურთელმა უბრალოდ

შეუძლებელია ამათი დამარცხება თან ბოში რომ დაემატება ხო საერთოდ და რა თქმა უნდა ჰასლემიც

თუმცა თითქმის შეუძლებელია ამ დონეზე თამაში კიდევ ორი სერიის მანძლიზე

Link to comment
Share on other sites

ხო მეც უნდა მეყურებინა ეგ შეხვედრა და როგორც ჩანს ვერ ვუყურებ, 12.15-ზე რაღაც სხვა მატჩი იქნება ძველი ალბათ, ეხლა გადავამოწმებ მაინც, გუშინ კი მარტო მაიამი და ინდიანა იყო მგონი, სან ანტონიო-ოკლახომას პირველი შეხვედრა ხვალე იწყება მგონი

Link to comment
Share on other sites

მოუგია ბოსტონსაც ბოლო შეხვედრა და ბოსტონი მაიამია კონფერენციის ფინალში, დღეს იწყება ვესტის ფინალური სერია, სან ანტონიო-ოკლახომა, წესით მაგარი დაძაბული სერია უნდა გამოვიდეს და ალბათ ყველა თამაშებს HD-ში გადმოვწერ რაც დაიდება ინგლისური კომენტარით

Link to comment
Share on other sites

ვუყურე ფილადელფია ბოსტონის სერიის მეშვიდე თამაშს

ფანტასტიური თამაში იყო რასაც ქვია

მართალია მთელი თამაშის განმავლობაში არა მაგრამ ბოლოში დაგლიჯა ნამდვილად

ეს იყო რონდოს დღე არანაერი გადაჭარბების გარეშე პირადად მოიგო ეს თამაში

ბოლო წუთებში პირსი გააგდეს და აიწყვიტა კიდევაც

მე არ მეგონა ასე თუ ითამაშებდა და არც ველოდი მაგრამ სასწაული გააკეთა ნამდვილად

სხვა რა შეიძლება ითქვას საერთო ჯამში კარგი თამაში იყო და კარგი სერიაც

კიდევ სან ანტონიო ოკლაჰომას სერიის პირველ თამაშს ვუყურე

ესეც ძალიან მაგარი თამაში იყო სულ დაძაბულად მიმდინარეობდა თამაში

ჯერ ოკლაჰომა გავიდა წინ საკმაოდ დიდი სხვაობით და სიმართლე გითხრათ

მეგონა მოიგებდნენ კიდევაც მაგრამ პოპოვიჩს როგორც ჩვევია თავის სტილში წაიყვანა თამაში

ასე მეგონა მორჩა ყველაფერი და ნელ ნელა დაიწყეს ამოქაჩვა

ნუ სამწუხაროდ ჯერ ყოველ შემთხვევაში არ არის ბრუკსი ამ ადამიანის დონის მწვრთნელი

რა თქმა უნდა ჯინობილიმ ითამაშა ძალიან მაგრად

ასევე დანკანმაც პარკერმაც და დიაომაც

მართალია პირველი შეხვედრა სან ანტონიომ მოიგო მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის

Link to comment
Share on other sites

მე სადღაც 3-4 დღის შემდეგ ჩავუჯდები, ყველ მატჩი HD-ში უნდა ვნახო, ისე არც ვუყურებ, რამდენიმე დღეში დაიდება პირველი კონფერენციის ფინალის იგრები, 3-4 დღის დაგვიანებით დებენ ხოლმე 10-15GB ვერსიებს და მაგას ველოდები კაკრაზ, 3GB მარაზმია და ტვ-ში ქართულათ ყურება რაღაც არ მინდა და სულ ვმაზავ ხოლმე

Link to comment
Share on other sites

ესეც ოკლახომას და სან ანტონიოს პირველი თამაშის კრატკი მომიხილვა http://basketball.sport-express.ru/reviews/22183/ მე არც შემიხედავს იმიტომ რომ დაიდო უკვე პირველი თამაში HD-ში ინგლისური კომენტარით და ვიწერ კაკრაზ და რამდენიმე საათში ჩავუჯდები უკვე http://rgfootball.net/viewtopic.php?p=170009 ვინმე თუ აპირებს სწრაფატ გადმოწერას მომწერონს და მაქსიმალურ სისწრაფეს ჩავურთავ, 10000კბ.სეკ-ი მაქვს აპლოუდი ქართულ ლიჩერებზე, ხო ეგ ოქროს რაზდაჩაა და არაფერი გამოგაკლდებათ რეიტინგში, ეხლა 1 სიდერზე მაქვს გაშვებული და დამიპიენეთ და დავამატებ ვისაც უნდა გადმოწერა მაქსიმალური სისწრაფით რომ წამოიღოს თუ ეგ არ ყოფნის რაც მანდაა ეხლა, ისე 1.5 დღიანი დაგვიანებით დაიდო მარტო, მშვენიერია ხვალე ბოსტონი-მაიამის თამაშიც დაიდება ალბათ წესით მასეთ ხარისხში და მაგასაც გადმოვწერ, ორივე სერია საინტერესო უნდა გამოვიდეს, რომელიმეში შიეძლება მეშვიდე თამაშიც კი დაჭირდეს გამარჯვებულის დასადგენათ

Link to comment
Share on other sites

ვუყურე სან ანტონიოს და ოკლახომას პირველ შეხვედრას საუკეთესო ხარისხში, 20მბ.სეკ-იანი ბიტრეიტი ქონდა და მაგარი სუფთა ჩვენება, თამაშიც მაგარი გამოვიდა, დიდი უპირატესობა არცერთ გუნდს არ ქონია, თუმცა 9 ქულით გავიდნენ წინ ოკლახომას იგროკები მესამე პერიოდის ბოლოს მაგრამ მეოთხეში მაგრა ითამაშა დაცვაში სან ანტონიომ და უკვე ეგ გუნდი იგებდა პერიოდის ბოლოს 9 ქულით, ბოლოს კი სამ ქულიანები ჩააგდო ოკლახომამ და მარტო 3 ქულით დამარცხდა, საუკეთესო სან ანტონიოს რიგებში დუნკანი,პარკერი და ჯინობილი იყო, დურანმტაც კარგათ ითამაშა თუმცა ეგ არ იყო საკმარისი თამასის მოგებისთვის, იგივეს ვიტყოდი ხარდენზე და ვესტბრუკზეც, ველოდები მეორე შეხვედრას იგივე ხარისხში მაგ სერიიდან და დღეს ალბატ მაიამის და ბოსტონიც თამაში დაიდება წესით და დავიწყებ გადმოწერას საღამოსკენ

Link to comment
Share on other sites

დღეს აღარ დადებულა ბოსტონის და მაიამის შეხვედრა ეგეთ ხარისხში მაგრამ მემგონი ეგეც დაიდება როგორც ყველა სხვა კონფერენციის ფინალების შევხედრები, არა უშავს დღეს მაინც ამხანაგური მატჩებია ფეღბურთში დადებული და მაგეებს ვუყურებ, ხვალე შიეძლება დაიდოს უკვე

Link to comment
Share on other sites

ვუყურე მაიამი ბოსტონის სერიის პირველ თამაშს ჯმჯ ზე

კარგი თამაში იყო ნამდვილად

საოცარი არაფერი არ მომხდარა ყველამ როგორც მოსალოდნელი იყო ისე ითამაშა

უბრალოდ ბოლოსკენ ვეღარ გაქაჩა ბოსტონმა და მოუგო მაიამიმ რაც გასაკვირი არ ყოფილა

კიდევ სან ანტონიო ოკლაჰომას სერიის მეორე თამაშს ვუყურე ამასაც ჯმჯ ზე

ეს თამაში ერთ ერთი საუკეთესო თამაში იყო რაც მინახავს ამ სეზონში

აბსოლიტურად გახსნილი თამაში ლამაზი და საკმაოდ დაძაბულიც

აი ზუსტად ასახავდა ეს თამაში იმას თუ რატომ არის კალათბურთი ძალიან მაგარი სპორტის სახეობა

რა თქმა უნდა დიურანტმა ჰარდენმა ვესტბრუკმა და იბაკამ კარგად ითამაშეს

პრინციპში მთლიანად ოკლაჰომამ კარგად ითამაშა

მაგრამ დანკანმა ჯინობილიმ და პარკერმა კიდევ უფრო კარგად ითამაშეს ნუ იქქვე დიაომაც

უბრალოდ ეს თამაში უნდა ნახოთ მე სიტყვები არ მყოფნის ისეთი ლაღი და კარგი თამაში იყო

ეს სერია იმით არის საინტერესო რომ ახალგაზრდული შემართება უპირისპირდება გამოცდილებას

აქ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რამეა პოპოვიჩი ყავს გამოცდილ მოთამაშეებს

აქედან ირწყმება გამოცდილება და გენიალური მწვრთნელი და ჩვენ ვიღებთ

უძლიერეს გუნდს რომელიც მოთამაშეების ასაკის მიუხედავად მეოცე გამარჯვებას აღწევენ

ეს არის ფანტასტიკა პლეიოფში თამაში არ წაუგიათ და ამას პლიუს რეგულარულის ბოლო მოგებებიც

ეს რაც შეეხება სან ანტონიოს და რაც შეეხება ოკლაჰომას ეს ცალკე თემაა

აქ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს სწავლობენ რაც ცუდი ნამდვილად არ არის

ეს გუნდი არის უძლიერესი პოტენციის მქონე და რაც მთავარია ახალგაზრდებით დაკომპლექტებული

ჯერ გვიან არაფერი არ არის მაგრამ თუ კიდევ ერთი თამაში წააგო ოკლაჰომამ

თითქმის დარწმუნებული ვარ რომ სან ანტონიო გავა ფინალში

კიდევ მაიამი ბოსტონის სერიის მეორე თამაშსაც ვუყურე

ესეც მაგარი თამაში იყო

ძალიან დაძაბული ბოლო წუთებამდე

თავიდან ბოსტონი ჯობნიდა თან ვეიდს თამაში არ მისდიოდა

მხოლოდ ლებრონი და ჩელმერსი თამაშობდნენ მოწოდების სიმაღლეზე

მაგრამ მერე რა თქმა უნდა ათამაშთა კაპიტანიც და წინაც გავიდნენ

თამაშის ძირითადი დროის დასრულებამდე რეი ალენმა გაათანაბრა ანგარიში და გადაიყვნა

დამატებით დროში დამატებით დროშიც დაძაბული თამაში იყო

რა თქმა უნდა გარნეტი კარგად თამაშობდა მაგრამ ერთი ორი შეცდომა მაინც დაუშვა

რაც შეეხება პირს მან დატოვა მოედანი გააძევეს და მაგიტომ

დამატებითი დროის ბოლოს ჰასლემმაც გამოიჩინა თავი მაგრამ თამაში მაინც ვეიდმა მოიგო

გადამწყვეტი ბურთი მან ჩააგდო ზუსტად და არა ლებრონმა

რაც შეეხება რონდოს ამ მოთამაშეზე ცალკე თემა უნდა გაიხსნას

უბრალოდ სასწაული თამაში ჩაატარა გაოცებული ვარ

უბრალოდ გული მწყდება ასე მაგრად რო ითამაშა და მაინც რომ წააგო მისმა გუნდმა

ჩემი აზრით თამაშის საუკეთესო მოთამაშე რონდო იყო მიუხედავად იმისა რომ დამარცხდა

Link to comment
Share on other sites

რაღაც როგორც ჩანს მარტო ოკლახომა-სან ანტონიოს სერია დაიდება სრულყოფილ HD-ში და დღეს მეც ვუყურე მაიამი-ბოსტონის მესამე შეხვედრას ჯმჯ-ზე, კარგია ისე რომ ფაქტიურათ არაფერი უთქვიათ მეორე სერიაზე, თვითონ თამაშს რაც შეეხება ძალაინ ცუდი შეხვედრა ჩაატარა მაიამიმ, წინა თამაშიც ოვერტაიმში მოუგიათ,მაგ შეხვედრაში კიდე საზიზღრათ ითამაშა თვითონ გუნდმა, მარტო ლებრონი თამაშობდა ნორმალურათ, ბოსტონს კი საღო მაგარი გუნდური ბასკეტბოლი აჩვენეს და ღიღსეულადაც მოიგეს ბოლოს 101-91, ხო მესამე პერიოდის შემდეგ უკვე 22 ქულით იგებდენ და ბოლოს ვუყურე კიდე ცოტათი 10 ქულიანი სხვაობა რომ იყო სადღაც, მარტო მეოთხე პერიოდი მოიგო მაიამის, დანარჩენი სამი გაასხა, 28-23 იგებდენ პირველ პერიოდში და მანდ გამობატნენ კაკრაზ და 15-0 თუ რაღაც ეგეთი სხვაობა დააგროვა ბოსტონმა და 13 გავიდა მერე წინ და ბოლო 24 ქულითაც იგებდენ მეოთხე პერიოდის დასაწყისში, ხო ეხლა ოკლახომა-სან ანტონიოს მეორე შეხვედრას გადმოწერს HD-ში და ჩავუჯდები მალე, მაგ სერიის ყველა თამაში დაიდება ალბათ ეგეთ ხარისხში http://rgfootball.net/viewtopic.php?p=170477 მაგაზე უკეთესს ხარისხში მემგონი აღარცაა უკვე ნბა ტრანსლიაციები, თუ არის რაღაც ექსკლუზივურ კანალებზე 100$ რომ ჯდება პაკეტი თვეში ალბათ

Link to comment
Share on other sites

ვუყურე სან ანტონიო ოკლაჰომას სერიის მესამე თამაშს ჯმჯ ზე

ამ თამაშმა წინა ორი თამაშისგან განსხვავებით არ გაამართლა

ძალიან იოლად მოუგო ოკლაჰომამ სან ანტონიოს

უბრალოდ მარტო იმის თქმა შეიძლება რომ შესანიშნავად ითამაშეს ოკლაჰომას მოთამაშეებმა

მარტო ამის გამო ვუყურე ბოლომდე აი სან ანტონიოს მოთამაშეებმა კი ვერაფერი ვერ ქნეს

კიდევ ბოსტონი მაიამის სერიის მესამე თამაშსაც ვუყურე ჯმჯ ზე

ეს თამაშიც უინტერესო იყო ძალიან

აქაც ბოსტონს ყველაფერი გამოსდიოდა ხოლო მაიამის არაფერი

იმედია შემდეგი თამაში გაცილებით საინტერესო იქნება

კიდევ სან ანტონი ოკლაჰომას სერიის მეოთხე თამაშს ვუყურე

აი ეს თამაში კი ნამდვილად საინტერესო იყო

აქ ორივე გუნდმა შესანიშნავად ითამაშა

უბრალოდ ბოლოს დიურანტმა ყველა ყველაფერი ჩააგდო და შეიძლება ითქვას მარტომ მოიგო

რა თქმა უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს იბაკა აი ამან მართლა ყველაფერი ჩააგდო

სასწაული თამაში ქონა მას როგორც დაცვაში ასევე შეტევაში

მან უდიდესი წვრილი შეიტანა ამ თამაშის მოგებაში

ეს სერია უკვე ძალიან საინტერესოა და იმედია ასე გაგრძელდება

Link to comment
Share on other sites

ვნახე გუშინ HD-ში სან ანტონიოს და ოკლახომას მეორე თამაში, ეგ თამაშიც სან ანტონიომ მოიგო საკმაოთ დამაჯერებლათ, ერთი პერიოდი 22 ქულითაც იგებდენ თუმცა ბოლოს მარტო 9 ქულით მოიგეს, 3-4 წუთი რომ იყო დარჩენილი 6 ქულამდე შეამცირა სხვაობა ოკლახომამ მაგრამ მეტი ვეღაფერი ქნეს და 120-111 დამარცხდენ მგონი, საუკეთესო სან ანტონიოს რიგებში ტონი პარკერი იყო 34 ქულით, ხარდენმა ითამასა კარგათ კიდე ოკლახომიდან დურანტის გარდა, ვესტბრუკს მეტის გაკეთებაც შეეძლო, სან ანტონიომ გუნდური ბასკეტბოლი აჩვენა და მაგ ორ თამაშის შემდეგ იავნი ფავორიტია უკვე მაგ პარაში, ალბათ ხვალე მესამე შეხვედრაც დაიდება წესით და გადმოვწერ მაგასაც

Link to comment
Share on other sites

ვსიო დაიდო როგორც იქნა სან ანტონიოს და ოკლახომას მესამე შეხვედრაც სრულყოფილ HD-ში და კაკრაზ გადმოვწერ ეხლა მალე, ხო ისე ბოსტონის და მაიამის მეორე და მესამე შეხვედრებიც დაუდიათ http://rgfootball.net/viewtopic.php?t=48011 http://rgfootball.net/viewtopic.php?t=48012 მესამე თამაში ვნახე ჯმჯ-ზე და მეორეს ვუყურებ დიდი სიამოვნებით ზეგისთვის ალბათ, ხვალე მესამე შეხვედრას გადმოვწერ და მერე მაგას გავუშვებ და ალბათ ზეგისთვის ვუყურებ უკვე მაგ თამაშს რომ ავდგები, ორი თამაშის ყურება არ მინდა ერთ დღეს, მითუმეტეს გაჭირვებით იდება ხოლმე ეგეთ ხარისხში თამაშები, ვერ გაიგებ რას როდის დადებენ, როგორც ჩანს ეგ რელიზერზე მთლიანათ არაა დამოკიდებული ,საიდანღაც აკაჩავებს დახურული ტრეკერიდან და მერე დებს მანდ და შეიძლება დაგვიანებით იდება იქ ან ნელა მოაქვს, აღარ ვნახავ მაშინ საერთოდ მეტს ჯმჯ-ზე, მე მეგონა აღარ დაიდებოდა ბოსტონი-მაიამის სერიის მატჩები მასეთი ხარისხშით

Link to comment
Share on other sites

ვუყურე გუშინ ოკლახომას და სან ანტონიოს მესამე შეხვედრასაც HD-ში, საკმაოთ კარგი თამაში გამოვიდა, ამჯერათ ოკლახომამ გადაუარა სან ანტონიოს და საკმაოთ ადვილათ გაიმარვჯა, ერთი პერიოდი ოც ქულიანი სხვაობაც კი იყო ოკლახომას სასარგებლოთ, დურანტის გარდა ხარდენს გამოვარჩევდი მაგ შეხვედრიდან და ვესტბრუკმაც უკეთესათ ითამაშა ვიდრე წინა თამასში, ველოდები მეოთხე თამაშს მაგ სერიიდან, წესით მალე დაიდება სრულყოფილ HD-ში, დღეს კიდე მაიამის და ბოსტონის მეორე შეხვედრაც ვნახე HD-ში, ტრილერი იყო იმენა ოვერტაიმით, ბოსტონმა მაგრა დაიწყო ეგ შეხვედრა და მეორე პერიოდში უკვე 15 ქულით იგებდენ, პირველ რიგში რანდოს გამოვარჩევდი, საუკეთესო თამაში ითამაშა კარიერაში და 44 ქულა დააგროვა მაგ მატჩში რაც მაგ ბასკეტბოლისტის რეკორდია, მაგდენი ქულა აქამდე არასდროს დაუგროვია, სხვა ბოსტონის ვედუში იგროკებიც კარგათ უბერავდენ, თუმცა ბოლოს მაიამიმ ამოქაჩა თამაში, განსაკუთრებით გადამწყვეტი როლი მაგაში მესამე პერიოდმა ითამაშა როცა 3 წუთი ბოსტონს ბურთი არ ჩაუგდია, ვეიდმა ცუდათ დაიწყო ეგ შეხვედრა თუმცა მეორე ნახევარში უკვე ათამაშდა და ბოლოს 23 ქულაც მოაგროვა, ლებრონიც მაგრა უბერავდა და თითქმის ორმოც ქულამდე ლებრონმაც დააგროვა მგონი, ხასლემი და ჩელმერსიც მომეწონა მაგ შეხვედრაში, ბოლოს ლებრონმა ვერ ჩააგდო 3 ქულიანი და ოვერტაიმში გადავიდა თამაში სადაც მაიამიმ გაიმარჯვა 115-111, სუპერტრილერი იყო იმენა 2.5 საათიანი, კარგა ხანია ეგეთი დაძაბული თამაში არ მინახია ფლეიოფში, თამაშის დონეც საკმაოთ კარგი იყო, ველოდები მაგ სერიის მეოთხე და მეხუთე თამაშებს HD-ში, კაკრაზ შემდეგ კვირაში გადმოვწერდი მარტო ევრო რომ დარჩება გადმოსაწერი, ეხლა როლან გაროსსაც ვუყურებ

Link to comment
Share on other sites

მართალი ხარ ეგ თამაში მართლა ძალიან მაგარი იყო

კიდევ გელის წინ მაგ სერიაში კარგი თამაშები

ვუყურე მაიამი ბოსტონის სერიის მეოთხე თამაშს ჯმჯ ზე

ეს თამაშიც არა ნაკლებ საინტერესო იყო ვიდრე ეგ თამაში

რა თქმა უნდა ლებრონი მოწოდების სიმაღლეზე იყო ვეიდსაც არაუშავდა

ბოლო წუთებამდე დაძაბული თამაში იყო და ალენმა ჩააგდო სამ ქულიანი და გაათანაბრა

მერე უკვე ლებრონს ქონდა ჩაგდების შანსი და მოგებისაც ძირითად დროში

მაგრამ მისი მთავარი ნაკლი ბოლო წამებზე არა სტაბილური თამაშია რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა

მერე დაინიშნა დამატებითი დრო ალენის სამ ქულიანის წყალობით

მერე თამაში კიდევ უფრო დაიძაბა პირსი და ლებრონი გააგდეს დამატებით დროში

რა თქმა უნდა მარტო ვეიდს დარჩა მაიმის ბედი და შეეძლო კიდევაც

ყველაფერი იდეალურად გააკეთა და გაუშვა სამ ქულიანი მოსაგებად და ააცილა სამწუხაროდ

ამ თამაშში კიდევ რონდო ბრწყინავდა რაც აუცილებლად აღსანიშნავია

კიდევ სან ანტონიო ოკლაჰომას სერიის მეხუთე თამაშსაც ვუყურე ჯმჯ ზე

ეს თამაშიც ძალიან საინტერესო იყო და დაძაბული ბოლო წამებამდე

ჯინობილიმ ძალიან მაგრად ითამაშა აი პარკერი არ მომეწონა დანკანს კი არაუშავდა

ხო კიდე ლეონარდი მომეწონა აი დიურანტმა ითამაშა ითამაშა ძალიან მაგრად

ბოლოში სულ მარტო თამაშობდა და რა თქმა უნდა ჰარდენი არ უნდა გამოვყოთ

ამანაც ძალიან მაგრად ითამაშა ბოლო გადამწყვეტი ბურთი სწორედ მან ჩააგდო

მერე უკვე ჯინობილიმ ესროლა და ააცილა ბურთი არა და შეიძლებოდა ამ თამაშის შემობრუნება

მაგრამ ხდება ხოლმე სამწუხაროდ მხოლოდ ერთი გუნდი იმარჯვებს თორე ორივემ

შესანიშნავად ითამაშა ისე ამ ვესტბრუკს აჟრიალებს ცოტა

სწორედ მისმა შეცდომებმა კინაღამ დაღუპა თავისი გუნდი უბრალოდ გაუმართლა

ჯინობილიმ რომ ააცილა თორე დამატებით დროში რა მოხდებოდა არავინ იცის

კიდევ მაიამი ბოსტონის სერიის მეხუთე თამაშიც ვნახე ისეც ჯმჯ ზე

ესეც მაგარი თამაში გამოვიდა

რა თქმა უნდა ლებრონი მოწოდების სიმაღლეზე იყო ვეიდმაც ნორმალურად ითამაშა

ხო რაც მთავარია ბოში დაბრუნდა და მანაც კარგად ითამაშა

რა თქმა უნდა პირსმა კარგად ითამაშა ასევე ალენმა მაგრამ აი გარნეტი შეუდარებელი იყო

ეს ადამიანი არის ნამდვილი ლომი უძლიერესი კალათბურთელია და კიდევ ერთხელ დაამტკიცა მან

ამ თამაშში მან ის რომ ერთ ერთი საუკეთესო მოთამაშეა

აი რონდოს რაც შეეხება ცუდი თამაში ქონდა ძალიან

მაგრამ ამის და მიუხედავად მაინც შეძლო ბოსტონმა გამარჯვება

არა და მაიამის შეეძლო რომ ასე არ დამთავრებულიყო ეს თამაში მწვრთნელს რომ რამე ექნა

ეხლა უკვე ბოსტონში შემდეგი თამაში და თუ მოიგეს ფინალში გავლენ კიდევაც

ეხლა უნდა დადონ ლებრონმა და ვეიდმა მთელი თავისი შესაძლებლობები

თუ უნდათ ის რისთვისაც აქამდე მოდიოდნენ მთელი სეზონის მანძილზე

ხო ჩოგბრუთს რაც შეეხება მე ეხლა ვამთავრებ რომის ტურნირს

მერე მეც შევუდგები როლანდ გაროსს

Link to comment
Share on other sites

ჯერ აღარ დაუდიათ შემდეგი მატჩები, თუმცა ეხლა ვერც გადმოვწერდი ჯერ მაგხელა მოცულობის ფაილებს, ევრო იწყება ხვალე და დღეში 2 თამაში უნდა გადმოვიწერო რუსული კომენტარით HD-ში, პლიუს როლან გაროსი და F1 ამ ვიკენდზე, აი შემდეგი კვირიდან მარტო ევრო დარჩება და გადმოვწერდი შემდეგ მატჩებს უკვე მაქამდე თუ დაიდება

Link to comment
Share on other sites

ხო მეც ვაპირებ ფეხბურთის ყურებას აუცილებლად

ოღონდ არ ვიცი რომელი ეტაპიდან ვუყურო

თუ შეგიძლია მითხარი რომელი ეტაპიდან არის საინტერესო

აი მაგალითად როლანდ გაროსს მეოთხედ ფინალებიდან ჩავუჯექი და ფეხბურთზე არ ვიცი

ვუყურე სან ანტონიო ოკლაჰომას სერიის მეექვსე თამაშს ჯმჯ ზე

ძალიან მაგარი თამაში იყო ნამდვილად

სან ანტონიოს კალათბურთელებმა დაგლიჯეს თავიდან ანადგურებდნენ

მაგრამ ბოლოსკენ ამოქაჩა ოკლაჰომამ და მოიგო კიდევაც

დიურანტმა შესანიშნავად ითამაშა ასევე ჰარდენმაც ვესტბრუკსაც არაუშავდა

კიდევ პარკერმა ძალიან მაგრად დაიწყო მერე გააფუჭა თორე მართლა მაგრად დაიწყო

ასევე ჯინობილმაც და დანკანმაც კარგად ითამაშეს

მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანეს დაწყებული საქმე და დამარცხდნენ როგორც ვთქვი

ეს სერია დამთავრდა ოკლაჰომა ფინალშია და რაც მთავარია დამსახურებულად

კიდევ მაიამი ბოსტონის სერიის მეექვსე თამაშსაც ვუყურე ჯმჯ ზე

ეს თამაში მაგარი უინტერესო იყო მაგრამ ამასთანავე ძალიან საინტერესო

ლებრონის გულშემატკივრებისათვის ანუ ჩემთვის

აი ეს თამაშკი ნამდვილად მარტომ მოიგო ლებრონმა თავიდან ბოლომდე

თუ დიურანტი მეოთხე მეოთხედებში ბრწყინავდა სან ანტონიოსთან

ლებრონი მთლიანი თამაში განმავლობაში მარტო თამაშობდა

თითქმის თავისი გუნდის ქულების ნახევარი მოიტანა და მოიგო კიდევაც ეს თამაში

საკმაოდ დიდი სხვაობით ისე ვეიდსაც არაუშავდა მაგრამ ლებრონი იყო სასწაული

თან კიდევ რაც მთავარია უამრავი მოხსნა გააკეთა ერთი სიტყვით მხეცია

ეხლა უკვე მაიამიშია მეშვიდე თამაში აი მანდ გადაწყდება ვინ გავა ფინალში

Link to comment
Share on other sites

თავიდანვე შეგიძლია უყურო, პრახადნოი იგრები ფაქტიურათ ერთ-ორი იქნება ალბათ ამ ევროზე, ხო დაიდო გუშინ 3 NBA თამაში და ორშაბათ-სამშაბათს ვაპირებ მაგ იგრების გადმოწერას:

http://rgfootball.ne...ic.php?p=171916

http://rgfootball.ne...ic.php?p=171920

http://rgfootball.ne...ic.php?p=171999

ასე სამშაბათამდე მემგონი 5-6 თამაშებსაც დადებენ, ნელ-ნელა იდება ხოლმე, ფინალი ალბათ ცოტა უფრო ადრე დაიდება უკვე, რონალ გაროსსაც ვუბერავ, უკვე კაცების ნახევარფინალამდე მივედი და ფინალები დამრჩება ხვალ-ზეგ სანახავი, F1 გადმოსაწერი მაქვს, მერე ევრო და ბასკეტბოლიღა დამრჩება საყურებელი Wimbledon-მდე

Link to comment
Share on other sites

ვუყურე მაიამი ბოსტონის სერიის ბოლო მეშვიდე თამაშს

როგორც იქნა შეძლო მაიამიმ სერიის მოგება და ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში

უშუალოდ თამაშს რაც შეეხება ლებრონი ვეიდი ბოში მოწოდების სიმაღლეზე თამაშობდნენ

სხვათა შორის ბოშმა ითამაშა ძალიან მაგრად და მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ უძლიერესია

რა თქმა უნდა მთლად ლებრონივით არ უთამაშია მაგრამ რაც გააკეთა ძალიან დასაფასებელია

აი ლებრონს რაც შეეხება ორი სიტყვით ვიტყვი რომ პირადად მან მოაგებინა ეს სერია მაიამის

კი მართალია ვეიდმიც დაეხმარა მაგრამ საბოლოო ჯამში ლებრონმა გაიყვანა ფინალში

ბოსტონზე რა შეიძლება ითქვას ამ გუნდმა ამ ასაკის მოთამაშეებით რაც შეძლო ძალიან დასაფასებელია

მართალია ცოტა გაუმართლა ჩიკაგო რომ გამოვარდა მაგრამ მაინც უდიდეს პატივის ცემას

იმსახურებს ბოსტონის მოთამაშეები თავის მწვრთნელთან ერთად

მაშ ასე ფინალი იქნება მაიამი ოკლაჰომა რაც მოსალოდნელი იყო საკმაოდ ადრე

შანსებს რაც შეეხება ორივე გუნდს თითქმის თანაბარი შანსები აქვთ

მაგრამ ჩემი აზრით ოდნავი უპირატესობა მაინც ოკლაჰომას აქვს

იმიტომ რომ თითქმის უნაკლო გუნდია როგორც დაცვაში ასევე შეტევაში

დაწყებული სამ წამიანის მოთამაშეებით

განსაკუთრებით დაცვაში ორ მთაზე ვლაპარაკობ პერკინსზე და უძლიერეს მცველზე იბაკაზე

ეს სამ წამიანის მოთამაშეები ეხლა გადავიდეთ საშუალოზე და სამ ქულიანის მსროლელებზე

აქ რა თქმა უნდა დიურანტი ვესტბრუკი და ჰარდენი გამოირჩევიან იქქვე იბაკასაც შეუძლია

საშუალოდან საკმაოდ კარგად სროლა ასევე შესვლა შეუძლიათ შესანიშნავად როგორც

დიურანტს ასევე ვესტბრუკს და რა თქმა უნდა ჰარდენსაც

სხვა კომპონენტეპს რაც შეეხება ანუ სათადარიგო მოთამაშეებს

გამოვლენ ჰარდენი და კოლისონი ჰარდენს რაც შეუძლია დავწერე და რაც შეეხება კოლისონს

მშვენიერი დამცველია ხისტი ჯარიმის ზღვარზე მოთამაშე რაც მისი მთავარი ატრიბუტია

ხო კიდევ ასევე დაცვაზე გამახსნედა რა თქმა უნდა სეფალოშა ამ მოთამაშემ ბრაიანტთან

საკმაოდ კარგი დაცვა შემოგვთავაზა აქედან გამომდინარე სავარაუდოდ ვეიდს დაიჭერს სეფალოშა

რაც საკმაოდ კარგი ვარიანტია ოკლაჰომასთვის

მწვრთნელებს რაც შეეხება ოკლაჰომას მწვრთნელი ჯობს მაიამის მწვრთნელს ჩემი აზრით ბევრად

მაიამის რაც შეეხება ეს არის გუნდი რომელიც არ თამაშობს გუნდურ კალათბურთს

მხოლოდ ლებრონზე და ვეიდზეა დამოკიდებული მათი გამარჯვება

თუ რომელიმე მათ განს არ წაუვიდა თამაში ძალიან გაუჭირდება მოგება მაიამის

რა თქმა უნდა ბოშზეც იქნება ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული

ეს ძალიან დიდი ძალაა მაიამისთვის რაც გამოჩნდა ბოსტონთან სერიის დროს

მაგრამ ამ გუნდს სამწუხაროდ უამრავი მინუსი აქვს

ძალიან სუსტი სათადარიგო მოთამაშეები და რაც მთავარია მწვრთნელი

აქამდე მოაღწია მაიამიმ ლებრონის ვეიდის და ბოშის ხარჯზე

ეხლა ჩვენ ვნახავთ როგორ გაართმევენ ეს მოთამაშეები ფინალურ ეტაპს თავს

კიდევ ერთხელ ვიმეორებ სუსტი მწვრთნელით და სუსტი სათადარიგო მოთამაშეებით

კიდევ ერთი ფაქტორი არ უნდა გამოგვრჩეს ფსიქოლოგია

ეს არის ერთ ერთი უმთავრესი ფაქტორი

ოკლაჰომა ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდია და მათ აქვთ

ის ახალგაზრდული შემართება და ჟინი რაც ძალიან კარგია და დადებითად აისახება მათ თამაშზე

აი მაიამის კი ფსიქოლოგიასთან საკმაოდ დიდი პრობლემები აქვთ

განსაკუთრებით კი ლებრონ ჯეიმსს რომელიც ბოლო გადამწყვეტ მომენტებში იბნევა

გამოსავალს ვერ პოულობს და ხშირ შემთხვევაში აფუჭებს ბურთებს

ჩემი აზრით ესეც ერთ ერთი ძალიან სერიოზული მინუსია მაიამის თუ ყველაზე სერიოზული არა

ერთი გამოსავალი მაინც არის ვეიდს შედარებით ლებრონისგან მაინც არ აქვს ეს პრობლემა და

ბოშსაც კი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს პრობლემა გადაჭრილია

რაც შეეხება ოკლაჰომას ბოლო გადამწყვეტ ტყორნცნებთან დაკავშირებით

აქ დიურანტს არანაერი პრობლემა არ აქვს ასევე ჰარდენსაც და ვესბრუკსაც

მაგრამ მაინც დიურანტი შეუდარებელია ორივე გუნდის შემადგენლობაში

კონკრეტულად ამ ფაქტორს ვგულისხმობ და კიდევ დამრჩა ერთი დიდი პლიუსი ოკლაჰომასი

ეს არის მოედნის უპირატესობა რაც კიდევ უფრო ზრდის ოკლაჰომას შანსებს

Link to comment
Share on other sites

მე ალბათ ზეგისკენ გავუშვებ ზევით რაც დავაგდე მაგ შეხვედრებს, მაქამდე ალბათ კიდე დაიდება, ეხლა მოვრჩები სხვა რაღაცეების გადმოწერას და მარტო ევრო და ნბა დამრჩება ხოლმე გადმოსაწერი შემდეგ დღეებში

Link to comment
Share on other sites

მაგრად დამევასა ეს ევროპის ჩემპიონატი როგორც მირჩიე თავიდანვე დავიწყე ყურება

რაც მთავარია ყველა თამაში მომეწონა იმედია ასე გაგრძელდება

ეხლა კალათბურთს რაც შეეხება დღეს იწყება ფინალი

საბედნიეროდ ყველა მოთამაშე მწყობრშია და ორივე გუნდი სრული შემადგენლობით იქნებიან

Link to comment
Share on other sites

ისე მე რა ხარისხშიც ვუყურებ ეგ 4-5 დღიანი დაგვიანებით იდება ხოლმე, თვითონ დამდები არაფერ შვაშია, საიდანაც აკაჩავებს იქ იდებაო დაგვიანებით და არც ისეთი დიდი სისწრაფით იწერსო, მაგიტომაც გვიან დებს ხოლმე თორე თვითონ საკმაოთ კარგი სისწრაფით ასიდირებს ხოლმე, ხვალ-ზეგ გავუშვებ უკვე ოკლახომა-სან ანტონიოს მეოთხე შეხვედრას ალბათ

Link to comment
Share on other sites

დაიწყო ნბა ს ფინალური სერია და რა თქმა უნდა ვუყურე პირველ თამაშს ჯმჯ ზე

მაგარი თამაში გამოვიდა საერთო ჯამში სწრაფი ლაღი ლამაზი და ტაქტიკური თამაში იყო

ფაქტიურად ყოვლის მომცველი თამაში გამოვიდა და ალბათ სერიაც ასე გაგრძელდება

ეხლა უშუალოდ თამაშს რაც შეეხება

თავიდან მაიამი იგებდა ბეტიემ შესანიშნავად დაიწყო შეხვედრა ბლომად სამიანები ჩაყარა

მოიგო კიდევაც მაიამიმ პირველი ტაიმი მაგრამ რა თქმა უნდა პირველ ტაიმში ყველაფერი არ წყდება

მეორე ტაიმიდან რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი მართალია ლებრონმა და ვეიდმა

მაგრად ითამაშეს ასევე ბოშსაც არაუშავდა მაგრამ მწვრთნელის სისუსტე კიდევ ერთხელ გამოჩნდა

არანაერი გუნდური თამაში არ ყოფილა მაიამისგან შეთავაზებული

ოკლაჰომას კი მშვენიერი მწვრთნელი ყავს და არანაკლები მოთამაშეები ვიდრე მაიამის

აქედან გამომდინარე უკეთესი გუნდია ოკლაჰომა საერთო ჯამში და მოიგეს კიდევაც პირველი

შეხვედრა მართალია დიურანტმა ძალიან მაგრად ითამაშა მაგრამ ჩემი აზრით მისი ასეთი

კარგი თამაშიც მწვრთნელის დამსახურებაა იმიტომ რომ ძალიან სწორ დავალებებს აძლევს

რაც მთავარია ხშირად ანუ ხშირ შემთხვევაში ოკლაჰომას მწვრთნელს შეუძლია გამოიცნოს

რომელი მოთამაშე ჭირდება გარკვეულ მომენტს და რა დავალება უნდა მიეცეს მას

ისე კი ვესტბრუკმაც მაგრად ითამაშა მაგრამ საუკეთესო მაინც დიურანტი იყო

მაიამის მწვრთნელს რაც შეეხება მას თითქმის არც უსმენენ და არც უნდა მოუსმინონ

ძალიან სუსტი მწვრთნელია ერთ თამაშში ვეიდს სერიოზული კამათიც კი მოუწია

მაგრამ მერე თითქოს მოაგვარეს ეგ პრობლემა მაგრამ რათ გინდა მაინც ძალიან სუსტია

არანაერი დისციპლინა არ აქვს და სწორედ ის აკლია მას რაც ოკლაჰომას მწვრთნელს აქვს

ერთი სიტყვით მეორე უმნიშვნელოვანესი თამაში ოკლაჰომაშია

თუ შეძლო მაიამიმ და მოიგო ეს თამაში გაიზრდება მათი შანსი სერიის მოგების

მაგრამ თუ წააგო მერე უკვე ძალიან გაუჭირდება

Link to comment
Share on other sites

ისე ამბობენ მაგარ ხარისხში რუტრეკერზე დაუდიაო უკვე ვიღაცას პირველი თამაში, მე არ მინახია იმიტომ რომ არ მინდა ჯერ გავიგო ვინ გავიდა ფინალში, ხო გლობალზე სისწრაფე გამორმაგეს და მაგ თამაშებს ეხლა 3.5 საათში გადმოწერს თითოს და ხვალე უკვე სუყველა გადმოწერილი მექნება, თუ ნამეტარი გაიწელება შემდეგი შეხვედრების დადება ფინალურ თამაშზე გადავალ და მაგ ძველებს მოგვიანებით დავუბრუნდები, მაინც არ მინახია ანგარიშები და ვინ რამდენი ქულით და როდის გაიმარჯვა ეგეც არ ვიცი

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.