Jump to content

ყველაფერი კალათბურთზე...


Recommended Posts

ვაახ რა მაგარი თამაში იყო, ლეიკერსი გრიზლები 99-98, შემთხვევით გადავრთე და კიდე კაი ვუყურე :D 30 ქულამდე აგებდნენ, მეოთხე მეოთხედში 8 წუთის განმავლობაში ბურთი არ ჩააგდებინეს დათვებს, თვითონაც ვერ აგდებდნენ :D მაგრათ მოუგეს რა :xelebi:

Link to comment
Share on other sites

მე ეხლახანს დავიწყე აქტიურად ყურება ჩოგბურთის წინა წელს რაც ჯოკოვიჩმა იკისრა ეგრევე გადავწყვიტე რო წელს არ გამემაზა თუნდაც მისი ხათრით

ნუ ადრე ფედერერი მევასებოდა მაგრამ ჯოკოვიჩი სასწაულია წელს ისე წარმატებით ვერ ასპარეზობს მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის

ხო და რას გეუბნეოდი ახალი დაწყებული მაქვს თქო ყურება და ჯერ ჯერობით მტლად ვერ გავერკვიე ამ ტურნირებში

ესეიგი ეხლა რაც ტურნირები იყო მემგონი ყველა მაღალი დონის ტურნირი იყო მე რეებიც ჩამოვთვალე

თუ შეგიძლია ამიხსენი როგორ გავარჩიო მაღალი დონის ტურნირი და დაბალი დონის

ჩემი აზრით სადაც უმაღლესი დონის მოთამაშეები გამოდიან ეგ არის მაღალი დონის ტურნირი ხო კიდე რაღაც ქულებსაც აქვს მნიშვნელობა

კი არა და ალბათ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ქულებს აბა რეიტინგი ქულებზე არის დამოკიდებული და მაგიტომ

ეგ თამაში ამ პლეი ოფის თამაში ვერ იქნებოდა იმიტომ რომ ეგ გუნდები სხვა გუნდებს ხვდებიან

ალბათ ან ამ რეგულარული სეზონის თამაში იყო ან კიდე წინა რომელიმე სეზონში განვლილი თამაში

ხო დღეს ვუყურე ოკლაჰომა დალასის შეხვედრას

ეს იყო ფანტასტიური თამაში ამ თამაშის არ ყურება არ შეიძლება

პირველ წრეში ყველაზე საინტერესო სერია არის ეს გარჩევა თან რაც მთავარია წინა წელს ეს ორი გუნდი ერთმანეთ კონფერენციის ფინალში შევდნენ

ეს რა თქმა უნდა კიდევ დამატებით საინტერესოს ხდის სერიას

თითქმის მთელი თამაში დალასი იყო წინ ბოლო მაგრამ ძალიან ცოტა სხვაობით

ბოლო მომენტში ამოუქაჩა ოკლაჰომამ და ერთი ქულით წინ გავიდნენ მერე ნავიცკიმ ჯარიმა აკიდა და რა თქმა ორივე ჩააგდო

მერე უკვე დალასი დაწინაურდა ერთი ქულით და რამოდენიმე წამი იყო დარჩენილი

წამოიღო დიურანტმა ბურთი და ჩააგდო კინაღამ ვიხტუნავე სკამზე ისეთი მაგარი იგრა იყო იმენა მაგარი ვისიამოვნე

ისე ვესტბრუკმაც კარგად ითამაშა ჰარდენმაც და იბაკამაც ხოშიანად ითამაშა

კიდევ ტერიმ ითამაშა კარგად და საერთოდ ორივე გუნდმა კარგად ითამაშა საერთო ჯამში

Link to comment
Share on other sites

მე კიდე ტენისის ყურება ფეღბურთზე ადრე დავიწყე სერიოზულათ, ფაქტიურათ 1996-ან ვუყურებ და არაფერს ვტოვებ ხოლმე, ერთი ბალშოი შლები არ მაქვს გამაზული, მასეთი ტურნირი სულ ოთხია წელიწადში, ავსტრალიან ოპენი, რონალ გაროსი, ვიმბელდონი და უს ოპენი, თუმცა ეგენი უკვე იცი ალბათ, მაგ 4 ტურნირის გარდა კი 9 მასტერსია, აქ შეგიძლია ნახო თუ როდის ტარდება ეგ ტურნირები http://www.atpworldtour.com/Tournaments/Event-Calendar.aspx აწერია გვერდზე რომ მასტერსია, ანუ 1000 სერია, წლის ბოლოს კიდე 8 საუკეთესო ტენისისტი თამაშობს და მაგიც ძალზე პრესტიჟული ტურნირია დიდი პრიზავოი ფონდით, ქალებში ისე მასტერსები არ ქვია, თუმცა სერიოზული ტურნირები 2+ მილიონიანი პრიზავოი ფონდით იწყება ქალებში, ხო დაიდო ნაღდი HD ტრანსლიაციები დღეს ბასკეტბოლში:

http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4041094

http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4041753

http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4042180

http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4042216

და ალბათ ლეიკერსის და დენვერის შეხვედრას გადმოვწერ ოთხშაბათისთვის, მერე შეიძლება კიდე დადონ და ხუთშაბათს კიდე გადმოვწერ თუ დაიდება 2 თამაშს მაქსიმუმ, დღევანდელი რეზულტატები აღარ მინახია რახან იდება ეგეთ ხარისხშიც მატჩები, რამდენიმე დღის შემდეგ ვნახავ მერე, თორე რეზულტატი როცა იცი ისეთი საინტერესო აღარაა უკვე, მაგაზე უკეთესს ხარისხში აღარც აჩვენებენ არსად, ეგაა ნბა ეტალონი HD-ში, როგორც ჩანს ისეთი ხარისხი არაა როგორშიც ფეღბურთებს გადმოცემენ და ტენისებს ნტვ+ სპორტზე

Link to comment
Share on other sites

კლიპერსის და მემფის გრიზლის თამაშიც დაიდო http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4043486 ნამეტარი დიდი ზომისაა და ალბათ მაგას არ გადმოვწერ, LA-დენვერს გადმოვწერ და ოთხშაბათს ვუყურებ ალბათ, როგორც ჩანს ამ წელიწადს ბლომათ დიდი ზომის ტრანსლიაციები დაიდება

Link to comment
Share on other sites

სან ანტონიოს და უტა ჯაზიც დაიდო დიდი ზომის http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4043600 2 მატჩს ავირჩევ მერე ხუთშაბათისთვის და შეიძლება ერთი ოთხშაბათსაც ვუყურო

Link to comment
Share on other sites

ვა აეგ რა კარგი რამე მასწავლე დიდი შლემის ტურნირები აქამდეც ვიცოდი თან კარგა ხანია მაგრამ აი ამ მასტერსებსში და ატპ ებში ვერ ვერკვეოდი

ამის შემდეგ მაგის მეშვეობით გადმოვწერ ტურნირებს და ალბათ როგორც შენ იწერ ისე გადმოვწერ მეც შევეშვები შედარებით დაბალი დონის ტურნირებს

მაგ კალათბურთის თამაშებს რაც შეეხება დალასი ოკლაჰომა ჩაიწერე შეეშვი მაგ დენვერი ლეკერსის შეხვედრას

ყველაზე საინტერესო სერია არის დალასი ოკლაჰომა თან რაც მთავარია წინა წელს კონფერენციის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს

მე ოკლაჰომა დალასის სერიასაც ვუყურებ და ლეიკერსი დენვერის შეხვედრასაც იმიტომ რომ ჯმჯ ზე აჩვენებენ მაგ სერიას და მაგიტომ

ნუ კიდევ რა თქმა უნდა მაიამი ნიუ იორკის სერიასაც ვუყურებ და ამასაც ჯმჯ ზე აჩვენებენ

მაგ იუტა სან ანტონიოს რაც შეეხება ძალიან უინტერესო სერიაა დამიჯერე

ინტერნეტიდან მარტო ოკლაჰომა დალასის სერიას ვიწერ როგორც გითხარი მაიამი ნიუ იორკის სერიას და ლეიკერსი დენვერის სერიას ჯმჯ ი აჩვენებს

აქედან გამომდინარე აღარ მიწევს მაიამი ნიუ იორკის სერიის გადმოწერა რა თქმა უნდა რომელიმე შეხვედრას თუ არ აჩვენებენ ამ სერიიდან

აუცილებლად გადმოვწერ და დენვერი ლეიკერსს რაც შეეხება ამას ჯმჯ ზე ვუყურებ და თუ გამოტოვეს რომელიმე თამაში ამ სერიიდან არ გადმოვწერ

იმიტომ რომ არ არის ისეთი საინტერესო სერია უბრალოდ ჯმჯ ზე რომ აჩვენებენ მაგიტომ მიწევს ამ სერიის ყურება

რაც შეეხება სან ანტონიო იუტას შეხვედრას როგორც გითხარი ძალიან უინტერესო სერიაა და მაგის ყურებას არ ვაპირებ

ვუყურე მაიამი ნიუ იორკის სერიის მეორე შეხვედრას

აქ ისე ცუდად არ უთამაშია ნიუ იორკის მოთამაშეებს როგორც წინა თამაშში მაგრამ მაიამის მოთამაშეებმა მაინც დაჯაბნეს

დიდად საინტერესო თამაში არ ყოფილა მაგრამ წინა შეხვედრასთან შედარებით გაცილებით კარგი თამაში იყო

იმედია ისევ მოიგებს მაიამი შემდეგ შეხვედრას

კიდევ დალასი ოკლაჰომას სერიის მეორე შეხვედრას ვუყურე

ეს როგორც ვთქვი საუკეთესო სერიაა და ორივე შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო

მართალია პირველი თამაშივით მაგარი არ იყო მაგრამ ბევრად ნაკლებიც არ იყო

აქ თითქმის ორივე გუნდი ერთ დონეზე თამაშობენ არა და ყველას ეგონა რომ ადვილად მოუგებდა ოკლაჰომა დალასს

მაგრამ ადვილად კი არა ძალიან რთული აღმოჩნდა ორივე თამაში თითქმის ქულა ქულაში მიდიოდა

უბრალოდ ოკლაჰომამ ორივე თამაში მოუგო დალასს მაგრამ როცა ასე ქულა ქულაში მიდის თამაში ჩემი აზრით ოდნავი გამართლებაც საჭიროა

რაც ამ შემთხვევაში ოკლაჰომას აღმოაჩნდა და არა დალასს

იმედია შემდეგი შეხვედრებიც ასეთივე საინტერესო იქნება

Link to comment
Share on other sites

უკვე გადმოვწერე ლეიკერსის და დენვერის პირველი შეხვედრა და დილისკენ ვუყურებ სადღაც, მერე ალბათ კაკრაზ ოკლახომას მეორე თამაშს გადმოვწერ, ჯერ არ დადებულა მეორე, მარტო პირველი დაიდო, თითქმის ყველა იგრები იდება ლოლ მაქსიმალურ ხარისხში, ეხლა დამთავრდება 2 კვირაში მთლიანათ ფეღბურთები და მერე ყოველდღე თითო მატჩს გადმოვწერ ხოლმე და პარალერულათ ჯმჯ-ზეც ვუყურებ, ისე ბევრი დრო მიაქვს ამ ფეღბურთებს ნამეტარი და კალათბურზე დრო აღარ მრჩება ხოლმე, მაგრამ ფლეიოფი კარგ დროსაა როცა ევროკუპკები და ჩემპიონატები მთავრდება მაშინ იწყება ხოლმე უკვე კონფერენციის ფინალები და მერე ფინალი

Link to comment
Share on other sites

ხო კარგია რომ იწერ ოკლაჰომა დალასს მაგრამ მეორე თამაშს რატომ იწერ ვერ ვხვდები დამიჯერე პირველი თამაში იყო ძალიან მაგარი

მეორეც ძალიან მაგარი იყო მაგრამ პირველმა ვაბშე დაგლიჯა

მაგ ლეიკერსი დენვერს რაც შეეხება მე პირადად მაიამი ნიუ იორკი მირჩევნია მაგ სერიას

ჯერ ერთი იმიტომ რომ მაიამის ბალეშიკი ვარ და მეორე იმიტომ რომ ნიუ იორკში გაცილებით მაღალი დონის მოთამაშეები არიან ვიდრე დენვერში

ერთადერთი ლეიკერსი თუ გევასება მაგიტომ უნდა უყურო მაგ სერიას ბრაიანტის გაზოლის და ბაინუმის ხო და რაც მთავარია ჯეკ ნიკოლსონის ხათრით

თორე ისე მაგ ორი გუნდის შედარება ცოტა უაზროდ მეჩვენება ისე მე სამივე სერიას ვუყურებ

თუ რატომ ვუყურებ ზემოთ ჩამოვწერე

ეხლა დავამთავრე დენვერი ლეიკერსის სერიის მეორე თამაშის ყურებას

მოკლედ ამ სერიაში კონკრეტულად ამ ორ თამაშში ბრაიანტი აჩენს თავის შესაძლებლობეს რომელიც უზომოდ აქვს მას

ეს არა ადამიანურად თამაშობს და რაც მთავარია ჩრდილავს სხვა მოთამაშეებს რომლებიც იდეალურად თამაშობენ

განსაკუთრებით კი ბაინუმს რომელმაც წინა შეხვედრაში სამმაგი დუბლი გააკეთა რაც მთავარია ბლოკებით და ამ თამაშში კიდე ბლომად ქულები მოიტანა

ასე თუ გააგრძელა ბრაიანტმა თამაში შეიძლება კიდევ ერთი ბეჭედიც წამოიცვას თითზე

ყოველ შემთხვევაში ლეიკერსი უძლიერესი გუნდია და ამ სერიის შემყურე ნამდვილად არ გამიკვირდება თუ ჩემპიონები გახდებიან

ეხლა მე ცოტა შეილება ვაჭარბებ მაგრამ როცა გუნდში არის ბრაიანტი იქ შეუძლებელი არაფერია

Link to comment
Share on other sites

გუშინ და დღეს ორ შეხვედრას ვუყურე HD-ში, ლეიკერსის-დენვერის შეხვედრა ვნახე ჯერ, მართლა საკმაოთ უინტერესო თამაში გამოვიდა, დენვერს მართლა პასრედსტვენი სასტავი ყოლია ფლეიოფისთვის, ფილადელფიას შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა სასტავი მაგ გუნდს ყოლია ფლეიოფში ამ სეზონში, თუმცა ფილადელფია მემგონი უფრო ძლიერია დენვერზე, 20 ქულით მოიგო სადღაც ლეიკერსმა და ბაინუმმა ტრიპ დაბლი გააკეთა, მერე ვნახე რეზულტატები და მერე შეხვედრაც მოუგიათ თუმცა უფრო პატარა ანგარიშით, მაგ პარაში მაქსიმუმ ერთ შეხვედრას თუ მოიგებს ალბათ დენვერი, ოკლახომა-დალასის მეორე შეხვედრაც ვნახე, ეგ უფრო კარგი დონის თამაში გამოვიდა, თუმცა მეტს მოველოდი, სკაჩკებით მიმდინარეობდა თამაში, მეორე პერიოდში 15 ქულამდეც კი იგებდა სადღაც ოკლახომა, მაგრამ მერე ამოქაჩა დალასმა და დაჟე რამდენიმე ქულით წინ გავიდა მესამე პერიოდის ბოლოს, თუმცა მეოთხე პერიოდის ბოლოს მაინც თავისი ქნეს ვესტბრუკმა და დურანტმა და 3 ქულით მოუგეს დალასს, მესამე თამაშიც საინტერესო გამოვა ალბათ თუმცა ეხლა რამე სხვა პარას გადმოვწერ ალბათ, შეიძლება ნიუ იორკი მაიამის მეოთხე თამაში გადმოვწერო სამშაბათისთვის, ვნახოთ რა იგრები დაიდება, ჯმჯ-ზე ჯერ მარტო ერთი შეხვედრა ვნახე, ბლომათ ფეღბურთები იყო და მაგ დროს არ მეცალა როცა მატჩები გადიოდა

Link to comment
Share on other sites

ხო ეგ ლეიკერსი დენვერის სერიაში ყველაფერი გადაწყვეტილია ჩემი აზრით

რაც შეეხება ოკლაჰომა დალასის სერიას აქ კი უეჭველი გადაწყვეტილია შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა

მოკლედ მესამე თამაშს ვუყურე და მეგონა ძალიან საინტერესო იქნებოდა იქიდან გამომდინარე რომ

წინა ორი თამაში თანაბრად ითამაშეს გუნდებმა და თან რაც მთავარია ოკლაჰომაში იყო პირველი ორი თამაში

მაგრამ მაინც ძნელად მოიგეს ხო და ვიფიქრე დალასში რომ იქნება თამაში თქო აქ შეიძლება მოიგონ კიდევაც თქო

ხო და იმისთანა თამაში წავიდა რო გული კინაღამ ამერია

კომენტატორები იძახდნენ გვეზარება ამ თამაშის წაყვანაო მაგრამო ეს ჩვენი მოვალეობა არისო

ერთი სიტყვით ოკლაჰომამ ბურთი დაახია თავზე დალასს

ამ დიურანტმა სასწაული შეხვედრა ჩაატარა ასევე ვესტრბუკმაც მაგრა ითამაშა

აი ნავიცკიმ საერთოდ ვერ ითამაშა მაგრად ამოკეტეს და ასევე კიდმაც ბლომად შეცდომები დაუშვა

მოკლედ ნბა ს ისტორიაში სამით ნოლიდან არც ერთ გუნდს არ მოუგია სერია

აქედან გამომდინარე თუ ეს სენსაცია მოხდა პირველი იქნება ნბა ს ისტორიაში რაც ძნელად წარმოსადგენია

ისე მე მაინც გადმოვწერ შემდეგ თამაშს ამ სერიაში მაინც რა იცი რა ხდება იქნება და ჩემ თვალწინ დაიწეროს ისტორია

ხო სან ანტონიოს მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი გახდა წლის საუკეთესო მწვრთნელი მეორეჯერ რასაც ნამდვილად იმსახურებდა

ამ მოხუცი მოთამაშეებით შეძლო და კონფერენციაში პირველ ადგილზე გაიყვანა გუნდი და დაუფასდა კიდევაც

ერთადერთი რეალური კონკურენტი ჩემი აზრით იყო ჩიკაგოს მწვრთნელი ტიმ ტიბოდო

მან თავისი გუნდი როუზის გარეშე და ჰამილტონის გარეშე შეძლო და კონფერენციაში პირველ ადგილზე გაიყვანა გუნდი რაც ძალიან რთული იყო

Link to comment
Share on other sites

წლის აღმოჩენის ტიტული რაიან ანდერსონს მიანიჭეს არადა ჯერემი ლინს მეგონა რომ გადასცემდნენ

ისე საერთო ჯამში რაიან ანდერსონი უფრო კარგი მოთამაშეა ვიდრე ჯერემი ლინი ანუ ერთ ჯერადი მოთამაშე არ არის ანდერსონი ლინისგან განსხვავებით

დღეს ჯმჯ ზე ბოსტონი ატლანტას სერიის მესამე შეხვედრას ვუყურე

ესეთი კარგი თამაში მე ჯერ ამ პლეი ოფში არ მინახავს და ყველას ვურჩევ ამ თამაშის ყურებას

ამ რონდომ ძალიან მაგრად ითამაშა გარნეტმაც და საერთოდ მთელმა ბოსტონმა

არა და ატლანტას მოთამაშეებმაც მაგრად ითამაშეს თან ვიდუში მოთამაშეები ტრამვირებულები ყავდათ და მაინც რავნად ეთამაშნენ

მაგრამ ბოლოში უკვე დამატებითი დრო დაინიშნა და იქ უკვე ვეღარ გაქაჩეს

ერთი სიტყვით ძალიან კარგი თამაში იყო

ეხლა დავიწყებ მაიამი ნიუ იორკის სერიის მესამე თამაშის ყურებას

მერე ჩავიწერ ლეიკერსი დენვერის სერიის ასევე მესამე თამაშს უკვე ორი თამაში ვნახე და ბარემ ჩავამთავრებ

Link to comment
Share on other sites

ხო ოვერტაიმში მოუგია ბოსტონს მარტო, ეხლახან ვნახე ისე რა სიტუაციაა ფლეიოფში http://www.nba.com/playoffs/2012/series/ ვინც გუშინდელი მატჩების გადმოწერას აპირებს ნუ შევა მაგ ლინკზე

Link to comment
Share on other sites

ხო პლეი ოფში ისეთი საინტერესო არაფერი არ არის პირველ წრეს ვგულისხმობ

ყველაფერი ისე მიდის როგორც მოსალოდნელი იყო

ერთადერთი ჩიკაგო ფილადელფიას სერიაში თუ გავიდა ფილადელფია ეს იქნება სენსაცია

რეალურად სენსაცია არ იქნება იმიტომ რომ ჩიკაგოს როუზი დაემტვრა და აქედან გამომდინარე სავსებით შესაძლებელია

თან 2 ით 1 ი მიყავს ფილადელფიას სერია და ეს უკვე არასასიამოვნო რამეა

ისე ჩიკაგო წელს ერთ ერთი კანდიდატი იყო ჩემპიონობის მაგრამ ეხლა უკვე შეიძლება კონფერენციის ნახევარ ფინალშიც კი ვერ გავიდნენ

სხვათა შორის საკმაოდ რეალური შანსია ატლანტა ვიხილოთ ნახევარ ფინალში

თუ მოახერხეს ბოსტონის დამარცხება რაც გასაკვირი ნამდვილად არ იქნება მერე შეხვდებიან ან ფილადელფიას ან კიდევ ჩიკაგოს მაგრამ როგორ ჩიკაგოს

ისე სამწუხაროდ ბოსტონს მიყავს სერია 2 ით 1 ი მაგრამ ეგ არაფერი თუ მოინდომებენ შეიძლება ერთგვარი სენსაციაც მოხდეს რაც ზემოთ დავწერე

Link to comment
Share on other sites

ხო მაგ ორ პარაში ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ გავა შემდეგ რაუნდში, თუმცა ამ ეტაპზე თითქოს ბოსტონს და ფილადეფიას ცოტა უკეთესი შანსები აქვთ

Link to comment
Share on other sites

ვუყურე მაიამი ნიუ იორკის სერიის მესამე შეხვედრას

ვინ თუ არა ლებრონი და ვეიდი ეს ორი კალათბურთელი ბრწყინავდნენ ამ თამაშში

ხო ბოშიც მომეწონა და რაც მთავარია შვილი გაუჩნდა ბოშს ჯექსონი დაარქვა

რაც შეეხება კარმელო ენტონის მანაც კარგად ითამაშა ასევე წლის საუკეთესო მცველმაც კარგად ითამაშა ტაისონ ჩენდლერმა ანუ

აი სტადემაიორს ტრამვა ქონდა და ვერ ეხმარებოდა თავის გუნდს ძალიან საჭირო თამაშში

ხო და კაკრაზ გაასხეს კიდევაც რაც იმას ნიშნავს რომ არა ოფიციალურად დამთავრებულია ეს სერია

დღეს ვუყურე ჯმჯ ზე კლიპერსის და გრიზლის სერიის მესამე შეხვედრას

ძალიან მაგარი თამაში იყო და აქქვე დავამატებ რომ ამ პარაშიც უცნობია შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა იმიტომ რომ ორივე ერთი დონის გუნდები არიან

ხო კრის პოლმა დაგლიჯა რასაც ქვია შეიძლება ითქვას მარტომ მოიგო ეს თამაში

რა თქმა უნდა ბლეიკ გრიფინმაც კარგად ითამაშა და რეჯი ევანსმა ძალიან საჭირო დროს მოხსნა არა ერთხელ მეტოქის ფარზე ბურთები

კიდევ რუდი გეი მომეწონა ძალიან მაგრამ ბოლო მომენტში შეეძლო რომ მოეგო თამაში მაგრამ არ გამოუვიდა ხდება ხოლმე

ეხლა დავიწყებ ლეიკერსი დენვერის სერიის მესამე თამაშის ყურებას

მერე უკვე ოკლაჰომა დალასის სერიის მეოთხე შეხვედრასაც გადმოვწერ

Link to comment
Share on other sites

დამავიწყდა დამეწერა ეხლა 9 საათზე პირდაპირში იქნება ჩიკაგო ფილადელფიას სერიის მეოთხე თამაში

ძალიან საინტერესო თამაში იქნება დარწმუნებული ვარ განსაკუთრებით ჩიკაგოსთვის

რადგან თუ წააგო მერე ძალიან შემცირდება შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები

მე აუცილებლად ვუყურებ ამ თამაშს და გირჩევთ რომ თქვენც უყუროთ ალბათ მარტო მე და ჟორჟი ვუყურებთ კალათბურთს მაგრამ მაინც

Link to comment
Share on other sites

ჯამბო აქ ნახე ხოლმე სწორათ უწერიათ თითქმის ყოველთვის, დღეში ერთი ლაივია და მეორე დღეს გამეორებაა დღისით http://www.gmg-tv.com/index.php?lang_id=GEO&sec_id=46&sel_date=2012-05-07&channel=5 ხო ვნახე ფილადელფია ჩიკაგოს თამაში დღეს ჯმჯ-ზე ლაივში, მართლა მაგარი დაძაბული და უპორნი თამაში გამოდგა, ფილადელფიამ ისევ თავის სტილში მოუგო ჩიკაგოს, ამჯერათ ნოაც ტრამვირებული იყო და მაგარი გაუჭირდა ჩიკაგოს, პირველ პერიოდში უკვე 10 ქულით აგებდენ თუმცა მეორე პერიოდში შემოაბრუნეს თამაში და 1-2 ქულით იგებდენ რამდენჯერმე თუმცა ბოლოს მოუმატა თამაშს ფილადელფიამ და ბოლო პერიოდში უკვე ფილადელფიის უპირატესობით მიდიოდა თამაში და 89-82 დაამარცხეს ჩიკაგო და ფაქტიურათ გავიდნენ კონფერენციის ნახევარფინალში, ჩიკაგოც იგივეს გაიმერებს ალბათ რაც წინა წელს სან ანტონიოს მოუვიდა რეგულარული სეზონის მოგების შემდეგ, ისე არ მომწონს თუ როგორ აჩვენებენ სტატისტიკას NBA საიტზე, აი აქ უკეთესათ წერია უფრო მემგონი და აწი მანდ ვნახავ ხოლმე http://espn.go.com/nba/playoffs/2012/matchup/_/teams/pacers-magic ბოქს სკორი პერიოდების გარეშეა NBA საიტზე რაც ცუდია, მარტო იტოგოვი ანგარიში უწერიათ

Link to comment
Share on other sites

აუ კაროჩე იმდენს თამაშებს ვუყურებ რომ ვეღარაფერს ვასწრებ აქ შემოსვლასაც კი

დღეში მინიმუმ ორ თამაშს ვნახულობ ეგ სულ ცოტა ამა პლიუს გადმოწერები

თან ეხლა ჩოგბურთში მადრიდის ტურნირი მიდის და ეხლა საეთოდ გავიჭედები დროში

ხო ისე ჩოგბურთს რაც შეეხება და მაგ ტურნირს დიდი შლემის ტურნირს უნდათ რომ მიუმატონ ჩემი აზრით მაგარი უაზრობა იქნება

ეხლა რაც შეეხება კალათბურთს

მეც ვუყურე მაგ ფილადელფიას შეხვედრას

მართლა საინტერესო თამაში იყო დანარჩენი შენც დაწერე რაც მოხდა მაგ თამაშში

კიდევ ლეიკერსი დენვერის სერიის მესამე შეხვედრას ვუყურე

აქ მოულოდნელად წააგო ლეიკერსმა დენვერთან

ხო ბრაიანტს რაც შეეხება კარგად ვერ ითამაშა და ვერც მისმა თანაგუნდელებმა

აი ტაი ლავსონმა კი ნამდვილად კარგად ითამაშა და მისმა თნაგუნდელებმაც აუბეს მხარი და ამის ხარჯზე შეძლეს და მოუგეს კიდევაც

კიდევ ოკლაჰომა დალასის სერიის მეოთხე შეხვედრას ვუყურე ეს ძალიან კარგი თამაში იყო

მოთამაშეებს რაც შეეხება ნავიცკიმ დაგლიჯა რასაც ქვია უძლიერესად ითამაშა და გამახსენა კიდევაც წინა წლის ნავიცკი

კიდევ კიდმაც მაგრად ითამაშა და თითქმის მთელმა დალასმა თუმცა ოკლაჰომამ კიდევ უფრო კარგად ითამაშა

აქ ვესტბრუკმა ითამაშა მაგრად რა თქმა უნდა დიურანტმაც ასევე იბაკამ მაგრამ საუკეთესო უდაოდ ჰარდენი იყო

ჩემი აზრით ამ თამაშის საუკეთესო მოთამაშე იყო ჰარდენი და მართლაც რომ შეუდარებელი იყო

ამ თამაშში ჩემი აზრით ორივე გუნდმა აჩვენა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი და საბოლოოდ ოკლაჰომამ დაამარცხა დალასი ამ სერიაში

ეხლა ჯმჯ ზე დავიწყებ კლიპერსი მემფისის სერიის მეოთხე თამაშის ყურებას ჯმჯ ზე

ძალიან საინტერესო თამაში უნდა იყოს წინა თამაში ფანტასტიური სანახავი იყო იმედია ესეც მაგარი იქნება

მერე მაიამი ნიუ იორკის სერიის მეოთხე თამაშის გადმოწერას დავიწყებ

აქ ამ სერიას რაც შეეხება ფაქტიურად გარკვეულია შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა და დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ თამშს

მერე კიდევ ლეიკერსი დენვერის სერიის მეოთხე თამაშის ჩაწერას დავიწყებ

აქაც შეიძლება იგივე ითქვას მართალია კი მოუგო დენვერმა ერთი თამაში ლეიკერსს მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ შემდეგ ეტაპზე ლეიკერსი გავა

Link to comment
Share on other sites

კიდე ბევრს უნდა ბალშოი შლემი მაგრამ მეეჭვება ვინმეს მიცენ, უბრალოთ ადგილი აღარაა მეხუთე შლემისთვის და გაუქმებით ეხლანდელებს არ გააუქმებენ ახლებისთვის, არაბებსაც უნდოდათ,რუსებსაც და ესპანელებსაც, ხო ისე მე მასტერსებს ნახევარფინალებიდან ვიწერ ხოლმე და ბალშოი შლემებს მეოთხე ფინალიდან, ისე ვერც მოვასწრებდი, აი ვიკენდზე ჩავუჯდები კაკრაზ შედარებით ნაკლები საინტერესო შეხვედრებია ფეღბურთში, ისე დღეს მინდოდა მეც რამე ნბა თამაშის გადმოწერა ხვალისთვის მაგრამ მარტო მაიამის მეოთხე შეხვედრა დაუდიათ მაქსიმალურ ხარისხში და ეგ აღარ მინდოდა, რამე სხვას დავუცდი დღეს კიდე, ხო გუშინდელი და დღევანდელი რეზულტატები განგებ აღარ მინახია, ცოტა დაგვიანებით იდება ხოლმე კარგ ხარისხში იგრები და მაგიტომ

Link to comment
Share on other sites

ხო კარგია თუ არ დაამატებენ თორე თითქმის გამორიცხული იქნება დამატების შემთხვევაში დიდი შლემის აღება

ჯერ ისედაც თითქმის შეუძლებელია და კიდევ ერთის დამატებით ხო საერთოდ

ვუყურე ჯმჯ ზე კლიპერსი მემფისის შეხვედრას

ეს იყო ძალიან მაგარი თამაში და გირჩევთ უყუროთ ამ პლეიოფებში ერთ ერთი საუკეთესო თამაში იყო თუ საუკეთესო არა

ჯერ იყო და ბლეიკ გირიფინი ვერ გააჩერეს მთელი თამაშის მანძლიზე

მაგრამ აი კრის პოლმა რაც ქნა ეს იყო საოცრება ნამდვილად ადამიანი არა რეალურ კალათბურთს თამაშობს

ეს არა ადამიანი თამაშობს იმ დონეზე როგორზეც თამაშობენ ბრაიანტი ლებრონი ვეიდი დიურანტი კარმელო როუზი პარკერი და ასე შემდეგ

ამას წინად იყო გამოკითხვა ნბა ს საიტზე რომელი უფრო მაგარი კალათბურთელიაო როუზიო თუ პოლიო

ხო და გაცილებით მეტი ხმა ქონდა როუზს რაც არის აბსურდი რეალურად პოლი არანაერად არ ჩამოუვარდება არავის საერთოდ

მე მაგ გამოკითხვაში ხმა მივეცი პოლს არა იმიტომ რომ როუზს უფრო მეტი ხმა ქონდა არამედ იმიტომ რომ მე პოლი მირჩევნია

ამის მიზეზი არა ერთია და უამრავი ფანტასტიური შეხვედრა რომელიც მან მარტოდ მარტო მოიგო

მე შემიძლია დავწერო რითი ჯობია პოლი როუზს ან კიდევ პირიქით უბრალოდ მე იმას უფრო ვაფასებ პოლში რითიც ის ჯობია როუზს

ეხლა რაც შეეხება თამაშს

მთელი თამაში იყო დაძაბული უამრავი ეგრედ წოდებული გაქცევებით და დაბრუნებებით

ეს თამაშს გაცილებით საინტერესოს ხდიდა და ბოლო წუთებამდე დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა

ბოლო შეტევა ქონდა კრის პოლს და მან გააფუჭა არა და შეეძლო თამაში დაემთავრებინა ძირითად დროში

მაგრამ მერე კრის პოლმა რაც გააკეთა ამის დაწერას აზრი არ აქვს ეს უბრალოდ უნდა ნახოთ

მე ძალიან ვნანობ ამ სერიას თავიდან ბოლომდე რომ არ უყურებ მაგრამ არაუშავს

წინა თამაშებს ანუ პირველ და მეორე თამაშს გადმოვიწერ და აუცილებლად ვნახავ

მარტო პირველი და მეორე თამაში არ მაქვს ნანახი და მესამე და მეოთხე ჯმჯ ზე აჩვენეს

Link to comment
Share on other sites

არ დაუდიათ ეგ თამაში კარგ ხარისხში თორე გადმოვწერდი ალბათ, ეხლა დენვერი ლეიკერსი იქნება 12.00-ზე ჯმჯ-ზე და ვუყურებ მაგ შეხვედრას, HD-ში მაინც დამეზარებოდა გადმოწერა, შეიძლება დღეს დაიდოს რამე კარგ ხარისხში და გადმოვწერ, ხო ეხლა ვნახე და ნტვ+ აღარც ქონია ამ სეზონში საერთოდ NBA ნაყიდი, ასე რომ რუსული ტრანსლიაციები არ გვეღირსება ამ სეზონში, მარტო ინგლისურებს დადებენ ფინალამდე + ჯმჯ-ზე რაც იქნება ერთი მატჩი დღეში, ეგეც საკმარისია პრინციპში, თუმცა ინგლისურათ ყურებას ისევ რუსულათ ყურება მერჩივნა, ხო ხვალე მემფისი-კლიპერსია კაკრაზ მეხუთე შეხვედრა მგონი და მაგას ვუყურებ ხვალე 12.00-ზე ჯმზ-ზე ალბათ კიდე

Link to comment
Share on other sites

ვუყურე ლეიკერსის და დენვერის მეხუთე შეხვედრას ჯმჯ-ზე, მხეცი თამაში გამოვიდა მთლიანობაში, 3-1 იგებდა ლეიკერსი მაგ სერიას მაგ შეხვედრამდე და ერთი მატჩი რჩებოდა ნახევარფინალამდე მაგრამ ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება, მაგრა ითამაშა დენვერმა ვერაფერს ვიტყვი ნამდვილათ, თუმცა თავიდან ცუდათ დაიწყო ლეიკერსმა თამაში, ატაკაში სუსტათ უბერავდენ და პირველი სამი პერიოდი დენვერმა მოიგო, მეოთხე პერიოდის დასაწყისში უკვე 13 ქულით იგებდენ, კობის წყალობით მოშნათ მოუმატა ატაკაში თამაშს მეოთზე პერიოდში ლეიკერსმა და კობიმ 43 ქულა დააგროვა მაგ შეხვედრაში, ბოლოს სამი სამ ქულიანი ჩააგდო პადრიათ კობიმ და შემცირდა ანგარიში რამდენიმე ქულამდე, მერე კიდე ერთი სამქულიანი ჩააგდეს და უკვე 3 ქულითღა აგებდენ მაგრამ მერე რამდენიმე ხაი გააკეთეს სამ ქულიანი დისტანციიდან და დამარცხდენ 101-98 თუ რაღაც ეგეთი 3 ქულიანი ანგარიშით, ეხლა დენვერში გადადის სერია და ვნახოთ 3-3 თუ გახდის დენვერი, ისე კი ქონდა რეალური შანსები ლეიკერს თამაშის ოვერტაიმში გადაყვანის ბოლოს კიდე ერთი სამ ქულიანიც რომ ჩაეგდოთ, საღო კობის მაგრა ითამაშა, თუმცა დენვერი იმსახურებდა მოგებას და მოიგეს კიდეც, სრაზუ რამდენიმე იგროკი მომეწონა მაგ შეხვედრაში, იგივე მაკგიმ ითამაშა მაგრათ, ეხლა ვნახავ სხვა რეზულტატებსაც, რაღაც აღარ დადებულა HD-ში სხვა მატჩები და ამ დღეებში აღარ გადმოვწერ სხვა იგრებს, ისედაც ბევრი შეხვედრებია და ჯმჯ-ზე რაც გავა მაგეებს ვუყურებ მარტო

Link to comment
Share on other sites

ვა როგორ გადაკეთებულა ფორუმი მომწონს კარგია

უბრალოდ ცოტა მიჩვევა უნდა თვალის

ვუყურე მაიამი ნიუ იორკის სერიის მეოთხე თამაშს

ეს ყველაზე საინტერესო და დაძაბული თამაში იყო ამ სერიაში

ბრძოლა თანაბარი იყო აბსოლიტურად

ორივე გუნდის მოთამაშეებმა კარგად ითამაშეს განსაკუთრებით ლებრონმა ვეიდმა და ბოშმა მაიამიდან

აი ნიუ იორკიდან ბიბიმ ითამაშა საკაიფოდ ასევე სტადემაიორმა ჩენდლერმა შედარებით სუსტად

ხო სამწუხაროდ ბარონ დეივისმა მიიღო რაღაც სასტიკი ტრამვა გული შემიწუხდა რომ ვნახე

სავარაუდოდ ძალიან დიდი ხანი ვეღარ შეძლებს თამაშს იმისთანა ტრამვა მიიღო ალბათ

რაც მთავარია კარმელო ენტონი აი ამ ადამიანმა ყველას აჯობა აბსოლიტურად

შეიძლება ითქვას მარტო მოიგო თამაში

კიდევ ლეიკერსი დენვერის სერიის მეოთხე თამაშსაც ვუყურე

ესეც კარგი თამაში იყო რა თქმა უნდა ბრაიანტი თავის სტიქიაში იყო

კიდევ გაზოლმაც საკაიფოდ ითამაშა ბაინუმსაც არა უშავდა

ხო და კიდევ ბლეიკმა ითამაშა ძალიან კარგად გადამწყვეტი ბურთები მან ჩაყარა

კიდევ ამავე სერიის მეხუთე თამაშაც ვუყურე ჯმჯ ზე მეც

ამ თამაშზე აღარ დავწერ იმიტომ რომ უკვე წერია

ხვალ ჯმჯ ზე კლიპერსი მემფისის სერიის მეხუთე თამაშს აჩვენებენ

ეს სერია ერთ ერთი საუკეთესოა და რა თქმა უნდა არ უნდა გამოტოვოთ

Link to comment
Share on other sites

ვნახე კლიპერსის და მემფისის შეხვედრა დღეს ჯმჯ-ზე, ამჯერათ არ გამოვიდა დაძაბული ბრძოლა, გადაუარა რასაც ქვია მემფისმა კლიპერს, უკვე მესამე პერიოდის დასაწყისში 23 ქულით უგებდა და დავანებე თავი ყურებას, ისე რენდოლფმა ითამაშა მაგრათ და კიდე მარკ გაზოლმა, ესეც 1/8 აბზორი რუსულათ ვისაც უნდა გადახედოს http://basketball.sp.../reviews/21733/ რეზულტატები კი აქაა http://espn.go.com/n...ms/pacers-magic ჯერჯერობით მაიმი-ინდიანას პარაა ცნობილი კონფერენციის ნახევარფინალებში, კიდე ორი გუნდი გავიდა ნახევარფინალში და 4 პარაში 3-2 უგებს ერთი გუნდი მეორეს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.