Jump to content

POKEMAN

წევრი
  • Posts

    873
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Everything posted by POKEMAN

  1. მოდერატორს ვთხოვ შეცვალოს სახელი "random sound problem" დაარქვას მე ვერ ვცვლი სახელს
  2. ესეიგი რა ხდება გუშინ დავაინსტალირე https://thepiratebay.se/torrent/7604633/FrameForge_Previz_Studio_3 აი ეს პროგრამა დავაყენე ჩვეულებრივად და ერთი ნახევარი საათის ან უფრო მეტის შემდეგ როცა ფილმს ვუყურებდი დესკტოპზე გამეჩითა ამ საიტის ლინკი http://empire.goodgamestudios.com/ ნუ ეს წავშალე მერე ვაგრძელებ ფილმის ყურებას და ისმის კომენტატორების ბაზარი კონკრეტულად MMA ის კომენტატორების, თავიდან ვიფიქრე ფილმის დაროჟკის ბრალიათქო მარა როცა დავამთავრე ისევ გაგრძელდა და ეხლაც გრძელდება. რამოდენიმე წამი ჩაირთვება და თასქ მენეჯერში ვეძებ რა იხსნება თუმცა არაფერს მაჩვენებს ხმა რამოდენიმე წამის მერე კი ითიშება რა შეილება რო მოუხერხო ?
  3. ვისაც არ გინახავთ მე ვარ ბესო გირჩევთ ნახოთ მინიმუმ ბოლო 20 წელიწადში რაც გადაღებული ყველა ქართულ ფილმს ჯობია პირველ რიგში თავისი სიმარტივით და სიმართლით ესეთი მართალი კინო დიდხანს არ დადებულა ჩვენთან ათ ბალიანი სისტემით თუ შევაფასებთ 9-ს დავუწერდი მე თან რაც მთავარია ფილმი მიუხედავად იმისა რო მძიმე სოციალურ თემებს ეხება ძაან მსუბუქად არის მოყოლილი და მოშნ იუმორშია მოზელილი ესეთი დუხიანი ფილმი ჭირდებოდა კაკრაზ ქართულ კინოს ეს ამ რეჟისორის წინა ფილმი ესეც ძაან კარგი რამეა http://www.daazo.com/film/be040d66-dade-11e1-8ecb-2c4138874152
  4. გენიალური ფილმებია ნამდვილად, კალატოზიშვილი ვაბშე გენიოსი იყო ერთ-ერთი უდიდესი ქართველი რეჟისორი ოთარ იოსელიანთან, ელდარ შენგელაიასთან და სხვა ცოტა რეჟისორთან ერთად მაგის soy cuba და the cranes are flying ნახე თუ არ გაქვს ნანახი ორივე შედევრია ორივე ფილმში კარგად ჩანს გენიალური კოლაბორაცია კალატოზიშვილის და ურუსევსკის განსაკუთრებით soy cuba ში აი ერთ ერთი საუკეთესო სცენა ზოგადად კინემატოგრაფიის ისტორიაში მაგ ფილმიდან ხო კსტაწე the cranes are flying-ს კანში ოქროს პალმის რტო აქვს აღებული პ.ს მადლობა ქინდლის რჩევებისთვის
  5. აკირა კუროსავას ikiru ერთ ერთი საუკეთესო ფილმია რაც მინახავს 9,5-10 ს ვუწერ ამ ფილმს კიდევ ძაან ბევრი მოშნი დრამები მაქვს ნანახი ეხლახანს ვნახე ტომას ვინტერბერგის jagten (the hunt) ი მხეცი ფილმია 9-9,5 ს ვუწერ კიდე ვნახე ულრიხ ზაიდლის ტრილოგია paradise: love, paradise: faith, paradise: hope პირველს 8,5 ს მეორეს 9 ს მესამეს 8,5 ს ვუწერ რწმენა იყო სასწაული რავიცი კიდე პაოლო სორენტინოს the consequences of love ს გირჩევდი ესეც ძალიან მაგარი ფილმია მხეცი აქტინგით და გენიალური დასასრულით 9-9,5 ს მაინც იმსახურებს არამგონია ამ ფილმებიდან რომელიმემ გაგიცრუოს იმედი
  6. გრავიტაცია ვნახე კინოთეატრში პრემიერაზე 3 დ ში და ეგეთი შთაბეჭდილება ჩემზე ძალიან ცოტა ფილმს თუ მოუხდენია და ზოგადად სპეც ეფექტებზე შემაცვლევინა ჩემი შეხედულებები იქ იყო რამოდენიმე მომენტი რაც არ მომეწონა ზედმეტად სენტიმენტალური მეჩვენა ერთი ორი მომენტი მარა ეგეც გასაგებია კომერციული თვალსაზრისით გამართლებულია ეგეთი მომენტები საერთო ჯამში კი ინტელექტუალური მხარე, სპეც ეფექტები აქტინგი, ემოციური მხარე, რეჟისურა იყო ფანტასტიური მე 9,5 ს ვუწერ ისე ასევე ძალიან მაგარი ფილმი აქვს ალფონსო კუარონს გადაღებული y tu mama tambien ამ ფილმ 9-9,5 ს დავუწერდი და ასევე კარგი ფილმია children of man მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად მომეწონა ამ სამეულიდან 8,5 დავუწერდი ამას
  7. ეხლა მოვედი გრძელი ნათელი დღეების ჩვენებიდან და ნუ ყველას გირჩევთ წახვიდეთ კინოთეატრში ბოლოს რაც ვნახე ქართული ფილმებიდან ვგულისხმობ ბოლო 10 წელიწადს ან კიდე უფრო მეტს ერთ ერთი საუკეთესოა თუ საუკეთესო არა ასე რომ ნახეთ რაც შეეხება იმ ფილმებს რაც ვნახე ბოლო პერიოდში სადღაც 70 ი ან კიდე უფრო მეტი ფილმი იქნება და მაგის თავი არ მაქვს
  8. ნეილ ბურგერის the illusionist ი ნახე ეგ ორი ფილმი თუ მოგეწონა ჩემი აზრით ესეც მოგეწონება აუ ისე ძალიან ბევრი ფილმი დამიგროვდა რაც ვნახე ამ ბოლო ხანებში და მერე ჩამოვწერ
  9. მეოთხე თამაშში როგორც ითამაშა მაიამიმ მასე თუ ითამაშეს შემდეგ თამაშშიც თითქმის გამორიცხულია სან ანტონიოს მოგება ვეიდზე ისე სწორედ აღნიშნე მართლა ძალიან დასუსტებულია ტრავმების გამო მარა ამ თამაშში მართლა ძველი ვეიდივით ითამაშა
  10. ხო სპისოკი მაქვს ნაყურები ფილმების და პლიუს ვაფასებ რა
  11. დიდიხანია არ დამიპოსტავს და ეხლა ჩამოვწერ ფილმების სიას რომლებსაც ვუყურე ალ აშბის being there 9 ს ვუწერ ფაქტიურად ფორესტ გამპი ამ ფილმის პლაგიატია ვერნერ ჰერცოგის aguirre: the wrath of god 8ს 8,5 ს ვუწერ დიდად არ გამისწორდა ფილმი ერთ შიზოიდზეა პიტერ მულანის the magdalene sisters 9 ს ვუწერ ძალიან მომეწონა ვერნერ ჰერცოგის the enigma of kaspar hauser 9 ამასაც კი დუკ კიმის 3-iron 9 ლუკინო ვისკონტის შედევრი death in venice 9 ს 9,5 ს ვუწერ ლარისა შეპიტკოს შედევრი the ascent ამასაც 9 ს 9,5 ს ვუწერ ლარს ვონ ტრიერის breaking the waves ამასაც 9-9,5 ი ეკუთვნის ელემ კლიმოვის come and see უძლიერესი ფილმია ლარისა შეპიტკოს ქმრის 9 ს ვუწერ სულ მცირე ანდრეი ტარკოვსკის stalker ს ვუყურე ერთ ერთი საუკეთესო ფილმია რაც მინახავს საერთოდ 9,5 ს ვუწერ სულ მცირე ორსონ უელსის citizen kane მორიგი შედევრი 9,5 ს ვუწერ მაგრამ მე პირადად თვითონ ფილმმა არ ჩამითრია მაგრამ ამბავი იყო სასწაული ლეოს კარაქსის the lovers on the bridge ძალიან მაგარი ფილმია მაგრამ ჰეფი ენდი არ მოუხდა სასტიკად მაგის გამო 8,5 ს ვუწერ ლეოს კარაქსის mauvais sang ეს ფილმი უფრო მომეწონა 9 ს ვუწერ ლარს ვონ ტრიერის antichrist უსერიოზულესი ფილმია ფილოსოფიური სმისლით მაგრამ ასევე უამრავი ნაკლი აქვს გაპარული და უამრავი საზიზღარი სცენები მაგ ნაკლებზე თვალს თუ დავხუჭავ 9 ს დავუწერ ვუდი ალენის stardust memories უძლიერესი რეჟისორია ვუდი 9ს ვუწერ ისე რაღაცით ფელინის სტილს მივამსგავსე ამ ფილმის სტილი ანდრეი ტარკოვსკის nostalghia მორიგი მხეცი ფილმი ტარკოვსკის 9 ს 9,5 ს ვუწერ ფედერიკო ფელინის la strada ს ვუყურე ბავშვობაში მქონდა ნანახი მაგრამ გავიხსენე შედევრია ნამდვილად სულ მციდე 9,5 ს ვუწერ ვუდი ალენის zelig 8,5 ს 9 ს ვუწერ ალან პარკერის midnight express 8,5 ს ვუწერ ჯონ ჰუ ბონგის memories of murder მხეცი ფილმია 9ს ვუწერ რომან პოლანსკის rosemary's baby მორიგი უძლიერესი ფილმი 9 ს ვუწერ ვიმ ვენდერსის pina ძალიან მაგარი დოკუმენტური ფილმია 8,5 ს 9 ს ვუწერ მარკ რომანეკის never let me go ძალიან კარგი ფილმია 8,5 ს ვუწერ 9 ც შეიძლება ალფრედ ჰიჩკოკის psycho უძლიერესი ფილმია ჰიჩკოკის ფილმებიდან ყველაზე მეტად ეს მომეწონა 9,5 ს ვუწერ კარლ თეოდორ დრეიერის the passion of joan of arc შედევრია უძლიერესი აქტინგით 9,5 ს ვუწერ ჩარლი ჩაპლინის the kid 9,5 გენიალურია ჩარლი ჩაპლინის the circus მორიგი მხეცი ფილმი 9ს 9,5 ს ვუწერ აბას კიაროსტამის taste of cherry ძალიან მომეწონა ეს ფილმი გადააჭარბა კიდევაც მოლოდინებს 9 ს 9,5 ს ვუწერ ალფრედ ჰიჩკოკის north by northwest ამბავი მომეწონა მაგრამ ცოტა გოიმური მომეჩვენა ეს ფილმი 8,5 ს 9 ს ვუწერ ამბავის გამო პირველ რიგში ჩან ვუკ პარკის შედევრი oldboy 9,5 ს ვუწერ ესეთი ძლიერი ფილმი ძალიან იშვიათად თუ მინახავს ჯონ კასავეტესის opening night მაგარი ფილმია 8,5 ს 9 ს ვუწერ ჯონ კასავეტესის love streams ეს ფილმი უფრო მომეწონა 9ს 9,5 ს ვუწერ მხეცი რეჟისორია კასავეტესი კუენტინ ტარანტინოს kill bill: vol. 1 ძალიან მომეწონა თან ხოხმა მომენტებიც იჩითება 9 ს ვუწერ ვუდი ალენის husbands and wives მხეცი ფილმია 9ს ვუწერ ბილი უაილდერის the apartment ასევე ძალიან მაგარი ფილმია შედევრიც შეიძლება ვუწოდო 9,5 ს ვუწერ ვისაც გინდათ ფილმის ნახვა აარჩიეთ და დატკბით იმედები არ გაგიცრუვდებათ
  12. ამ დღეებში ანდრეი ტარკოვსკის მორიგ შედევრს andrei rublev ს ვუყურე ეს ფილმიც უამრავ თემას ეხება როგორც ჩვევია ტარკოვსკის 9,5 ს ვუწერ ეხლა კი ალ აშბის harold and maude ს ვუყურე ესეც საკაიფო ფილმია ლიოჰკი საყურებელი თან ფილოსოფიური სმისლიც ურევია მაგრად გამისწორა 9 ს ვუწერ
  13. ვაა ეს თემაც გაცოცხლებულა ეხლა მეზარება ყველა ახალი პოსტის ნახვა მერე გადავიკითხავ ყველაფერს ამ წლის სეზონი ისეთი სიხშირით აღარ მიყურებია როგორც წინას ვუყურე ამ სეზონში დაახლოებით ერთი 20 მდე შეილება ცოტა მეტი თამაში მქონდეს ნანახი უმეტესობა მაიამის თამაშები იყო რეგულარულს ვგულისხმობ აი წინა წელს ძალიან მოშნად ვუყურებდი დღეში 3 ი 4 ი თამაშიც კი მიყურებია ორს მინიმუმ ვუყურებდი ხოლმე რა თქმა უნდა მაიამის აბსოლიტურად ყველა თამაში ვნახე პირველიდან ფინალამდე მაგრადაც ვისიამოვნე ერთი ის ტეხავდა რო ვეიდმა ბლომად თამაშები გამაზა ტრამვის გამო წელს კი ჯანმრთელადაა და მეორე ადგილიც დაიკავეს ნბა ს ისტორიაში ზედიზედ მოგებული თამაშების რაოდენობით ეხლა კი პლეი ოფები დაიწყო აქედან უკვე მაიამის თამაშებს აღარ გავმაზავ არც ერთ ვარიანტში გავყვები სადამდეც გავლენ ნუ დიდი ალბათობით ჩემპიონები გახდებიან თუ შევძლებ ხანდახან შეილება სხვა თამაშებიც ვნახო რაც შეეხება მვპ ის ლებრონი აიღებს თავისთავად ამ სეზონშიც უკვე მეოთხეჯერ და რა თქმა უნდა აბსოლიტურად დამსახურებულად თავისი უნივერსალიზმის გამო პირველ რიგში
  14. ხო კაკრაზ ეგ მეტროპოლისი ვნახე რამოდენიმე დღის უკან მართლა შედევრია თან პირველად ვნახე უხმო ფილმი და წინასწარი სკეპტიკური განწყობა რაც მქონდა გამიქრო მაგ ფილმმა კაკრაზ ეგ რაზდაჩა გადმოვწერე მეც 2008 წლის რესტავრაცია ყოფილა ეგ კიდევ არის 2001 ის მარა 2008 ის ჯობია თან რაღაც კადრები აკლდა 2001 წლისას რომელიც ახალს მიაბეს მაგრად იკაიფებ მაგ ფილმზე გამაზვა კი არა ერთ ერთი საუკეთესო ფილმია საერთოდ რაც კი გადაღებულა ნუ ყოველ შემთხვევაში მე რაც მინახავს თან ფანტასტიკაა 27 წლის მარა ეგეთი დონის ფანტასტიკებს და საერთოდ ფილმებს რაც არ უნდა მხეცი ტექნიკით აკეთებდნენ იშვიათად შეხვდები თითებზე ჩამოსათვლელია ალბათ
  15. ხო მეც ვნახე ბაიერნი ბარსელონა მართლა მაგრად ითამაშა ბაიერნმა როგორც შეტევაში ასევე დაცვაშიც მარა ასეთი ბრმა მსაჯობა მე არ მინახავს ჯერ იყო და პენლები არ დაუნიშნეს ბაიერნს მერე აფსაითებს ვერ ხედავდნენ ჯარიმებს ვერ ამჩნევდნენ ან თუ ამჩნევდნენ არასწორედ მოკლედ არ ვიცი სად ისწავლეს ეგეთი მსაჯობა მარა მსაჯებს თავი რო დავანებოთ ყველა ვარიანტში დაახურა ყველაფერი თავზე ბაიერნმა ისე ვერ ვხვდები ეგეთი გუნდის შემქმნელი ტრენერის გაშვების აზრს რა არ მოსწონთ ან რას ვერ აკეთებს
  16. მიკელანჯელო ანტონიონის ბლოუ აპი მეც ნანახი მაქვს და სიმართლე რო ვთქვა სხვა ფილმები უფრო მომეწონა ამ რეჟისორის ეგ ფილმი და la notte ყველაზე მეტად არ მომეწონა თუმცა სხვებმა ნამდვილად გამისწორა მონიკა ვიტი თამაშობს რამოდენიმე მაგის ფილმში და მარტო ეგ შეგიყვარდება ფილმებს რო თავი დავანებოთ ბლუ აპში კი დასასრული მომეწონა ძალიან დანარჩენზე დიდად არ გავგიჟებულვარ როგორც ვთქვი ეხლა კი მაიკ ლეი მორიგი მხეცი ფილმის naked ის ყურებას მოვრჩი არც ვიცოდი ეს რეჟისორი რამოდენიმე დღის წინ მარა რაც ვეზიარე მის ფილმებს ამას და secret and lies ს ნამდვილად უძლიერესი ყოფილა განსაკუთრებით ეს ფილმი მომეწონა უამრავ თემებს ეხება ცხოვრების აზრს აპოკალიფსს ღმერთის არსებობა არ არსებობას სიკეთეს სიბოროტეს ნოსტალგიას სიყვარულს რავიცი მხეცი ფილმია საკაიფო აქტინგით ვურჩევ ყველას 9,5 ს ვუწერ
  17. გამარჯობათ მოკლედ თქვენი დახმარება მჭირდება ვაბარებ კინო სარეჟისოროზე და მთხოვენ სურათებს მე ჯერ არაფერი არ მაქვს გადაღებული და საერთოდ ტყემალზე ვარ მაგ სფეროში ფოტოაპარატი მაქვს ლიუმიქსის fz18 აი ზუსტად ისეთი პირველ გვერძე რო არის ოღონდ ხმარება არ ვიცი მარტო ის ვიცი რო ჯერ ნელა უნდა დავაჭირო კნოპკას იმისთვის რო გასწორდეს სურათი და მერე გადავიღო მაგის მეტი არაფერი არ ვიცი რა ვქნა გამოდგება ეს ფოტო აპარატი ? და კიდევ რამე ხო არ მჭირდება რო ვუყიდო დაკვირვებული ვარ რაღაც დიდი აქვთ ხოლმე მიმაგრებული სხვა ფოტო აპარატებს მგონი ფილტრი ქვია თუ რაღაც კაროჩე მგონი გაიგეთ რა დღეშიც ვარ და იქნებ გამარკვიოთ როგორ მოვიქცე კარგი ფოტოაპარატია თუ არა და ასე შემდეგ მანამდე კი მე პირველ გვერდს გადავიკითხავ
  18. ამ ბოლო ხანებში აღარ დამიპოსტავს არაფერი იმ აპგრეიდის გამო რაც გაკეთდა ფორუმზე მარა ბროუზერის აფდეითის მერე ჩვეულებრივად შემოვედი ჟორჟ ეგ ენიო მორიკონე მართლა მხეცი კომპოზიტორი იყო ეგ ფილმიც ძალიან მაგარია ყველაფრით და აცენკასაც მასე ვუწერ კომპოზიტორებს რაც შეეხება ნინო როტა მახსენდება კიდე ესეც უძლიერესი იყო იტალიურ ფილმებში ძალიან ხშირად მონაწილეობდა ფილმებს რაც შეეხება ბლომად ფილმებს ვუყურე მარა რუსული კარგად რო ვიცოდე ორჯერ მეტს ვნახავდი წესით ესეიგი ჯერ ჯორჯ როი ჰილის საკაიფო ფილმს Butch Cassidy and the Sundance Kid სვუყურე ლიოჰკი ხოშიანი ფილმია 9 ს ვუწერ მერე ალფრედ ჰიჩკოკის ჩემთვის მეორე ფილმს Vertigo ვნახე შედევრია ნამდვილად rear window ზე მეტად მომეწონა დაჟე ვიზუალური მხარეა უმაღლეს დონეზე მაგ ფილმში გეგონება ნახატებს უმშვენიერეს ნახატებს უყურებ და არა ფილმს 9,5 ს ვუწერ კიდევ ალფონსო კაურონის children of man ს ვუყურე კარგი ფილმი იყო ესეც 9 ს ვუწერ კლინტ ისტვუდის mystic river ი ვნახე ასევე და ამასაც 9 ს ვუწერ ხო აკირა კუროსავას მორიგ შედევრს ran ს ვუყურე რა შეიძლება ვთქვა უბრალოდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი კუროსავას ზე გენიაში 9,5 ს ვუწერ ასევე ფრანკლინ შაფნერის papillon ვნახე მაგრად მომეწონა ეს ფილმი შედევრიც კი შეიძლება ეწოდოს 9ს 9,5 ს ვუწერ ხო აქტინგია უძლიერესი კიდევ ჯორჯ როი გილის მორიგ ფილმს the sting ს ვუყურე ეს ვაბშე მხეცი ფილმი გამოვიდა ბუჩ კესიდის და ... ს მირჩევნია ბევრად ორივეში პოლ ნიუმენი და რობერტ რედფორდი უბერავენ და გირჩევთ მიყოლებით ნახოთ ორივე მაგრად შეგიყვარდებათ 9,5 ს ვუწერ კიდევ ფრიც ლანგის მორიგ ფილმს metropolis ს ვუყურე 1929 წლის ფანტასტიკაა და რა ვიცი სიტყვებიც არ მყოფნის ისე მომეწონა ერთ ერთი საუკეთესი ფილმია საერთოდ რაც მინახავს ფანტასტიკას რო თავი დავანებოთ 2008 წლის ვერსია ვნახე მე და ყველას ვურჩევ რო ნახოს ეს ფილმი ისე პირველი ფილმია რომელიც ვნახე ხმის გარეშე სულ სხვანაერი მეგონა უხმო ფილმი თუმცა ჩემდა საბედნიეროდ მაგრად მომეწონა 9,5 ს ვუწერ ამ ფილმზე ამბობენ ჰიტლერს ევასებოდაო მარა მე რაღაც ეჭვი მეპარება საერთოდ რომელიმე დიქტატორს მოწონებოდა კიდევ ანდრეი ტარკოვსკის მორიგ შედევრს the mirror ს ვუყურე გამაოგნა ამ ფილმმა ძალიან ბევრ ზოგად საკაცობრიო თემებს მოიცავს ეს ფილმი შეიძლება ყველასაც რავიცი რა აღარ ითქვა ამ ფილმში თავისი სიმბოლოებით დაწყებული პირველი სცენიდან 9,5 ს ვუწერ მხეცია ტარკოვსკი მერე თეოდოროს ანგელოპოლუსის ფილმს Landscape in the Mist ს ვუყურე ესეც ძალიან მაგარი ფილმია ორ ბავშზე რომლებიც გერმანიაში მიდიან და ამ მგზავრობაში მთელ ცხოვრებას გადააწყდებიან ხო ანჟეი ვაიდას a generation და ashes and diamond ს ვუყურე ორივე მაგარი ფილმია პირველს 8,5 ს 9ს ვუწერ ერთი ის არ მომეწონა კომუნისტები კარგად რომ იყო მოხსენიებული თუმცა ზეგავლენა იყო ალბათ საბჭოთა პერიოდის და მაგის ბრალია ეგ მინუსი მეორე კი უფრო მომეწონა ყველაფრით ერთ ტიპზე რომელიც იცვლება რადიკალურად რის გამოც ტრაგიკულად მთავრდება ფილმი 9 9,5 ს ვუწერ კიდევ კაროლ რიდის შედევრს the third man ს ვუყურე რავიცი ყველაფერი მაგარი აქვს ამ ფილმს მუსიკიდან დაწყებული აქტინგით დამთავრებული ერთ ერთი უნაკლო ფილმია 9,5 ს ვუწერ ხო პიერ პაოლო პაზოლინის The Gospel According to St. Matthew ს ვუყურე ქრისტეზეა ეს ფილმი მომეწონა ნამდვილად მარა ქრისტეზე რა ფილმებიც მაქვს ნანახი მელ გიბსონი ქრისტეს ვნებანს ვერაფერს ვერ ვადარებ ეგეთი მოშნი ფილმი მგონი საერთოდ არ მინახია ამას კი 8,5 ს 9 ს ვუწერ ეხლა კიდევ მოვრჩი მაიკ ლეის მხეცი ფილმის Secrets & Lies ს ყურებას პირველად ვნახე ამ რეჟისორის ფილმი და აღბრთოვანებული ვარ ლიოჰკი საყურებელია და სმისლიც მომეწონა 9 ს 9,5 ს ვუწერ
  19. პოლ ტომას ანდერსონის მასტერის გადმოწერას მეც ვაპირებ მხეცი რეჯისორია ეს ანდერსონი ვისაც ნანახი აქვს ამ რეჟისორის ფილმები დამეთანხმება რომ მართლა უძლიერესად თამაშობენ მსახიობები როგორც ეტყობა აქტიორებთან მაგრად მუშაობს და შედეგიც სახეზეა ჟორჟის თქმით არც მასტერი ყოფილა გამონაკლისი და მეც ვნახავ აუცილებლად ხო ფილმებს რაც შეეხება მასაკი კობაიაშის Harakiri ს ვუყურე პირველად ვნახე ამ რეჟისორის ფილმი ნამდვილად შედევრია ეს ფილმი და ძალიან მაგრად მთავრდება იმას ვგულისხმობ ის კლანის ლიდერი რო იძახის რომ ვითომ ყველაფერმა ჩვეულებრივად ჩაიარაო და ის ხალხი ვინც მოკვდა ბრძოლის დროს ავადმყოფობით მოკვდნენო ეგ მომენტი იმ ცუგუმოს ნათქვამის დამადასტურებელია რისთვისაც მოკლეს ანუ რო უთხრა რო სამურაის იდეა რეალურად ფასადი არისო და სხვა არაფერიო მხეცი ფილმია 9,5 ს ვუწერ კიდევ ალან რენეს ფილმს Hiroshima, mon amour ს ვუყურე ესეც მაგარი ფილმია ომის საწინააღმდეგო 9 ს ვუწერ კიდევ ვუდი ალენის მორიგ ფილმს Love and Death ს ვუყურე მაგარი საკაიფო ფილმია ოღონდ ამ ფილმში კომედიის ელემენტები უფრო ბარაქიანად ურევია ვიდრე სხვებში რომლებიც ვნახე და სხვათაშორის უხდება კიდევაც ამასგარდა ვუდის ინტელექტუალური მომენტებიც ურევია რაც ფილმს კიდე უფრო მაგარს ხდის ქულას რაც შეეხება 9ს ვუწერ ხო კიდევ პიერ პაოლო პაზოლინის Mamma Roma ს ვუყურე ნამდვილად შედევრია მოშნი აქტინგით ერთ შვილზე გადამკვდარ დედაზე და მის შვილზე რა თქმა უნდა ქულას რაც შეეხება 9,5 ს ვუწერ ხო ამას გარდა ამ რეჟისორის Accattone ს ვუყურე ესეც მხეცი ფილმია შეიძლება ითქვას ერთი დონის ფილმებია ორივე თუმცა მამა რომა პირადად მე უფრო მომეწონა ისე კი ეს აკატონე პირველი ფილმი ყოფილა პაზოლინის და ნამდვილად ეკუთვნის დაფასება ასეთი ნამუშევრისთვის ეს ფილმი კი ერთ სუწინიორზეა შეიძლება ითქვას სულით სუწინიორზე რომელიც ბოლოში გადაწყვიტავს თავის დანებებას ამ პროფესიისთვის და დაიწყებს ქურდობას და ამის გამო კვდება კიდევაც ანუ იმის გამო რომ ის სულით სუწინიორი იყო ქულას რაც შეეხება 9 ს 9,5 ს ვუწერ გუშინ კი რაინერ ვერნერ ფასვინდერის მორიგ მხეც ფილმს Veronika Voss ს ვუყურე მართლა მაგარი რეჟისორი ყოფილა ეს ფასბინდერი მაგარი მომენტები იჩითება ამ ფილმში განსაკუთრებით ის მომენტი მომეწონა თავისი ცოლის მკვლელობას რომ აბრალებს იმ ექიმს და არავინ რო არ უჯერებს სინამდვილეში კი ცამდე მართალია და ამ მომენტში ის მსახიობი რო გამოდის რომელიც არაფერს არ იმჩნევს თითქოს ერთი ორჯერ ყავდეს ნანახი ის ჟურნალისტი სინამდვილეში კი იჩინჩლავეს კიდევაც ეს მომენტი ჩემი აზრით კულმინაცია იყო ამ ფილმის ქულას რაც შეეხება 9 ს 9,5 ს ვუწერ ეხლა კი ალფონსო კაურონის Y Tu Mamá También ის ყურებას მოვრჩი ესეც ძალიან მაგარი ფილმი გამოდგა სამ ადამიანზე მიუხედავად იმისა რომ აქედან ორი ბიჭი მეგობრები იყვნენ ერთმანეთს ამ მგზავრობაში იცნობენ რეალურად ამაში კი მათ ეხმარება ერთი ქალი რომელთან ერთადაც მიდიან პლიაჟზე თუმცა სინამდვილეში არც ერთის მიზანი არ იყო პლიაჟზე წასვლა იმ ორ ბიჭს თავში ამ ქალის გაჩინჩვლა ქონდათ დასახული ქალს კი სასოწარკვეთის გამო ქონდა გადაწყვეტილი წასვლა ამ ბიჭებთან ერთად ისე ბევრი ეროტიული სცენაა რომელიც აჩვენებს თუ როგორი მოზღვავებული გრძნობა აქვთ ადამიანებს ჩინჩლაობის მიმართ და სადამდე მიდიან ამის გამო რა თქმა უნდა ეს არ არის ამ ფილმის ერთადერთი არსი დანარჩენს უკვე ვინც ნახავს გაიგებს ვგულისხმობ პოლიტიკის გავლენას ადამიანებზე ეკონომიურ გავლენას და ასე შემდეგ აქტინგს რაც შეეხება მომეწონა ქულას კი 9ს 9,5 ს ვუწერ
  20. ესეიგი თმის საკრეჭი მინდა ვიყიდო 100 ლარის ფარგლებში უმჯობესია ტრიმერიც თუ მოყვება ოღონდ თმების კრეჭისთვის არ მინდა წვერებისთვის გამოვიყენებ წვერის საპარსი კიდე რამდენჯერაც ვიხმარე იმდენჯერ გამიღიზიანა კანი მე მაგის შემგუებელი არ ვარ და თმის საკრეჭით კიდე შევითხელებ წვერებს ზედმეტი პტობლემების გარეშე
  21. ხო მართალი ხარ ანუბის ეგ ფილმები და ზოგადად ეგეთი სტილის ფილმები არაფერს არ ანვითარებს როგორც წესი გაცილებით უფრო მეტი თანხა იდება მაგ ფილმებში ვიდრე ღირებულ ფილმებში თუმცა თუმცა მაყურებელი გაცილებით უფრო მეტი ყავს ეგეთი სტილის ფილმებს რა სამწუხაროდ იმის მაჩვენებელია რო ხალხს მიდრეკილება აქვს სლეობებისკენ თუმცა ერთი პლიუსი აქვს რაც უფრო მეტი აქვს შემოსავალი ეგეთ მაშტაბურ ფილმებს მერე პროდიუსერი იმ ამოღებული თანხით აფინანსებს გაცილებით უფრო იაფიან ფილმს რომელიც როგორც წესი გაცილებით ღირებული გამოდის ხო ისე ვიმ ვენდერსის wings of desire ს ვუყურე მხეცი ფილმია ანგელოზებზე და ადამიანებზე ისე სტრანნი დასასრული კი აქვს ქულას რაც შეეხება 9 ს 9,5 ს ვუწერ კიდევ ძმები კოენების miller's crossing ს ვუყურე ესეც ძალიან მაგარი ფილმია და მე ეს ფილმი ყველაზე მეტად მომეწონა ამ რეჟისორების ქულას რაც შეეხება 9 ს 9,5 ს ვუწერ ამასაც მერე კი დუკ კიმის Spring, Summer, Fall, Winter... and Spring ს ვუყურე მაგარი ფილმია ორი სიტყვით რო ავხსნა ადამიანის ნატურაზეაესეც 9 ს 9,5 ს ვუწერ ამასაც კიდევ სტენლი კუბრიკის the shining ვნახე კარგი ფილმია მაგრამ ჩემი მოლოდინი არ გაამართლა კი აქტინგი ძალიან მაგარი აქვს ჯეკის და შელის მაგრამ თვითონ ფილმი დიდად არ მომეწონა რაც ვნახე კუბრიკის ფილმები მგონი ყველაზე ნაკლებად ეს მომეწონა რავიცი შეიძლება იმის ბრალია რომ მე ჰორორის მოყვარული არ ვარ თუმცა შეიძლება რაღაც გარკვეული პერიოდის მერე დამევასოს არ ვიცი ისე ბოლოში რო სურათია ჯეკის რაღაც წვეულებაზე ვისაც ნანახი აქვს ამიხსნას ეგ რას ნიშნავდა ? ხო კიდე ლუის ბუნუელის tristana ს ვუყურე მორიგი მხეცი ფილმია ბუნუელის სუირეალისტური მომენტებიც ურევია 9 ს ვუწერ ასევე რაინერ ვერნერ ფასბინდერის The Marriage of Maria Braun ს ვუყურე საკაიფო ფილმი გამოვიდა ესეც ანა შიგულას უძლიერესი აქტინგით თუმცა ამ რეჟისორის შიში ჭამს სულს უფრო დამევასა ქულას რაც შეეხება 9 ს ვუწერ კიდევ ჟან რენუარის La Grande Illusion ი ვნახე მაგარი ფილმია ომის ბნელ მხარეზე ჟან გაბენის საკაიფო აქტინგით 9 ს 9,5 ს ვუწერ გუშინ კი ჟან ლიუკ გოდარის მორიგ საკაიფო ფილმს Pierrot le Fou ს ვუყურე ანა აკარინას და ჟან პოლ ბელმონდოს ხოშიანი აქტინგით მაგარი ფილმია ისე გოდარი მხეცი რეჟისორი ყოფილა ქულას რაც შეეხება 9ს ვუწერ ისე ტერენს მალიკის badland ი გამახსენდა ყურებისას საერთო ნამდვილად აქვს ამ ფილმებს ეხლა კი რობ რეინერის When Harry Met Sally... ს ვუყურე საკაიფო ფილმია და ის კითხვა რომელიც ისმევა ამ ფილმში ქალის და კაცის მეგობრობასთან დაკავშირებით ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა მგონი ძნელია თუმცა აზრს მოკლებული ნამდვილად არ არის ბილი კრისტალის პოზიცია ამ კითხვასთან დაკავშირებით და ქვეცნობიერად შეიძლება ეგრეც იყოს ისე ვუდი ალენის ფილმებს გავს ეს ფილმი თუმცა ვუდის ფილმები უფრო მომეწონა დონით ქულას რაც შეეხება 8,5ს 9 ს ვუწერ
  22. ეგ ვიდეო კარტის ბრალი უნდა იყოს, მოხსენი და ახლიდან დააყენე ვიდეო კარტაც და ოპერატიულიც წრიპინს რაც შეეხება ეგ შეიძლება ვინჩესტერის ხმა არის
  23. ამ დღეებში რამოდენიმე მხეც ფილმს ვუყურე მარა წესით მეტისთვის უნდა მეყურებინა ერთი გრაფიკში უნდა ჩავჯდე რა რო 2 ფილმი მაინც ვნახო დღეში ესეიგი ჯერ ფრიდზ ლანგის M ს ვუყურე ხოშიანი ფილმია ერთ შიზოიდ მანიაკზე თუმცა საერთო ჯამში ეს ფილმი ამ მანიაკის გარშემო მყოფ სოციუმზეა გადაღებული 9 ს ვუწერ 9,5 იც შეიძლება მერე ვუდი ალენის მორიგ შედევრს ვუყურე Manhattan ს რა უნდა ვთქვა უძლიერესი ფილმია 9,5 ს ვუწერ მერე რობ მარშალის Nine ს ვუყურე ფედერიკო ფელინის რვა ნახევარის რიმეიქია ისე ცუდი არ არის არც ეს მარა ორიგინალი მე უფრო მომეწონა აქტინგი კი ორივე ფილმში კარგია 8 ს 8,5 ს ვუწერ ამას კიდევ ვუყურე ფედერიკო ფელინის giulietta degli spiriti მორიგი შედევრი ფელინის მაგრად დამევასა ეს ფილმი განსაკუთრებით დასასრული იყო ფანტასტიური აი თავის თავს რო ათავისუფლებს იმ შიშისგან სულებისგან და ასე შემდეგ ქულას რაც შეეხება 9,5 ს ვუწერ გუშინ კი ლარს ვონ ტრიერის შედევრს Dogville ს ვუყურე მხეცი ფილმი გამოდგა ესეც, ერთ ერთი საუკეთესო ფილმია რაც კი მინახავს ზოგადად ადამიანის ბუნებაზე აქტინგიც საკაიფო ხო რაც შეეხება იმ სცენას სადაც მთელი ეს ფილმი მიმდინარეობს ვინც მაგის გამო იკავებს თავს და არ უყურებს ფილმს დამიჯერეთ 10 - 15 წუთში გადაგავიწყდებათ ეგ სცენა და ჩაერთვებით ფილმში მთლიანად ესეა შავთეთრი ფილმებიც რამოდენიმე წუთის მერე სულ გავიწყდება შავთეთრიც და აზიური ფილმების ყურების შემთხვევაში აქტინგიც იმიტომ რომ ესეთი ფილმები ძირითადად ისეთ თემებს ეხება რომლებსაც არ ჭირდებათ არც ფერადი ეკრანი და არც აქტინგი დიდათ თუმცა კარგ აქტინგზე უარს არც მე ვიტყვი ხო ეხლა კი ისევ ვუდი ალენის Hannah and her sisters ის ყურებას მოვრჩი ესეც მორიგი შედევრი ვუდი ალენისგან უძლიერესი რეჟისორია ეს ფილმიც კაკრაზ იმ ფილმების კატეგორიას განეკუთვნება რაზეც ზემოთ დავწერე ფილმის თემას რაც შეეხება როგორც მანხეტენი და ენი ჰოლი ეს ფილმიც ყველა თემას ეხება დაწყებული სიყვარულიდან დამთავრებული რელიგიით განსაკუთრებით კი თვითონ ვუდი ალენის პერსონაჟი მომეწონა ქულას რაც შეეხება 9,5 ს ვუწერ
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.