Eip Ococh Posted May 11, 2012 Share Posted May 11, 2012 კარგად იყავით ჩიკაგო და როუზ :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 11, 2012 Share Posted May 11, 2012 მეორე პარაც გახდა ცნობილი, ფილადელფია-ბოსტონი შეხვდება ერთმანეთს, დევნერი-ლეიკერსი 3-3 გახდა ლოლ, ისევ მყრალათ გაასხა ლეიკერსმა დენვერში, იმენა შანსის გარეშე რომ ვნახე სტატისტიკა, დღეს კლიპერსი და მემფისი თამაშობს კიდე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
POKEMAN Posted May 13, 2012 Share Posted May 13, 2012 ვუყურე მაიამი ნიუ იორკის სერიის მეხუთე თამაშს აქ უკვე ღეღარ გაქაჩა ნიუ იორკმა რაც მოსალოდნელი იყო კიდევაც ხო და დაამთავრა კიდევაც მაიამიმ ეს სერია აქედან გამომდინარე გავიდნენ შემდეგ ეტაპზე მეც ვუყურე კლიპერსი მემფისის სერიის მეხუთე თამაშს ჯმჯ ზე ამ სერიაში ყველაზე უინტერესო თამაში იყო დანარჩენი შენც გიწერია და აღარ დავწერ რა მოხდა და როგორ მოხდა მაგრამ ერთის მხრივ უფრო საინტერესო ხდება ეს სერია კიდევ ამავე სერიის მეექვსე თამაშს ვუყურე ჯმჯ ზე აქ უკვე გაცილებით დაძაბული ბრძოლა იყო ვიდრე წინა თამაშში რაც მთავარია დიდი შანსი ქონდა მოეგო კლიპერსს ეს თამაში და დაემთავრებინა კიდევაც სერია მაგრამ მემფისმა ფანტასტიურად ითამაშა და მოუგეს კიდევ ერთხელ ეხლა უკვე გათანაბრდა სერია და ბოლო მეშვიდე თამაშში გაირკვევა სერიაში გამარჯვებულის ბედი კიდევ ლეიკერსი დენვერის სერიის მეხუთე თამაშს ვუყურე ეს თამაში ჯმჯ ზე უნდა ეჩვენებინათ მაგრამ რატომღაც ვერ აჩვენეს ალბათ რამე ტექნიკური ხარვეზი იყო ამ თამაშში დენვერფმა რასაც ქვია ფანტასტიურად ითამაშა აბსოლიტურად ყველა მოთამაშე ბრწყინავდა მაგრამ ტაი ლავსონმა საერთოდ დაგლიჯა უდაოდ საუკეთესო იყო რა თქმა უნდა დანილო გალინარიმაც კარგად ითამაშა და სხვებმაც რაც შეეხება ლეიკერსს ეს ცოტა რთული თემაა ჯერ მარტო იმიტომ რომ მწვრთნელი არ ვარგა აქამდე რომ მიიყვანა საქმე მაგრამ მოთამაშეებში რაღაც მუხტი და ჟინი არ შეიმჩნევა რაც დამღუპველია მარტო ბრაიანტმა ითამაშა მაგრად სხვებმა კიდევ უაღრესად ცუდი შეხვედრა ჩაატარეს გინდა ბაინუმი ავიღოთ საშინლად ითამაშა არა და ამ სერიის დასაწყისში ბრწყინავდა ეხლა ვიწერ ამავე სერიის ბოლო გადამწყვეთ მეშვიდე თამაშს ძალიან საინტერესო თამაში იქნება ორივე გუნდი დადებს გულს და სულს დარწმუნებული ვარ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted May 13, 2012 Share Posted May 13, 2012 აუ იქნება ვინმემ დამილინკოთ რა Uefa Under 17 Chapmionship Georgia - Nederland ის ლაივ სტრიმი? მაივიდეოზე კი არის მარა დაბალი ხარისხითააა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 14, 2012 Share Posted May 14, 2012 ვნახე დღეს ბოლო რეზულტატები 4-3 მოუგია ლეიკერს და კლიპერს თავიანთი სერიები, ორივე გუნდმა საკმაოთ დამაჯერებლათ მოიგეს ბოლო შეხვედრა და საკმაო პრიკლუჩენიებით გავიდნენ ნახევარფინალში, ლეიკერსი დღეს ეთამაშება ოკლახომას და ხვალე სან ანტონიო კლიპერსია, მაიამის მოუგია პირველი თამაში ინდიანასთან 9 ქულით და ბოსტონმაც მოიგო გაჭირვებით ფილადელფიასთან 1 ქულით თავისი პირველი შეხვედრა, ხვალე შეიძლება ვუყურო ლეიკერსის და ოკლახომას პირველ შეხვედრას ჯმჯ-ზე 12.00-ზე, საინტერესო პარებია ისე ნახევარფინალში და შეიძლება რამე სენსაციაც დაფიქსირდეს რომელიმე პარაში, ფავორიტებათ მაინც სან ანტონიოს,მაიამის,ოკლახომას და boston მივიჩნევ თუმცა ზოგ სერიაში შეიძლება 7 თამაშიც კი დაჭირდეს მოგებულის ვინაობის გამოსამჟღავნებლათ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
POKEMAN Posted May 14, 2012 Share Posted May 14, 2012 ვუყურე ლეიკერსი დენვერის სერიის ბოლო მეშვიდე თამაშს ძალიან საინტერესო თამაში იყო სულ ქულა ქულაში მიდიოდა თამაში ბრაიანტი საკმაოდ კარგად ამოკეტეს მაგრამ გაზოლმა ითამაშა ფანტასტიურად ბაინუმმაც ნორმალურად ითამაშა და ბლეიკმაც სერიოზული როლი ითამაშა გამარჯვებაში თუმცა მიუხედავად იმისა რომ ბრაიანტი კარგად ყავდათ ამოკეტილი გარდამტეხი ბურთი მაინც მან ჩააგდო სხვა რა შეიძლება ითქვას ნი როგორც ვთქვი ბლეიკმა ითამაშა ძალიან კარგად ხო ეს დაქლიავებული მეტა ვორლდ ფისი იგივე რონ არტესტი დაემატა გუნდს ამანაც ძალიან კარგად ითამაშა რასაც არ მოველოდი მაგრამ მართლა კარგად ითამაშა ყოველ შემთხვევაში დენვერის კალათბურთელებმაც არ ითამაშეს ცუდად აქედან გამომდინარე უშანსოდ ნამდვილად არ იყვნენ იგივე გალინარიმ ითამაშა კარგად ლავსონმა მაკგიმ მაგრამ ლეიკერსის დღე იყო ხო სულ დამავიწყდა დამეწერა წლის საუკეთესო მეექვსე კაცი გახდა ჯეიმს ჰარდენი რომელიც მართლა ფანტასტიური მოთამაშეა და ბევრ ძირითად მოთამაშეს შეშურდება მისი აგერ კულმინაციაც მვპ გახდა ლებრონ ჯეიმსი და დამსახურებულადაც კი შეიძლებოდა კევინ დიურანტისთვის მიცემა მაგრამ ეს ადამიანი არის უნივერსალი გამთამაშებლიდან დაწყებული ცენტრით დამთავრებული ყველაფერი შეუძლია გააკეთოს და სწორედ ამიტომაც გახდა მვპ ლებრონი და არა დიურანტი ნუ იქ კიდევ შეიძლება პოლის განხილვა მაგრამ ვინც გახდა ზემოთ დავწერე უკვე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
POKEMAN Posted May 15, 2012 Share Posted May 15, 2012 ვუყურე მაიამი ინდიანას სერიის პირველ თამაშს ძალიან კარგი თამაში იყო და საკმაოდ დაძაბულიც მომეწონა ინდიანა მართლა კარგი გუნდია და კარგი წინააღმდეგობაც გაუწიეს მაგრამ ბოლომდე ვეღარ გაქაჩეს და მაიამიმ მოუმთავრა თამაში ეხლა კიდევ დაიძაბება ამ სერიაში სიტუაცია იმიტომ რომ ბოში გამოაკლდა გუნდს ერთის მხრივ კარგია ლებრონისთვის იმიტომ რომ გადამწყვეტ მომენტებში და თამაშებში თავის თავზე ვერ იღებს და ეხლა აქვს შანსი რომ გამოასწოროს ეს ნაკლი კიდევ ოკლაჰომა ლეიკერსის სერიის პირველ შეხვედრასაც ჯმჯ ზე ნუ ესეთი თამაშები ძალიან იშვიათია ესეიგი ოკლაჰომას მოთამაშეები დიურანტი ვესბრუკი ჰარდენი იბაკა და სხვები ელემენტარულად ბურთს არ აცილებდნენ მე ესეთი რამე არ მინახავს ესე დარწმუნებული ვარ რომ შემდეგ თამაშში აღარ კი არა ვეღარ იქნება რაც შეეხება ლეიკერსის მოთამაშეებს ესენი კიდე პირიქით ვერაფერს ვერ აგდებდნენ ჩემი აზრით შოკში იყვნენ და იმიტომ იმედია შემდეგ თამაშში გამოასწორებენ ყველაფერს კიდევ ბოსტონი ფილადელფიას სერიის პირველ თამაშსაც ვუყურე ეს ძალიან საინტერესო თამაში იყო რონდომ მერვე სამმაგი დუბლი გააკეთა კიდევ გარნეტმა ითამაშა ძალიან მაგრად სხვა რა შეიძლება ითქვას ძალიან საინტერესო თამაში იყო იმედია ასეთივე იქნება შემდეგი თამაშიც ხვალ ჯმჯ ზე აჩვენებენ სან ანტონიო კლიპერსის სერიის პირველ თამაშს გირჩევთ უყუროთ ჩემი აზრით საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 15, 2012 Share Posted May 15, 2012 კი მე რომ გადავრთე უკვე 30 ქულით ასხამდა მურტლათ ლეიკერსი და აღარ გამიგრძელებია ყურება, სასტიკათ დამარცხდენ მართლა რასაც ქვია, ეგ უკვე სუხოიზე უარესი განადგურებაა, თავზე დააფხრიწეს ბურთი თან თითქოს ძალიან იალათ გააკეთესო ეგ ყველაფერი დიდი გაჭირვების გარეშე, ფილადელფიას მოუგია ისე მეორე თამაში 1 ქულით ბოსტონთან და 1-1 გახდა მაგ სერიაში ანგარიში, HD-ში რაღაც მარტო ბოსტონი-ფილადელფიას პირველი შეხვედრა დაიდო და ამ დღეებში აღარ ვნახავ ანგარიშებს და რამე კიდე თუ დაიდება გადმოვწერ დღევანდელი მატჩებიდან დაწყებული,იმედია საზიზღრათ არ წააგებს ლეიკერსი თავის სერიას ოკლახომასთან და რამეს მაინც იზამენ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
POKEMAN Posted May 17, 2012 Share Posted May 17, 2012 ვუყურე სან ანტონიო კლიპერსის სერიის პირველ თამაშს ძალიან კარგი და სასიამოვნო თამაში იყო ანუ მოსაწყენი იგრა არ იყო ამ თამაშში გამოჩნდა სან ანტონიოს გამოცდილება რაც გაცილებით მეტი აქვს ვიდრე კლიპერსს დარწმუნებული ვარ ამ სერიაში რაც არ უნდა მოხდეს ეს სერია გამოადგება კლიპერსს ეს გუნდი არის ახალი შექმნილი ახალგაზრდა უნიჭიერესი მოთამაშეებით დაკომპლექტებული რომლებსაც შეუძლიათ დროთა განმავლობაში სერიოზულ წარმატებას მიაღწიონ მაგრამ დღეს დღეისობით სან ანტონიო არის ასე ვთქვათ მასწავლებელი რაც ცუდი ნამდვილად არ არის კიდევ ბოსტონი ფილადელფიას სერიის მეორე თამაშს ვუყურე ეს თამაშიც პირველი თამაშივით ძალიან დაძაბული იყო ამჯერად ფილადელფიამ მოიგო და გაათანაბრა სერია რაც ძალიან კარგია ინტერესის მხრივ თან ეხლა უკვე მოედნის უპირატესობა ფილადელფიას აქვს კიდევ მაიამი ინდიანას სერიის მეორე თამაშს ვუყურე აი აქ გამოჩნდა ლებრონის ფსიქოლოგიური პრობლემები რაც წინა პოსტში დავწერე ბოშის ტრამვაზე და ლებრონის ნაკლის კავშირზე ზუსტად დაემთხვა ესეიგი ბოლო წუთებში ქულა ქულაში მიდიოდა თამაში და ყველაფერი გააკეთა საქმის გარდა უაზრო პასები დაარიგა მერე ისევ მას მისცეს და მერე ისევ მოიშორა ბურთი და გადააწოდა ვეიდს ამ უკანასკნელმა კიდევ ვერ ჩააგდო არა და წესით ვის უნდა ესროლა თქვენ თვითონაც იცით აქ სერია გათანაბრდა და მე იმედი მაქვს შემდეგ თამაშში აღარ დაუშვებს ასეთ შეცდომებს კიდევ ბოსტონი ფილადელფიას სერიის მესამე თამაშიც ვნახე ჯმჯ ზე ეს ძალიან უინტერესო თამაში იყო ბოსტონმა დაახია ბურთი თავზე ფილადელფიას ხო და რაც მთავარია მოედნის უპირატესობაც აღიდგინა ამის გარდა ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოიპოვეს კიდევ ლეიკერსი ოკლაჰომას სერიის მეორე თამაშს ვუყურე ეს ძალიან საინტერესო თამაში იყო ყველაზე მეტად ეს თამაში მომეწონა რაც მთავარია კიდევ ერთხელ დავინახე ლეიკერსის მწვრთნელის უძლურება მისი გუნდი ოკლაჰომას ორი წუთით ადრე უგებდა საკმაოდ დიდი სხვაობით რაც აბსოლიტურად საკმარისია მოსაგებად უბრალოდ დრო უნდა გაეყვანათ როგორც ლეიკერსის ახალ მწვრთნელს ჩვევია გამოსავალი არის ბრაიანტი რა თქმა უნდა სულ ბრაიანტს აწვდიდნენ ბურთს ნუ მართალია შეიძლება ითქვას სწორედ მან წააგო ეს თამაში საკმაოდ სერიოზული შეცდომები დაუშვა მაგრამ თუნდაც ეს შეცდომები რომ არ დაეშვა როგორ შეიძლება ერთ ადამიანზე იყოს დამოკიდებული მთელი გუნდი როცა გუნდში საკმაოდ კი არა და უძლიერესი მოთამაშეები გყავს მოკლედ ეს თამაში წააგო ლეიკერსის მწვრთნელმა ჩემი აზრით მიუხედავად ბრაიანტის შეცდომებისა ისე დიურანტმა ითამაშა ბოლო წუთებში ძალიან მაგრად სწორედ მან ჩაუჭრა ბრაიანტს ბურთი და შეამცირა ანგარიში და ბოლო გადამწყვეტი ბურთიც სწორედ დიურანტმა ჩააგდო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Eip Ococh Posted May 18, 2012 Share Posted May 18, 2012 maiami ras shveba xo ar uberaven egeni, gavardebian ese Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
POKEMAN Posted May 18, 2012 Share Posted May 18, 2012 მართალი ხარ მეც ვუყურე მაიამი ინდიანას სერიის მესამე შეხვედრას ნუ წელს არც ერთი თამაში არ გამომიტოვებია მაგათი შესრულებით ესეიგი უსერიოზულესი პრობლემებია მაიამიში და ამ ყველაფრის შემოქმედი არის მწვრთნელი მაგიტომაც გაექაჩა ვეიდი დარწმუნებული ვარ მაიამი შემდეგ ეტაპზე რომც გავიდეს რაც საკმაოდ გართულდა და საერთოდ ფინალშიც რომ გავიდნენ მერე უკვე შეხვდება ან უძლიერესი სან ანტონიო თავისი გენიალური მწვრთნელით ან კიდევ ოკლაჰომა ესეც მეორე უძლიერესი და შეიძლება ითქვას უნაკლო გუნდი ისედაც მაიამის უამრავი მინუსი აქვს იგივე სათადარიგო მოთამაშეები თუნდაც მწვრთნელი ამას კიდევ მიუმატოთ მწვრთნელთან მოთამაშეების კონფლიქტი და მორჩა მე პირადად მაიამი ძალიან მომწონს როგორც ვთქვი ერთი თამაშიც კი არ გამომიტოვებია წელს მაგრამ ჩემი აზრით ასეთი არეული გუნდი ვერ გახდება ჩემპიონი და არც უნდა გახდეს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 18, 2012 Share Posted May 18, 2012 ვეიდმა ჩააგდო ეგ თამაში მთლიანათ, სპაელსტრაც რაღაც ნიტო ტრენერია მემგონი მასეთი გუნდისთვის, მომენტებში სირდება ხოლმე გუნდი და ვეღარაფერს შვებიან, ეხლა კაკრაზ მასეთი პერიოდი აქვთ და იმედია მალე გამოვლენ სტუპორიდან, უკვე 2-1 აგებენ და შემდეგი შეხვედრაც თუ გაასხეს ფაქტიურათ გავარდნილები არიან უკვე, იმედია ეგრე არ მოხვდება, ისე კი 19 ქულით გაასხეს პაზორნათ, ვეიდს იმენა ბურთი არ უჩერდებოდა ხელებში, მგონი 10 ქულაც ვერ დააგროვა მაგ შეხვედრაში, ლებრონიც არ მომწონებია დიდათ, ერთი მარიო ჩემბლერი თამაშობდა კარგ დონეზე მაიამის სასტავიდან, ინდიანა კი მომეწონა, ვნახოთ როგორ ითამაშებენ მეოთხე შეხვედრაში, სხვა შეხვედრების რეზულტატები არც მინახია ისე ამ დღეებში, ეხლა შევალ დღეს და ვნახავ სხვა პარებში რა სიტუაციაა გადავხედე შედეგებს, სან ანტონიო და ოკლახომა ფაქტიურათ გასულან ფინალში 2-0 იგებს ორივე გუნდი თავის სერიას, ბოსტონს უთამაშია ჩერესჩურ მაგრა ფილადელფიაში და 16 ქულით მოუგიათ http://espn.go.com/n.../thunder-lakers Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Eip Ococh Posted May 18, 2012 Share Posted May 18, 2012 Celmersi. ho mesame periodis bolosTvis veids 2 qula qonda marto araushavs egeti tamashebi nebismier sporcmens sheiZleba qondes, mTavaria exa amaze ar chaiciklonda mjera ro gavlen Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 19, 2012 Share Posted May 19, 2012 ისე ვეიდი მაგარი აჭრილი იყო მაგ თამასში, ზოგი იძახის სპოელტსტრას ბრალი იყოო ზოგი სულ სხვა რაღაცის გამო თამაშობდა ეგრეო, ერთი სიტყვით რაღაცა ხდება გუნდში აშკარათ, ან ტრენერია დანმაშავე ან იგროკები არღვევენ დისციპლინას, ვუყურე ლეიკერსის და ოკლახომას მეოთხე მესამე შეხვედრას დღეს ჯმჯ-ზე, მაგარი დაძაბული თამაში გამოვიდა, იმენა ძლივს შეძლო ლეიკერსმა მაგ შეხვედრის 3 ქულით მოგება, ბურთი-ბურთში მიდიოდა თამაში, რამდენჯერმე დაჟე ოკლახომა 5 ქულით გავიდა წინ თამაშის მეორე ნახევარში მაგრამ მერე ისევ დამაჯერებლათ იწყებდა თამაშს ლეიკერსი და ეწეოდა, ბოლოს კი 3 ქულიანი ვერ ჩააგდო დურანტმა, თორე ოვერტაიმი იქნებოდა, 2-1 იგებენ მაინც მაგ სერიას და შემდეგი თამაშიც ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ლეიკერსისთვის, ბოსტონი-ფილადელფიაც 2-2 გამხდარა, მანდაც მაგარი რუბკა მიდის ისე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
POKEMAN Posted May 20, 2012 Share Posted May 20, 2012 ვუყურე ფილადელფია ბოსტონის სერიის მეოთხე თამაშს ძალიან საინტერესო სერიაა ნამდვილად და საინტერესო თამაშიც გამოდგა ჯერ იყო და ბოსტონი დასაწყისში საკმაოდ სერიოზული სხვაობით ამარცხებდა მაგრამ მერე ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა ყველაზე ცუდად გარნეტმა ითამაშა წინა შეხვედრებისგან განსხვავებით არა და რონდომ ძალიან მაგრად ითამაშა მაგრამ სამწუხაროდ მაინც დამარცხდნენ ჩემი აზრით ამაში მაინც დოკ რივერსია დამნაშავე გარნეტი რომ არ გამოცვალა მაგრამ ასევე შეიძლება ითქვას დაგ კოლინსზე ასეა თუ ისე მაინც მწვრთნელის დამსახურებაა კიდცევ ოკლაჰომა ლეიკერსის სერიის მესამე თამაშს ვუყურე ეს თამაში რომ არ მოეგო ლეიკერსს არა ოფიციალურად ამთავრებდა კიდევაც სეზონს ხოდა კაკრაზ მოიგეს კიდეც ძალიან საინტერესო და დაძაბულ ბრძოლაში შეიძლება ითქვა ბრაიანტმა მოიგო პირადად ეს თამაში როგორც ყოველთვის ბოლო წუთებში სულ თავად უტევდა რაც შეეხება დიურანტს მანაც შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ოდნავ არ გაუმართლა ბოლო სროლის დროს მაგრამ ეგ არაფერი ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის კიდევ სან ანტონიო კლიპერსის სერიის მესამე შეხვედრას ვუყურე ეს თამაშიც ძალიან საინტერესო გამოდგა პირველ მეოთხედში გაანადგურა კლიპერსმა სან ანტონიო არანაერი პირი არ უჩანდა თამაშის შემოტრიალების და აი აქ დავინახე გრეგ პოპოვიჩის გენიალურობა ადამიანმა ნელ ნელა დაიწყო მინუსიდან ისე გადაანაწილა დრო მოთამაშეებზე რომ უბრალოდ თავის თავად ამოქაჩეს უდიდესი სხვაობა და თან მერე იქით გავიდნენ წინ თან საკმაოდ დიდი სხვაობით მოკლედ სან ანტონიო არის სასწაული გუნდი ჩემი აზრით შემდეგ ეტაპზე სან ანტონიო გავა თითქმის დარწმუნებული ვარ ხო ეხლა მაიამის რაც შეეხება ვარჯიში არ ჩაატარეს და სპოელსტრამ მოაწყო შეკრება გუნდთან სასაუბროდ შექმნილი არა სასიამოვნო მოვლენების შესახებ ეს უკვე მომწონს იმედია მოაგვარეს პრობლემა და შესაბამისი შემართებით გავლენ სათამაშოდ დღეს არის ჯმჯ ზე მაიამი ინდიანას შეხვედრა პირდაპირში თორმეტის ნახევარზე მე აუცილებლად ვუყურებ ეს შეიძლება ამ სეზონში გადამწყვეტი თამაში აღმოჩნდეს მაიამისთვის ასე რომ თქვენც გირჩევთ რომ უყუროთ ძალიან საინტერესო ბრძოლა გაჩაღდება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 21, 2012 Share Posted May 21, 2012 მაიამის მოუგია მეოთხე შეხვედრა, თავიდან ისევ ასხამდენ 6 ქულით მგონი მეორე პერიოდის შემდეგ მაგრამ მერე მოშნათ მოუმატეს და მოიგეს 7 ქულით თუ სწორათ მახსოვს, ვეიდმა და ლებრონმა ჯამში 70 ქულამდე დააგროვეს მაგ შეხვედრაში, იმენა გამწარებული იყო ორივე როგორც ჩანს წინა თამაშის შემდეგ, 2-2 გახდა სერიაში და იძაბება სიტუაცია, სან ანტონიო კი გავიდა უკვე ფინალში, 4-0 დაამარცხეს კლიპერსი, ჩერესჩურ მაგარ ფორმაში არიან როგორც ჩანს, ოკლახომასაც მოუგია მეოთხე შეხვედრა 3 ქულით ლოს ანჟელესში და 3-1 იგებენ უკვე და ალბათ გავლენ ეგენიც ფინალში, სან ანტონიო ოკლახომა მხეცი ფინალი უნდა იყო წესით და მაიამი ბოსტონი თუ გავა კიდე, ამ დღეებში მარტო რეზულტატები ვნახე, ზეგიდან ისევ ჩავუჯდები ალბათ, HD-ში ძალიან დიდი დაგვიანებით იდება და ჯმჯ-ზე ვუყურებ ხოლმე ხანდახან Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Eip Ococh Posted May 21, 2012 Share Posted May 21, 2012 ეგრე რა მოიგო ჰიტმა როგორც იქნა! იგიჟა ვეიდმა ! ჯეიმსმაც მაგრა ითამაშა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
POKEMAN Posted May 21, 2012 Share Posted May 21, 2012 ვუყურე მაიმი ინდიანას სერიის მეოთხე თამაშს ეს თამაში ლებრონის და ვეიდის შესრულებით ამ სეზონში ერთ ერთი საუკეთესო იყო თუ საუკეთესო არა თავიდან ისე დაიწყეს მეგონა რომ ისევ წააგებდნენ თამაშს მაგრამ როგორც ეტყობა სპოელსტრამ რომ მოაწყო მოთამაშეებთან შეკრება მაგან შედეგი გამოიღო მართალია თავიდან ვეიდმა ძალიან ცუდად დაიწყო მაგრამ მერე რო ჩაირთო ვეღარ აჩერებდნენ აი რაც შეეხება ლებრონს ამან საერთოდ დაგლიჯა 40 ქულა 18 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა ეს არის სასწაული შედეგი ამას კიდევ მიუმატოთ 2 დაფარება და 1 ჩაჭრა რაც მთავარია ჰასლემი არ უნდა გამოგვრჩეს შესანიშნავად ითამაშა გადამწყვეტ მომენტებში სიმართლე გითხრათ ასე არა მგონია რომ ითამაშონ შემდეგ თამაშშიც უბრალოდ არა რეალურია აქედან გამომდინარე მაინც გაუჭირდებათ თამაში იმედია შემდეგ ეტაპზე გავლენ რაც მთავარია ბოში დაუბრუნდებათ შემდეგ ეტაპზე თუ გავიდნენ მაგრამ როგორც ვთქვი ძალიან რთული იქნება ამ ეტაპის გადალახვა კიდევ სან ანტონიო კლიპერსის სერიის ბოლო მეოთხე შეხვედრასაც ვუყურე ეს სან ანტონიო უკვე აღარ ხუმრობს ამ თავისი მოხუცი ხალხით რაც მთავარია 18 მოგება აქვთ ზედიზედ ეს არის სასწაული მაჩვენებელი თამაშს რაც შეეხება ძალიან საინტერესო იყო ამ სერიაში ყველაზე საინტერესო მაგრამ სან ანტონიოს უმაღლესი დონის გუნდურმა თამაშმა დაამარცხა კლიპერსი ეხლა უკვე შემდეგ ეტაპზე გასულია სან ანტონიო და მას არაოფიციალურად გასული ოკლაჰომა დაუპირისპირდება ეს იქნება უსერიოზულესი სერია მოუთმენლად ველი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Eip Ococh Posted May 22, 2012 Share Posted May 22, 2012 2 თამაში აქვთ ხო ეხა სახში? ნუ რავიცი აუცილებლად უნდა მოიგონ რა. ისე ჰიტის მმართველების მაგრად გამკვირვებია, ამხელა ბიუჯეტის მქონე გუნდია, ნორმალური სკამი არ უნდა გყავდეს შე კაი ადამიანო ?! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
POKEMAN Posted May 22, 2012 Share Posted May 22, 2012 ხო ეხლა მაიამიში გადადის სერია და მერე ისევ ინდიანაში თუ საჭირო გახდა ისევ მაიამიში გადადის ბოლო თამაში მაგრამ იმედია არ დაჭირდება მაიამის ბოლო თამაში მართალი ხარ ნორმალური ნორმალური სათადარიგო მოთამაშეები მართლაც საჭიროა აგერ ოკლაჰომას მაიამისგან განსხვავებით ერთ ერთი საუკეთესო სათადარიგო მოთამაშეები ყავთ თუ მოხდა ისე რომ მაიამი და ოკლაჰომა შეხვდნენ ერთმანეთს ფინალში უპირატესობა აუცილებლად ოკლაჰომას ექნება იმიტომ რომ თითქმის უნაკლო გუნდია დღეს ვუყურე ლეიკერსი ოკლაჰომას ერიის მეხუთე თამაშს ჯმჯ ზე საერთო ჯამში კარგი საყურებელი თამაში იყო ბრაიანტმა დაგლიჯა ძალიან მაგრად ითამაშა მაგრამ რათ გინდა თანაგუნდელები ვერ ეხმარებოდნენ უბრალოდ მეცოდება ბრაიანტი ყველაფერს აკეთებს და თანაგუნდელები კიდე ვერაფერს დიურანტმა ითამაშა ძალიან კარგად ასევე ვესტბრუკმაც შეიძლება ითქვას ვესტბრუკმა უკეთესად ითამაშა კიდევაც და საერთოდ ძალიან მომატებული აქვს ამ მოთამაშეს და ერთ ერთი საუკეთესო გამთამაშებელია თუ საუკეთესო არა ეხლა უკვე ოფიციალურად ოკლაჰომა სან ანტონიო დაუპირისპირდება ერთმანეთს დასავლეთ კონფერენციის ფინალში რაც შეეხება აღმოსავლეთს აქ ჯერ უცნობია მაგრამ სავარაუდოდ ბოსტონი მაიამი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
don't send Posted May 22, 2012 Share Posted May 22, 2012 ბრაიანტი ლეგენდაა. მაგის დონე ჯორდანის შემდეგ არავინ ყოფილა ჩემი აზრით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 22, 2012 Share Posted May 22, 2012 ხო გაუსხია ლეიკერს 4-1 სერია ოკლახომასთან, მაგისკენ მიდiოდა თავიდანვე ყველაფერი, ხარდენი-ვესტბრუკი-დურანტის პარა იყო მაგ სერიაში კლუჩევოი როცა ლეიკერსიდან მარტო კობი თამაშობდა მაღალ დონეზე ატაკაში, სხვა იგროკები დიდათ ვერ ბრწყინავდენ, ის ერთი მოგებაც 3 ქულიანი იყო და ძლივს მოიგეს რასაც ქვია, თუმცა მაგ სერიაში კიდე იყო ეგეთი იგრები, თუნდაც ბოლო თამაში, 3-2 იგებს ბოსტონიც, სან-ანტონიო ოკლახომას ფინალი იქნება მხეცობა იმენა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 22, 2012 Share Posted May 22, 2012 მეოთხედფინალების კრატკი აბზორია რუსულათ http://basketball.sport-express.ru/reviews/22034/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
POKEMAN Posted May 23, 2012 Share Posted May 23, 2012 ვუყურე ფილადელფია ბოსტონის სერიის მეხუთე თამაშს ძალიან კარგი თამაში იყო დაძაბულობას არ ვგულისხმობ უბრალოდ ლაღი თამაში იყო და არა მძიმე ამ ბებერ გარნეტს მეორე ახალგაზრდობა გაეხსნა და გლიჯავს კიდევაც კიდევ ბასმა ითამაშა შეიძლება ითქვას ყველაზე კარგად რაც შეეხება რონდოს რა თქმა უნდა ხოდზეა და ალენიც კარგად თამაშობს ხო არ გამომრჩეს პირსს რაც შეეხება დიდად არ დატვირთულა მაგრამ მანაც საკმარისი გააკეთა კიდევ მაიამი ინდიანას სერიის მეხუთე თამაშსაც ვუყურე ჯმჯ ზე მართალი გითხრათ მეგონა რომ ვეღარ ითამაშებდნენ ვეიდი და ლებრონი როგორც წინა თამაშში მაგრამ ამ თამაშშიც ძალიან მაგრად ითამაშეს მართალია მთლად ისე არა მაგრამ არც ბევრად ნაკლებად გუნდში სიტუაცია მოგვარდა როგორც ჩანს იმ შეკრების შემდეგ რაც ძალიან კარგია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 24, 2012 Share Posted May 24, 2012 ხო მაიამი 3-2 იგებს უკვე, ისევ ვეიდი და ლებრონი ბრწყინავდენ მეხუთე თამასშიც, ბოსტონმა დღეს თუ გაიმაჯრვა ფინალში გადიან და ალბათ მაიამის შეხვედებიან, ეგეც კარგი ფინალი უნდა გამოვიდეს, თუმცა არ ვიცი რამხელა წინააღმდეგობას გაუწევს მაიამის დაბერებული ბოსტონის სასტავი, ტრამვებზეც ბევრი რამე იქნება დამოკიდებული და იგროკების ფორმაზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.