Magdalena Posted January 9 Posted January 9 AMD-მ წარმოადგინა "მსოფლიოში საუკეთესო პროცესორი გეიმერებისა და შემოქმედებისთვის" - Ryzen 9 9950X3D, რომელშიც მოცემულია 16 Zen 5 ბირთვი და მეორე თაობის დამატებითი 3D V-Cache მეხსიერება. ამავდროულად, დაანონსდა Ryzen 9 9900X3D მოდელი, რომელსაც ასევე აქვს ქეშ-მეხსიერების გაზრდილი მოცულობა, მაგრამ წარმოდგენილია მხოლოდ 12 ბირთვი. ფოტოს წყარო: AMD ახალი ჩიპები ისევე, როგორც ოქტომბერში წარმოდგენილი Ryzen 7 9800X3D, აღჭურვილია მეორე თაობის 64 მბ 3D V-Cache ქეშ-მეხსიერებით. პირველი თაობისგან განსხვავებით ახალი მეხსიერება მოთავსებულია CCD (Core Complex Die) დამუშავების ბირთვებთან ერთად და არა მის თავზე, როგორც ეს X3D პროცესორების წინა თაობებში იყო. უფროს Ryzen 9 9950X3D მოდელს აქვს 144 მბ ქეშ-მეხსიერება (L2+L3), ხოლო Ryzen 9 9900X3D-ს - 140 მბ. ახალი სტრუქტურა განაპირობებს პროცესორის ბირთვების უკეთ გაგრილების საშუალებას, რაც დადებითად მოქმედებს ჩიპების ტაქტის სიხშირეზე და ასევე შესაძლებელს ხდის აჩქარებას. Ryzen 9 9950X3D-ის საბაზისო სიხშირეა 4.3 გჰც, მაქსიმალური Boos-სიხშირე კი - 5.7 გჰც, რაც ჩვეულებრივი Ryzen 9 9950X-ის მახასიათებლებს შეესაბამება. შედარებისთვის, Ryzen 9 7950X-ის სიხშირეებია 4.2 და 5.7 გჰც, შესაბამისად. Ryzen 9 9900X3D-ს რა შეეხება, იგი მუშაობს 4.4 გჰც საბაზისო და 5.5 გჰც მაქსიმალურ Boost-სიხშირეზე, რაც 100 მჰც-ით ნაკლებია ჩვეულებრივ Ryzen 9 9900X-თან შედარებით. ორივე ახალ ჩიპზე მხარდაჭერილია ერთდროული მრავალნაკადიანი ტექნოლოგია (SMT), ანუ მოიცავენ ორჯერ მეტ ნაკადს გამოთვლით ბირთვებთან შედარებით. TDP-ის დონეა 120 ვატი Ryzen 9 9900X3D-ის, ხოლო 170 ვატი - Ryzen 9 9950X3D-ს შემთხვევაში. წარმადობის თვალსაზრისით, AMD-ის ტესტების მიხედვით, ფლაგმანური Ryzen 9 9950X3D აღემატება Intel-ის უახლესი თაობის ფლაგმან Core Ultra 9 285K-ს შთამბეჭდავი 20%-ით თამაშებში, ხოლო 10%-ით - სხვადასხვა წარმადობის აპლიკაციებსა და ბენჩმარკებზე. მაქსიმალური სხვაობა თამაშებში Watch Dog: Legion-ის შემთხვევაში აღწევს 64%-ს, ხოლო აპლიკაციებში - 47%-ს - Adobe Photoshop-ის შემთხვევაში. AMD-ის ახალი ფლაგმანის წინამორბედ Ryzen 9 7950X-თან შედარებისას თამაშებში წარმადობის ზრდა საშუალოდ 8%-ს შეადგენდა, ხოლო სამუშაო აპლიკაციებსა და ბენჩმარკებში - 10%-ს. ეს ყველაფერი საშუალებას აძლევს AMD-ს, ახალ ჩიპს უწოდოს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი პროცესორი როგორც გეიმინგის, ასევე კონტენტის შექმნისთვის. Ryzen 9 9950X3D და Ryzen 9 9900X3D პროცესორები გაყიდვაში გამოვა 2025 წლის პირველ კვარტალში, მარტის ბოლომდე. ჩიპების ფასები კომპანიას ჯერ არ გამოუცხადებია. https://tinyurl.com/mv9n8hje Quote
bloodred Posted January 12 Posted January 12 რამ გამოიწვია ინთელის ასე ჩამორჩენა ვერ გამიგია. ახლა აემდე გააძვირებს პროცესორებს. Quote
George Posted January 12 Posted January 12 ულტრას სერია არაა პირდაპირ გეიმინგისთვის გათვლილი და მაგიტომ, სხვა საქმისთვის კარგია, მაგისთვის დიდი ვერაფერი მაღალი ლატენტურობის გამო რაც აქვს მაგ სერიის პროცესორებზე, სხვათაშორის ეგ ინტელის ჩიპზე აღარ ყოფილა ახალ 3 ნანომეტრიან TSCM ჩიპზეა ეგ ახალი, ვინც აიღო 265K ამტკიცებს რომ 13700K მძლავრი არისო რენდერში 30% უფრო ნაკლები ვატების მოხმარებით, საკმაოთ კარგათ გაზავს თან 8400MHZ, ერთადერთი რაც არ ღირსო ახალ სერიაზე ეგ რაზგონის დაყენება პატარა ბირთვებზე, მაგი მალე მოკლავს პროცესორს უფრო და მაგიტომ, არ ყვარებია რაზგონი მაგ ახალზე დიდათ, მაგას ჯობია დატვიკო ბიოსიდან და მაღალ ჩასტოტიანი რამები დაუყენო, თუმცა ახალ მიკროკოდს ელოდებიან ეხლა რომელიც რაღაცეებს გამოასწორებსო, კრეატივშიკებისთვისაა ეგ ახალი პროცესორები უფრო გათვლილი, თუმცა ფასი მართლა მაღალი აქვს და დაკლება ჭირდება, არა მგონია მაგ ფასათ იყიდონ დიდ აბიომებში, თუმცა სკალპელებს გაუქრია უკვე იბეიდან პირველი პარტია, თუმცა 13-14 ჰაი ენდ მოდელებს ნამეტარი ბევრი გაბერვები აქვს, რაც მაგ ახალს თუ მაღალ რაზგონზე არ ამუშავებ აღარ ქონია უკვე, ანუ დაწვები და გაბერვები არა აქვს რაც i9-14900K, მაგრამ გეიმინგში ნიტო წარმადობა აქვს განსაკუთრებით 4090 და 1080P გაფართოვებაზე თუ დაბენჩავ, მიდ ენდ კარტებზე და 2K ეგეთი დიდი ჩამორჩება არა აქვს უკვე ტვიკინგის შემდეგ და მაღალ რამის ჩასტოტაზე, ისე ბიუჯეტური ინტელის ვიდეოკარტებიც საშინელება იყო რომ გამოვიდა და ნელ-ნელა მოუგვარებია ინტელს ეგ პრობლემები, იგივე ძველ 3000 რიზენებზე კვდებოდა უკვე წარმადობა და მაღალი cpu ოვერჰედი ქონიათ ბიუჯეტური 250$ ვიდეოკარტები რომ გამოუშვეს, როგორც ჩანს გაუსწორებიათ უკვე ეგ პრობლემა, მანდაც რაღაცას გვპირდება ინტელი ახალ მიკროკოდებში, ვითომ იანვრისთვის უნდა დაეწყო მაგ ფიქსების გამოშვება რა ქნეს აღარ მიძებნია, ეგ პირველი ულტრას სერია ისე დესკტოპზე რაც გამოვიდა ყოფილა Meteor Lake დიზაინზე აგებული, რომელიც დიდი ვერაფერი ვერ იყო მანამდეც + ამოღებულია მაგ ახალში მთლიანათ ვირტუალური ბირთვები და ბევრი რაღაცა ვინდოუსში მაგაზეა ოპტიმიზირებული, ეგეც აკარგინებს წარმადობის ნაწილს თამაშებში, ვინდოუს 12 იძახიან ეგეთ პროცესორებზეც კარგი ოპტიმიზაციით იქნებაო ანუ ვირტუალური თრიდები რაზეც აღარა აქვს უკვე, ამიტომ ცალკე დატვიკვები და სირობები აღარ უნდა დაჭირდეს როგორც ვინდოუს 11-ზე, ეგ კი არა ყველაფერი ისვრისო ვინდოუს 11-ზე, რიზენიც უფრო კარგ რეზულტატებს დებსო მაინც ძველ ვინდოუს 10-ზე, ოპტიმიზაციების მხრივ ძალიან ცუდი ყოფილა ეგ ახალი ვინდოუსი, თუმცა მიკროსოფტი ყველას მაგას ტენის და ბოლომდე დღესაც ვერ მოაგვარეს ათასნაირი ბაგები რომ აქვს თამაშებში, მაგ ახალ სერიას AI node აქვს რომელიც ძალიან კარგი ყოფილა ვიდეო ედიტირებისთვის და თან საკმაოთ სერიოზული წარმადობით ბევრათ ნაკლებ ვატებზე მუშაობს ვიდრე თუნდაც i9-14900K, უბრალოთ დასატვიკია ჯერ ბევრი რამე, ცოტა ნაადრევათ გამოუშვა ეგ ახალი სერია ინტელმა, როგორც ჩანს ისევ ვერ მოასწრეს ყველაფრის ნორმალურათ დატესტვა, ცოტა დრო რჩებოდათ ალბათ მაგისთვის, ჩისტა წარმადობით ძველი i9-14900K უკვე ვერ ჯობნის 265k კი, თუმცა 30% მეტს კი ჭამს ვატებს საშვალოთ, ეგ დაჟე დაწვის პრობლემას რომ დავანებოთ თავი, 15900k კიდე ან გამოვა და ან არა 350+ვატიანი მოხმარებით, მეეჭვება ეგ გამოუშვას თუნდაც მაგ 3 ნანომეტრიან ტეხპროცესზე ინტელმა, ანუ ხალხი წერდა i9-14900K რეპლიკა მაინც გამოუშვანო 3 ნანომეტრიან TSCM ჩიპზეო ისევ მაღალი ვატების მოხმარებით, ისე წინა სერია უფრო კარგი პონტია მაინც ფასი-წარმადობით, უბრალოთ დეგრადაცია რომ არ ქონდეს და ვოლტაჟის გაბერვები 5.7GHZ უნდა დაადო ლოკი ბიოსიდან და მაშინ აღარ დაბუსტავს 6.2GHZ მომენტებში სადაც ძალზე მაღლა გარბის უკვე ვოლტაჟი i9-14900K, თუმცა მაგ ახალზე ეგეთი ჩალიჩები აღარ ჭირდება, მაგრამ გეიმინგისთვის ეგეთის აღება ამ ეტაპზე არ ღირს, ისე 8000MHZ+ დაჯენა მაგ ახალ პროცესორებზე ეგრე ადვილი არ ყოფილა ხარისხიანი კიტები და მაზერი ნდომია უფრო მაგისთვის, მაგრამ 7800MHZ როგორც წესი საკმაოთ კარგათ ადისო, მერე უჭირს თუ კარგი მაზერი და კიტები არ გაქვს ნაყიდი უკვე, სხვათაშორის Cyberpunk ახალი პაჩი გამოუშვიათ სადაც მაგ სერიის პროცესორებზე 33%+ მატებას დებსო და low 0.1 50% მატებებს ვხედავ ბენჩებში, რა ქნეს არ ვიცი მაგრამ როგორც ჩანს საერთოდ არ იყო მორგებული მაგ ულტრასთვის მაგ თამაშის დვიჟოკი, მოკლეთ შეიძლება ტვიკინგი იგრებშიც კი, მაგრამ მე თუ მკითხავ ვინდოუს 11 ვაბშე ნაგავია დღემდე ზოგადათ გეიმინგისთვის, წესით ვინდოუს 12 უკეთესი იქნება ახალი თაობის პროცესორების ტვიკებით უკვე და ოპტიმიზაციებით, რაც 11 არ გააჩნია, ვაბშე უნდა დაამატოს მიკროსოფტმა გეიმ რეჟიმი, სხვა პროფილით რომ შეძლო შემოსვლა და თამაში ადამიანურათ და არა ისე როგორც ეხლა ბაგებით და შვიდნაირი ტვიკი რომ უნდა თამაში რომ კარგათ გაეშვას Quote
bloodred Posted Tuesday at 05:32 PM Posted Tuesday at 05:32 PM ამდენი ნასტროიკა, კოდების განახლებები, მაზერების და რამების რჩევები თუ დაგჭირდა ეგ აღარაა კაი საქმე. 99% არც იცის და არც აინტერესებს ამდენი ჩალიჩი. თამაშებში 10 კადრით ნაკლები თუ ექნება 200 კადრიდან ეგ არაფერს აკლებს ულტრას. მთავარია წინა თაობასავით 10000 ვატი არ დასჭირდეს და ჩემი პლიტასავით არ გაიბეროს. Quote
wilkinson Posted Wednesday at 02:55 AM Posted Wednesday at 02:55 AM რომ არ ინტერესდებიან მერე ეგ უქმნით პრობლემებს, კაი ხანი ვეძებე შესაფერისი მაზერი ჩემი პროცესორისათვის. ასუსს მაგრად ასხამდნენ და ამოვაგდე სიიდან, msi? დიდი ვერაფერი და ბრახ უცებ Gigabyte გამოძვრა არსაიდან და review-ების შემდეგ ავიღე. სისტემის აწყობას ბევრი განხილვა და ვარიანტების ძებნა სჭირდება, ასე უცბად არ იწყობა და სიჩქარე არაა კარგის მომტანი. Quote
George Posted Wednesday at 05:58 AM Posted Wednesday at 05:58 AM გიგაბიტს ესე იგი ამოუქაჩია, ერთი პერიოდი მაგარი ნიტო პონტი იყო ბიოსის მხრივ, სტაბილური არ იყო ყოველთვის, ზოგადათ კარგი გაგრილება-მაჩვენებლები ქონდა, მაგრამ რომ აიღებდი ხან რამებზე ატრაკებდა ხან სტაბილურობას კარგავდა სადაც არ უნდა დაეკარგა მაგ სეთინგებზე, მოკლეთ გამოუსწორებიათ ეგეთი პტობლემები რახან აღარ გაუხურებია შენთან, მანდ მართლა გამოდგომაზეა მაინც მემგონი, ერთხელ კარგათ წაიღოს შეიძლება, შემდეგ სერიაზე აიღებ და გაუბეროს ისევე, აქვს მნიშვნელობა ბიოსის რევიზიასაც ხშირათ, შეიძლება მანამდე ახურებდეს მერე დაფიქსონ, ან ახალმა ფიქსებმა სხვა პრობლემები მოიტანონს, ხდება ხოლმე ხანდახან ეგრე, ისე კი მაგ i9 მაზერებზე თავიდანვე თუ მიხედე მაღალი ვოლტაჟის პრობლემას არანაირი დეგრადაცია არ უნდა დაეწყოს მაშინ პროცესორზე და გამოცვლაც აღარ დაგჭირდება, გარკვეული პერფორმანსის დაგდება აქვს, მაგრამ პროცესორს აღარ უჭირს უკვე, მაქსიმალური ბუსტის ჩასტოტა უნდა დალოკო ასე 5.7GHZ მაინც ალბათ და ნორმა გაგრილებით არაფერი მოუვა i9-14900KS კი, თუ არ მიხედავ შეიძლება გაახუროს ბიოსის გადაფლეშვის შემდეგაც, თუმცა როგორც წესი მანდ უკვე გასწორებულია მაგ პროცესორებზე აგრესიული დაბუსტვა, რაც შეეხება ულტრა სერიას, არაა ჯერ ეგ მაქსიმუმი რაც მაგ პროცესორებს შეუძლია, ანუ ოქტომბერში თუ ნოემბერში რაც დაიბენჩა ეგ მაქსიმალურ პოტენციალს არ აჩვენებს მაგ სერიის, ლუბოი მოდელი რომ აიღო ალბათ უნდა გაიზარდოს შემდეგ განახლებებში წარმადობა, იმენა მიკროკოდებით უნდა გააუმჯობესოს წესით ინტელმა საერთო სიტუაცია მაგ პროცესორებზე, ბიოსებიც დაიხვეწება და ცოტათი კიდე დაუკლებენ ალბათ მაღალ ლატენტურობას რამებზე, მაგრამ 7800MHZ დაჟე ultra 5 მშვენიერ ფორმაში ყოფილა მიდ-ენდ მაზერებზე, თუ 8400 და ეგეთები გინდა უნდა აიღო კარგი კიტები და უფრო ძვირიანი მაზერი თურმე, ვინც იყიდა ეგენი იძახიან, 7800MHZ ადვილათ ადისო დაჟე ულტრა 5 მოდელზე 300$-მდე მაზერზეც კი, თუ უფრო მეტი გსურს მაზერიც უფრი კარგი ჭირდებაო უკვე + არ აწყენდა ბოლო ბიოსზე განახლება რაც არ უნდა იყოდო მაგ მაზერზე, ბლომათ აპდეიტებია გამოდიან და გამოვლენ მაგ სერიაზე, რაც არ უნდა იყოს ჩემი აზრით ეგ თუ არა რეფრეში ბევრათ კარგი პონტი იქნება უკვე თამაშებისთვისაც, ზოგადათ იძახიან ვინდოუს 12 ეგეთ პროცესორებზე მაქსიმალურათ მორგებული იქნებაო უკვე, ვინდოუს 11 სულ რაღაც დატვიკვები და სირობები ჭირდება ჯერ კარგ ფორმაში რომ მოიყვანო ეგეთი პროცესორი, დაჟე 9000 სერიის რიზენებზეც ქონდა პერფორმანსის დანაკარგი 24h2 ბილდებზე, მერე მგონი გამოვიდა ფიქსები მანდაც, ჩემი აზრით იმის კვალობაზე რომ ულტრას მულტითრიდინგი ამოღებული აქვს მთლიანათ, ანუ აღარ ქონია ვირტუალური 6-8 თრიდი დიდ პროცესორებზე, კიდე კარგათ უბერავს ამ ეტაპზე მაგხელა ლატენტურობით იგრებში ყველაფერი,მაგრამ მაგ ყველაფერს მოხოდავენ, ზოგადათ რომ დაანახო თამაშის დვიჟოკს მაგ პროცესორის ბლომათ პატარა ბირთვები მემგონი საკმაოთ გაზრდის ეგ საერთო წარმადობას როგორც მინიმალური ასევე საშვალო ფპს უკვე, მაგრამ 2K ან მითუმეტეს 4K არც ეხლა აქვს მაგ სერიაზე ისეთი დანაკარგი, მაგრამ ეგეთი დატვიკვები და ლოკები როგორც წინა სერიის ჰაი ენდებზე ახალ ulta 7-9 მოდელებზე აშკარათ აღარ ჭირდება, ისედაც სადღაც 30% ნაკლებ ენეგიას მოიხმარს ultra 9 VS 14900K და მაინც უფრო მაღალი წარმადობა აქვს რენდერი იქნება თუ მძიმე ტასკები მასეთი ვატებითაც კი, თან სული აშკარათ არ ძვრება ნორმა გაგრილებით, მაგ მხრივ ეგ ახლები უფრო უპრობლემოა, ისე მგონი ინტელი არ დანებებულა ჯერ და აპირებს პარალერულათ თავის ჩიპებზეც გამოუშვას ახალი სერიის პროცესორები მომავალში, ანუ ყველაფერი პადრიათ 3 ნანომეტრიან ან უფრო ახალ TSMC ჩიპებზე არ გამოვაო აწი, ისე კი მაგ ახალი ულტრა 200 სერიის დიზაინი აღებულია ფაქტიურათ მობილური სერიიდან ინტელის, ამიტომ ისეთი კარგი სიტუაცია რომ არაა ჯერ იგრებში მანდ გასაკვირი არაფერია პირველ სერიაში ჯერ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.