Jump to content

GTX 460(768MB) VS GTX260(Core216)


Recommended Posts

  • Replies 153
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ძალიან სასიამოვნოა ასეთი ტიპის თემები !

მაგარია ძალიან :)

ისე , ორივე ბარათის GPU-Z სქრინი რომ დაამატო თემაში მოუხდებოდა

Link to comment
Share on other sites

ძალიან დიდი მადლობა ამ მიმოხილვისთვის მაგრამ რატომღაც მგონია რომ E8400 ბოთლის ყელია GTX 460-ისთვის

თუცა შეიძლება ვცდები

Link to comment
Share on other sites

ძალიან დიდი მადლობა ამ მიმოხილვისთვის მაგრამ რატომღაც მგონია რომ E8400 ბოთლის ყელია GTX 460-ისთვის

თუცა შეიძლება ვცდები

არა სოსო ,ჩემი აზრით,ცდები

ძალიან შეკვეცილი გამოუვიდათ ეგ 768-იანი

როგორც ხედავთ უდიდესი განსხვავება არაა ჩვეულებრივ რეზოლუციაზე

1 გბიანის შემთხვევაში (not SE) განსხვავება საკმაოდ შესამჩნევი იქნებოდა

Link to comment
Share on other sites

Leonardo

გამარჯობათ ხალხო ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ისევ დავბრუნდი ჩემი ტესტებით :D როგორც მოგეხსენებათ მე არც ადრე ვტესტავდი ვიდეოებს ბენჩმარკებში და არც ეხლა ვაპირებ (ჩემზე კარგად გამოსდით ეგ საქმე აქ ისედაც ხალხს) ასერომ ჩემი ტესტები უშუალოდ თამაშებშია ჩატარებული... თამაშებში ტესტები ჩავატარე ძალიან მაღალ ნასტროიკებზე თავის PhysX High(Mafia2) და AA 4x-16x ებით დამთავრებული სხვადასხვა ახალ თამაშებში... ტესტირების დროს $#^#(|ადე რომ რაცშეიძლება ზუსტი ყოფილიყო შედეგები რაშიც დამეხმარა პროგრამა FRAPS-ი და მისი საშუალო FPS-ის საზომი (ერთიდაიგივე დატვირთულ კადრს ვრთავდი ჯერ ერთ ვიდეოზე და მერე მეორეზე და თითოეულ რეზოლუციაზე 2-2 წუთიან ტესტს ვატარებდი ასერომ მჯერა რომ შედეგები საკმაოდ ადეკვატურები გამოვიდა).

მოდი გადავიდეთ ტესტირების შედეგებზე და ვნახოთ თუ რამდენად ამართლებს GTX460-ი თავის სახელს ბევრისგან მსმენია რომ 460-ი 260-ზე ზოგან 50% ით უფრო ძლიერიც კი არისო რეალურად ასერომ მოდით ერთად ვნახოთ მითია ეგ ყველაფერი თუ რეალობა.

სატესტო სისტემა :

Cpu : E8400 3.0mhz

Ram : 4GB DDR2 1066mhz

MB : Asus Maximus Formula

PSU : RW850W

Driver : Forceware 270.61 (უახლესი 2 დღის გამოსული დრაივერი)

VGAS: Asus GTX260(896MB 448Bit Core 216) & Gigabyte GTX460 (768MB 192Bit)

1) Crysis 2

Posted Image

Full HD რეზოლუციაზე 460-მა თავის წინაპარს მხოლოდ და მხოლოდ 1 FPS-ით აჯობა, HD რეზოლუციაზე კი შედეგები იდენტურია

2) Mafia 2

Posted Image

აბსოლიტურად იდენტური შედეგები როგორც ჩანს GTX260-ის 448 ბიტი თავის სათქმელს მაინც იძახის ;)

3) Call of Duty Black Ops

Posted Image

HD[1280X720] რეზოლუციაზე GTX260-ი წინ გასვლასაც კი ახერხებს და ჯობნის GTX460-ს 6 FPS-ით თუმცა Full HD რეზოლუციაზე სიტუაცია იცვლება და წინ უკვე GTX460 გადადის 8 FPS-ით

4) Dragon Age 2

Posted Image

თამაში სადაც მართლა საგრძნობლად აჯობა ახალმა თაობამ ძველს აქ მართლა ვერანაერი კონკურენცია ვერ გაუწია 260-მა 460-ს

5) Dead Space 2

Posted Image

HD რეზოლუციაზე შედეგები იდენტურია ხოლო Full HD ზე GTX460-ი დაახლოებით 15% ით წინ გაიჭრა.

6) Left 4 Dead 2

Posted Image

1280X720 ზე კვლავ ტოლს არ უდებს GTX260-ი GTX460-ს მაგრამ Full HD-ზე ახალმა თაობამ მაინც აჯობა ძველს.

დასკვნა : მარკეტინგულ DX11.0-ს თუ გვერძე გადავდებთ მემგონი GT200-სერიის პატრონები კარგად უნდა დაფიქრდნენ უღირთ თუ არა თავიანთი ვიდეო კარტის გამოცვლა და GTX460-465 ებზე გადასვლა იქიდან გამომდინარე რომ წარმადობაში დრამატული მატება აშკარად არ შეინიშნება GTX260/275 იდან GTX460/465-ზე გადასვლის შემთხვევაში მაგრამ თუ ფულის მხრივ განსხვავება არ აღემატება 50-60$ს მაშინ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დაფიქრება და მაინც GTX460ის აღება იქიდან გამომდინარე რომ GTX460-ი GTX260-ზე ცოტა უფრო გრილია,ნაკლებ დენს მოიხმარს,ზომაში უფრო პატარაა,უფრო ჩუმია,ოდნავ უფრო ძლიერია და რაზგონის პოტენციალიც უფრო დიდი აქვს ვიდრე GTX260ს მაგრამ თავის მხრივ ის არავის არ ეგონოს რომ სხვაობა ისეთივე თვალში საცემი იქნება როგორც ეგ თავის დროზე 9800GTX-იდან GTX260ზე გადასვლის დროს იყო... მემგონი ამ Review-ის მერე ყველასთვის ნათელი და ცალსახაა ის რომ GTX285-ს რომ მიეღო ამ ტესტირებაში მონაწილეობა თუ ვის დარჩებოდა გამარჯვება წარმადობის მხრივ თუმცა აქვე დავამატებდი იმასაც რომ ვიდეოკარტა მარტო წარმადობით არ იზომება და მარტო ეგ ფაქტორი არ და ვერ იქნება გადამწყვეტი ჩვენს რეალობაში

საღოლ მაგარი მიმოხილვა გააკეთე :)

ისე მეც მაგ აზრზე ვარ 260 დან 460 ზე გადასვლაზე... :)

ეგ მხოლოდ მარკეტინგი და "თითქმის უმნიშვნელო" სხვაობაა და მეტი "არაფერი" :)

ხო ისე GPU-Z სქრინებსაც თუ დადებ კაის იზავ :)

მე + 1 :)

Link to comment
Share on other sites

ვახ თითქმის არარის გასხვავება 260ს და 768იანს შორის, მე პირიქით მეგონა :) ძალიან კარგი ტესტებია დიდი მადლობა

Link to comment
Share on other sites

+1 ჩემგანაც :thumbsup:

768მბ იანზე გადასვლა მართლა უაზრობაა, 1GB460ზე კი ღირს მაგრამ დღეს დღეობით ჩემი კარტა ყველა თამაშს უმკლავდება Full HDზე და +2 fpsს გამო არ ღირს არც 1GB460ის ყიდვა IMHO

თამაშებისთვის რაც მე მაქვს მასეთI დონის სისტემა სრულიად საკმარისია.

Link to comment
Share on other sites

ხო დიდი ვერაფერი კარტაა როგორც ჩანს, ნუ არარეფერენს ტოპ მოდელებს კიდე არაუშავს კარგათ რომლებიც რაზგონდებიან 1GB-ზე და მეტი ბიტზე,ეს 768მბ დიდი ვერაფერი კარტაა, თუმცა ფასითაც უფრო იაფი ჯდება, DX11-ზე თუ იღებ GTX560 მაინც უნდა აიღო FULL-HD-ზე სათამაშოთ

Link to comment
Share on other sites

კმაყოფილივარ რომ მოგეწონათ ჩემი განხილვა ხალხო ესეიგი ტყვილა არ მიშრომია :D... უცხოურ საიტებზე ზოგან GTX260 ძველ დრაივერზეახოლმე გატესტილი და ახალი სერიის კარტები კი ახალზე მე კი ორივე ერთიდაიგივე დრაივერზე დავტესტე და სხვაობა უფრო კარგად გამოჩნდა... რაც შეეხება იმას რომ 1GB ვერსია საგრძნობლად უფრო სწრაფია 768MB-იანზე ვერც მაგაში ვერ დაგეთანხმებით სხვაობა მანდაც მიზერულია... GTX460-ის მთავარი პლიუსები ჩემი აზრით მაინც დიდი რაზგონის პოტენციალი სიგრილე და სიჩუმეა.

პ.ს GPU-Zს სამწუხაროდ ვეღარ დავდებ იმიტომ რომ 260აღარ მაქვს :X.

Link to comment
Share on other sites

რატომღაც მგონია რომ ეს ტესტები ტყუიან :SNEMOTICON13:

ეს და კიდევ სხვა უამრავი რევიუ სხვა რამეს ამბობენ

http://www.anandtech.com/bench/Product/156?vs=170

+1 :)

Edited by sauron
  • Downvote 2
Link to comment
Share on other sites

sauron

მაგ Review-ში GTX460 გატესტილია 258.80 დრაივერზე მაშინ როცა GTX260 197.13-ზე + ჩემს ტესტებშიც ჯობია Full HDზე 460-260ს მაგრამ არა ისე როგორც ზოგს ეგონა და ისიც გაითვალისწინე რომ მე უფრო დატვირთულ და გადაჭედილ ნასტროიკებზე ვტესტავდი ვიდრე მაგ აბზორებშია დატესტილი ^^...

Link to comment
Share on other sites

რატომღაც მგონია რომ ეს ტესტები ტყუიან :SNEMOTICON13:

ეს და კიდევ სხვა უამრავი რევიუ სხვა რამეს ამბობენ

http://www.anandtech...duct/156?vs=170

+1 :)

შენ გგონია ეგ საიტები არ აპიარებენ ახალ პროდუქტს?

როგორც ლეონარდომ გითხრა დრაივერებშია საქმე.

გაეტესტათ GTX 260 იგივე დრაივერზე, რომელზეც 460 გატესტეს და იგივე შედეგები იქნებოდა.

რომლის უფრო გჯერა, ადამიანის რომელსაც არანაირი ინტერესი არ აქვს პროდუქტის გაპიარებისა თუ საიტის რომელიც აქტიურად აპიარებს ახალ პროდუქტს?

პ.ს. დიდი მადლობა ლეო, ძალიან კარგი და სასარგებლო თემაა :)

Link to comment
Share on other sites

მემგონი 260-დან 460-ზე გადასვლა მართლა არ ღირს და რამაინტერესებს DX11 იან თამაშებზე ჩართული გქონდა თუ ორივე ვიდეოზე 10/9 აყენია?

Link to comment
Share on other sites

კარგი ტესტია, ლეო, გმადლობ! :)

მაგრამ სოსოს მსგავსად მეც ბოთლის ყელი მგონია E8400 3 გჰც-ზე.

სხვა შემთხვევაში ზედმეტად დიდი სხვაობა გამოდის სხვა რევიუებთან შედარებით. მხოლოდ დრაივერის განახლებით IMHO თითქმის შეუძლებელია იმხელა სხვაობის გაბათილება.

სოსო, 260 შენც ხომ გაქვს, თუ არ გეზარება, გატესტე რა შენც 260 და 460 :) მართლა საინტერესოა E8400-ის ბრალია ასეთი მსგავსი შედეგები თუ მართლა ასეა. მე თვითონ ვაპირებდი 460-ის ყიდვას და ახლა შევყოვნდი :D

Link to comment
Share on other sites

მომენტ, იდეაში არცაა საჭირო, 460 ხომ გაქვენ, სიხშირეები იგივეზე რომ დაუყენო რაც ლეონარდოს ქონდა და თამაშების სეტინგებიც იგივე მისცე, საკმარისი იქნება :)

მაღალი შედეგი თუ მოგცა, ე.ი. ბოთლყელაა E8400 :)

Link to comment
Share on other sites

მომენტ, იდეაში არცაა საჭირო, 460 ხომ გაქვენ, სიხშირეები იგივეზე რომ დაუყენო რაც ლეონარდოს ქონდა და თამაშების სეტინგებიც იგივე მისცე, საკმარისი იქნება :)

მაღალი შედეგი თუ მოგცა, ე.ი. ბოთლყელაა E8400 :)

ეს SE ვერსიაა, სოსოს GTX460 კი ერთ-ერთი საუკეთესოა ამ მოდელიდან

მასე ძნელია გაგება

მაგრამ მეც მგონია რომ არ ყოფნის დუალ-ქორი 3Ghz-ზე

Link to comment
Share on other sites

დუალ ქორე 460ს კი არა 260საც არ ეყოფა IMHO

Link to comment
Share on other sites

მადლობა რევიუსთვის ! ! !

ეხლა მიხვდი რაც არი GTX460 :)

+1

Link to comment
Share on other sites

ხო 4GHZ-ზე დატესტვა ჯობდა რა თქმა უნდა როგორც მე ვამუშავებ, განსაკუთრებით GTX460-ს მოუხდებოდა, ეგ ერთი და მეორე GTX460-ის დათრევას ისევ ცოტა მაყუთის დამატება და ახალი GTX560-ის აღება ჯობია 17 მაისს რაც გამოდის, უფრო გრილიცაა და ცოტა უფრო ძლიერიც მაგ 460-ზე და ღირს 50$-ით მეტის მიცემა გეიმინგისთვის თუ გჭირდება რა თქმა უნდა და არა საბენჩაოთ

Link to comment
Share on other sites

მემგონი 260-დან 460-ზე გადასვლა მართლა არ ღირს და რამაინტერესებს DX11 იან თამაშებზე ჩართული გქონდა თუ ორივე ვიდეოზე DX 10/9 აყენია?

მემგონი 260-დან 460-ზე გადასვლა მართლა არ ღირს და რამაინტერესებს DX11 იან თამაშებზე ჩართული გქონდა თუ ორივე ვიდეოზე DX 10/9 აყენია?

:)

Link to comment
Share on other sites

მე თუ მკითხავ თუ FULL-HD მონიტორი გაქვს და აპირებ DX11 რეჟიმში თამაშს, ისე რომ სლაიდ შოუ არ გქონდეს და დაწეული გრაფიკა, სულ მცირე GTX560 Ti გჭირდება რამე კარგი ვერსია, ნუ ფიზიკის გარეშე კარგი პერფორმანსი ექნება ეხლანდელ იგრებში მაგ კარტას თითქმის ყველგან, დაახლოებით იგივენაირი რაც ჩემ კარტას აქვს DX9-10-ში

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.