kloud Posted November 8, 2010 Share Posted November 8, 2010 უკვე რამდენი წელია კომპიუტერის მომხმარებელს აწუხებს კითხვა:რამდენი GB მეხსიერება ეყოფა კომპიუტერს, რომ მან შეძლოს კომფორტულად ითამაშოს მაღალ გარჩევადობაზე ან ჩართოს ერთდროულად რადმენიმე პროგრამა, ისე რომ კომპიუტერს არ დაეტყოს წარმადობის შემცირება? რახან ნელ-ნელა ფეხს იკიდებს 3-არხიანი მეხსიერება i7-სთვის ჩვენ შევადარებთ 3GB, 6GB და 12GB ოპერატიულ მეხსიერებებს და ვეცდებით გავცეთ პასუხი ამ კითხვას. ტესტირებისა გამოყენებულ იქნა შემდეგი სისტემა: ოპერატიული მეხსიერებებიდან კი გამოყენებულ იქნა 3X1 GB Crucial Ballistix DDR3 1600,ხოლო 3X2GB და 6X2GB გამოყენებულ იქნა Kingston DDR3 2000 რომელიც DDR3-1600 რეჟიმში მუშაობდა ტესტების დროს,ტაიმინგები კი სამივე შემთხვევაშიიყოშემდეგი 8-8-8-24 და 1N, ხოლ ოყველა მეორადი ტაიმინგი BIOS-ში დაბლოკილი იყო Crucial-ის დონეზე რათა ტესტირება სამართლიანი ყოფილიყო. ტესტირებისას გამოყენებულ იქნაშემდეგი პროგრამები,ზოგიერთი მათგანი ოპტიმიზირებულია 64bit-ისთვის,რაც ნათლად ჩანს ცხრილშიც: ტესტების შედეგები: სხვაობა 3, 6 და12 GB-იან მოდელებს შორის ფაქტიურად არაა. ეს მოსალოდნელიც იყო რადგან თამაშებისთვის 3GB-ც საკმარისია თუნდაც მაღალ გარჩევადობაზე,რომ კარგი წარმადობა მოგვცეს. გადავიდეთ პროგრამებზე სხვაობა აქაც მიზერულია, ისეთი რომ ჩვეულებრივი მომხმარებელი ვერც შეამჩნევს. ახლაკი სატესტო პროგრამებზე გადავაიდეთ: აქ საგრძნობი სხვაობა მხოლოდ Sandra XII Memory Bandwidth შეგვიძლია ვნახოთ ქვედა სურათებში კი მოცემულია მიახლოებითი სხვაობა ზემოთ განხილული ტესტების მიხედვით %-ში(100%-ადმიჩნეულია 12GB მოდულების მიერ დაფიქსირებული შედეგები): როგორც ვხედავთ დღეისთვისარსებული პროგრამებისთვის დიდ მნიშვნელობასარ წარმოადგენსთქვენ კომპში 3GB, 6GB თუ 12Gბ მეხსიერება გაქვთ. მაგრამ ტესტირება ამით არ დამთავრებულა. ერთ-ერთი პლიუსი Vista-ში დიდ მეხსიერებას ის აქ რო მტქვენ გეძლევათ უფრო მეტი სივრცე ფაილების კესირებისთვის,რაც პროგრამების უფრო სწრაფ გაშვებას უზრუნველყოფს. ამის უფრო ნათლად დასანახად სისტემა გაიტესტა ჩართული Vista ReadyBoost-ით. პროგრამები რამდენჯერმე იქნა ერთიდაიგივე ტესტის დროს გაშვებული რათა ნათლად დაგვენახა რას მოგვცემდა ფაილების კეშირება და აი შედეგიც: ვინდოუსი მეხსიერების ზრდის შედეგად უფრო სწრაფად ირთვებოდა, პროგრამებიც პირველ გაშვებაზე სწრაფად ირთვებოდნენ იმ სისტემებში, რომლებშიც მეტი მეხსიერება იყო, მაგრამ განმეორებითი ჩართვისას სხვაობა მიზერული იყო. აი ცხრილშI ჩანს თუ როგორ იზრდებოდა Vista-ს მიერ კეშირებისთვის გამოყენებული მეხსიერება სისტმაში ოპერატიული მეხსიერების ზრდით,მაგრმა ამან შედეგი მოგვცა პროგრამებისმხოლოდ პირველი გასვებისას აგრეთვე სისტემები ტესტირებულ იქნა ერთდროულად რამდენიმე პრორამის ჩართვით, კერძოდ ერთდროულად იყო ჩართული DivX,Far Cry 2 და Internet Explorer-ის 100მდე ფანჯარა. ზრდა იყო მხოლოდ DivX-ში დაახლოებით 60%ით გაიზარდა კოდირების დრო,თუმცა მიუხედავად ამისა FPS თამაშში არ დავარდნილა. საბოლოო ჯამში მეტი მეხსიერების ქონას უარყოფითი არაფერი ქონია პირიქით ერთ ტესტში შეიმჩნეოდა საგრძნობი ნამატი და პროგრამების პირველადი გაშვებისას, მაგრამ შევეშვათ ამ პროგრამებს და გადავიდეთ სხვა მახასიათებელზე უფრო ზუსტად კი ვნახოთ რამდენ ვატს მოიხმარენ ისინი: როგორც ვხედავთ სურათიდან დაუტვირთავ რეჟიმში სხვაობა მეხსიერების 3-3GB-თი ზრდისას სისტემა მოიხმარს შესაბამსიად 10 ვატით მეტს, ხოლო დატვირთული რეჟიმის დროს კი მაქსიმალური სხვაობა ბევრაად მეტია და მთლიანი სისტემის მიერ მოხმარებული ენერგიის 20%-ს აღწევს. ასე რომ მგონი ადრეა ფულის ხარჯვა 3X2GB მეხსიერების მოდულებში, როცა ბევრად უფრო იაფად შეგვიძლია ვიშოვოთ 3X1GB მეხსიერების მოდულები თან ისეთი რომელიც კარგად დარაზგონდება(თუ არ ვცდები 1GB-იანი მოდულები უკეთ რაზგონდება ვიდრე 2GB-იანები) 6GB და მეტი მეხსიერების გამოყენება მხოლოდ სერვერებში და ისეთ კომპიუტერებში თუა მიზანშეწონილი სადაც გრაფიკულ პროგრამებთანაა სამუშაო. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ ნელ-ნელა მიმდინარეობს გა-64bit-იანება და ამ შემთხვევაში უკვე საჭირო იქნება 6GB მეხსიერება. არჩევანი თქვენზეა 6 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
giorgiusi Posted November 8, 2010 Share Posted November 8, 2010 საკმაოდ სერიოზული და საინტერესო ნამუშევარია. დიდი მადლობა ავტორს.. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted November 8, 2010 Share Posted November 8, 2010 რეალურად სისულელეა ანუ რა 3-6გბ იდეალურია ვისაც 1366 აქ 3Gბ ვისაც 1156 აქ 4Gბ მეტ იარაა საჭირო ჰა ჰა 6გბ და ეგაა მეტი არაფერში არ გამოიყენება 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted November 9, 2010 Share Posted November 9, 2010 ხო ეგრეა 3-4 GB სრულებით საკმარისია დღესდღეობით FULL-HD-ზეც კი გეიმინგისთვის და არა მარტო, თუ რამე სერიოზულ რენდერს არ აკეთებ 8 და 12GB არაფერში არაა საჭირო, 6GB მინახია გეიმერებს რომ ედგათ ხშირათ მაგრამ სრულყოფილათ იშვიათათ იტვირთება ხოლმე, მაქსიმუმ 2-3 თამაში მეგულება ისეთი რომ 5GB მარტო თამაში ყლაპავდეს ცალკე, 95% შენთვევაში ბოლო 1-2 წლის თამაშები 500MB-1GB დიაპაზონში ყლაპავენ ხოლმე 1680:1050-1920:1080 რაზდეშენიებზე, მეტი სულ 1-2 თამასში შემხვდა მე პირადათ 1680:1050-ზე, არადა ყველაფერს მაქსიმალურ ნასტროიკებზე ვაყენებ ხოლმე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
LEON Posted November 9, 2010 Share Posted November 9, 2010 ერთი 2GB-იანი მოდული მაქვს და უპრობლემოდ მუშაობს ჩემი კომპი. მაქსიმუმი დატვირთვა ვირტუალური მანქანის ჩართვისას ადგება ხოლმე. მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი კიდევ ერთ მოდულს დუალისთვის :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
დათო Posted November 9, 2010 Share Posted November 9, 2010 ერთი 2GB-იანი მოდული მაქვს და უპრობლემოდ მუშაობს ჩემი კომპი. მაქსიმუმი დატვირთვა ვირტუალური მანქანის ჩართვისას ადგება ხოლმე. მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი კიდევ ერთ მოდულს დუალისთვის მეც მასე ვარ ოღონდ მაგას + წესიერი დედადაფა :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Led Zeppelin Posted October 13, 2011 Share Posted October 13, 2011 მე 8GB მაქვს და უახლოესი 3-4 წელი არც ვაპირებ გამოცვლას,50$-ად ვიყიდე და წინ წავიგდე საქმე :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted April 15, 2013 Share Posted April 15, 2013 დღეს 8-ზე ნაკლების ქონა სისულელეა, ისე რაც მეტი გაქ მეტს იყენებს სისტემა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშო Posted April 15, 2013 Share Posted April 15, 2013 დღეს 8-ზე ნაკლების ქონა სისულელეა, ისე რაც მეტი გაქ მეტს იყენებს სისტემა 8-ზე მეტიც სისულელეა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kloud Posted April 15, 2013 Author Share Posted April 15, 2013 ცხადია დღეს უკვე ისე გაიაფდა ოპერატიუელბი რომ 8გბ უნდა იდგას ნებისმიერ კომპში, ეს სტატია რომ დავწერე მაშინ 300ლარი მაინც ეღირებოდა 8გბ-იანი მოდულები Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted April 15, 2013 Share Posted April 15, 2013 8-ზე მეტიც სისულელეა არ არი სისულელე, წინ მიდი ცხოვრება, 8 მინიმუმია დღეს, ჯერ ერთი 64 ბიტზე მეტი მიაქ, მერე ვინ8-ზე მეტრო აპლიკაციებიც ბლომად ჭამენ, ჩემი კომპზე ნაგრუზკის გარეშე მარტო ბრაუზერი მაქ გახსნილი 2.5-3.0 გბ მიაქვს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშო Posted April 15, 2013 Share Posted April 15, 2013 აუ ორი წლის წინ დაუწერია არ არი სისულელე, წინ მიდი ცხოვრება, 8 მინიმუმია დღეს, ჯერ ერთი 64 ბიტზე მეტი მიაქ, მერე ვინ8-ზე მეტრო აპლიკაციებიც ბლომად ჭამენ, ჩემი კომპზე ნაგრუზკის გარეშე მარტო ბრაუზერი მაქ გახსნილი 2.5-3.0 გბ მიაქვს ფულის ამბავია რა. თუ ბევრი გაქვს იყიდი რათქმაუნდა მაგრამ მაღალ სიხშირეზე 8გბიანი ოპერები რამდენიმე 2-3 წელი იმუშავებს ყველანაირი გაჭირვების გარეშე. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kloud Posted April 15, 2013 Author Share Posted April 15, 2013 აუ ორი წლის წინ დაუწერია ფულის ამბავია რა. თუ ბევრი გაქვს იყიდი რათქმაუნდა მაგრამ მაღალ სიხშირეზე 8გბიანი ოპერები რამდენიმე 2-3 წელი იმუშავებს ყველანაირი გაჭირვების გარეშე. 2 არა 4 მაინც იქნება მინიმუმ. 2010-ის ნოემბერში განახლება მოხდა ფორუმის და მაგიტო ყველა სტატია მაგ რიცხვითაა დათარიღებული რომელიც მანადმე დაიწერა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
leusbidz Posted April 15, 2013 Share Posted April 15, 2013 აუ ორი წლის წინ დაუწერია ფულის ამბავია რა. თუ ბევრი გაქვს იყიდი რათქმაუნდა მაგრამ მაღალ სიხშირეზე 8გბიანი ოპერები რამდენიმე 2-3 წელი იმუშავებს ყველანაირი გაჭირვების გარეშე. ამ დღეებში ვკითხულობდი ზუსტად რუსულ ფორუმებზე, 8 გბარისო მინიმუმი კაი მუშაობისთვის, მთლად კარგად ვერ ვერკვევი მარა მოკლედ დაახლოვებით ესე გავიგე რო ბევრი ოპერატიული როცა არის სისტემაც ბევრს იყენებს ვინჩესტერს სორდებ ნაგრუზკა და სწრაფდება სისტემა უფრო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშო Posted April 15, 2013 Share Posted April 15, 2013 2 არა 4 მაინც იქნება მინიმუმ. 2010-ის ნოემბერში განახლება მოხდა ფორუმის და მაგიტო ყველა სტატია მაგ რიცხვითაა დათარიღებული რომელიც მანადმე დაიწერა ააა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted February 22, 2014 Share Posted February 22, 2014 არ არი სისულელე, წინ მიდი ცხოვრება, 8 მინიმუმია დღეს, ჯერ ერთი 64 ბიტზე მეტი მიაქ, მერე ვინ8-ზე მეტრო აპლიკაციებიც ბლომად ჭამენ, ჩემი კომპზე ნაგრუზკის გარეშე მარტო ბრაუზერი მაქ გახსნილი 2.5-3.0 გბ მიაქვს კაცურად მითხარი მაგ 8 გბ -ს რა პროგრამით(ბით) ტვირთავ ბოლომდე ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted February 22, 2014 Share Posted February 22, 2014 კაცურად მითხარი მაგ 8 გბ -ს რა პროგრამით(ბით) ტვირთავ ბოლომდე ? ჩემთან მაგალითად თამაშისას ზოგჯერ browser-ს გახსნილს ვტოვებ, ან მერე თვითონ თამაშს ჩაკეცილს და ერთ-ორ საათში ისევ ვთამაშობ ხოლმე. აღარ ვუფრთხილდები რა RAM-ს და ასეთ რეჟიმში 4-5 მდეც კი ავდივარ ხოლმე. 1000-1200 chrome-ს მიაქვს ზოგჯერ მარტო. ისე კი COD GHOST-ს მიქონდა მარტო 6-6.5 GB და მარტო ეგ თამაში მქონდა ხოლმე ჩართული მეტი არაფერი, თორემ აღარ მყოფნიდა 8 GB. ეს თემა ცოტა ძველია. ისე კი დღეს ასე ვთქვათ 8 GB არის სტანდარტი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted March 8, 2015 Share Posted March 8, 2015 დღეს ასე ვთქვათ 8 GB არის სტანდარტი. დღესაც ეგრეა ჯერჯერობით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted March 8, 2015 Share Posted March 8, 2015 დღესაც ეგრეა ჯერჯერობით სტანდარტული მინიმუმი, თუ არი საშუალება 16 უნდა აიღო კაცურად მითხარი მაგ 8 გბ -ს რა პროგრამით(ბით) ტვირთავ ბოლომდე ? ამწუთას 2 ბრაუზერი მაქ გაქხსნილი ჯამში 22 ტაბით და 3.4გბ არის დაკავებული, ეხლა პახოდუ BF4-ს რო გავუშვებ 4-5გბ მაგას მიაქ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted March 8, 2015 Share Posted March 8, 2015 სტანდარტული მინიმუმი, თუ არი საშუალება 16 უნდა აიღო ხო ეგრეა, 8GB გინდა რომ არაფერში დალიმიტდე და 16 თუ გაქვს მერე შეგიძლია ნამეტანი გაიჯეჯილო 8GB მაქვს 775 სოკეტიდან მოყოლებული და ჯერჯერობით საკმარისია, ჯერ ლიმიტზე არ უმუშავია, ერთადერთი მაშინ აღარაა საკმარისი თუ მყარ დისკზე page file-ს გათიშავ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted March 8, 2015 Share Posted March 8, 2015 8gb-ზე მეტს ჯამში რედკათ ყლაპავენ ეხლანდელი იგრები 1080P-ში, ანუ სადღაც 12გბ სრულებით საკმარისი იქნება ვინდოუს 8.1 64 ბიტიანზე, 16გბ კი ზაპასით ყოფნის, 4K ეყოფა უბრალოთ კარტაც უფრო ძლიერი ჭირდება მაგ გაფართოვებაზე სასურველია 4 ან 6GB VRAM მაინც Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted March 8, 2015 Share Posted March 8, 2015 8gb არც გავსებულა, ძირითადათ 1440pზე ვთამაშობ, 16 რომ მქონდეს ალბათ გაივსებოდა 15გბ, მაგრამ ფპს ეგ არ მომატებს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted March 8, 2015 Share Posted March 8, 2015 8gb არც გავსებულა, ძირითადათ 1440pზე ვთამაშობ, 16 რომ მქონდეს ალბათ გაივსებოდა 15გბ, მაგრამ ფპს ეგ არ მომატებს. მარტო თამაშს რო ჩართავ კი, მარა ეხლა ჩემთან 3.8 გბ მარტო ბრაუზერებს მიაქ, ცოტახანში bf4-ს რო ჩავრთავ არ ვაპირებ ბრაუზერების გათიშვას, ასე რომ ეგრევე ავა 8გბ-ზე, ამიტომ ზალიან ახლო მომავალში ვეპირებ 16-მდე გაზრდას Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted March 8, 2015 Share Posted March 8, 2015 8GB-ზე არც მე მქონია ჯერ ლიმიტი(პეიჯ ფაილის გათიშვის გარდა ) მაგიტომაც არ ვფიქრობ 16GB-ზე, რაწამს ლიმიტზე მიდგება კი მივადგავ ერთ წყვილსაც, მარა ამ ეტაპზე ტყუილად არ მინდა ფინანსები დავხარჯო პ.ს 5-6 წელია 8GB ოპერა მაქვს და ბოლო 2 წელია რაც მართლა საჭიროება მოითხოვს, უბრალოდ თავის დროზე ისეთ იაფად დავითრიე რომ უარი არ ვთქვი, ფაქტიურად 2 GB-ს ფასად ვიყდე მაშინ 8GB david_888, პაწია ეკონომია გააკეთე დავით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted March 8, 2015 Share Posted March 8, 2015 პაწია ეკონომია გააკეთე დავითეკონომიას ზოგადად ვერვ ვიტან ვერაფერში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.