Jump to content

Recommended Posts

Posted
11 hours ago, david_888 said:

ეგრეა ეგრე, 10 წლის წინანდელია, გტა5-ს დონეზეა ზოგადად და მოდელები საერთოდ სასიზღრობა თავისი შუშის თვალებით და ტუპოუ გამემეტყველებით )))

 

aa1e7ea0d7f6b0c0226611280f2f3141.jpg

4:3 დაბალი რეზოლუციის გამოსახულებას თუ უყურებ კი

ჩართე 4K მაღალი ტექსტურებით და სეთინგებით (თუნდაც FSR 65%) და მერე ნახე, აქტიურ NPC-ებზე მაინც

თმის ყველა ღერი, სახის კანის ტექსტურა, ტანსაცმლის ტექსტურა ძალიან მაღალ დონეზეა თითოეული თმის ღერი და ტანსაცმლის ძაფი ჩანს 

1080P აფსკეილინგის გარეშეც ძალიან კარგად გამოიყურება

 

რა თქმა უნდა არის აქა იქ დაბალი რეზოლუციის ტექსტურები და ზოგიერთ ფონურ NPC-ს საშინელი სახე აქვს პერსონაჟის შემქმნელის რანდომიზაციის გამო თუმცა მხოლოდ ფონურ NPC-ებს სახელები რომ არ აქვთ

ყველა NPC-ს ინდივიდუალურად შექმნა ხო რეალურად წარმოუდგენელია ისედაც

Posted
6 minutes ago, gio_kiborg said:

4:3 დაბალი რეზოლუციის გამოსახულებას თუ უყურებ კი

ჩართე 4K მაღალი ტექსტურებით და სეთინგებით (თუნდაც FSR 65%) და მერე ნახე, აქტიურ NPC-ებზე მაინც

თმის ყველა ღერი, სახის კანის ტექსტურა, ტანსაცმლის ტექსტურა ძალიან მაღალ დონეზეა თითოეული თმის ღერი და ტანსაცმლის ძაფი ჩანს 

1080P აფსკეილინგის გარეშეც ძალიან კარგად გამოიყურება

 

რა თქმა უნდა არის აქა იქ დაბალი რეზოლუციის ტექსტურები და ზოგიერთ ფონურ NPC-ს საშინელი სახე აქვს პერსონაჟის შემქმნელის რანდომიზაციის გამო თუმცა მხოლოდ ფონურ NPC-ებს სახელები რომ არ აქვთ

ყველა NPC-ს ინდივიდუალურად შექმნა ხო რეალურად წარმოუდგენელია ისედაც

ჩართულიც მაქ და ნანახიც ყველაფერი, გავიგეთ რომ ძალიან მოგეწონა, მარა შენ გაიგე რომ შენ გარდა არავის მოგვწონს  )))

  • Upvote 1
Posted

ისეთი თამაშია გადმოწერადაც რომ არ ღირს :default_chojinfc:

პატარა მაინც ყოფილიყო

Posted

გასა

4 hours ago, david_888 said:

ჩართულიც მაქ და ნანახიც ყველაფერი, გავიგეთ რომ ძალიან მოგეწონა, მარა შენ გაიგე რომ შენ გარდა არავის მოგვწონს  )))

ეგეც გასაგებია  ყველა პოსტიდან ;)

მაგრამ შთაბეჭდილება მაქვს რომ არ აცალე რომ მოგწონებოდა, თავიდან რამდენიმე საათი არც მე აღმაფრთოვანა, მაგრამ მერე გრაფიკასაც უფრო დავაკვირდი თვითონ თამაშმა რომ შემითრია

რაც კი წუწუნა ვიდეოები ვნახე ყველგან ან ძალიან ზღვრული შემთხვევები აქვთ მოყვანილი, ან ძალიან დაბალი რეზოლუციის (თუნცაც ზედა სურათშ) და კარტოფილი გრაფიკა ჩანს

ტექსტურების რეზოლუციას და დეტალიზაციას რო შეეშვა, ფიზიკის (ნოვთების)  GTA დეტალიზაცია და ამ თამაშის ახლოსაც ვერ მივა ერთმანეთთან

გარემოში რაც არის ფაქტიურად ყველაფერი ფიზიკური ობიექტია თავისი ფიზიკის სიმულაციით, რაც ძალიან ბევრ რესურსებს მოითხოვს, თამაშინ ძრავი კიდევ არ არის ჯადოსნობა, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე შეძლო, სადღაც კომპრომისი უნდა გააკეთო, ან ძაან დიდი სისტემური მოთხოვნები გექნება

No Man Sky -ში Load Screen-ები არ არისო, და აქ 2-3 წამიანი ჩატვირთვები პრობლემა ყოფილა, NMS-ის გრაფიკა ლამის Cell Shaded არის და სამყაროს დეტალიზაციაც გაცილებით დაბალია

10+ წლის წინ GRID 2 გრაფიკა და ფიზიკა მომწონდა ძალიან (და ახლაც კარგი ჩანს) მაგრამ მერე დავაკვირდი მარტო მანქანაზე იყო ასე, დანარჩენი 60-70% ძალიან დაბალი რეზოლუციის ტექტურებით, დაბალი დეტალიზაციით იყო და მეტი არც სჭირდებოდა, იმიტომ რომ როცა თამაშობდი მანქანა იყო ძირითადი ყურადღების ცენტრში, აქ კი გადაწყვიტეს რომ მაქსიმალურად ინტერაქტიული სამყარო გაეკეთებინათ და პატარ პატარა ლოად სკრინები ჩაესვათ რომ დეტალიზაციის შემცირება არ დასჭირვებოდათ

შეიძლება მოგწონდეს, ან არა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ "10 წლის გრაფიკა აქვს", "ლოად სკრინებია სულ",  "ეს რა შუტერია"- ჩემი აზრით არ არის სწორი, გრაფიკა ძალიან კარგი აქვს უმეტესწილად, ლოად სკრინები 2-3 წამიანია თუ თამაშის მოთხოვნის მიხედვით SSD-ზე გიყენია, არ არის "მხოლოდ" შუტერი, და თუნდაც ხშირად ისროდე ჩემი აზრით გაცილებით უკეთესია ვიდრე GTA-ში თუნდაც, რა თქმა უნდა FPS-ის დონეზე არაა, მაგრამ არც მიზანი ყოფილა ეგ

გეიმფლეის რაც შეეხება, ხალხი სერიოზულად წუწუნებს, რომ პლანეტებზე წრეს ვერ ვატყამთო, კარგი რა ვინმეს სერიოზულად უნდა რომ პლაეტას წრე დაარტყას თამაშში? თუ ასე ძაან უნდა, "კიდეზე" რომ მიხვალ დაბრუნდი ხომალდთან და რუკაზე რამდენიმე პიქსელის მერე დასვი და გააგრძელე ან კიდევ ითამაშე რა თამაში

და კიდევ ერთი პლანეტიდან მეორეზე ვერ მიფრინავო (უფო სწორად მერე არაფერი შეგიძლიაო) და კარგი რა W-ზე 3 საათი ხელის დაჭერას რომ აზრი არ აქვს მაგაზე წუწუნებ?

ცოტა რეალისტურად შეაფასო უნდა და შანსიც მისცე და არა 15 წუთი ითამაშო და ნაგავიაო ჩამოწერო

Posted

დაიდო ეგ ბოლო 1.33 პაჩიც ვინც თამაშობს ლევი ვერსიას:

https://www.torrentleech.org/torrent/241131286

 

Posted

 

  • Upvote 1
  • 2 weeks later...
Posted

42 ვიდეოკარტა დაიტესტა Starfield-ში: https://3dnews.ru/1094030/gruppovoe-testirovanie-42-videokart-v-starfield ნუ 1080P სათამაშოთ მაღალ სეთინგებზე მინიმუმ საჭიროა 2080Ti ან 3070 ვიდეოკარტა მაინც, 2K კი უნდა სულ მცირე 3080 10გბ კარტა მაინც, მაგ 3000 სერიაზე არ კვდება ბოლომდე ფპს და შედარებით ნორმალურათ შეიძლება მაინც მაგის დახურვა ძალიან რომ არ დაუკლო სეთინგებს, ისე კი მაგაზე ძლიერი ნამდვილათ არაა ახალი 4070, ყველგან ერთნაირი ფპს აქვთ ძირითადათ მაგ კარტებს, ერთადერთი ახალი გაცილებით უფრო გრილია და ნაკლებ ვატებს ჭამს ძველზე + აქვს კეშინგიც, ამიტომ უფრო სუსტი ხარდით ფურცელზე მასეთივე წარმადობას დებს ეგ ახალიც რაც ძველზე იდება უფრო მეტი რესურსების გამოყოფით და მაღალი ტემპებით

Bethesda Game Studios Releases "Super Important" Update for Starfield: Now with FOV Slider! https://gamegpu.tech/game/bethesda-game-studios-releases-super-important-update-for-starfield-now-with-fov-slider

Posted

    
Starfield Update v1.7.36.0 დაიდო:

https://www.torrentleech.org/torrent/241138858

ისე რამდენიმე უზერს მაინც მოეწონა ეს თამაში ჩვენი ფორუმიდან, თუმცა დანარჩენები დიდათ ვერ მოიხიბლენ ამ ბეთესდას ახალი თამაშით, ალბათ მართლა ცოტა მლაშე და უინტერესო სამყარო აქვს, კრეატივიზმი აკლია და ალბათ შეიძლებოდა უფრო საინტერესო მისიებიც ქონოდა მაინც, იგრავოი პროცესი ბევრს არ მოეწონა და მობეზრდა მალევე, ეგაა ალბათ მაგ თამაშის მთავარი მინუსი, ისე ბოლო მასს ეფექტ ანდრომედაც დიდი ვერაფერი იგრაა, ეგ შეიძლება უფრო მეტს მოეწონა მაგრამ მესამეს დონის ეგ თამაში ვერ იყო, შეიძლება მაგიტომაც აღარ დაუანონსებიათ მეხუთე ნაწილი აქამდე

  • 2 weeks later...
Posted

მოდით კიდევ ერთხელ დავასხათ :D

წარმოიდგინეთ 2013 დან უკვე დაიწყო მოხოდვა და ფანების მოზიდვა ამ პროექტმა2015 დან ჰოვარდმა კაროჩე დედას ვუტირებთო.2018 დან გადავიდნენ უკვე მიდი მიდი გონია გვენძრევაო.რაც მივიღეთ იყო ხალხის დაგოიმება.აიღეს სქაირიმი დაანავაროტკეს ცუდათ და მიიღეს სირობა.ატვეჩაი ვარ კაი კომპანია 2 წელში დაწერს უკეთეს თამაშს.ამხელა დროში მე დავწერ ამაზე საინტერესო თამაშს.გრაფიკის გარეშე რათქმაუნდა.გეიმერები არ ყავთ იქ ვინმე რო რამე რჩევა მიცეს?

არაფერი არ გაუკეთებიათ რასაც 10 წლის წინანდელი სქაირიმი ვერ გაწვდებოდა.ნუ გრაფიკა შეცვალეს.

ზოგადად ენძრევა გეიმინგს.ასასინში და ქოლ ოფ დუთიში შოულობენ ფულს და არა მარტო. ყველაფერი ეგრეა თითქმის.გვადალუპესავითაა უკვე.მექანიკა აქვთ კომბატი აქვთ არაფერი ახალის მოფიქრება არ უწევთ.ენჯინში შეცვლიან ესეტებს და ჰოპ ახალი თამაშია.მოკუკეთ 5 თუმანი..აგეე 5 თუმანი დაგვასკდნენ ქართველებს :D გამოუშვი კაი და ვიყიდი

Posted
18 minutes ago, vechny said:

ზოგადად ენძრევა გეიმინგს

ყველაფერს ენძრევა და მათშორის გეიმინგსაც. კარგი და ხარისხიანი, წელიწადში ჰაჰა 2-3 გამოვიდეს. კიდევ კაი sony-იმ შეცვალა პოლიტიკა...

წეღან სადღაც წავიკითხე Spider-Man 2 pc-ზეც გამოვაო. პირადად მე მაგ თამაშის დიდი მოყვარული არა ვარ, მარა მაგის გარდა, სხვა ხარისხიანი ექსკლუზივებიც წამოვა

Posted
2 minutes ago, მიშკა said:

ყველაფერს ენძრევა და მათშორის გეიმინგსაც. კარგი და ხარისხიანი, წელიწადში ჰაჰა 2-3 გამოვიდეს. კიდევ კაი sony-იმ შეცვალა პოლიტიკა...

წეღან სადღაც წავიკითხე Spider-Man 2 pc-ზეც გამოვაო. პირადად მე მაგ თამაშის დიდი მოყვარული არა ვარ, მარა მაგის გარდა, სხვა ხარისხიანი ექსკლუზივებიც წამოვა

კიი სონის ძალიან მაღალი ხარისხი აქ.სულ რო შენი ჟანრი არ იყოს ისე ხარისხიანად აქვთ გაკეთებული რო კაია რა.მარა არ ვიცი მიშკა pc-ს სასტავმა არ გააფუჭოს ეგენიც.ხოარ ჯობია დარჩნენ ისევ ასე და ხანდახან გაგვახარონ კაი თამაშებით?

Posted
55 minutes ago, vechny said:

 pc-ს სასტავმა არ გააფუჭოს ეგენიც.ხოარ ჯობია დარჩნენ ისევ ასე და ხანდახან გაგვახარონ კაი თამაშებით?

რას გულისხმობ გაფუჭებაში? 

ისედაც "ხანდახან" არ გამოდის? მაქსიმუმ წელიწადში 2 თამაში 

Posted

ისე ცალკე სონის არც ისე ბევრი იგრები დარჩა ახლო მომავალში პს-ზე დასაპორტირებერი, მაგრამ მე როგორც ვიცი არ აპირებენო შეჩერებას მაგ იგრებზე, პირიქით დევებს იყვანენო ცალკე ბოლო ინფო ეგეთი დაიდო პს პლატფორმაზე თამაშების პორტირებისთვის, ეგ კი კარგი ნიუსია, იქნება ვინმე ნორმალურს დააპორტირებინონ შემდეგი სონის ყოფილი ექსკლუზივები, თორე ვინც აპორტირებდა ბევრი სტუდია სრული უვიცია მაგაში და არა მარტო last of us იყო კრივოი პორტირებით, მაგრამ პირველ რიგში ბევრს ეგ თამაში გაახსენდება ალბათ, უბრალოთ მართლა ვაკუუმია ხარისხიანი თამაშების სულ მცირე ბოლო რამდენიმე წელი, არა მარტო პს პლატფორმაზე, კონსოლებზეც ჭირს ძალზე მაღალი დონის იგრები ბოლო პერიოდში, სონიზეც სულ რამდენიმე თამაში გამოვიდა პს5 გამოსვლის შემდეგ ვარგისიანი, მულტიპლატფორმულ იგრებშიც ეგეთივე რაოდენობის თამაში ვარგოდა, თუმცა რა თქმა უნდა სონის მაგის გამო არ დაუწყია პს-ზე იგრების გამოშვება, უბრალოთ შეხედა სიტუაციას და მიხვდა რომ ვეჩნი ექსკლუზივების გარეშეც კი ამარცხებდა მიკროსოფტის ბოქს და კარგ კონკურენციას უწევდა, ამიტომ დროებითი ექსკლუზივებიც საკმარისია ბევრ თამაშზე, სონი მაინც ორჯერ წინაა ეხლაც კი უკვე ჯამური გაყიდვებით პს5 პრო გამოსვლამდე, მანდ არაფერი არ უჭირთ დიდათ, ამიტომ შემდეგშიც ვიხალავთ ალბათ პს-ზე სონის ბევრ თამაშებს, გაფუჭებას რაც შეეხება ვისაც არ მოსწონს შეუძლია ისევ პს5-ზე დახუროს მალევე ეგ თამაშები, ეგ იგრები უფრო იმათვისაა ვინც ძირითადათ ალბათ მაინც პს-ზე თამაშობს და პს5 არა აქვს, რახან ვერ ვიტყოდი რომ პს5-ზე ბევრათ ცუდ ვიდშია ეგ იგრები მაინც, ნუ ყველაზე ჰაი ენდ პს სისტემები რომ გამოვრიცხოთ დიდი სხვაობა არ იქნება ვიზუალში, მანდ უფრო ფპს-გაფართოვების თემაა მაქსიმუმ და იმისი რომ ბევრს ორივე პლატფორმაზე არა აქვს დოსტუპი და ისევ პს ვარიანტი ურჩევნია, მაგის ყიდვაც კი ძალიან ძვირი სიამოვნებაა უკვე, საშვალო დონის სისტემაც არ ჯდება იაფი, ჰაი ენდებს კი ერთეულები თუ გაწვდებიან თუნდაც ჩვენი ფორუმიდან, ხო კიდე დავამატებდი რომ პირველ რიგში სონის იგრების პს პლატფორმაზე გამოსვლის წინააღმდეგები პირველ რიგში ისევ და ისევ სონის კონსოლების ფანატები არიან, საშინლათ არ მოსწონს ბევრს ეგ ამბავი კომენტებს რომ ვუყურებ, ღალატს ააქვსო სონის მხრიდან ადგილი და ასე შემდეგ, ნუ ეგ უკვე ჩისტა ფანატიზმია და ვერ გაექცევი მაგას, თუმცა თვითონ სონისთვისაა კარგი პს-ზეც რომ გამოუშვას იგრები, რომ დაუთვლიათ კიდე 20%+ მოგებას იძლევაო საშვალოთ პს-ზეც გამოშვება ამა თუ იმ თამაშის, ანუ ორ ეგზემპლიარში ნამდვილათ არ ეყიდებათ ხოლმე პს-ზეც ეგ იგრები + რამეს ვინმეს რომ ითამაშებს პს-ზე, რაც მანამდე სონიზე არ ქონდა ნათამაშები შემდეგ ჯერზე ახალ ნაწილზე შეიძლება ეგრევე სონი დაითრიოს ისე მოეწონოს რომელიმე თამაში, ანუ დამატებითი რეკლამაა პს-ზე სონის იგრების გამოშვება და არა მგონია მაგან სონის კონსოლის ჯამური გაყიდვები დაწიოს მომავალში

  • Upvote 1
Posted
12 hours ago, მიშკა said:

რას გულისხმობ გაფუჭებაში? 

ისედაც "ხანდახან" არ გამოდის? მაქსიმუმ წელიწადში 2 თამაში 

კი ძირითადად ძველები გამოდის.ანუ ექსკლუზივები რო აღარ იყოს სონიზე და ეგრევე პისიზეც გამოვიდეს.ეხლა ვინუჟდენები არიან მაღალი ხარისხი ქონდეთ.ფაქტიურად თამაშის კიარა კონსოლის გაყიდვაც ჩაუვარდებათ სხვა შემთხვევაში

Posted

Starfield Thrives on PC Despite Xbox Exclusivity Marketing https://gamegpu.tech/game/starfield-thrives-on-pc-despite-xbox-exclusivity-marketing

  • 2 weeks later...
Posted

Starfield to Implement NVIDIA DLSS3 Technology Ahead of FSR3 https://www.guru3d.com/story/starfield-to-implement-nvidia-dlss3-technology-ahead-of-fsr3/

Posted

Starfield აპდეიტი დაიდო:

https://www.torrentleech.org/torrent/241155453

https://www.torrentday.com/t/7325260

მაქვს ისევ სამი ინვაიტი მაგ მეორე ტრეკერზე ვისაც უნდოდა მეილი მომწეროს პმ-ში და გამოვაგზავნი ინვაიტს, მაგ მეილით მერე რეგისტრაცია უნდა გაიარო და შეიყვანო ინვაიტიც, მეტი არაფერი არ უნდა, თუმცა წესების წაკითხვა არ იქნებოდა ურიგო, მალევე რომ არ აიკიდო ბანი

Posted

Starfield Beta Update: NVIDIA DLSS Support and Game Enhancements https://www.guru3d.com/story/starfield-beta-update-nvidia-dlss-support-and-game-enhancements/

Posted

Starfield v. 1.8.86 წარმადობის ტესტიროვკა დაიტესტა DLSS რისი თავი აქვს ნვიდიას კარტებს მაგ თამასში: https://gamegpu.com/rpg/role-playing/starfield-test-dlss აგრეთვე დაიტესტა სხვა ამდ კარტებიც მაგის გარეშე, მოკლეთ 1080P მინიმუმ ჭირდება DLSS 3070 კარტა მაინც, 2K კი 3080 10გბ, თუმცა მაგის გარეშე არ მოკვდება გარკვეული ტვიკინგის შემდეგ, კარტის რაზგონის და AA უფრო ბიუჯეტურზე ჩანაცვლების, ალბათ ახლოს იქნება მაგის შემდეგ 60ფპს-ან DLSS-ის გარეშეც

Posted

ეგ ბოლო პაჩიც დაიდო Starfield ElAmigos რელიზი: https://www.torrentleech.org/torrent/241168184

Posted

Bethesda Mocked After Requesting Starfield Nomination for Outstanding Visual Style Award https://gamegpu.tech/game/bethesda-mocked-after-requesting-starfield-nomination-for-outstanding-visual-style-award ჯობია ისევ მეექვსე ელდერ სკროლს და მეხუთე ფოლაუტს მიხედონ მაგათ, ამ თამაშმა ვერ გაამართლა ბოლომდე მოლოდინები, ზოგიერთებს კი მთლიანათ გაუცრუვა იმედები

Posted

ლანძღავენ სტიმზეო ამ თამაშს 

 

 

Posted

რამე ახალი ფილმი კოსმოსურ თემატიკაზე ხომ არ იცით?

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.