Jump to content

Recommended Posts

Posted

აზრი არააქ ეხლა ამის გადმოწერას, მუღამი დაგეკარგება თამაშის 5-6 საათის მერე ბაგები რო დაეწყოს და დაეწყება კიდეც, ჯობია დავუცადოთ რელიზს მერე  2-3 ფიქსი/აფდეითიც გამოვიდეს გასწორდეს თამაში

პატარა იგრა რო იყოს 2 დღეში დასახური კიბატონო, მარა ეს ისეთი რამეა 2 თვე უნდა იყომარო და მაგრა ტეხავს გარკვეული პროგრესის მერე იაღლიშები რო დაგეწყება

Posted

ვინც ითამაშეთ ვარგა საერთოდ თუ არ ღირს ჩაწერა? 

Posted

რუსიფიკატორი თუ უნდა ვინმეს მუშაა

https://www.playground.ru/starfield/file/starfield_rusifikator_dialogov_i_interfejsa_v2_1_segnetofaza-1648543

  • Thanks 1
Posted

ცოტა წავითამაშე მაგრამ ჯერ ვერაფერს ვიტყვი, გრაფიკა და გეიმფლეი კარგია, მე მომწონს, დღეს ცოტა შორს გავალ კიდე.

Posted

ისე ბეთესდას წარმომადგენელი იძახოდა ისეთი იგრაა ლამის 10 წელი არ მოძველდებაო მაგრამ მემგონი არაფერი ეტყობა ეგეთის წლები რომ არ დაანებებონ გეიმერებმა თამაშს თავი და კიდე დიდხანს დარჩეს აქტუალური, ნუ ახალი კონტენტის და ადონების გამოშვებასაც აპირებენ რომ გაიზარდოს კიდე იგრავოი დრო, მგონი რამდენიმე ადონზე იყო მინიმუმ ლაპარაკი, ისე 3-4 ფოლაუთზე ცუდ შთაბეჭდილებას მემგონი არ ტოვებს არც ეგ ახალი ბეთესდას თამაში, მაგრამ საერთო დონით მგონი ვერ აჯობა მაინც მაგ თამაშებს, მარტო გრაფიკით ალბათ, იგრავოი პროცესში და მისიებშიც იყოს შეიძლება რამე საერთო მაგ თამაშებთან, თუმცა ანტურაჟი და კონტენტი საკმაოთ განსხვავდება მაინც, აი მასს ეფექტთან საკმაოთ დიდი სხვაობაა თითქმის ყველაფერში, თუმცა ორივე ფანტასტიკაა და კოსმოსზე, მთავარი განსხვავება მაინც ისაა რომ იქ ოხრათ უცხოპლანეტელი რასები იყო, მათ შორის იგრავოი პერსონაჟები, აქ მინიმალური გავლენა აქვს უცხოპლანეტელებს, მარტო ადამიანები არიან და რაღაც მონსტრებია კიდე რომლების დაბრედვაც გიწევს სხვადასხვა პლანეტებზე, ასევე განსხვავდება საკმაოთ მისიები, სიუჟეტი მასს ეფექტში უფრო ჩამთრევი და საინტერესო იყო, ვინც ახალ მასს ეფექტს ელოდებოდა არა მგონია ბოლომდე გაუმართლოს ამ იგრამ იმედები, ვინც უბრალოთ კოსმოსზე თამაშს, მაგ შემთხვევაში არ ჩანს ცუდი თამაში ნამდვილათ, მემგონი მინიმუმ 3-4 ფოლაუტის დრო უნდა ამ ახალსაც დასახურათ, პატარა იგრა არაა როგორც არ უნდა შეამცირო დასახური დრო და გამოტოვო საიდმისიების ნაწილი, ზოგადათ კოსმოსის თემა ბევრს აინტერესებს და იზიდავს + საკმაოთ ცოტა ხარისხიანი იგრები გამოვიდა მაგ თემაზე და ამიტომ ძალზე დიდი სპროსი აქვს ამ თამაშს, იმაზე ბევრათ დიდი ვიდრე რეალურათ იმსახურებს თამაშის დონით ალბათ

Posted
2 hours ago, david_888 said:

რუსიფიკატორი თუ უნდა ვინმეს მუშაა

https://www.playground.ru/starfield/file/starfield_rusifikator_dialogov_i_interfejsa_v2_1_segnetofaza-1648543

100% ნათარგმნიაო უწერია. რანაირად მოასწრეს ამხელა მასალის რამდენიმე დღეში თარგმნა? პუტინის დედას რომ შე.....ი თორე, ეგ კამანდა ყოველთვის უშვებდა თავიანთ იგრებს რუსული ლოკალიზაციით. 

  • Upvote 1
Posted

30 მბ ცოტაა აუდიოსთვის მგონი

Posted
26 minutes ago, G1ORG1 said:

30 მბ ცოტაა აუდიოსთვის მგონი

აუდიო და კაი ცხოვრება სადაა )))

37 minutes ago, მიშკა said:

100% ნათარგმნიაო უწერია. რანაირად მოასწრეს ამხელა მასალის რამდენიმე დღეში თარგმნა?

არ ვიცი კი გადმოვწერე მარა არ მითამაში, პროსტა ჩავრთე 5 წუთი და ტიტრები რუსულაადაა 

  • Haha 1
Posted

აბაა, მაგრად ტეხავს ტიტრები მარტო 

Posted
47 minutes ago, G1ORG1 said:

30 მბ ცოტაა აუდიოსთვის მგონი

აუდიო არც მიგულისხმია კაცო. ეგ რომც მოინდომონ და გაახმოვანონ, მინიმუმ 6 თვე მაინც დასჭირდება. hogwarts legacy რომ გამოვიდა, რომელიღაცა რუსულმა კანტორამ დაიწყო ფულის გროვება. 2 კვირაში ააგროვეს მაგრამ  დღესაც არ მორჩენილან

Posted

 

 

Starfield Upscaler - Replacing FSR2 with DLSS or XeSS https://www.nexusmods.com/starfield/mods/111

 

Posted

დილის მერეა ვთამაშობ,

დიდად ბაგები არ შემიმჩნევია, ერთი vsync თუ გავთიშავ იქრაშება, მაგრამ.ეს შეიძლება dlss მოდის ბრალიც იყოს

სხვა მხრივ სერიოზული ბაგები არ შემხვედრია,

გრაფიკა კარგია, მაგრამ არა გადასარევი, ბევრი სხვა თამაშია უკეთესი გრაფიკით და გაცილებით უკეთესი წარმადობით. 60% იანი სკალირებით (dlss) საშუალოდ 60 fps ზე ძლივს ავედი ჩემს სისტემაზე (4K/High), მარა სტატერს არ შეუწუხებივარ, FPS დაბლაც რომ ჩამოდის, სტაბილურადაა არ დახტუნავს

გეიმფლეის თავიდან უნდა მიეჩვიო რომ დაამუღამო კონტროლი და ორიენტაცია ზოგადად, მერე საინტერესო ხდება.

ერთი რჩევა: caps lock-ით სირბილი ჩართეთ, თორე სიარული საშინლად ნელია და სპრინტი (shift) 100 მეტრში ცლის ჟანგბადს.

ჟანგბადი/ნახშირორჟანგის მექანიკა არ მომეწონა, უფრო სწორად ძალიან შემზღუდავია, 100 მეტრზე მეტი უნდა ირბინოს ადამიანმა სუთქვის შეკვრის გარეშე და ნახირორჟანგი საიდან გროვდება? (მითუმეტეს სკაფანდრი თუ არ გახურავს) იდეაში პირიქითაა... ჰიპერვენტილაცია ხდება როცა სწრაფად სუნთქავ..

 

  • Upvote 1
Posted

თუ დიდათ არ ეცემა ფპს 60-ზე ქვემოთ საკმაოთ კარგათ ეხმარება ესე იგი ეგ ლევი DLSS მოდი, რახან მაგის გარეშე და ულტრა პრესეტზე მაგ კარტაზე 30-32ფპს აქვს საშვალოთ 4K , მაგრამ არც ჰაიზე მოუმატებდა რეზკათ ფპს, ეხმარება ეგ მოდი აშკარათ მაგხელა წარმადობის გასანვითარებლათ,კიდე დაფიქსონ რაღაცეები შეიძლება და უფრო გაიზარდოს წარმადობა მაგის შემდეგ, 2K გაფართოვებაზე კიდე უფრო კარგ ფორმაში იქნება ეგ კარტა ან 4070

 

Posted

კაროჩე რევიუებს ვუყურე ახლა და მგონი რომ საერთოდ არ ჩავიწერ ამ თამაშს მიუხედავად იმისა რომ ოფიციალური გასაღები მაქვს პრემიუმ ედიშენის. იმენა მაგარი შეზღუდული თამაშია, კოსმოსზეა და ფაქტობრივად არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. დეკორაციებია თითქმის ყველაფერი, არა და ისეთი პირი უჩანდა შედევრი უნდა გამოსულიყო

Posted

ჯერ ჯერობით ვთამაშობ, მაგრამ მგონია მალე მივაშლი :gigi:

გადახტომას ვერ ვაკეთებ და რას დავაჭირო

 

Starfield_2023_09_03_18_54_27_711.jpg

Posted
2 hours ago, G1ORG1 said:

გადახტომას ვერ ვაკეთებ და რას დავაჭირო

წაშლას :D

  • Thanks 1
Posted

მაგის გარდა მგონი ყველაფერა დავაჭირე :gigi:

Posted

ერთ წელიწადში შეიძლება კიდე რაღაცას დაემსგავსოს DLC-ით და პაჩებით მაგრამ არამგონია მაინც. თამაშის ძრავია უძველესი და ნაგავი. ჯერ მარტო იმდენი Loading Screen-ა რომ მარტო ეგ დაგიკარგავს თამაშის მუღამს, ელემენტარული ხომალდში რომ შედიხარ იქაც კი ლოადინგია შენობებში შესვლაზე ხომ საუბარი არ არის საერთოდ

Posted

მოკლეთ საშინლათ არეკლამებდენ ამ თამაშს რაც ბეთესდა შეისყიდა მიკროსოფტმა და საბოლოო ჯამში ის არ გამოვიდა რასაც გვპირდებოდენ მაგ დონის და მაშტაბის, თან მაგ მორალურათ მოძველებულ დვიჟოკზე რატომ შეჩერდნენ არ ვიცი, დევების ბრალია თუ რამე შეეშალათ თავიდან, მემგონი დევია უვიცი და ახალ დვიჟოკზე შეიძლება არც იციან ნორმალურათ მუშაობა

Posted
4 hours ago, G1ORG1 said:

ჯერ ჯერობით ვთამაშობ, მაგრამ მგონია მალე მივაშლი :gigi:

გადახტომას ვერ ვაკეთებ და რას დავაჭირო

 

Starfield_2023_09_03_18_54_27_711.jpg

GR-ზე უნდა მისცე ენერგია (რომელიმე სისტემას მოაკლო)

Alt დააჭირე და AD-ით ირჩევ სისტემას, WS-ით ენერგიის მომატება/მოკლებას

ერთი ბარიც ყოფნის, უბრალოდ დიდხანს უნდება მომზადებას (თუ არ გესვრიან, არაუშავს რამდენიმე წამს)

 

შევდივარ მუღამში თანდათან, მთელი დღე ვთამაშობდი

  • Thanks 1
Posted
6 hours ago, Gobro said:

არა და ისეთი პირი უჩანდა შედევრი უნდა გამოსულიყო

შედევრი ცალსახად არაა

Posted

იტოგში დიდი disappointment-ია ეს თამაში :default_chojinfc: 

Posted

youtube-ზე დადებითი რევიუ ვერ ვნახე ყველა ლანძღავს უაზრობააო, 100+ საათი რო ითამაშეს ეგეთი ხალხიც მაგას ამბობს რო უშინაარსო თამაშია, პლანეტები ყველა ერთნაირია და არსაც არაფერი არ ხდება, კვესტებიც უაზრო და ყველა კარის გაღებაზე ჩატვირთვები სრულიად საზოგადოებას აცობებს, ბრაფიკა რო ნაგავია მაგაზე აღარაა ლაპარაკი, მოკლედ გადმოწერაც გადავიფიქრე

Posted
15 hours ago, George said:

მოკლეთ საშინლათ არეკლამებდენ ამ თამაშს რაც ბეთესდა შეისყიდა მიკროსოფტმა და საბოლოო ჯამში ის არ გამოვიდა რასაც გვპირდებოდენ მაგ დონის და მაშტაბის, თან მაგ მორალურათ მოძველებულ დვიჟოკზე რატომ შეჩერდნენ არ ვიცი, დევების ბრალია თუ რამე შეეშალათ თავიდან, მემგონი დევია უვიცი და ახალ დვიჟოკზე შეიძლება არც იციან ნორმალურათ მუშაობა

ღადავი ის იქნება Elder Scrolls-იც ამ ძრავზე რომ გამოუშვან, არც გამიკვირდება ეგეც რომ იკადრონ 😁

Posted
15 minutes ago, Gobro said:

ღადავი ის იქნება Elder Scrolls-იც ამ ძრავზე რომ გამოუშვან, არც გამიკვირდება ეგეც რომ იკადრონ 😁

ამ თამაშზე იმდენი მისხმა და რეფანდი იქნება რო ვეღარ გაბედავენ

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.