Jump to content

i3 1115G1 vs 1115G4 vs 1125G4 რომელი ჯობია?


Recommended Posts

გამარჯობა,

გადავხედე ნოუთბუქებს 1500 ლარამდე რაც იყიდება საქართველოში მაღაზიებში და რამდენიმე ავარჩიე, ერთნაირი აქვთ ყველაფერი მხოლოდ პროცესორებში არის განსხვავება და დაზუსტება მინდა. როგორც ვხვდები მაგალითად 1.0ghz_იან i5ს ჯობია 3.0ghz i3, base frequencyს ვგულისხმობ რა თქმა უნდა. 50 ლარით მეტი ღირს i3 1115G4 3.0-4.1ghz ვიდრე i3 1115G1 2.2-3.9ghz i3 - ამ ორიდან რომლის ყიდვა ჯობია? მე პირველს ვფიქრობ. ისე რამე გადახურების პრობლემა ხო არ ექნება 3.0იანს? და საერთოდ დიდ სხვაობას მომცემს პერფორმანსში?

კიდევ მაინტერსებს ეს პროცესორი i3-1125G4, i3 2.0-3.7ghz ოღონდ 4 ბირთვიანია, კეშიც მაღალი აქვს 8მბ, მაგალითად i3 1115G4 3.0-4.1ghz აჯობებს? single threadზე დაბალი აქვს და ეს დაბალი სიხშირე დიდად ჩამორჩება მაგალითად იმ 3.0იანს? და ადვილად შესამჩნევი იქნება? თან 1400 ლარადაა ამ პროცესორიანი ლეპტოპი.

 

და ბოლოს აქ დავწერ ბარემ, ყველას 256 ssd აქვთ და გამოცვლა თუ შეიძლება? ზოგს ეს აწერია PCle NVme , ზოგს SSD და PCle SSD, რომელი უფრო იშოვება ასევთქვათ, სიჩქარე ალბათ მეტნაკლებად ერთნაირი აქვთ ხომ?

 

Link to comment
Share on other sites

1125G4 ყველაზე ძლიერი მაგ სამიდან, ორ ბირთვით მეტი აქვს და მაგიტომ, ორივე იშოვე ეხლა, არ უნდა იყოს გამოცვლაზე პრობლემა

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ზუმერში ვნახე hp ლეპტოპს აქვს ეს პროცესორი 1400 ლარად და ანუ ღირს ხომ ყიდვა? https://zoommer.ge/hp-15s-78v30ea-natural-silver

Configurable TDP-up Base Frequency  2.00 GHz ეს აწერია ინტელის საიტზე და რამე კონფიგურაცია ხომ არ უნდა ? ანუ ხო არ ვცდები 2.0 რომ არის base frequency ამ პროცესორს?

Link to comment
Share on other sites

პროცი ნორმალურია, 4-ვე ბირთვი 3.3-მდე იბუსტება

პროსტა 8გბ რამი ძაან ცოტაა და ეჭვი მაქ მეორე სლოტი არ ექნება მაგ ლეპს

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ვისაც უნდა ლეპტოპი, 4გბ ოპერატიულიანი აქვს ახლა ძველი i3 და ნორმალურად ამუშავებდა , ვიდეოებსაც კი არედაქტირებდა , მარტივ დავალებებს ვგულისხმობ, და წესით 8 გბ და თან გაცილებით მაღალი სიხშირის პრობლემას არ შეუქმნის. დაბუსტვა არ აინტერესებს , 2.0 თუ აქვს საწყისი სიხშირე კარგია. თამაშები არ აინტერესებს.

უშუალოდ ბროუზინგის დროს, კინოების ყურების დროს, მაიკროსოფტ ოფისის ხმარებისას და "ცოტათი" ვიდეო/აუდიო დამუშავებისას ხომ არ გაუჭედავს? ასევე ფოტოშოფშიც მარტივი დავალებები რომ შეასრულოს

Link to comment
Share on other sites

10 minutes ago, 123omari123 said:

დაბუსტვა არ აინტერესებს , 2.0 თუ აქვს საწყისი სიხშირე კარგია.

თავისით იბუსტება ისვე როგორც ყველა პროცი

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ანუ რომ დავაზუსტო საბოოლოდ ამ ორიდან რომელს იყიდით?

https://alta.ge/computers-and-office/pcs-notebooks-tablets/notebooks/asus-x515ea-bq1189-slate-grey.html

https://zoommer.ge/hp-15s-78v30ea-natural-silver

Link to comment
Share on other sites

მეორე ჯობია მაინც, უბრალოთ ვინდოუსი რომ არ მოყვება მაგიტომ შედარებით იაფი ჯდება და ვიდზეც სულ უბრალოა

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ჩვეულებრივად ხომ შევძლებ მაგალითად windows 10ის დაყენებას და გააქტიურებას?

Link to comment
Share on other sites

კი თავისუფლათ, ლიცენზიური ვინდოუსი არ მოყვება უბრალოთ, როგორც ბევრ ეგეთ ნოუტზე

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

base frequency სად მოწმდება? my computer>propertiesში წერია ჩემთან და ვენდო? რაც მაქ წერია რეალურია? გადამოწმება მინდა მაინც რაღაცა უცნაურად აქვთ შემოტანილი 4 ბირთვიანი i3 საქართველოში, არა? არ შემხვედრია არსად, თან რომ ვკითხე base frequency რამდენი აქვს, დაგირეკავთო და არ შემხმიანებიან, 900mhzზეც ყენდება და არ ქონდეთ ჩამოწეული.

Link to comment
Share on other sites

i7 4 ბირთვიანია მაგ კონკრეტულ სერიაში, უბრალოთ უფრო ძლიერი ინტეგრირებული აქვს და მაღალი ჩასტოტა იმაზე, ყველაზე მძლავრია i7-1195G7 ეგ ყველაზე სუსტი, მაგრამ მაინც 4 ბირთვიანია

Link to comment
Share on other sites

2 hours ago, George said:

i7 4 ბირთვიანია მაგ კონკრეტულ სერიაში, უბრალოთ უფრო ძლიერი ინტეგრირებული აქვს და მაღალი ჩასტოტა იმაზე, ყველაზე მძლავრია i7-1195G7 ეგ ყველაზე სუსტი, მაგრამ მაინც 4 ბირთვიანია

ვერ მივხვდი ჩემს პოსტთან რა შუაშია?

Link to comment
Share on other sites

ნუ უცნაური კი არა და უფრო იშვიათობაა ეგ მოდელი, ამიტომ ჩვენთანაც რედკათ გხვდება მაგრამ ენტრი ლეველ 4 ბირთვიანია და თვითონ თუ არასწორათ დაწერეს რომ ნოუტში ეგ კონკრეტული მოდელი აყენია ეგ არ ვიცი, გადაამოწმებინე რას ყიდიან, ანუ მაგ სერიაში. არის i3 i5 და i7 4 ბირთვზე, G თუ აწერია ბოლოს 11 სერიას ან 2 ბირთვზეა ან 4-ზე ეგეთი, სხვა ვარიანტები არ გამოუშვია ინტელს, გამოირჩევა უფრო მძლავრი ინტეგრირებული ვიდეოკარტით ვიდრე თუნდაც 6-8 ბირთვიანი პროცესორები 11 მობილური სერიიდან, მგონი 2GHZ მუშაობს ეგ პროცესორი და იბუსტება 3.7GHZ მაგრამ 8 თრიდი არა, ჩასტოტების შემოწმება თუნდაც აიდაში შეიძლება ნაგრუზკაზე რამდენზე ადიან ბირთვები, გადახურება თუ დაიწყო ტროტლინგს იწყებს და ეცემა ჩასტოტა

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ერთერთ ნაკლებად ცნობილ მაღაზიაში ვნახე ეს ნოუთბუქი ედოთ , მივწერე ახლა და მითხრეს რომ 2.0გჰც არისო. მერე კიდევ რაღაც ქართული მაღაზია ვნახე გუგლში 1000 ლარად უდევთ ,  რას ჩალიჩბენ ვერ მივხვდი :D , მოკლედ ასეა თუ ისე საბოლოოდ ჯობია ეს 4 ბირთვიანი 2.0იანი იმ 2 ბირთვიან 3.0იანს, თან კეშიც დიდი აქვს 8 მბ და იმას 6მბ, საინტერესოა 4კ ვიდეოზე თუ გაჭედავს. მის ინტეგრირებულ ვიდეო კარტაზე მოვიძიე ინფორმაცია და ჩემდა გასაკვირად ბოლო წლების ბევრ თამაშს უშვებს საშუალოდ 25-40 ფპსზე.

Link to comment
Share on other sites

არ ჭედავს 4K HDR ვიდეოებს ეგეთი, მაგას ნამდვილათ ერევა, სანამ 12 და 13 სერია არ გამოვიდა ყველაზე მძლავრი ინტეგრირებული ინტელის პროცესორებში  i7-1165g7 ქონდა, მაგაზე კიდე უფრო მძლავრია i7-1195g7 მაგრამ ძალიან დიდი სხვაობა აღარაა უკვე, ჩასტოტებშია უფრო განსხვავება

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ეგ ლეპტოპი მაქვს მეც, მოდელი საიტზე უცნაურად წერია, მაგრამ აშკარად იგივე ლეპტოპია. ეს -> https://support.hp.com/ie-en/document/c07148987

1125g4 ბევრად ჯობია 1115-ს. ebay-ზე იყო ახალი ფაქტობრივად 800 ლარამდე დამიჯდა. სერიოზული battery life აქვს. მაგრად დაუხვეწიათ ეს ახალი თაობები. წინა i5 5300u მქონდა ძველი ლეპტოპი და 2-3 საათს მუშაობდა. ამან 7 სთ-მდე გამიძლო პირველად გავგიჟდი :D

კლავიატურა და build quality-თ ბევრად ჩამორჩება იმ ჩემ წინა thinkpad-ს. ცალ ხელში რომ იღებ touchpad-ს აღარ ეჭირება, მაგრამ performance-თ ოჰოჰო შეჭამს იმას.

ორი სლოტი აქვს 32 GB RAM მაქვს მე ჩადგმული და PCie gen 4 1 TB ssd მაგის მხარდაჭერაც აქვს. ადრე მქონდა i7 3770 როცა მეფე იყო და ამ u სერიის პროცმა ყველაფერში საგრძნობლად აჯობა. ნუ სხვაობა 8 თაობაა და სხვაგვარად შეუძლებელიცაა.

დასაშლელად საზიზღრობაა. რეზინის ფეხები რომ აქვს მთელ გაყოლებაზე მაგის ქვევით აქ ბოლტები. 1-ხელ მაქ ჯერ დანაშლელი. 2-3 ჯერ რომ ააძრობ აღარ დაიკრობს იმ ფეხს კარგად და მოგიწევს დაწებება შენით. thinkpad ამ მხრივაც ჯობდა.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

კი 15.6 ინჩიანია ეს ოღონდ, ხო მაგიტომ მიკვირს რაღაცა უცნაურად წერენ მოდელებს გუგლში არ იძებნება. NVMe M.2 სსდ წავა ხომ ? მაგ. ეს https://alta.ge/computers-and-office/pc-components/hdd-ssd/kingston-nv2-500gb-m2-snv2s-500g.html     ან ეს 

https://alta.ge/computers-and-office/pc-components/hdd-ssd/500gb-samsung-980-pro-nvme-m.2-ssd-mz-v8p500bw.html 

მე მხოლოდ იმაზე ვყოყმანობდი რომ ამ 2.0გჰც-ს ჩვეულებრივი ხმარების დროს (ბრაუზინგი, ვიდეო , ოფისი ...) არ აჯობოს იმ 3.0იანმა. ამ დროს ხო ის 4 ბირთვი არ ირთვება/იტვირთება? და იქ როგორაა 2-ვე ბირთვი მუშაობს?

Link to comment
Share on other sites

თუ ჯობია წარმადობით მარტო ორ ბირთვზე, ისე ლამის 20-25% სხვაობაა და ეგ მინიმუმ ანუ ჯობია რა თქმა უნდა 4 ბირთვიანის აღება 8 თრიდზე ვიდრე 2 ბირთვიანი პროცესორის, ჩასტოტა მაგას არ უშველის დიდათ, ვიდეოებს კი ინტეგრირებული ვიდეოკარტა რომ აქვს მაგაზე GPU აქსელერაცია მუშაობს და 5-ზე გაუშვებს 4K HDR ფორმატსაც კი

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

1 hour ago, George said:

ვიდეოებს კი ინტეგრირებული ვიდეოკარტა რომ აქვს მაგაზე GPU აქსელერაცია მუშაობს და 5-ზე გაუშვებს 4K HDR ფორმატსაც კი

4k-ც კი არა აგერ დავტესტე ამ წამს 8k youtube-ზე

3 წუთნახევარი ვუყურე 0 dropped frame. თან მთელი პროექტები და რეები არ მაქ ეხლა გაშვებული. 5000 ქულას დებს GB 5-ში multi thread-ში და 1400 single thread-ში. მეც გამაკვირვა თავიდან არ ველოდი ასეთი მძლავრი თუ იყო უკვე ლეპტოპის u სერიის პროცესორები, მაგრამ ფაქტია აგერ low end i3-ც კი ძალიან მაგარია.

თამაშებს რაც შეეხება BF3-ს უშვებს full hd-ზე medium-ებზე 40-50 FPS-ზე. CS:GO საც ნორმალურად გათამაშებს, მაგ თამაშს cpu უნდა უფრო და მაგაში მაგ 1115-ს სახეს გააძრობს

2023-02-24_19_03_13_630794794.png

lol

8K 60 FPS-ც გავუშვი და თავისუფლად მიაქვს თვითონ ნეტი და wifi მიჭედავს უკვე. 50 Mbit/s მაქვს თორე არც ამაზე ექნებოდა dropped frame-ები.

2023-02-24_19_23_30_759290095.png

3 hours ago, 123omari123 said:

კი 15.6 ინჩიანია ეს ოღონდ, ხო მაგიტომ მიკვირს რაღაცა უცნაურად წერენ მოდელებს გუგლში არ იძებნება. NVMe M.2 სსდ წავა ხომ ? მაგ. ეს https://alta.ge/computers-and-office/pc-components/hdd-ssd/kingston-nv2-500gb-m2-snv2s-500g.html     ან ეს 

https://alta.ge/computers-and-office/pc-components/hdd-ssd/500gb-samsung-980-pro-nvme-m.2-ssd-mz-v8p500bw.html 

მე მხოლოდ იმაზე ვყოყმანობდი რომ ამ 2.0გჰც-ს ჩვეულებრივი ხმარების დროს (ბრაუზინგი, ვიდეო , ოფისი ...) არ აჯობოს იმ 3.0იანმა. ამ დროს ხო ის 4 ბირთვი არ ირთვება/იტვირთება? და იქ როგორაა 2-ვე ბირთვი მუშაობს?

ხო 15.6 იანი ყოფილა შენი. მე 14-იანები მევასება უფრო.

GHZ-ებს არ უყურო დამიჯერე. თვითონ უფრო კარგად იცის როდის დაბუსტოს. windows-ზე საუკეთესო წარმადობას რა გასაკვირიც არ უნდა იყოს მაძლევდა power save mode-ში როცა ვაყენებდი. გრილიც იყო თუ არაფერს აკეთებდი და თუ რამე ბუსტავდა გემრიელად. dual channel უნდა იყოს აუცილებლად RAM თორემ ბევრად ბანძია ისე. რომ ვიყიდე 1 ცალი 8 GB RAM იდგა და 2 ცალი 16 რომ ჩავაყენე და PCIe gen 4 გაფრინდა ლეპტოპი. თამაშებში კოლოსალური სხვაობა მისცა dual channel-მა თან ეს 3200-იანებია და რაც იდგა ეგ თუ სწორად მახსოვს 2400 თუ 2666 იყო.

აი ეს ssd ჩავაგდე მე https://www.amazon.com/dp/B098WL46RS?psc=1&ref=ppx_yo2ov_dt_b_product_details  81$ ანუ 220 ლარი დაჯდება ჩამოტანიანად 1 TB PCIe gen 4-ა

ცეცხლის ფასი აქვთ აქ რაამბავია 300 ლარი 500-იანში. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

დაუშვად იგივე რაოდენობა რომ დავტოვო რამი ოღონდ ერთი რვიანის მაგივრად ორი 4 გბიანი რომ ჩავდგა, აქვს აზრი ? თანხის პონტში ვამბობ, და ასევე მაგალითად ძველი სსდ რომელსაც ამოვუღებ გაიყიდება რამე ნორმალურ ფასში? ხო მართლა დუალ ჩანელზე რომ იმუშაოს ბიოსიდან დაჭირდება გადაყვანა? ჩემს პერსონალურ კომპზე ბიოსიდან გავასწორე.

რა კარგი ფასდაკლებები ყოფილა აგერ ვნახე კიდევ https://www.amazon.com/SAMSUNG-PCIe-Internal-Gaming-MZ-V8P1T0B/dp/B08GLX7TNT

Link to comment
Share on other sites

15 minutes ago, 123omari123 said:

დაუშვად იგივე რაოდენობა რომ დავტოვო რამი ოღონდ ერთი რვიანის მაგივრად ორი 4 გბიანი რომ ჩავდგა, აქვს აზრი ? თანხის პონტში ვამბობ, და ასევე მაგალითად ძველი სსდ რომელსაც ამოვუღებ გაიყიდება რამე ნორმალურ ფასში? ხო მართლა დუალ ჩანელზე რომ იმუშაოს ბიოსიდან დაჭირდება გადაყვანა? ჩემს პერსონალურ კომპზე ბიოსიდან გავასწორე.

რათქმაუნდა 2 ცალი 4-იანი ბევრად აჯობებს 1 ცალ გინდა 8-ანს და გინდა 16-იანს. ორ არხში პარალელურად მუშაობს. ნუ ეხლა 8 ფიზიკურად თუ არ ყოფნის საქმეს მაგაზე არ ვამბობ რათქმაუნდა. 1 ცალი 8 მოყვება დიდი ალბათობით მაგას და გირჩევ მეორეც მიუსვი გვერდით თუ 3200-იანი იქნა. თუ არადა თუ გაქაჩავ 2 ცალი 8-იანი მაინც ჩაუსვი 3200 mhz-იანი. თუ არადა რაც იქნება ეგეთივე 8-იანი. დუალ ჩენელის გასათიშიც არ აქვს BIOS-ში :D HP-ს ბიოსებს არ აქვთ ხოლმე ბევრი არაფრის შეცვლის საშუალება. ჯამში 8 დღეს ძალიან ცოტაა მითუმეტეს შენ თუ windows 11-ზე გინდა. თან ამაზე თამაშებსაც ითამაშებ და 8 არ გეყოფა. რომ გავტესტე ჩართვისას 4+ RAM მიქონდა და რაღა რჩება. მე linux-ს ვიყენებ და მე კი მეყოფოდა 0.2 GB RAM მიაქ ჩემ სისტემას ჩართვისას :D, მაგრამ რაღაც სოფტებს ვიყენებ სადაც რაც მეტი მექნება მით უკეთესი :)

თავისას რათქმაუნდა გაყიდი, mymarket-ზე შეაგდე. თუ სწრაფად გინდა ნახე სხვების ფასები და ოდნავ ნაკლებად გაყიდე. თან ახალი ssd იქნება უხმარი და ეგეც დაწერე რომ სულ ახალ კომპს ამოაცალე. უბრალოდ აქ თუ აპირებ ლეპტოპის ყიდვას გარანტიიდან მოგიხსნიან რომ დაშლი და შეცვლი შიგნეულობას.

თუ იცი როგორ, ჩემი რჩევაა რომ გამოწერო ssd-ც და RAM-ც. 32 GB ram-ში ახალში სადღაც 240-250 ლარი გადავიხადე, როცა აქ მარკეტზეც კი ტიპებს 400-450 ები ედოთ ამ სიხშირის ამ ზომის RAM-ებზე.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

გასაგებია დიდი მადლობა რჩევისთვის, ჩემთვის არ მინდა პირადად ახლობლისთვის მინდა, და მაგას ვურჩევ მეც რაც დაწერე თუ ფასში აწყობს. ვინდოუს 10ს დავაყენებ მაინც ჯერ ალბათ. სსდ ალბათ უფრო მარტივად გაიყიდება ისე ვიდრე რამი.

Link to comment
Share on other sites

ვიყიდე მოკლედ ეს ნოუთბუქი, Hpს საიტზე არის დრაივერები განსხვავებული ნოუთბუქისთვის ამომიგდო ავტომატურად, თავის მოდელის ნომერს რომ ვწერ თავიდან აგდებს მაგრამ მერე მაინც ამ ნოუთბუქის დრაივერებში გადავყავარ hp-15-f2000-laptop, ბარემ განახლებული დრაივერების ჩაწერა მინდა პირდაპირ ინტელის საიტზე მივუთითე 11th Generation Intel Core Processors და  ვნახე ეს ვიდეო კარტის დრაივერი Intel® Arc™ & Iris® Xe Graphics აწერია თვითონ ფაილს, მაგრამ აღწერაში ეს ვნახე 11th Generation Intel Core Processors with Intel Iris Xe Graphics and Intel UHD Graphics (Codename Tiger Lake, Tiger Lake–H, Rocket Lake) და წავა ხომ თუ იცით? ამ i3ის ვიდეო კარტა არის Intel UHD Graphics tiger lake. ისე ბევრი ერთი და იგივე სხვადასხვა ბრენდის დრაივერები წერია hpის საიტზე. მაგალითად რომელი ავარჩიო Wlanის დრაივერად mediatek, realtek, intel?

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.