Harmony Lines Posted January 22 Share Posted January 22 მოკლედ მსგავსი თემა ვერ ვნახე აქ და მგონი ღირს რომ გაიხსნას თემა ამ საკმაოდ საინტერესო სპორტის სახეობაზე... მოგეხსენებათ MMA ანუ mixed martial arts არის შერეული ორთაბრძოლების ხელოვნება, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ბრძოლის სტილს, როგორიცაა, კრივი, კიკბოქსინგი, ჯიუჯიცუ, გრემფლინგს და ა.შ. ამ სპორტის სახეობაში ყველაზე ცნობილი ორგანიზაცია და მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არის UFC (ultimate fighting championship). ბოლო 2 წელიწადში საკმოად წინ არის წასული საქართველო ამ სპორტში და 5 აქტიური მებრძოლი გვყავს ამ ორგანიზაციაში, მათ შორის 4 საუკეთესო ტოპ 15-ს წევრები არიან. ქართველი მებრძოლები UFC-ში: მერაბ დვალიშვილი (The Machine) , გიგა ჭიკაძე (Ninja), რომან დოლიძე (The Caucasian), ილია თოფურია (el matador) და გურამ ქუთათელაძე (Georgian Viking). ამათგან ყველაზე ტიტულოვანი ამჟამად მერაბ დვალიშვილია, რომელიც საუკეთესოთა შორის მესამე ადგილზეა რანკინგში და მას ბრძოლა აქვს ჩანიშნული რუს მეორე ადგილოსან პიოტრ იანთან 11 მარტს, ეს ბრძოლა იქნება ქართული ბრძოლის ისტორიაში პირველი ბრძოლა რომელიც Main Card ივენთად არის ჩანიშნული UFC-ში. წინა ბრძოლა მერაბმა დომინირების ხარჯზე მოუგო ბრაზილიელ UFC-ს ლეგენდას ჟოზე ალდოს რის ხარჯზეც ის შევიდა ტოპ 3-ში. მერაბის რეკორდია 15-4-0. მას UFC-ში ზედიზედ 8 წაუგებელი ბრძოლის სერია აქვს ჩატარებული. რომან დოლიძე რომანმა UFC-ში კარიერა ძალიან გვიან დაიწყო, არც ისეთი ცნობილი მებრძოლი არ იყო 2022 წლამდე, ბოლო 1 წელიწადში მან ზედიზედ 3 ბრძოლა ჩაატარა და 3-ვე ფაქტიურად დაფინიშებით დაასრულა, რის გამოც ის ტოპ 15-ში მე-8 ადგილზე დაჯდა და ის 2022 წლის ერთ-ერთ საუკეთესო და გამორჩეულ მებრძოლად დაასახლეს UFC-ს საინფორმაციო პლატფორმაზე, მას 18 მარტს აქვს ბრძოლა ჩანიშნული ასევე საკმაოდ ძლიერ მეოთხე ადგილოსან იტალიელ მარვინ ვეტორისთან. რომანის რეკორდია 11-1-0. UFC-ში ზედიზედ მას 5 ბრძოლა აქვს მოგებული. ილია თოფურია ილია ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლია UFC-ში ის 25 წლის არის და მას კარიერაში წაგება საერტოდ არ აქვს, ნამდვილი სიკვდილის მანქანაა, დახვეწილი ტექნიკით, მისი ბრძოლის სტილია ბრაზილიური ჯიუჯიცი. მან UFC-ში უკვე 5 ბრძოლა ჩაატარა, აქედან 3 ნოკაუტით დაასრულა, ხოლო ბოლო ბრძოლა საბმიშენით. ბოლოს ის შეხვდა ამერიელ წაუგებელი სერიის მქონე ბრაის მიჩელს რომელიც სასტიკად გალახა და ბოლოს საბმიშენით დაუსრულა ბრძოლა. მისი რეკორდია 13-0-0. 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gamer-4ever Posted January 23 Share Posted January 23 ვაა მაგარი თემა გაგიხსნია ბრო, მომწონს ამ სპორტის სახეობა ოღონდ აი ძველი სასტავი რო იყო ,ძაან ძლიერები იყვნენ ისენი თან მაშინ წონით არ იყო ეგრევე შეაგდებდენ რინგზე და ეგ იყო მაგარი სანახავი , ეხლა კიდე წონითი კატეგორიებია და აღარ უყურებ აღარც ქართველებს და აღარც უცხოელებს ძველი მოჩხუბრებიდან ჩემი ფაფორიტი იყო Ken Shamrock ი , საშინელი ტიპი იყო 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted January 23 Share Posted January 23 მე ბოქს ვუყურებდი სერიოზულათ ტაისონის პერიოდში, ჰოლიფილდამდე ალბათ, კლიჩკოები რომ გამოჩნდენ დავასრულე ბოქსის ყურებაც, მაგის შემდეგ აღარ მიტაცებს დიდათ ორთაბრძოლები, თუმცა ჩვენ სპორცმენებს ვბალელშიკობ ხოლმე ოლიმპიადებზე, მასეთ სახეიობებში მართლა დიდი მიღწევები გვაქვს, ბოქსის გარდა 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted January 23 Share Posted January 23 2 hours ago, Gamer-4ever said: ძველი მოჩხუბრებიდან ჩემი ფაფორიტი იყო Ken Shamrock ი , საშინელი ტიპი იყო ყოჩაღი იყო ნამდვილად, მე დონ ფრაის ბრძოლები მომწონდა, მასწავლებელიც კარგი ყავდა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gamer-4ever Posted January 24 Share Posted January 24 20 hours ago, Gogla1990 said: ყოჩაღი იყო ნამდვილად, მე დონ ფრაის ბრძოლები მომწონდა, მასწავლებელიც კარგი ყავდა ხოო მახსოვს ეგეც მაგარი იყო , კიდე ძაან ძლიერი Dan Severn ი იყო , მგონი ფოტოზე მარცხნივ ეგაა , აი ეგენი იყვენ ვინც იყვნენ მაშინ ეს იყო მაგარი ბრძოლა ორი უძლიერესი მოჩხუბარი შენ რენდელმანიც გემახსოვრება ძველი მოჩხუბარია ეგეც , რინგზე ხტუნაობდა გორილასავით იყო რო შეხედავდი ეგრევე შიშს იწვევდა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted January 24 Share Posted January 24 11 minutes ago, Gamer-4ever said: კიდე ძაან ძლიერი Dan Severn ი იყო , მგონი ფოტოზე მარცხნივ ეგაა კი, ეგ იყო ფრაის მასწავლებელი 12 minutes ago, Gamer-4ever said: შენ რენდელმანიც გემახსოვრება ძველი მოჩხუბარია ეგეც , რინგზე ხტუნაობდა გორილასავით იყო კაი ტიპი იყო, სამწუხაროდ დაიღუპა კაი ხნის წინ მირკო კროკოპი რომ დაანოკაუტა და ემილიანენკო კისერზე დაარჭო, თითქმის ჯიბეში ქონდა ჩემპიონობა, მაგრამ რავი რანაირად გადარჩა ემილიანენკო და 1 წუთში მკლავის გაუჭიმა და მოუგო იგორ ვოვჩანინი ჩხუბობდა კიდევ ძალიან მაგრად მაგ პერიოდში ტოპ მებრძოლი ვინც იყო ყველა ვიცი და ყველას ორთაბრძოლა ნანახი მაქვს, ადრე მაინტერესებდა, მართლა ორთაბრძოლები იმართებოდა, ეხლა უმეტესობა ტაკიმასხრობა და შოუს დადგმაა, წელიწადში 3-4 წესიერი ბრძოლა თუ იმართება, ადრე კიდევ 3-4 მაგარი ბრძოლა ერთ საღამოს იმართებოდა 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Harmony Lines Posted January 25 Author Share Posted January 25 მიხარია რომ მოგწონთ მმა, მაგრამ გული დამწყდა რომ თანამედროვეობაში აღარ უყურებთ, არადა ეს სპორტის სახეობა დღითიდღე ვითარდება, ორგანიზაციების რიცხვიხ საკმაოდ გაზრდილი. ბევრი მებრძოლი ემატება და ემატება ყოველწლიურად, მირკო კრო კოპი, რმილიანენკო და ეგ თაობა ნამდვილად საოცარ ბრძოლებს მართავდნენ იმ პეროდში, მაგრამ დღესაც არანაკლები იმართება, დაღესტნელები თუნდაც უმაგრესები არიან, ჯერ ხაბიბმა რა გააკეთა ისე წავიდა სპორტიდან დამარცხება არ ქონდა კაცს და ზედმეტი თრეშთოქების და ჩასვრების გარეშე. რომანას ჩხუბები ერთი დიდი სანახაობაა, ილიასიც. შეიძლება მთლიან საღამოს ყველა ბრძოლა არ გამოდიოდეს სანახაობრივი, მაგრამ ეგრეც ნუ დავაკნინებთ მმას. გიგა ჭიკაძე ვს კელვინ კატარი ნახეთ ეს ტაკი მასხარაობა როგორაა... მართალია ჩვენმა წააგო აქ მაგრამ მაინც ბოლომდე იდგა მთელი 5 რაუნდი. აი ეს არის ნამდვილი მებრძის სული... ძველებიდან კროკოპის და ემილიანენკოს ბრძოლას ვთვლი რომ მმას ისტორიაში საუკეთესო ბრძოლაა: 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gamer-4ever Posted January 25 Share Posted January 25 On 1/24/2023 at 8:48 AM, Gogla1990 said: კი, ეგ იყო ფრაის მასწავლებელი ხოო აი აღარ მახსოვდა , მაშინ ვიდეო კასეტებზე ვყიდულობდით რა დრო იყო ნუ იმ კასეტებსაც თავის მუღამი ქონდა რა On 1/24/2023 at 8:48 AM, Gogla1990 said: კაი ტიპი იყო, სამწუხაროდ დაიღუპა კაი ხნის წინ მირკო კროკოპი რომ დაანოკაუტა და ემილიანენკო კისერზე დაარჭო, თითქმის ჯიბეში ქონდა ჩემპიონობა, მაგრამ რავი რანაირად გადარჩა ემილიანენკო და 1 წუთში მკლავის გაუჭიმა და მოუგო ეგ ბრძოლა აღარ მახსოვს , კი მოკვდა ეგ ვიცოდი , მგონი გულმა დაარტყაო , ისე ბევრი ბოდიბილდერები დაიხოცნენ გულით , ვერ უძლებს ამხელა მასას და თან სიმძიმეებზე ვარჯიშს 6 hours ago, Harmony Lines said: მიხარია რომ მოგწონთ მმა, მაგრამ გული დამწყდა რომ თანამედროვეობაში აღარ უყურებთ, არადა ეს სპორტის სახეობა დღითიდღე ვითარდება, ორგანიზაციების რიცხვიხ საკმაოდ გაზრდილი. ბევრი მებრძოლი ემატება და ემატება ყოველწლიურად, მირკო კრო კოპი, რმილიანენკო და ეგ თაობა ნამდვილად საოცარ ბრძოლებს მართავდნენ იმ პეროდში, მაგრამ დღესაც არანაკლები იმართება, დაღესტნელები თუნდაც უმაგრესები არიან, ჯერ ხაბიბმა რა გააკეთა ისე წავიდა სპორტიდან დამარცხება არ ქონდა კაცს და ზედმეტი თრეშთოქების და ჩასვრების გარეშე. რომანას ჩხუბები ერთი დიდი სანახაობაა, ილიასიც. შეიძლება მთლიან საღამოს ყველა ბრძოლა არ გამოდიოდეს სანახაობრივი, მაგრამ ეგრეც ნუ დავაკნინებთ მმას. ხო მე არ უყურებ , კონორ მაკგრეგორი ხო როგორი ცნობილია და არცერთი ბრძოლა არ მინახავს ალბათ იმიტო რო წონითი კატეგეორიებია და მაგიტო, აი თავიდან მთელი ინტერესი იყო იმაში რო ბრძოლა წესების გარეშე ერქვა და წონებს არ უყურებდენ , შეაგდებდნენ რინგზე და ეგ იყო სანახაობა , ანუ ქუჩურმა ჩხუბმა წონები არ იცის , იმარჯვებს ძლიერი და მორჩა ,თან მაშინ სხვა შარმი ქონდა რაღაცნაირი , ეხლა კიდე შეცვლილია და ინტერესიც დამეკარგა ნუ ეგ იმას არ ნიშნავს რო ცუდია , აი ქართველებიც დაემატა და ეგეც იწვევს ინტერესს , აი შენ რო უყურებ და გაინტერესებს ესეიგი ააქვს თავისი საინტერესო მხარე ალბათ , აი ჩემთვის დიდი ხანია დაკარგა ინტერესი კიდე გამახსენდა ძლიერი მოჩხუბარი Bas Rutten -ი , ესეც მაგარი ცხუბი იყო დახოცეს ერთმანეთი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted January 25 Share Posted January 25 9 hours ago, Harmony Lines said: დაღესტნელები თუნდაც უმაგრესები არიან, ჯერ ხაბიბმა რა გააკეთა ისე წავიდა სპორტიდან დამარცხება არ ქონდა კაცს და ზედმეტი თრეშთოქების და ჩასვრების გარეშე აი ზუსტად პუტინის ხელის ბიჭი ხაბიბი და მაგის ყეყეჩი ბანდა რომ ეტალონი გახდა, მანდ დამთავრდა მაგ სპორტისადმი ჩემი აქტიური ინტერესი 10 hours ago, Harmony Lines said: გიგა ჭიკაძე ვს კელვინ კატარი ნახეთ ეს ტაკი მასხარაობა როგორაა... ნანახი მაქვს ყველა, ჩვენებისას მაინც ვადევნებ თვალს დოლიძე კარგია, მაგრამ ზედმეტად ხისტია, მოქნილობა აკლია, ჭიკაძე მშვენიერია, მაგრამ პარტერში ვერაფერს აკეთებს, თოფურია ბრწყინვალეა 2 დღის წინ თუთარაულმა იჩხუბა და ძალიან დასანანი მარცხი ქონდა, თუმცა კაი ბიჭი ჩანს და ჯერ წინ აქვს ყველაფერი 2 hours ago, Gamer-4ever said: ეგ ბრძოლა აღარ მახსოვს 3 hours ago, Gamer-4ever said: Bas Rutten მაგარი ტიპი იყო, კომენტატორობა უფრო გამოსდიოდა, თან სულ ხუმრობდა და მაიმუნობდა 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Harmony Lines Posted January 26 Author Share Posted January 26 21 hours ago, Gogla1990 said: აი ზუსტად პუტინის ხელის ბიჭი ხაბიბი და მაგის ყეყეჩი ბანდა რომ ეტალონი გახდა, მანდ დამთავრდა მაგ სპორტისადმი ჩემი აქტიური ინტერესი რაც პუტინმა დაღესტანს გაუკეთა და მასიურად დაიწყო ომში გაწვევები ოჯახების, მეეჭვება ისევ პუტინის ხელის ბიჭი იყოს ხაბიბი, და რაც თქვი "ყეყეჩი ბანდა" ალბათ UFC-ს ისტორიაში ყველაზე გაწონასწორებული და მშვიდი ბუნების მებრძოლია ერთ-ერთი ხაბიბი, ვინც შეურაწყოფა მიაყენა ეროვნებას, ოჯახს და რელიგიას ეს იყო მაკგრეგორი და მისი გუნდი, მაკგრეგორმა მაგრად დაიწყო მაგრამ დაუკრეფავში არ უნდა გადახვიდე, თრეშ ტოქსაც აქვს თავისი საზღვრები, ეგ თრეშ თოქი არ იყო, რაც მაგან და მაგისმა გუნდმა აკადრეს ხაბიბის ოჯახს, რელიგიას ეროვნებას, არ მინდა ისე გამომივიდეს რომ ხაბიბს ვიცავ, მაგრამ ფულს იშოვი და მილიოენრი გახდები და პოპულარული არ უნდა ნიშნავდეს რომ კაცობა დაკარგო და ადამიანური სახე რაც კონორს დაემართა. ჩხუბი რომ დასრულდება ხელი უნდა ჩამოართვა შენს ოპონენეტს, მეორე კიდე საქმიტ უნდა დაამკტიცო და კი ვნახეთ რინგზე ვერაფერი ვერ შესთავაზა ხაბიბს კონორმა, ვერც დგომში და ვერც პარტელში. ახლა რაც შეეხება რუსეთს, ეგ რომ ოკუპანტია და პუტინი რომ საზიზღარი დიქტატორია მაგას ამ შემთხვევაში რა აზრი აქვს. დაღესტნელები რატომ არიან მაგრები მაგაზე გავცეთ პასუხი, ამასწინათ ისაუბრა ერთ-ერთმა ქართველა ყოფილმა mma-ს მებრძოლმა, გასვლითი ტრენინგები რომ გვქონდაო დაღესტანშიო, ტურნიკს ვერ ნახავდი რიგები რომ არ მდგარიყოო დილის 8 საათზეო, ყველა ვარჯიშობსო ვაფშეო, შეიძლება ადვოკატი იყოსო, ფერმერიო, ან ექიმი არ აქვს მნიშვნელობა ყველა ჯანსაღად ცხოვრობს იქ და გაკაჟებულები არიან და სულ ფორმაშიო. ეგ მაგათი ცხოვრების წესია და იმიტომაც იგებენ და იგებენ სამწუხაროდ. სამწუხაროდ იმიტომ რომ ჩემი ფავორიტი მებრძოლი თანამედროვე UFC-ში არის დასტინ პორიერ. როგორც ტიპი, სტილისტიკა ჩხუბის ზოგადად მევასება მაგისი და ისედაც კაი ტიპია, მაგრად ვგულშემატკივობდი ხაბიბტან ბრძოლის დროს მაგრად გამიტყდა რომ მოუგო, მაგრამ ამის გამო ნამდვილად არ ვთვლი რომ MMA-ს ყურებას თავი უნდა დავანებო, ან ვინმემ დაანებოს თუ ევასება ეს სპორტი. პორიეს და ჩენდლერის ბრძოლი ვთვლი რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყო ბოლო ბრძოლებიდან. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted January 26 Share Posted January 26 ვითომ მთვარეზე გავფრინდით და ჯიბეში კომპიუტერები გვიდევს ყველას, ზოგს მაჯაზეც უკეთია. ამ დროს შეხედავ MMA-ს და გაგახსენდება თუ რა დაბალი განვითარების დონე გვაქ კაცობრიობას. 2023 წელია და გლადიატორების ხანას ვერ გავცდით. უბრალოდ მათ ჩხუბს 4k-ში შეგიძლიათ უყუროთ თანაც გამეორებებით, ნახოთ როგორ კარგად დაარტყა და გათიშა ოპონენტი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted January 27 Share Posted January 27 მორალური თვალსაზრისით ეგეც, ბოქსიც და სხვა მსგავსი ტიპის ედინოპორსტვები ცხოველური სპორტია, სადაც ერთმანეთს ცხვიმპირს უნაყავენ და კრაინი შემთხვევაში შეიძლება სიცოცხლესაც გამოასალმონ, ან თუ გაუმართლათ ინვალიდათ ან ოვოშათ დატოვონ მთელი ცხოვრება, ვერ ვიტყოდი რომ მარტო კაცებს მოსწონთ ეგეთი ბათქა-ბუთქები, ქალების ნაწილიც მშვენივრათ ერთობა ნაყვებით და სისხლისღვრით რინგზე, თუმცა ბოი ბეზ პრავილში მინიმალური წესების დაცვა ჭირდება, ბოქსში უფრო მკაცრი წესებია და სხვა სახეობებში, მაგრამ ფატალური ისხოდის შანსი დიდია მაინც ბოქსშიც, მე მომწონდა ასე 20 წლამდე ბოქსი განსაკუთრებით, დავდიოდი კიდეც ბავშობაში ბოქსზეც და კარატეზეც, მაგრამ მერე რაღაც გამიქრა მუღამი და არც ეგეთი ტიპის ედინობორსტვები მისწორდება, ნაწილი ეკშენის გამო უყურებს და არ უფიქრდება რომ ერთმანეთს სერიოზულ ურონს აყენებენ ოპონენტები, ზოგს სხვა არაფერი შეეძლო და მაგიტომ მოვიდა ეგეთ სპორტში, ზოგს უჭირდა ფინანსურათ, არიან ეგეთებიც ვისაც ბანალურათ უსწორდება ხალხის ნაყვა, სადო-მაზო და ფსიხოლოგიური ელემენტებიც ეძრობა, ან თუნდაც ცხოველური ეგეთ ედინობორსტვებში, ანუ ტკივილის ატანა, უდარების შემდეგ წონასწორობის შენარჩუნება, ეგ ყველაფერი ზოგს სიამოვნებას ანიჭებს, მეეჭვება მანდ წლების მანძილზე ბევრი მარტო ფულის გამო აგრძელებდეს რინგზე გამოსვლას, ზოგიერთებს უკვე აღარ შეუძლიათ ფიზიკურათ რინგზე გამოსვლა და მაინც ვერ ელევიან, ამიტომ მაგ შემთხვევაში ფატალური ისხოდის შანსებიც მატულობს, თუმცა ახალგაზრდაც შეიძლება ისე გაგორდეს და აღარ ადგეს მეტი როგორც არაფერი, მაგ მხრივ ბოქსიც რომ ავიღოთ შეცდომებს არ პატიოპს, ან ბანალურათ შეიძლება არ გაგიმართლდეს და ცუდ ადგილზე მოგვხდეს უდარი, ისე აგერაა mma სტატისტიკაც ფატალური ისხოდების: https://lockerroom.in/blog/view/MMA-Deaths-UFC ბოქსი გაცილებით უფრო დაუნდობელია მაგ მხრივ https://en.wikipedia.org/wiki/List_of_deaths_due_to_injuries_sustained_in_boxing შლემის გარეშე სიკვდილის შანსი საკმაოთ მაღალია ბოქსში, 500 კაცამდეა დაახლოებით გარდაცვლილი პროფესიონალურ ბოქსში აქამდე, მარტო 1953 წელს 53 ბოქსიორი მომკვდარა, მაგრამ მერე უფრო გაამკაცრეს მგონი წესები და შეცვალეს ფერჩატკებიც, რამაც დაწია მაინც ფატალური ისხოდები, თუ არ გაგაგორეს სამუდამოთ ინვალიდათ დატოვება თავისუფლათ შეუძლიათ მაგ სპორტში, ამიტომ მე ფეღბურთი და ტენისიც მყოფნის და მაგეებს ვუყურებ წლების მანძილზე, მანდაც არსებობს გაგორების შანსები, მაგრამ უფრო გულის ამბავია ან მძიმე ტრამვის შეჯახების შემდეგ რაც შეიძლება დაემართოს ფეღბურთელს, ანუ მე დიდათ არ მსიამოვნებს ისეთი სპორტული სახეობები ან ედინობორსტვები ერთმანეთს რომ ცხვიმპირს უნაყავენ, ზიზღით არ მეზიზღება მაგრამ დიდ სიამოვნებას მაგ ყველაფერში ვერ ვპოულობ დიდათ, ისე ბოქსში ძალიან ბევრ ბრძოლებს ატარებენ ყოველწლიურათ სხვადასხვა წონით კატეგორიებში და სხვადასხვა ტურნირებზე (მარტო მსოფლიო ჩემპიონის რამდენიმე ვერსია არსებობს) და ეგეც ზრდის სერიოზულათ ფატალურ ისხოდებს, მე რომ ლინკი დავაგდე ფაქტიურათ ყოველ წელიწადს ვიღაცა გორდება, შეიძლება ბევრს არც ქონდეს ეგეთი ბოქსიორი გაგონილი, მაგრამ ლეგენდებიც გაგორებულან რინგზე და სერიოზული ბოქსიორები წლების მანძილზე, თან თუ დააკვირდით მაგ სპისოკში ბევრი უცნობი, ახალბედა ან უკვე სვერხვეტერანი ბოქსიორია მოყვანილი, მსოფლიო ჩემპიონები და ძლიერი ბოქსიორები ცოტაა მაინც გაცილებით, არაა აუცილებელი ნოკაუტის შემდეგ გარდაიცვალოს ბოქსიორი, მერეც ხშირათ იღუპებოდენ, ან კომაში ან ისე უკვე მძიმე მიყენებული ტრამვების შემდეგ სავადმყოფოში, მთავარი მიზეზი თავის და კისრის ტრამვებია ძირითადათ (დაცემის დროს შეიძლება ხერხემალიც დაგიზიანდეს), გული და სხვა დაზიანებები სხეულის უფრო ნაკლებათ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gamer-4ever Posted January 27 Share Posted January 27 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted January 27 Share Posted January 27 ისე ნოკაუტი ყველაზე საშიში არ ყოფილა, მაგრამ ბოქსში საკმაოთ სერიოზულ დაზიანებს იწვევდა, თუმცა საერთო დაზიანებების გამო ბევრი ბოქსიორი იხოცებოდა ბრძოლის დასრულების შემდეგ უკვე, მთელი მატჩის მანძილზე რასაც იღებდენ სხვადასხვა რაუნდებში, მაგრამ ყველაზე საშიში მაინც თავის ტრამვებია მანდ, მერე კისერი და ხერხემალი მოდის Top 25 Most Common Boxing Injuries (And Most Dangerous) https://fightingadvice.com/injuries-in-boxing/ ბოქსი მაგ UFC ბევრათ ფატალური სპორტია ისე და საშიში Boxing and BMX top the list of most dangerous sports https://www.francsjeux.com/breves/boxing-and-bmx-top-the-list-of-most-dangerous-sports Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Harmony Lines Posted January 30 Author Share Posted January 30 წლის ბრძოლა გაიმართება სავარაუდოდ პარტელში არ წაიყვანს საქმეს ვოლკანოვსკი და დგომში შეეცდება დაანოკაუტოს მახაჩევი და იმედია აჯობებს მაგრამ დომინირებაც ურთულესია ამ მახაჩევთან ისეთ ტემპში მიყავს ბრძოლის სტილისტიკა ენდურანსს რასაც ეძახიან ეგ აქვთ გამომუშავებული რაღაც სასწაულად რაა და ეგ ზოგ რიგ შემთხვევაში გარდამტეხი მომენტი ხდება. იმედია დაანგრევს ვოლკანოვსკი ისლამის გეგმებს, სტრატეგიული ბრძოლა წავა ძალიან ესე ვარაუდობ... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Harmony Lines Posted February 7 Author Share Posted February 7 ფედორ ემილიანენკომ დაასრულა კარიერა წაგებით, 2 დღის წინ ჩაატარა ბოლო ორთაბრძოლა მძიმე წონით კატეგორიის ჩემპიონთან რაიან ბეიდერთან და დამარცხდა, საბოლოოდ დაემშვიდობა ქამარს. 4 დღე დარჩა წლის ყველაზე პრინციპული ორთაბრძოლის ჩატარებმდე. მახაჩევი ვოლკანოვსკის წინააღმდეგ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Harmony Lines Posted February 12 Author Share Posted February 12 ცოტა შოკირებული ვიყავი, მაგრამ სასიამოვნოდ შოკირებული, ფაქტიურად ყველაფერი ჩაეფუშა რაც კი ჩაფიქრებული ქონდა მახაჩევს, ვოლკანოვსკი ისე იცავდა თავს პარტელში რომ პირდაპირ გაოცებული იყო. ჯერ მსგავსი რამ ა მომხდარა, მაგრად გამისოწრდა რომ ვოლკიმ სახე აუდუღა მაგ გაყეყეჩებულ დაღესტნელს, იბრიქებოდა დავანოკაუტებ დავანოკაუტებო, საკადრისი პასუხიც მიიღო. მე ვფიქრობ რომ ფრე უფრო იყო ვიდრე გამარჯვება, თუმცა მსაჯებმა 3 რაუნდი მიცეს მახაჩევს მოგება და 2 რაუნდი ვოლკის. სულ ცოტა დააკლდა სულ სულ ცოტაც და აფინიშებდა... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Harmony Lines Posted February 15 Author Share Posted February 15 უმაგრესი ვიდეო, მეორე ნაწილი რედ როქიდან ინსპირაციული იყო რაღაცნაირად და თან ძაან ჩილ. იმედია 11 მარტს გაღუნავს იმ რუსს...^^ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Harmony Lines Posted March 5 Author Share Posted March 5 ზი ქინგ იზ ბექ. ჯონსი დაბრუნდა მძიმე წონიტ კატეგორიაში და ეგრევე ქამარიც დაითრია... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Harmony Lines Posted March 9 Author Share Posted March 9 ყველაზე პრინციპული ორთაბრძოლა ქართული MMA-ს ისტორიაში მოგვადგა კარს, ამჟამინდელ მეორე ადგილოსან და UFC-ს ყოფილ ჩემპიონ რუს პიოტრ იანს ხვდება მერაბ დვალიშვილი, ძალიან დიდი დაძაბულობაა ამ ბრძოლასთან დაკავშირებით ინტერნეტშიც, მერაბმა თქვა ეს ბრძოლა ჩემთვის პერსონალურიაო და იმედია ემოციებს გააკონტროლებს და ცივი გონებით მანქანა მანქანასავით გადაუვლის მაგ რუს ბულერს. main ivent-ია მეგობრებო, ჯერ არასდროს ყოფილა მსგავსი პრეცედენტი რომ მსოფლიოს MMA-ს N1 ორგანზიაციაში მეინ ივენთზე იბრძვის ქართველი, რაც იმას ნიშნავს რომ ბრძოლა 5 რაუნდიანი იქნება განსხვავებით 3-სა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gamer-4ever Posted March 12 Share Posted March 12 გვასახელა მერაბიმ 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted March 12 Share Posted March 12 ჩავუჯდე ეხლა ღრუსების რეაქციების და თავის გამართლებების ყურებას, ვნახო რას იტყვიან ეხლა, რომ ტიტინებდნენ ბრძოლის წინ 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MaKaSaRa Posted March 12 Share Posted March 12 არც მიფიქრია სხვანაირად 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Harmony Lines Posted March 12 Author Share Posted March 12 @Gogla1990 ამ სახის მერე რა უნდა დაწერონ, ჩაჯმულები არიან შონ ომალის და ალჯამეინ სტერლინგს არ უცემია ესე იანი როგორც მერაბმა სცემაი, იმ 2 ბრძოლაში კიდე საორჭოფო და განხილვის ტემა იყო წააგო თუ არაო იანმაო, მაგრამ მერაბმა დაჩაგრაო 5-ვე რაუნდში შეჩურებელი დომინირებითო. ასე საუბრობენ რუსულ სპორტულ საიტზე... ტიპს რა უქნა ჩემი, გაულაყა თავი რასაცქვია. ყველა პოზიციაში აჯობა, პარტელში, დგომში, შეტევაში, დაცვაში, აი ყველაფერში იხმარა... მე იანი ესე დაჩაგრული არ მინახია აქამდე, რო გადავხედე მაგის ბრძოლებს მაგრად მეშინოდა დღეს დილით ანგარიშის ნახვა ჯერ და მერე ბრძოლის ყურება, ცალი თვალით ვეპარებოდი... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Harmony Lines Posted March 18 Author Share Posted March 18 სულ მალე დაიწყება ივენთი, ვუგულშემატკივროთ რომანს უეჭველი უნდა მოუგოს მარვინას, კაი ტიპია ისე ეგ მარვინი, გიგა ჭიკაძის ძმაკაცი ყოფილა, მაგრამ ეს ისეთი სპორტია დანდობა არ არსებობს. 11-ზე იწყება პრელიმები და 1 საათზე სავარაუდოდ დაიწყება მეინ ქარდის ბრძოლები. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.