Jump to content

CES 2011: NVIDIA Denver — მძლავრი პროცესორი ARM მაგიდის პერსონალური კომპიუტერებისთვის!


Recommended Posts

სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენის CES 2011 ფარგლებში Microsoft მუშაობის პროცესში წარმოადგინა Windows 8 ARM-სისტემის ბაზაზე ჩიპით Tegra 2. NVIDIA-მ ამ ღონისძიებისთვის არანაკლები სიურპრიზი მოამზადა — პროექტი, რომლის კოდური სახელია Project Denver, რომელიც მის მიერ საკუთარი პრეს-კონფერენციის ბოლოს იყო წარმოდგენილი.

ამ მომენტისთვის ეს ARM-ჩიპი შემუშავების სტადიაში იმყოფება, მაგრამ NVIDIA ოჯახის Tegra განსხვავებით მას მაგიდის პერსონალურ კომპიუტერებთან, ნოუთბუქებსა, მუშა სადგურებში, სერვერებში და სუპერკომპიუტერებშიც კი გამოყენებაზე კონკურენციას უმიზნებს. ანუ, ბაზრები, სადაც ახლა მთლიანად Intel და AMD საკუთარი პროცესორებით x86 მეფობენ. NVIDIA საკუთარ პროცესორს აკეთებს — ეს სრული სიმართლეა!

Project_Denver1.jpg

NVIDIA-ს შემსრულებელი დირექტორის ჯენსენ ჰუანგის (Jen-Hsun Huang) თქმით, ARM-ჩიპები ამჟამად მთელს მსოფლიოში თითქმის ყველა სფეროში ვრცელდება. ადრე თუ გვიან ისინი მაღალმწარმოებლურ გამოთვლებშიც უნდა გამოჩენილიყვნენ. NVIDIA-ს საკმარისი ტექნიკური ცოდნა აქვს, რათა ასეთი პროდუქტი შექმნას, ხოლო OEM-მწარმოებლებთან ურთიერთობების განვითარება მის ბაზარზე გამოტანას შეუწყობს ხელს.

პროცესორი იგივე მიდგომას იყენებს, რასაც Intel Sandy Bridge ან AMD Fusion: CPU ბირთვებს გრაფიკულ ამაჩქარებელთან GPU ერთ კრისტალზე აერთიანებენ. მაგრამ NVIDIA-ს ჩიპის შემთხვევაში ბირთვების x86 ნაცვლად Cortex-A15-ის შემდგომი არქიტექტურა ARM გამოიყენება. ქსელში ადრე წარმოქმნილი ჭორების მიხედვით, ახალი არქიტექტურა ARM მხარს დაუჭერს 64-ბიტიან ინსტრუქციებს. ჰო მართლა, პრეს-რელიზში NVIDIA იმავდროულად განაცხადა იმის შესახებაც, რომ არქიტექტურა Cortex-A15 ოჯახის Tegra მის მომავალ მობილურ პროდუქტებშიც იქნება გამოყენებული.

arm-cortex-a151.jpg

ჯენსენ ჰუანგმა განაცხადა, რომ ARM ყველაზე სწრაფადგანვითარებადი არქიტექტურაა CPU ისტორიაში, ხოლო მისი გავრცელება მიუთითებს ყოვლისმომცველ ინტერნეტზე, რომელიც იმით ხასიათდება, რომ ნებისმიერ ელექტრონულ მოწყობილობას შეეძლება ინტერნეტში მყისიერი ჩართვა, განვითარდებიან პროცესორები და მდიდარი ოპერაციული სისტემები. მან დასძინა, რომ მაღალმწარმოებლური CPU-ები არქიტექტურით ARM მაღალპარალელიან გრაფიკულ ბირთვებთან NVIDIA კომბინაციაში ახალი კლასის პროცესორების შექმნის შესაძლებლობას მოგვცემენ.

ARM-ის ხელმძღვანელმა ვორენ ისტმა (Warren East) განაცხადა, რომ NVIDIA მისი კომპანიის მნიშვნელოვანი პარტნიორია და Project Denver-ის ანონსი მიუთითებს იმ უზარმაზარ პოტენციალზე, რომლის მიცემაც შეუძლია სამყაროსთვის ამ თანამშრომლობას. მან აგრეთვე მიუთითა იმაზე, რომ NVIDIA-ს ARM არქიტექტურაზე ახალი თაობის ჩიპზე სისტემების შექმნა შეეძლება, ყოვლისმომცველი ინტერნეტის ეპოქისთვის.

green-nvidia-wallpaper1.jpg

როგორც ჩანს, x86 არქიტექტურაზე ტოტალურად დომინანტი მაგიდისა და მობილური კომპიუტერების ერა თანდათანობით სრულდება. წინ დიდი ცვლილებები გველის, მით უფრო თუ Microsoft-ც გადაწყვიტა საკუთარი ოპერაციული სისტემის მომავალი ვერსია ARM-ის მხარდაჭერით აღეჭურვა. ისღა დაგვრჩენია, NVIDIA-ს წარმატებები ვუსურვოთ.

წყარო: nvidia.com

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

NVIDIA Project Denver to offer 8-core ARM and 256 CUDA cores? http://guru3d.com/news/nvidia-project-denver-to-offer-8core-arm-and-256-cuda-cores/

Link to comment
Share on other sites

დიდი ხანია ნვიდია უმიზნბს დესკტოპ პროიცესორების სეგმენტს და როგორც იქნა მონახა გამოსავალი.

კარგია, იმიტომ რომ მონსტრების ჯახით უბრალო ხალხი გაიხარებს ფასების კლებით.

მე ინტერნეტში შევიდე და ძირითAდი ტესკები ვაკეთო და სულ მკიდია X86 არქიტექტურა მედგება თუ A15

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

NVIDIA Project Denver საკუთარ 64 ბიტიან არქიტეკტურას გამოიყენებსო http://www.3dnews.ru/news/619817

Link to comment
Share on other sites

NVIDIA CUDA ARM-ისთვის http://www.3dnews.ru/news/619954 x86 მოცილება GPU გამოთვლებში

Link to comment
Share on other sites

  • 11 months later...

NVIDIA: Project Denver is ARMv8 with added secret sauce http://www.guru3d.com/news_story/nvidia_project_denver_is_armv8_with_added_secret_sauce.html

Link to comment
Share on other sites

  • 4 months later...

NVIDIA Project Denver in 2015 + Roadmap http://www.guru3d.com/news_story/nvidia_project_denver_in_2015.html

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.