Magdalena Posted July 28, 2021 Share Posted July 28, 2021 Tom's Hardware-მა გამოაქვეყნა ვრცელი სტატია დისკრეტული გრაფიკული დაფა Intel Xe DG1-ის ტესტირებისა და კონკურენტებთან მისი წარმადობის შედარების შესახებ. დასაწყისისთვის გავიხსენოთ ვიდეო დაფის ტექნიკური მახასიათებლები: დაფას საფუძვლად უდევს 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით დამზადებული ჩიპი Xe LP. ვიდეო დაფას აქვს 80 შემსრულებელი მოდული, რაც საერთო ჯამში 640 გრაფიკულ ბირთვს იძლევა. პროცესორის საბაზისო ტაქტის სიხშირე 900 მჰც-ს შეადგენს, აჩქარების რეჟიმში კი - 1550 მჰც-ს. ვიდეომეხსიერების მოცულობაა 4 გბ, მეხსიერების სალტე 128-ბიტიანია. ქვემოთ წარმოდგენილია გატესტილი GPU-ების ტექნიკური მახასიათებლების შედარება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ Intel Xe DG1 ვერ გამოიყენება ნებისმიერ დედა დაფაზე. ეს გამოწვეულია იმით, რომ თავად ვიდეო დაფას არ აქვს EEPROM VBIOS-ის შენახვისთვის, რისთვისაც საჭიროა მისი განთავსება დედა დაფის BIOS-ში. ჩნდება კითხვა - რატომ გადაწყვიტა Intel-მა არ დააყენოს BIOS ვიდეო დაფაში. დედა დაფების არჩევანი მეტად შეზღუდულია. მოცემულ ტესტირებაში გამოყენებული იყო კომპანია ASUS-ის წარმოების დაფა. სატესტო აღჭურვილობის ჩამონათვალს შეგიძლიათ მომდევნო ცხრილში გაეცნოთ: ტესტების შედეგებს რაც შეეხება, Intel Xe DG1 ვიდეო დაფამ ვერ წარმოაჩინა თავი საუკეთესოდ კონკურენტებთან შედარებით იმის მიუხედავად, რომ იგი ზოგიერთი პარამეტრით ბევრ კონკურენტს აღემატება. ფოტოებზე მოცემულია გრაფიკები, სადაც მოყვანილი ჯამში 17 თამაშში ტესტირების შედეგად მიღებული საშუალო მაჩვენებლები. https://bit.ly/3zxg7KA Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted July 28, 2021 Share Posted July 28, 2021 ამ ფოტოებში ნამდვილი გამარჯვებული 5700G-ა. GT 1030-ს GDD5 ვერსიასაც კი საკმაოდ აღემატება. ეგ ძველი არქიტექტურის iGPU-ა. ამ გრაფიკის მიხედვით ვფიქრობ რომ ახალ პროცესორებში სადაც RDNA2 iGPU იქნება + DDR5 RAM გაცილებით მაღალი bandwith-თა და დახვეწილი CPU-ს არქიტექტურით GTX 1050-საც დაეწევიან და შესაძლოა გადაუსწრონ კიდეც. ინტეგრირებული ბარათის კვალობაზე ეგ 2022-შიც კი მაინც კარგი შედეგი იქნება. მთავარია მალე გააკეთონ ეს, შემდეგ სერიაშივე. ულტრაბუქებისთვისაა ეგ განსაკუთრებით კარგი. ანუ ვინმეს თუ მუშაობასთან ერთად თამაშიც უნდა შეძლებს AMD-ს დახმარებით ამას. პროცესორებზე საუბარი ზედმეტია 4800u 5800u ამათი კონკურენტი ულტრაბუქებში ფაქტობრივად არ აქვს ინტელს. მინიმუმ 2 წელია ულტრაბუქებში ჩამოიტოვა უკან amd-მ intel. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.