Popular Post X-treme user Posted March 27, 2011 Popular Post Share Posted March 27, 2011 ქსელში გავრცელდა დაწვრილებითი, არაოფიციალური სპეციფიკაციები ვიდეობარათ AMD Radeon HD 7990-ის შესახებ. როგორც ჩანს, საქმე ეხება ახალ, ორჩიპიან ფლაგმანს, რომელიც განეკუთვნება AMD-ეს გრაფიკული ამაჩქარებლების მომდევნო თაობას, რომლებიც წარმოებულ იქნებიან 28-ნმ ნორმების გათვალისწინებით, რითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება ტრანზისტორების რიცხვი და შემცირდება ენერგომოხმარების დონე. ვიდეობარათის გამომთვლელი სიმძლავრე მოიმატებს 2-ჯერ მეტად: 5,1-დან 12,16 ტფლოპს-მდე, ხოლო გაანგარიშების დონეც იქნება უფრო ზუსტი - 1,27-დან 3,04 ტფლოპს-მდე. შეიდერული პროცესორების რიცხვი მიაღწევს 6400-ს (3200 - ერთ ბირთვზე, Radeon HD 6990-ის 1536-ის წინააღმდეგ). არ არის გამორიცხული უფრო მაღალი სამუშაო სიხშირეებიც, თუმცა ამის შესახებ, წყარო არაფერს იტყობინება. ტექსტუირებისა და რასტერიზაციის ბლოკების რიცხვიც გაიზრდება შესაბამისად - 192 და 64-დან (Radeon HD 6990-ისათვის) - 256 და 96-მდე (Radeon HD 7990), რითაც 1.5-ჯერ მოიმატებს შევსების ტექსტურული და პიქსელური სიჩქარე. მეხსიერების ქვესისტემა მიიღებს უფრო სწრაფ, GDDR5+ ტიპის ჩიპებს და მაღალ ინტერფეისს - 256-დან 384 ბიტამდე, ხოლო VRAM-ის ოდენობა 4-ის მაგივრად, იქნება 6 გბ. გამტარობის საერთო ხაზი იქნება 576 გბაიტ/წმ, რაც 1,8-ჯერ მეტია Radeon HD 6990-ისაზე. ბარათი განკუთვნილი იქნება PCI Express 3.0 სლოტისათვის. შეგვიძლია იმის ვარაუდიც, რომ Radeon HD 7000 სერიის ერთ და ორჩიპიანი ფლაგმანების სათამაშო წარმადობის დონე 2-ჯერ გადააჭარბებს თანამედროვე ანალოგების მაჩვენებლებს - AMD-ეს ვიდეობარათების მიმდინარე ხაზთან შედარებით. ამასთან, ნათქვამია ისიც, რომ ენერგომოხმარება, 375/450-დან შემცირდება 300 ვ-მდე - დატვირთულ რეჟიმში და 37-დან 30 ვ-მდე თავისუფალზე, ანუ დაგვჭირდება ერთ-ერთი 6 და 8-კონტაქტიანი დამატებითი კვების პორტი. პროგრამული ტექნოლოგიებიდან, მხარდაჭერილი იქნება DirectX 11, OpenGL 4.2, OpenCL 1.1, Eyefinity AMD და HD3D. ბარათი კვლავინდებურად მიიღებს DVI, mini-HDMI და DisplayPort გასასვლელებს. ალბათ ლოგიკური იქნება იმის თქმაც, რომ ერთჩიპიან HD 7970-ს, რომელიც ბაზარზე უფრო ადრე გამოჩნდება, ექნება 3200 შეიდერული პროცესორი, 3 გბ GDDR5+ ვიდეომეხსიერება და 384-ბიტიანი ინტერფეისი. შეუძლებელია დამტკიცებით იმის თქმა, თუ რაოდენ ზუსტია ეს ცნობები. დაუჯერებლად არაფერი გამოიყურება თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Radeon HD 6000-ის არქიტექტურა საკმაოდ სრულყოფილია. ამიტომ, სერიოზულ ცვლილებები არც ახალს შეეხება გარდა დიზაინის გადამუშავებას - 28 ნმ ტექპროცესის გათვალისწინებით, რაც ორმაგად ზრდის ტრანზისტორების რიცხვს - იგივე ზომის კრისტალის შენარჩუნებით. წყარო 14 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio14 Posted March 27, 2011 Share Posted March 27, 2011 რა არის ტო მალე HD 1932458990 გამოვა 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ANuB1S Posted March 27, 2011 Share Posted March 27, 2011 wtf. არამგონია ასე უცებ გამოაგდონ ახალი თაობა... მით უმეტეს 6990 ტოლს არ უდებს 590-ს... ჭორი მგონია :/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted March 27, 2011 Share Posted March 27, 2011 ასე მალე ნამდვილად არ გამოვა ახალი სერია მაგრამ შემდეგი 2 ბირთვიანი რომ ბევრად ძლიერი იქნება მაგას არ უნდა ლაპარაკი 6GB მეხსიერება რა უბედურებააა ისე :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
sauron Posted March 27, 2011 Share Posted March 27, 2011 (edited) მეორე კვარტლაში რომ გამოვიდოდა 7000 ეგ ვიცოდი მაგრამ ამხელა პოზიტიური ცვლილებებით? :wow: Edited March 27, 2011 by sauron Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted March 27, 2011 Author Share Posted March 27, 2011 ოფიციალურად არ გავრცელებულა ეს ინფო და ვნახოთ, თუ ამ დღეებში სხვა წყაროებზეც გამოჩნდება აბა, შეიძლება ჭორიც იყოს, ზუსტად არ ვიცი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ოთო Posted March 27, 2011 Share Posted March 27, 2011 wtf? 6GB? :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
bekuna Posted March 27, 2011 Share Posted March 27, 2011 კაია ტაიმ აუტი რომ ავიღე დაველოდები HD 10 670-ს და მერე დავიწყებ ჩამოტანებს :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted March 27, 2011 Share Posted March 27, 2011 wtf? 6GB? რა ჯანდაბათ უნდათ ამხელა რამი 2 იც საკმარისია მაგრამ ხომ იცი რაც ვებრია უფრო უკეთესია :xelitavi: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted March 27, 2011 Share Posted March 27, 2011 არადა ახლა ვაპირებდი 8990 XთX ზე თემის გახსნას :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted March 27, 2011 Share Posted March 27, 2011 არადა ახლა ვაპირებდი 8990 XთX ზე თემის გახსნას წავალ მეე მაშინ GTX 800 სერიის კარტტებზე გავხსნი თემას ალბათ 2013 ისთვის გამოვა და :chojinfc: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
bekuna Posted March 27, 2011 Share Posted March 27, 2011 არ დაჭირდება 2013 :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted March 27, 2011 Share Posted March 27, 2011 ყოველ 6 თვეში ერთხელ ახალი ვიდეოს გამოშვება მარაზმს გავს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted March 27, 2011 Author Share Posted March 27, 2011 პლატფორმებს ცვლიან ასე ხშირად და ვიდეოკარტების მე აღარც მიკვირს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted March 27, 2011 Share Posted March 27, 2011 ვიდოების გამოცვლას თამაშების გამოცვლაც უნდა მოყვებოდეს წესით ,მაგრამ :xelitavi: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ailamo Posted March 27, 2011 Share Posted March 27, 2011 სხვა რომ არაფერი ვთქვა In Q2 2012 * Process Technology: First-generation "gate-first" 28 nm High Performance Process GIVE ME A BREAK Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted March 27, 2011 Share Posted March 27, 2011 თქვენი არ მესმის გამოუშვან , მაგას რა სჯობს წინა სერიებზე ფასები დაეცემა სამაგიეროდ იგივე ტექნოლოგია წინ მიდის, ამაში ცუდი რა არის ვერ ვხდები თქვენც ეხლა GTX580 არ გქონდეთ ნაყიდი რა :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted March 27, 2011 Share Posted March 27, 2011 თქვენი არ მესმის გამოუშვან , მაგას რა სჯობს წინა სერიებზე ფასები დაეცემა სამაგიეროდ იგივე ტექნოლოგია წინ მიდის, ამაში ცუდი რა არის ვერ ვხდები თქვენც ეხლა GTX580 არ გქონდეთ ნაყიდი რა დაიცას კაცო რა უნდა გამოუშვანე მერე რევიუები და ნიუსები ჩემი საწერია :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted March 27, 2011 Share Posted March 27, 2011 დაიცას კაცო რა უნდა გამოუშვანე მერე რევიუები და ნიუსები ჩემი საწერია ფული არაააქ AMD-ს თუ რა :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted March 27, 2011 Share Posted March 27, 2011 2011 წლის მეორე კვარტალში გადადიან 28 ნანომეტრზე? პ.ს. ასე მალ მალე ახალი თაობების გამოსვლაში კარგის გარდა სხვას ვერაფერს ვხედავ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted March 27, 2011 Share Posted March 27, 2011 პ.ს. ასე მალ მალე ახალი თაობების გამოსვლაში კარგის გარდა სხვას ვერაფერს ვხედავ DX12 კარგა ხანი არ იქნება მე როგორც ვხედავ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
LEON Posted March 27, 2011 Share Posted March 27, 2011 ასე თუ გაგრძელდა 5770 საოფისე ვიდეოკარტად იქცევა . ისე კი დღეს 5850-ზე ძლიერი კარტა უაზრობაა კეისში 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted March 27, 2011 Share Posted March 27, 2011 ასე თუ გაგრძელდა 5770 საოფისე ვიდეოკარტად იქცევა . ისე კი დღეს 5850-ზე ძლიერი კარტა უაზრობაა კეისში არც ,როგორი კარტა იქნება იცი ? ინტერნეტში რომ გეყოფა რაა ":D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
iliko1990 Posted March 27, 2011 Share Posted March 27, 2011 არც ,როგორი კარტა იქნება იცი ? ინტერნეტში რომ გეყოფა რაა " და მალე ინტერნეტშიც აღარ გეყოფა :D 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted March 27, 2011 Share Posted March 27, 2011 GTX560 კარგი რამეა DX11 და FULL-HD-ზე სათამაშოთ, ასე სწრაფ-სწრაფათ კარტების გამოშვება მართლა მარაზმია უკვე, ნვიდიაც უშვებს ალბათ რაღაცას, ჯერ უბრალოთ არ გაუვრცელებიათ ზუსტი ინფო, რაღაცა ახალი კოდური სახელი ერქმევა ჩარტი რომ გავრცელდა იქ იყო რის გამოშვებას აპირებს შემდეგი რამდენიმე წლის მანძილზე და რა ნანომეტრებზე, DX12-მდე ისე GTX560 რაზგონზე მაინც უნდა გეყოს კაცს და პროცესორი არა მგონია ი3-540@4GHZ-ზე ძლიერი დაჭირდეს რომელიმე იგრაში, ნუ შეიძლება 2 ბირთვიანი სენდის აღებაც და კიდე უფრო სწრაფი იქნება, 4 ბირთვიანები ჯერ-ჯერობით ვერაფერს შვებიან დიდათ იგრებში საკმაოთ შეზღუდული გრაფიკის გამო და კონსოლების გადამკიდე რომლებსაც დღემდე X1800 და 7800GT დონის კარტები უყენიათ რაც მართლა მარაზმია და ხალხის დაგოიმება 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.