Jump to content

Recommended Posts

კომპანია Acer-მა ამ კვირას განაცხადა, რომ Intel Huron River პლატფორმაზე დამზადებული მისი ორი ლეპტოპი უკვე ხელმისაწვდომია ევროპაში და ეს მოდელებია 15.6-დუიმიანი Aspire 5750 და 17.3-იანი Aspire 7750. ორივე ჩართულია Windows 7 Home Premium ოპერაციულ სისტემაში და მოყვებათ clear.fi პროგრამა, რომელიც იძლევა კონტენტის გადატანის საშუალებას სხვადასხვა მოწყობილობებზე.

Aspire 5750-ის საწყისი ღირებულება 549 ევროა და აღჭურვილია LED-backlit (1366x768) დისპლეით, II თაობის Core (i3/i5/i7) პროცესორით, 4/8 გბ ოპერატიული მეხსიერებით, ინტეგრირებული (Intel GMA HD 3000) ან დისკრეტული (Radeon HD 6650 ან GeForce GT 520M/540M) გრაფიკით, 750 გბ-მდე ტევადობის მყარი დისკითა და DVD ჩამწერით ან Blu-ray კომბო წამყვანით.

Aspire 7750-ის ფასის ნიშნული კი იწყება 599 ევროდან, მისი ეკრანის გაფართოება შეადგენს 1600x900-ს. წინა ვერსიის მსგავსად, აქვს იგივე მეხსიერება და ოპტიკური დისკის ოპციები და ხელმისაწვდომია მხოლოდ Radeon HD 6650 ან HD 6850 გრაფიკული ბარათების კომპლექტაციით.

ორივე ლეპტოპს ასევე გააჩნია Dolby Advanced Audio v2 virtual surround ხმა, HDMI პორტი, Gigabit Ethernet, 802.11 b/g/n WiFi, Bluetooth 2.0/3.0, CrystalEye ვებ-კამერა, multi-gesture თაჩ-პადი და USB 3.0.

bbMUO71a.jpg

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

მომწონს ეისერი (სხვა ბრენდების თაყვანისმცემლებმა არ გამლახოთ).

ეისერის ფანი ვარ :D მართლა მაგარი არის "სუფთა" და გამძლე ბრენდია გიგაბაიტის ვერ დავუყენებ გვერდით მაგრამ არც გიგაბაიტია ურიგო

Link to comment
Share on other sites

ACER 4 Ever უმაგრესი ბრენდია :xelebi:

იშვიათია ამნაერი გამძლე ლეპები

ეს ახალი სერია საერთოდ მაგარია ძალიან GT 540 ან HD 6650 M ის ბენჩები რომ ვნახე ყველა თამაშშ Metro 2033 ის გარდა თავისუფლად უშვებს მაღალ გრაფიკაზე ნორმალური FPS ით 1366X768 რეზოლუციაზე 1600x900 რამოდენიმე თამაში გაუჭიორდება High ზე მაგრამ არ ღირს 17 იანი ლეპის ყიდავა :chojinfc:

ფასებიც Mშვენიერი აქვს 1500 ლარში თბილისში იყიდება GT 540 1Gb და I3 + 4Gb ოპერატიულით Acer ის ლეპები 15 იანი დისპლეით :dabolili:

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.