Jump to content
სისტემაში შესვლისთვის, გთხოვთ, გამოიყენოთ ელ. ფოსტა (Display Name-ის ნაცვლად) ×

AMD-მ წარადგინა Radeon RX 6000-სერიის ვიდეო დაფები


Recommended Posts

სპეციალური ღონისძიების ფარგლებში AMD-მ ოფიციალურად წარადგინა გრაფიკული პროდუქტების ახალი თაობა, რომლებიც აგებულია RDNA 2 არქიტექტურაზე, ესენია ვიდეო დაფები Radeon RX 6800, RX 6800 XT და RX 6900 XT. ალი დაფები გვპირდება წარმადობის მხრივ ორმაგ უპირატესობას წინა თაობის მოდელებთან შედარებით, ახალი ფლაგმანი Radeon RX 6900 XT კი, როგორც კომპანია ამტკიცებს, უკონკურენტო იქნება 4K გაფართოებაზე გეიმინგში. 

image.jpeg 

Radeon RX 6000-სერიის ვიდეო დაფები აგებულია ახალ არქიტექტურა RDNA 2-ზე, რომელიც ასევე გამოიყენება მომდევნო თაობის გეიმინგ კონსოლებში. როგორც თავად AMD აცხადებს, ახალი არქიტექტურის წყალობით ფლაგმანური ვიდეო დაფა Radeon RX 6900 XT გამოვიდა ორერ უფრო სწრაფი Radeon RX 5700 XT-თან შედარებით, სადაც გამოიყენებოდა RDNA არქიტექტურა. Radeon RX 5700 XT და Radeon RX 6800 XT დაფების შედარებისას კი ახალი თაობის მოდელი გვიჩვენებს 54-პროცენტიან უპირატესობას „ვატზე წარმადობის“ მხრივ, ამასთან, ორივეს ეს დაფა 7-ნანომეტრიან ჩიპებზეა აგებული. 

image.png 

პრეზენტაციის ფარგლებში AMD-მ Radeon RX 6800 XT დაფის წარმადობა შეადარა კონკურენტ GeForce RTX 3080-ს. წარმოდგენილი მონაცემები საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ AMD-ის სუბფლაგმანური ვიდეო დაფა გვთავაზობს კადრების უკეთეს სიხშირეს თანაც ნაკლები ენერგომოხმარების პირობებში. 

image.png 

ასევე მოხდა Radeon RX 6800-ის შედარება GeForce RTX 2080 Ti-სთან და აჩვენა დამაჯერებელი უპირატესობა, შედეგად ჩანს AMD-ის დაფების აღმატებულება მათ შორის GeForce RTX 3070 დაფებზეც. 

image.png 

რაც შეეხება ფლაგმანურ Radeon RX 6900 XT-ს, ეს დაფა GeForce RTX 3090-ის თანაბარ წარმადობას აფიქსირებს. 

image.png 

საინტერესოა ის, რომ იმ თამაშებს შორის, რომლებშიც AMD-მ ჩაატარა საკუთარი ახალი დაფებისა და NVIDIA Ampere თაობის წარმომადგნლების შედარება, არის თამაშებიც რეითრეისინგის მხარდაჭერით - მათშიც დამაჯერებლად გამოიყურება AMD-ის ახალი დაფები. როგორც რეზენტაციის დროს ითქვა, AMD-ის დაფებს აქვს სპეციალური ფიქსირებული ძრავი სხივების აჩქარებისთვის, ამიტომ ისინი კარგადაა ოპტიმიზებული რეალისტური განათების, ჩრდილებისა და რეალურ დროში გამოსახულების არეკვლისთვის DXR-ის მეშვეობით. 

AMD-ის ახალი დაფების მახასიათებლები მოცემულია ცხრილში: 

მოდელი 

გამომთვლელი ბლოკები 

GDDR6, გბ 

სიხშირე, Game, მჰც 

სიხშირე, Boost, მჰც 

მეხსიერების სალტე 

TDP, ვტ 

ფასი 

Radeon RX 6900 XT 

80 

16 

2015 

2250-მდე 

256 ბიტი 

300 

999 $ 

Radeon RX 6800 XT 

72 

16 

2015 

2250-მდე 

256 ბიტი 

300 

649 $ 

Radeon RX 6800 

60 

16 

1815 

2105-მდე 

256 ბიტი 

250 

579 $ 

გეიმინგში სიჩქარის მაღალ მაჩვენებლებს მეხსიერების არც ისე დიდი სალტის გათვალისწინებით უზრუნველყოფს ტექნოლოგია AMD Infinity Cache - ბოლო დონის მაღალი წარმადობის მონაცემთა ქეში. ამ ქეშ-მეხსიერების მოცულობაა 128 მბ, იგი განთავსებულია პირდაპირ GPU-ში და ამცირებს შეყოვნებას და ენერგომოხმარებას ტრადიციულ არქიტექტურულ გადაწყვეტილებებთან შედარებით. გარდა ამისა, AMD-მ წარადგინა სპეციალური ტექნოლოგია Smart Access Memory, რომელიც უზრუნველყოფს პროცესორისგან დაჩქარებულ წვდომას GDDR6 ტიპის გრაფიკულ მეხსიერებასთან. 

image.png 

Radeon RX 6000-სერიის ვიდეო დაფებშ მხარდაჭერილია ინტერფეისი PCIe 4.0 და აქვთ 16 გბ GDDR6  მეხსიერება. კომპანია დამატებით ხაზს უსვამს, რომ ახალი ვიდეო დაფები სიგრძეში 267 მილიმეტრია და აქვთ ორი სტანდარტული 8-პინიანი კვების კონექტორი. ეს მიდგომა გეიმერებს საშუალებას ისცემს მარტივად მოახდინონ სისტემის მოდერნიზება. 

image.png 

ეტალონური დიზაინის Radeon RX 6800 და RX 6800 XT გრაფიკული ამაჩქარებლები გაყიდვაში 18 ნოემბერს გამოვა, მათი სარეკომენდაციო ფასი იქნება 579 და 649 აშშ დოლარი, შესაბამისად. ამას გარდა, ნოემბრის ბოლოს გაყიდვაში გამოვა Radeon RX 6800 და RX 6800 XT ვიდეო დაფებიც, რომელთაც აარმოებენ AMD-ის პარტნიორები - ASRock, ASUS, Gigabyte, MSI, PowerColor, SAPPHIRE და XFX. 

თავად AMD-ის მიერ დამზადებული ფლაგმანური Radeon RX 6900 XT ვიდეო დაფის გაყიდვა დაიწყება 8 დეკემბერს და მისი ფასი იქნება 999 აშშ დოლარი. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მშვენიერი დაფები გამოუშვა ამდ-მ. ბრავო 👋 ფასი/ წარმადობა კარგი კი არა იდეალურია

Link to comment
Share on other sites

ყოჩაღ ამდ! აი კომპანია და ხალხი. სად მოაგროვეს ამდენი ნიჭიერი ხალხი ერთად.

კომპანია რომელიც კაპიტალიზაციით და რესურსით ბევრად ჩამორჩება გინდ ინთელს და გინდ ნვიდიას მაინც წინ მიდის და სისხლს უშრობს ორ მონოპოლისტ გიგანტს. 

მაგარი კარტებია. ვნახოთ რეალური ტესტები აბა.

Link to comment
Share on other sites

გადამაქვს ამდ ვიდეოდაფებში ეგ ნიუსი

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...