Magdalena Posted August 24, 2020 Share Posted August 24, 2020 გამოქვეყნდა გრაფიკულ ბარათ NVIDIA GeForce RTX 3090-ის ეტალონური ნიმუშის პირველი რეალური ფოტოები. დაფაში გამოყენებულია არასტანდარტული ფორმის PCB, გაგრილების უჩვეულო სისტემა მასიური რადიატორითა და ორი დიდი ქულერით, რომლებიც განთავსებულია ორივე მხარეს. GeForce RTX 3090 დაფის წინა მხარე პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ვიდეო ბარათი უზარმაზარია! შედარებისთვის, ეტალონური RTX 2080 Founders Edition, რომლის სიგრძე 26.7 სანტიმეტრია და სიმაღლე - 11.2 სმ, მის ფონზე მეტად პატარად გამოიყურება. ეტალონური GeForce RTX 3090 მთლიანად შავ ფერშია წარმოდგენილი. კორპუსში იგი დაიკავებს გაფართოების სამ სლოტს. PCB-ის მეორე მხარეს რადიატორი დაფარულია სექციური საფარით (სავარაუდოდ პლასტმასით). აქვეა მოცემული პროდუქტის დასახელების ოდნავ შესამჩნევი წარწერა - RTX 3090. GeForce RTX 3090-ის უკანა მხარე წყაროს მიხედვით, რომელმაც ვიდეო დაფის ფოტოები გამოაქვეყნა, GeForce RTX 3090-ის ფასი 1400 აშშ დოლარს შეადგენს. სამწუხაროდ, ინსაიდერს არ გაუზიარებია დაფის ტექნიკური მახასიათებლები. ამჟამად ცნობილია, რომ მის საფუძვლად გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი GA102 მინიმუმ 5248 CUDA ბირთვით. სხვა წყაროების ცნობებით, Ampere სერიის ფლაგმანს შესაძლოა ჰქონდეს GDDR6X სტანდარტის 24 გბ-მდე ვიდეომეხსიერება, თუმცა კომპანია Micron-ის ინფორმაციით დაფას ექნება მხოლოდ 12 გბ GDDR6X. ამჟამად არსებული არაოფიციალური ცნობებით, შესაძლოა Ampere თაობის ზოგიერთ მოდელს ჰქონდეს 12-პინიანი კვების კონექტორი. სამწუხაროდ, გამოქვეყნებული ფოტოებით ვერ ირკვევა ეს სიახლე, თუმცა ზემოთხსენებული „მონსტრის“ ვიზუალის გათვალისწინებით ამ ინფორმაციის დაჯერება სავსებით დასაშვებია. შეგახსენებთ, Ampere მიკროარქიტექტურის ბაზაზე შექმნილი NVIDIA GeForce RTX 30-სერიის გრაფიკული დაფების ანონსი 1 სექტემბერს შედგება. https://bit.ly/3j67yy3 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gobro Posted August 24, 2020 Share Posted August 24, 2020 ძაან დიდია ეს რომელ კეისში უნდა ჩაატიო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted August 24, 2020 Share Posted August 24, 2020 24 minutes ago, Gobro said: ძაან დიდია ეს რომელ კეისში უნდა ჩაატიო Cooler Master Cosmos და ეგეთებში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
bloodred Posted August 24, 2020 Share Posted August 24, 2020 და დაწვავს 1 კილოვატს ალბათ. მაგარი წინსვლაა მოკლედ რა 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gobro Posted August 24, 2020 Share Posted August 24, 2020 მე ალბათ RTX 3080 ან 3070-ს დავითრევ გააჩნია რა ეღირება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted August 27, 2020 Share Posted August 27, 2020 3090 ისე PCIE 3.0 x16-ზე როგორ იმუშავებს საინტერესოა ანუ დაკარგავს თუ არა წარმადობას ინტელის სისტემებზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Inferno Posted August 27, 2020 Share Posted August 27, 2020 ეს 3090 მემგონი მეტისმეტი მოუვიდათ არიქა ამდ რას აპირებს არვიცითო და.. ეგ კარტა ჩავარდება მემგონი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted August 27, 2020 Share Posted August 27, 2020 მეეჭვება რომ რამე დაკარგოს, რახან ძალზე დიდი იყო გამტარობის ზაპასი PCI-E 3,0 X16 რეჟიმში, შეიძლება ორმა ეგეთმა დაალიმიტოს 10% მაგრამ 10 ბირთვიანზე მაინც კარგ ფორმაში იქნება გეიმინგში ეგეთიც კი, 3090 რაც შეეხება ეგ არის სუპერ-პუპერ ფლაგმანი, არაა აუცილებელი მაგის დათრევა 2K 144+ გერციანზე სათამაშოთ, 3080 გეყოფა, შეიძლება დაჟე 3070 სუპერი ან Ti, ნუ ჯერ მგონი მარტო 3070 გამოდის და 3080 მაგრამ მაინც, 3080Ti ძალიან ზვერი იქნება, 3090 ორ ბირთვიანი ხომ არაა შემთხვევით 2X12gb VRAM, ან ტიტანის ანალოგი იქნება ფაქტიურათ, ის უბრალოთ კიდე უფრო ძვირი ეღირება ალბათ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
bloodred Posted August 29, 2020 Share Posted August 29, 2020 3090 იყიდის მსოფლიოში ალბათ რამდენიმე ათასი კაცი. ეს უფრო იმიჯ კარტაა აი რა მაგრები ვართო. რად მინდა ისეთი კარტა რომელიც ამდენი ეღირება და ამდენ დენს დაწვავს? მასე ინთელს ქონია საცდელი მოდელი რომელიც მაგაზე რამდენიმეჯერ მძლავრიაო მაგრამ ერთი ჰესი უნდა. რაჯამ თქვა შეგვიძლია 100- 200 ტერაფლოპის კარტაც გამოვუშვათ და ბევრად მეტიცო. მთავარი ისაა სამომხმარებლო სეგმენტი რასაც ხმარობს იქ რა სიმძლავრეს შესთავაზებენ რა ფასში. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted August 29, 2020 Share Posted August 29, 2020 მაინინგში წესით არ უნდა იყოს ცუდი ენტუზიასტებს რომ თავი დავანებოთ, თუმცა იგივე 3070ს-3080 უფრო კარგი ვარიანტი იქნება თუნდაც 2-3 ცალი რომ აიღო ერთი ეგეთის მაგივრათ, გეიმინგისთვის ძალზე ძვირია, თუ 3070სუპერმაც 100ფპს+ დამიდო 2K 144 გერციან + მონიტორზე ბევრათ უფრო იაფათ, ეგეთს რატომღა ავიღებ რომც შემეძლოს მაგდენის მიცემა თეორიულათ, ბევრს კი ბანალურათ არა აქვს მაგდენი ფული, მთელი სისტემა მოგდის უკვე მაგ თანხით და დაჟე ინტელზეც კი შედადებით უფრო სუსტ კარტას თუ დაითრევ და არა 1400$ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.