Jump to content
Magdalena

Microsoft Surface Duo-ს წარდგენა 24 აგვისტოს შედგება

Recommended Posts

გასული წლის ოქტომბერში Microsoft-ის პროდუქტების დირექტორმა Panos Panay-მ განაცხადა, რომ 2020 წელს ბაზარზე უნდა გამოვიდეს ორეკრანიანი დასაკეცი მოწყობილობების სერია - პლანშეტი Surface Neo  - Windows-ის ბაზაზე და სმარტფონი Surface Duo  Android-ზე. პირველი მათგანის გამოსვლა წელს დიდი ალბათობით ვეღარ მოესწრება, მეორე კი როგორც ჩანს ბაზარზე იმაზე ადრე გამოვა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. 

image.jpeg 

რესურსი Windows Central  მთავარ ედაქტორ Zac Bowden-ის გზავნილზე დაყრდნობით აცხადებს, რომ Microsoft Surface Duo-ს მიწოდება 24 აგვისტოდან დაიწყება. თუმცა, დიდი ალბათობით, მოიაზრება ანონსის თარიღი: უცნაური იქნებოდა დაიწყოს მოწყობილობის გაყიდვა ოფიციალური ანონსის გარეშე. ამასთან, ცნობილია, რომ Surface Duo-ს მასობრივი წარმოება უკვე დაწყებულია. 

თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ Surface Duo-ს წარდგენა და გაყიდვა დაიწყებოდა 2020 წლის ბოლოს. შემდეგ ხვადასხვა წყარო აცხადებდა, რომ Microsoft-ი გამოშვების ვადამდე არსებულ დროს შეამცირებდა. როგორც ჩანს, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რთული ვიარების მიუხედავად კორპორაციამ ეს მაინც შეძლო. 

იმას, რომ მოწყობილობის ანონსი მოახლოვდა, ის ფაქტიც ამტკიცებს, რომ გაჯეტი ცოტა ხნის წინ გამოჩნდა მარეგუირებლების სხვადასხვა სასერტიფიკაციო მონაცემთა ბაზებში, რომელთა  შორისაა FCC, Bluetooth SIG და UL LLC. გარდა ამისა, სმარტფონი Surface Duo ბოლო პერიოდში აქტიურად ჩანდა კომპანიის ტოპ-მენეჯერების ხელში. 

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, Microsoft-ის პირველ Android-სმარტფონს ექნება პროცესორი Qualcomm Snapdragon 855, 6 გბ ოპერატიული მეხსიერება, ორი 5.6-დუიმიანი AMOLED დისპლეი, ერთი 11-მეგაპიქსელიანი კამერა და საფირმო სტილუს Surface Pen-ის მხარდაჭერა. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...