Jump to content

BIOSTAR H61ML დაფა


Recommended Posts

ბიუჯეტურ სეგმენტს განეკუთვნება კომპანია BIOSTAR-ის მიერ გამოშვებული სისტემური პლატა - H61ML. მას გააჩნია II თაობის Intel Core i7, i5 და i3 პროცესორების მხარდაჭერა, 95 ვ-მდე TDP-თი, რომლებიც გათვლილია LGA 1155 სოკეტებისათვის.

პროდუქტი Micro ATX ფორმ-ფაქტორისაა, შესრულებულია Cougar Point-ის ოჯახზე დაფუძნებულ Intel H61 ჩიპსეტზე და აქვს BIOSTAR-ის უახლესი ტექნოლოგიების მხარდაჭერა, მათ შორის BIO Remote, BIO Remote 2, Charger Booster და BIOS Online Update-ის. გარდა ამისა, DDR3 DIMM, რომელშიც შესაძლებელია 8 გბ-მდე DDR3-1066 ან DDR3-13338 ტიპის 2-არხიანი ოპერატიული მეხსიერების ჩადგმა. გარდა ამისა, არსენალში აგრეთვე შესულია ოთხი SATA2 3 გ-ბიტ/წმ პორტი, ექვსი USB 2.0, Realtek RTL8105E ჩიპზე მომუშავე 10/100 Ethernet კონტროლერი და ექვსარხიანი Realtek ALC662 HD აუდიო - S/PDIF გასასვლელით. გაფართოების შესაძლებლობები წარმოდგენილია PCI-Express x1 2.0, PCI-Express x16 2.0 და ორი PCI სლოტით.

H61ML-ს გააჩნია II თაობის Intel Core პროცესორების ინტეგრირებული გრაფიკის მხარდაჭერა და აღჭურვილია DVI და VGA პორტებით. მწარმოებლის სიტყვებით, მაღალხარისხიანი კომპონენტების გამოყენება, მათ შორის მყარი კონდენსატორების, უზრუნველყოფს დაფის საიმედოობასა და სტაბილურ მუშაობას. ახალი ნაწარმი სრულად აკმაყოფილებს Windows XP, Windows Vista და Windows 7 ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის მოთხოვნილებებს.

BIOSTAR H61ML-ის რეკომენდირებული ფასი შეადგენს 65$-ს.

JdBwKzTE.jpg

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

:raio:

Intel Core არის 775 სოკეტის პროცესორები.

უფრო სწორად, 775 სოკეტის პროცესორების არქიტექტურა.

The current lineup of Core processors includes the latest Intel Core i7

http://en.wikipedia.org/wiki/Intel_Core

775 სოკეტი საერთოდ რა შუაშია ?

Link to comment
Share on other sites

იმ შუაშია, რომ მეორე თაობის "Intel Core" არის Core 2 პროცესორები. და არა Sandy bridge, რომლისთვისაც ეს მაზერია განკუთვნილი.

Link to comment
Share on other sites

ლინკი რო დავაგდე გადახედე და ნახავ რო ცდები. პირველივე აბზაცში წერია თუ რას ნიშნავს "Intel Core".

Link to comment
Share on other sites

ლინკი რო დავაგდე გადახედე და ნახავ რო ცდები. პირველივე აბზაცში წერია თუ რას ნიშნავს "Intel Core".

დიდი ბოდიში, მაგრამ ბევრი სხვისგან აქ იმით განვსხვავდები, რომ თუ ვინმე ლინკ დამიდებს, იქ შესვლა და წაკითხვა არ მეზარება. ეს ერთი. მერე მეორეც იქ წერია, რომ :

"The current lineup of Core processors includes the latest Intel Core i7, Intel Core i5 and Intel Core i3, and the older Intel Core 2 Solo, Intel Core 2 Duo, Intel Core 2 Quad and Intel Core 2 Extreme lines."

ანუ i7, i5, i3, ერთ და ორბირთვიანი Core 2-ები, Core 2 Quad და Core 2 Extreme შედის მაგ სიაში.

ჰოდა ძალიან მაინტერესებს, მაგალითად შენ რას თვლი "მეორე თაობის Intel Core"-ად? i7-ს? i5-ს? i3-ს?..

და თუ მაგათ მიიჩნევ, მაშინ რომელი არქიტექტურისას? ხომ იცი i7/i5/i3 ორი სხვადასხვა არქიტექტურის პროცესორებს მოიცავს...

მესმის, შენ ალბათ იმას გულისხმობ, რომ მე დავწერე Core 775-ს მიეკუთვნება-მეთქი, მაგრამ არც შენ გამოდიხარ მთლად მართალი...

Link to comment
Share on other sites

არსებობს ტერმინი მე 2 თაობის Sandy Bridge პროცესორები რომლიs სიაშია ვიცით რომელი პროცებიც შედის და სხვაა II თაობის Intel Core პროცესორები

Link to comment
Share on other sites

პირველივე ჩამონათვალი Overview, რაც არის მანდ ჩამოთვლილი ყველაფერი შედის Intel Core სავაჭრო მარკაში (ბრანდში). ანუ 2nd Generation Intel® Core™ პროცესორები, Sandy Bridge არქიტექტურაზე.

Link to comment
Share on other sites

პირველივე ჩამონათვალი Overview, რაც არის მანდ ჩამოთვლილი ყველაფერი შედის Intel Core სავაჭრო მარკაში (ბრანდში). ანუ 2nd Generation Intel® Core™ პროცესორები, Sandy Bridge არქიტექტურაზე.

და მე ბრენდი კიარა არქიტექტურა ვიგულისხმე (ე.ი. ლინკზე არც შესულხარ :D)

Link to comment
Share on other sites

როგორ არა ვნახე უბრალოდ მანამდე დავპოსტე, სხვადასხვა რაღაცეებზე გვისაუბრია, მე მეგონა ბრენდს გულისხმობდი.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.