Magdalena Posted October 16, 2019 Share Posted October 16, 2019 მიუხედავად იმისა, რომ კომპანია AMD-ის პროცესორები დღითიდღე უფრო და უფრო უმჯობესდება, Intel დანებებას არ აპირებს. ბევრი ანალიტიკოსი მარჩიელობს - როგორ ახერხებს Intel რთული სიტუაციებიდან გამოსვლას იმ დროს, როდესაც კონკურენტის ჩიპები უფრო იაფია. ამჯერად, როგორც ჩანს, კითხვაზე პასუხი ნათელია. როგორც ვებ-გვერდი wccftech აღნიშნავს, ამ ორი კომპანიის შედარება არაკორექტულია. მთელი არსი მასშტაბებში მდგომარეობს: თუკი მთელი 2018 წლის განმავლობაში AMD-მ მხოლოდ 300 მლნ დოლარის ოდენობით შემოსავალი მიიღო, Intel-ის თქმით მას 2019 წელს გაკეთებული ფასდაკლებები 3 მლრდ აშშ დოლარი დაუჯდა. ბიუჯეტები პრაქტიკულად შეუსაბამოა. ამასთან, როგორც ექსპერტები ამბობენ, ისეთი გიგანტურის კომპანიისათვის, როგორიც Intel-ია, ეს ციფრები კრიტიკული არ იქნება. უფრო მეტიც - სერვერული ბაზრიდან მიღებული უზარმაზარი შემოსავლების ფონზე ეს დანახარჯი პრაქტიკულად უმნიშვნელოც კი გახლავთ. ამრიგად, Intel დაუფარავ ფასების ომს აცხადებს, რომლის მოგებასაც AMD დიდი ალბათობით ვერ შეძლებს, თანაც იმ დროს, როდესაც ახლად ძალ-ღონემოკრებილ AMD-ს ძვირადღირებული ჩიპები სჭირდება. Intel-მა უკვე ორჯერ დაწია ფასები თავის ახალ, მეათე თაობის მაღალი წარმადობის ჩიპებზე. ეს ფასდაკლება დაარტყამს ჯერ კიდევ არგამოსულ Threadripper-თაობას და ისინი შეიძლება აღარავის დასჭირდეს. ექსპერტების აზრით ეს მხოლოდ დასაწყისია. ფასების ომი - ეს საუკეთესო რამაა, რაც კი შეიძლება პროცესორების ბაზარზე მოხდეს. მას მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს: როდესაც ომი დასრულდება, გამარჯვებული თავის პროცესორებს ისეთ ფასებს დაადებს, როგორიც მოესურვება. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/30769/kompaniya-intel-gotova-k-cenovoj-vojne-u-amd-net-nikakih-shansov-wccftech 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted October 16, 2019 Share Posted October 16, 2019 3 მილირდი დოლარი გამოყვესო ვითომ, მაგრამ შეიძლება აჩერედნოი ჭორი იყოს იმის მაგვარი რომ 14 ნანოდან პირდაპირ 7 გადავა ინტელი დესკტოპ სერიაში მაგრამ ეგ 2023 წლამდე არ მოხდება და 10 ნანომეტრს მთლიანათ გამოტოვებს, თვითონ ეგ ინფოები ინტელს არ დაუდასტურებია არცერთი, ჩარტში კი ისევ აქვთ 10 ნანოც, მანდ არაფერი შეცვლილა, გადავლენ თუ არა ეგ უკვე სხვა საკითხია მაგრამ შემდეგ წელიწადს 14 ნანოზე გამოდის ჯერ კიდევ ექსტრიმალური სერიაც და მეინსტრიმ 10000 სერიაც 10 ბირთვიან ფლაგმანზე, მაგრამ 10 ნანოზე ლაპარაკი მაინც 2021 წლისთვის იყო, რაც შეეხება მობილურ 10 ნანომეტრიან პროცესორებს, ეგენი უფრო მიდ სეგმენტისთვის გამოვლენ მაქს მგონი 4 ბირთვიანი 8 თრიდიანია შედარებით უფრო იაფათ და გამოდიან წლის ბოლოსთვის როგორც განახლებული 14 ნანომეტრიანი მობილური სერია უფრო ძლიერი პროცესორებით, ანუ მობილურში სრაზუ ორი ახალი სერია გამოდის და არავის აერიოს, 6-8 ბირთვიანები 14 ნანოზე რჩება, 4 ბირთვიანი გადადის 10-ზე და სხვადასხვა სახელები ქვია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Sata Posted October 16, 2019 Share Posted October 16, 2019 ამიტომ უნდა თქვას უარი ხალხმა ინთელის გაიაფებულ პროცესორებზე. თუ ინთელი გაიმარჯვებს ათმაგად ამოიღებს ჩვენი ჯიბეებიდან პერსპექტივაში. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted October 16, 2019 Share Posted October 16, 2019 ისედაც ამოიღებს და ასედაც თუ მოაგვარებენ დეფიციტის პრობლემას და უფრო დაბალი ტეხპროცესის ათვისების, რახან ამდ საუკეთესო წელსაც კი 60-40% ქონია თურმე ინტელს ბაზრის წილი როცა მაგარს ავიწროვებდა ამდ დესკტოპ სეგემენტში, მაგრამ ინტელი ყოველთის მოშნათ უბერავდა მობილურს სექტორში როგორც სერვერულში, მაგრამ იყო დრო როცა სერიოზულათ ავიწროვებდა ამდ დესკტოპ მეინსტრიმ სექტორში, მაგ ორი კორპორაციის კონკურენცია კი პროცესორების ბაზარზე 15 წელზე მეტია უკვე გრძელდება, თავიდან რა თქმა უნდა ესეთი სიტუაცია სულაც არ ყოფილა როგორც ბოლო 10 წლის მანძილზე ბაზრის წილში, მაგრამ ინტელს 10-ჯერ მეტი დაფინანსების გამო ყოველთვის საკმაოთ დიდი უპირატესობა ქონდა გაყიდვებში, ამდ კი ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვა მაგ პერიოდში და კინაღამ გაკოტრდა, მოკლეთ ეგ ყველაფერი ხელს უშლიდათ ინტელთან დასტოინი კონკურენციის, ინტელის პრობლემა ეხლა 10 და მერე 7 ნანომეტრიანი ტეხპროცესის ნორმალურათ ათვისებაა, რახან ეგენი მარტო თავიანთ რაზრაბოტკებს იყენებენ ამდ განსხვავებით, TSMC კი ვიზეც არის ამდ დამოკიდებული ბოლო წლებში დიდი მაყუთი იშოვა apple-sasmung-ან და კარგ ხოდზეა ამ ეტაპზე, ამიტომ თუ ვერ მოაგვარა ინტელმა თავისი პრობლემები საკმაოთ გაუჭირდება შემდგომშიც ამდ და TSMC კონკურენციის გაწევა თუ ძალიან დიდხანს დარჩება 14 ნანოზე, ისე კი ბოლო 13 წლის მანძილზე ინტელი საშვალოთ 10-ჯერ მეტს დებდა ყოველწლიურათ თავის რაზრაბოტკებში ვიდრე ამდ, ეგ ყველაფერი უფრო სუსტი დაფინანსების გამო ხდებოდა https://www.statista.com/statistics/267873/amds-expenditure-on-research-and-development-since-2001/ https://www.statista.com/statistics/263562/intel-expenditure-on-research-and-development-since-2004/ ისე კი Semiconductor R&D spending ყველაზე მეტ მაყუღს ინტელი დებს უკვე დიდი ხანია, ესაა იგივე 2017 წლის მონაცემები: მანდ ჩანს თუ რამდენათ უფრო მეტია ინტელის დაფინანსება, მაგრამ არ ჩანს დეტალები თუ რაში იდება მაგხელა მაყუთი, გაჭირვებულ დღეში რომ ყოფილიყვნენ გაყიდვებში მაგხელა მაყუთს ვერ ჩადებდენ, ეხლაც დეფიციტია უკვე ლამის მესამე წელია ინტელის პროცესორებზე ბაზარზე, მარტო ბოლო პერიოდში შემცირდა ეგ დეფიციტი ამდ რომ გამოიღვიძა და გაზარდა პროცესორების დასტავკები ინტელმა და დამატებითი რესურსები ჩართო, მაგ სფეროში დაფინანსება კი მომავალში კიდე გაიზრდებაო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Sata Posted October 16, 2019 Share Posted October 16, 2019 სულ არ მაინტერესებს ინთელის რაზრაბოტკებში ჩადებული დიდი ფული. არ ჩაუდია აემდეს მაგხელა ფული მარა კი გადააღუნა თავზე ეგ ძვირ რაზრაბოტკა ფულ ჩადებული პროცესორები თავზე. მე ის მანაღვლებს რომ დიდმა ფულიანმა ძიამ თავისი ფინანსებით საბოლოოდ არ მოახრჩოს კონკურენტი რომელმაც ჩვენ დედამიწის ღარიბ მოსახლეობას გაგვაგებინა კარგი პროცესორის გემო და გახადა ხელმისაწვდომი. ეგაა და ეგ. თუ აემდე გაღორდება იგივეს ვიტყვი იმაზეც. ისე მე იმას ვხედავ რომ მალე ბაზარზე სხვა პროცესორის მწარმოებლებიც გამოჩნდებიან. ჩინეთს დაუმზადებია საკუთარი წარმოების საკმაოდ ნორმალური პროციკები. ინთელის ბლატაობის ხანა დასასრულისკენ მიდის და ამას ვეღარ შეაჩერებს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted October 16, 2019 Share Posted October 16, 2019 მაგის უფლებას ანტიმონოპოლური კანონები არ იძლევიან დასავლეთის ქვეყნებში, თორე აქამდე გააძრობდა სულს, არსებობს ზღვარი რის შემდეგაც შეიძლება მოშნათ დაგაჯარიმონ, მაგის თავიდან ასაცილებლათ კი შენ კონკურენტს როცა უჭირს ძალით აღარ უნდა ჩაძირო იმაზე მეტათ, ანუ თვითომ ამდ თუ არ დაუშვებს ისევ სერიოზულ შეცდომებს ეგ საფრთხე არ გვემუქრება ამ ეტაპზე, შენ შეიძლება არ გაინტერესებდეს მაგრამ ჰაერიდან ეგ ყველაფერი არ მზადდება და შენ თუ არ გაქვს მზათ შემდეგი სერიის პროცესორები ან ახალი ტეხპროცესი შეიძლება სერიოზული ჩავარდნა დაგეწყოს ეხლა ძალიანაც წარმატებულიც რომ იყო ბაზარზე, ანუ ეგ რაზრაბოტკები მნიშვნელოვანია მომავლისთვის, რასაც აქამდე მიაღწია იგივე ინტელმა კაკრაზ მაგ რაზრაბოტკების ხარჯზე წინა წლებში რაც განახორციელა, მაგრამ ამდ-ეც ეგრე გაღორდება ალბათ ინტელსაც რომ 20-30% დარჩეს მარტო ბაზრის წილი, ეხლანდელი მერკებით ეგ უზარმაზარი რაოდენობის გაყიდულ პროცესორებს უდრის და საკმაოთ სერიოზულ თანხებს და მაგიტომ, ამდ კი ამ ეტაპზე ძირითადათ მცირე მოგებაზე მუშაობს, სხვანაირათ ბაზრის წილს ვერ დაიბრუნებენ სწრაფათ, ანუ ერთ ბირთვში ლუბოი სეგმენტის პროცესორში იღებენ მაქსიმალურათ დაბალ თანხას ინტელთან შეფარდებაში, მაგრამ ჯერ ყველაზე მეტათ ეგ პადხოდი ამართლებს დესკტოპ პროცესორების მეინსტრიმ სექტორში, მობილურ-სერვერულ სექტორში ჯერ უჭირთ სწრაფათ ბაზრის წილის დაბრუნება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Sata Posted October 16, 2019 Share Posted October 16, 2019 ჰო მეც მაგას ვამბობ. ბალანსია საჭირო თორემ ნებისმიერი გაღორდება. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted October 20, 2019 Share Posted October 20, 2019 ინტელს ძალიან ადვილად შეუძლია ფასების დაწევა დესკტოპზე. კოლოსალურ მოგებას იღებს სერვერული სეგმენტიდან. მარკეტ კაპები, ბრუნვა, მოგება რომ შეადარო, ცა და დედამიწა აქვთ სხვაობა. დრო დასჭირდება ამდ-ს დიდი, რომ სერვერულ და ვორქსთეიშენ სეგმენტში ბაზრის წილი გაიუმჯობესოს საგრძნობლად. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted October 21, 2019 Share Posted October 21, 2019 ხო ძლიერ მონოპოლისტს ეგრე ადვილათ ვერ დააჩმორებ, ისე მობილურ სეგმენტშიც ძალზე დიდი სხვაობაა ბაზრის წილში, ტოპებში გაყიდვებით ეხლა 6 ბირთვიანი 8750H-9750H მობილური პროცესორებია რომლებსაც როგორც ჩანს საკმაოთ დიდი რაოდენობის უზერები ყიდულობენ თანამედროვე ნოუტბუკებზე გეიმინგისთვის და არა მარტო, საკმაოთ კარგი პროცესორებია ფასი წარმადობით კაკ მინიმუმ ამ ეტაპზე ნოუტისთვის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.