Magdalena Posted May 2, 2019 Share Posted May 2, 2019 გეიმერებისთვის სასიამოვნო შემოთავაზება აქვს კრის რობერტსა და მის სტუდია Cloud Imperium Games-ს. თამაშ Star Citizen-ის ალფა-ვერსია დღეიდან ერთი კვირის მანძილზე უფასო იქნება. აქცია სახელწოდებით Free Fly გაგრძელდება 8 მაისამდე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი გეიმერის მხრიდან სკეპტიკური განწყობა არსებობს თამაშის მიმართ, Star Citizen კარგი ტემპებით ვითარდება. ალფა-ვერსიაში, რომელიც უფასო იქნება მიმდინარე კვირაში, უკვე წარმოდგენილია მდედრობითი სქესის გეიმინგ-პერსონაჟები, პლანეტა-ქალაქი ArcCorp, რომელსაც ცხადია საფუძვლად უდევს რესპუბლიკის ცენტრალური სამყარო „ვარსკვლავური ომებიდან“. თამაშში აგრეთვე წარმოდგენილი იქნება ფრენების ახალი, რეალისტური მოდელი. ალფა-ვერსია 3.5-ში ასევე ხელმისაწვდომი იქნება პერსონაჟების custom-იზაციის განახლებული სისტემა, გაუმჯობესებული ხმა და ა.შ. უფასო თამაშის ფარგლებში ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა მოსინჯოს სხვადასხვა კლასისა და ტიპის ხუთი კოსმოსური ხომალდი. ესენი იქნება ჩქაროსნული ტიპის, საბრძოლო, სატრანსპორტო და მეშახტეების საფრენი აპარატი. https://overclockers.ru/softnews/show/96978/star-citizen-segodnya-stanet-besplatnoj-na-celuju-nedelju 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
eolsori Posted May 2, 2019 Share Posted May 2, 2019 ერთი კვირის შემდეგ კვლავ ფასიანი გახდება ხო? თუ ასასინების მსგავსად ერთხელ ჩაწერის შემდეგ სულ უფასო იქნება? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Danger77 Posted May 2, 2019 Share Posted May 2, 2019 23 minutes ago, eolsori said: ერთი კვირის შემდეგ კვლავ ფასიანი გახდება ხო? თუ ასასინების მსგავსად ერთხელ ჩაწერის შემდეგ სულ უფასო იქნება? ერთი კვირის შემდეგ ისევ ფასიანი გახდება. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MaKaSaRa Posted May 2, 2019 Share Posted May 2, 2019 ვიწერ. ვნახო აბა რა შეიცვალა იმის მერე რაც ბოლოს 2 წლის უკან ვითამაშე თუ 3ის ის მაგარი მოიფიქრეს სსდ-ზე უნდა იყოს უმჯობესიაო. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Danger77 Posted May 3, 2019 Share Posted May 3, 2019 19 hours ago, MaKaSaRa said: ვიწერ. ვნახო აბა რა შეიცვალა იმის მერე რაც ბოლოს 2 წლის უკან ვითამაშე თუ 3ის ის მაგარი მოიფიქრეს სსდ-ზე უნდა იყოს უმჯობესიაო. ArcCorp-ზე წადი აუცილებლად Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 7, 2019 Share Posted May 7, 2019 ამ თემის ადგილიც უფრო ახალი ამბების თემაშია, რახან არის ამ განყოფილებაში უკვე გახსნილი ცალკე თემა მაგ თამაშზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.