X-treme user Posted April 12, 2012 Share Posted April 12, 2012 ინფორმაციულ წყაროს ცნობით, Ivy Bridge-ების პირველ ნაკადში არ იქნებიან შესული დესქტოპ Core i3 მოდელები. კერძოდ, ირწმუნებიან, რომ მათი რელიზი შედგება მიმდინარე წლის III კვარტალში. გამოსაშვებად დაგეგმილ პროცესორების სია კი, მოიცავს Core i3-3240-ს (ტაქტური სიხშირე - 3,4 გჰზ), Core i3-3240T (3,00 გჰზ), Core i3-3225 (3,30 გჰზ), Core i3-3220 (აგრეთვე 3,30 გჰზ, მაგრამ IGP-სიხშირე Core i3-3225-თან შედარებით, უფრო ნაკლებია) და Core i3-3220T (2,80 გჰზ). ყველა აღნიშნული CPU აღჭურვილია ორი ბირთვით, თუმცა, Hyper-Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერის მეშვეობით, უნარი აქვთ ერთდროულად ოთხამდე ნაკადის შესრულებისა. III თაობის კეშ-მეხსიერების მოცულობა ყველა შემთხვევაში შეადგენს 3 მბ-ს. 'T' სუფიქსის მქონე ვერსიებს ექნებათ 35 ვ-იანი TDP, დანარჩენებს კი - 55. უფრო ადრე, მათ გამოსვლის თარიღად მიჩნეული იყო ივნისი. ხოლო გადატანის მიზეზად კი, რესურსს მოჰყავს ორი ვერსია: მიმდინარე თაობის პროცესორების მნიშვნელოვანი სასაწყობო მარაგები და წარმოების სიმძლავრეების უკმარისობა, რომლებიც შეუძლიათ 22 ნმ პროდუქციის გამოშვება. VR-Zone, IXBT 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted April 13, 2012 Share Posted April 13, 2012 ვახ HD 4000 ნახეთ რაა GT 520 ის დონეა ,ნებისმერი ნოუთი გაასწორებს ამ ახალი პროცით თავის HD 4000 თან ერთად როგორც ამბობენ ჰასველის iGPU იქნება რაც იქნებაო. მოშნად იქნება მუშა ერთეულების რაოდენობა გაზრდილი და ა.შ.-ო. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted April 13, 2012 Share Posted April 13, 2012 ხო ალბათ ეგ ინტეგრირებული უკვე ბევრად მაღალ დონეზე იქნება ,შეიძლება დაახლოებით ახლადენილი GTS 450 ის დონისაც იყოს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted April 13, 2012 Share Posted April 13, 2012 ზევით ცხრილების მიხედვით საკმაო ზრდაა hd 3000-ს მერე. აი ასე იცის ჯანსაღმა კონკურენციამ amd-მ ინტეგრირებულ ვიდეოებში ნაღდად აჯობა ინტელს და ამ უკანასკნელმაც არ დააყოვნა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
nikolozi Posted April 13, 2012 Share Posted April 13, 2012 ჰასველის ვიდეო მართლაც "რაღაც" იქნება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted April 14, 2012 Share Posted April 14, 2012 Desktop Ivy Bridge CPUs Get Price Cuts Before Launch Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted April 14, 2012 Share Posted April 14, 2012 პეკინში მიმდინარე IDF 2012 ღონისძიებაზე, კომპანია Intel შეეხო თემას Ivy Bridge-ების აჩქარების შესაძლებლობების შესახებ და ისაუბრა Sandy Bridge თაობის გადაწყვეტილებების დროიდან მათში განხორციელებულ სიახლეებზე და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არქიტექტურაში ისინი გლობალურ სახეს არ ატარებენ, ეს ინოვაციები უფრო ევოლუციური ტიპისაა. პირველ რიგში, CPU-ების მაქსიმალური ხელმისაწვდომი მამრავლი გაზრდილ იქნა 63х (59x - Sandy Bridge-ში), ხოლო გრაფიკული ქვესისტემისთვის კი - 60x-მდე. გარკვეული ცვლილებები შეეხო DDR3 მეხსიერების კონტროლერსაც, რითაც პროცესორს უნარი ეძლევა მაღალი სიხშირის მქონე მოდულებთან მუშაობისა. სინქრონიზაციის ეტაპები უცვლელი დარჩა და CPU-ს ძირითად კომპონენტების ფუნქციონირება უშუალოდ დამოკიდებულია BLCK-ნიშნულზე. ამგვარად, ბაზური გენერატორის ოვერქლოქინგი შეზღუდულია 5-7%-ით (+5-7 მჰზ). ანალოგიური ლიმიტი იყო დაწესებული Sandy Bridge-სათვისაც. სპეციალური აპლიკაციების მეშვეობით, შესაძლებელი გახდება აჩქარება 'რეალურ დროში' - კომპიუტერის გადატვირთვის გარეშე. კერძოდ კი, ენთუზიასტები სურვილისამებრ შეცვლიან პროცესორის/ გრაფიკული ბირთვის მამრავლს, BLCK-სიხშირეს და ელექტროკვების ზოგიერთ პარამეტრს. თუმცა, თავისუფლება დამახასიათებელი იქნება მხოლოდ გახსნილი მამრავლის მქონე მოდელებისთვის, სახელწოდებაში 'K' სუფიქსით. ექსპერიმენტების ჩატარება 'უბრალო' ვერსიებზე შესაძლებელია მხოლოდ Turbo Boost ტექნოლოგიის გამოყენებით და ბაზური გენერატორის აჩქარებით (სამართლიანია მობილური გადაწყვეტილებებისთვისაც). Overclockers.ru, ComputerBase.de 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted April 14, 2012 Share Posted April 14, 2012 საიდუმლოს არავისთვის არ არის წარმოადგენს ის, რომ Ivy Bridge-ების ბოქს-ვერსიების მიწოდებები უკვე დაწყებულია, თუმცა ბევრი ენთუზიასტის აზრით, მათი აჩქარების დონე არ იქნება ისეთი მაღალი, როგორც Sandy Bridge-ზე. VR-Zone-ის ჩინური ვერსია აზუსტებს ამ პროდუქტების ანონსის სქემას. მაშ ასე, 23 აპრილს მოიხსნება აკრძალვა მიმოხილვების პუბლიკაციებზე და შესაბამისად, შედგება თვითონ რელიზიც. ხოლო 29-დან კი, მესამე თაობის Core i7 და Core i5 პროცესორების ოფიციალურად შეძენა უკვე შესაძლებელი გახდება მაღაზიებშიც. 3DNews 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted April 14, 2012 Share Posted April 14, 2012 თუმცა ბევრი ენთუზიასტის აზრით, მათი აჩქარების დონე არ იქნება ისეთი მაღალი, როგორც Sandy Bridge-ზე. სენდიზე თუ საშუალოდ 5000 რაზგონდებოდა უმეტესობა ივიზე სადღაც 4800-ია ზღვარი როგორც ვიცი ეხლა ივი რომ მომცა 5300-იანი ჩიპი იფ... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted April 14, 2012 Share Posted April 14, 2012 ოპერების რაზგონი ასწორებს სენდის უჭირს ელპიდა ჰაიპერების რაზგონი და 4X4 წყობაზე კას6 შანსი არაა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
system 32 Posted April 15, 2012 Share Posted April 15, 2012 ეს რომელ სოკეტზე იქნება? 2011? თუ 1155? ვერ მივხვდი... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted April 15, 2012 Share Posted April 15, 2012 პოტენციურ კლიენტების კიდევ უფრო მეტად დაინტერესების მიზნით, Intel-მა ბოლო მომენტში გააიაფა სადებიუტო 4-ბირთვიანები - თითოეულზე 5-8$-ით. ახალი ნიშნულები აქტუალურია 1000 ერთეულიდან დაწყებული პარტიებისთვის. მაგალითისთვის, ტოპ Core i7-3770K ხელმისაწვდომი იქნება 320-ის ნაცვლად 313$-ად, ხოლო სხვა, გახსნილი მამრავლის მქონე მოდელი Core i5-3570K ეღირება 212$ (220$-ის ნაცვლად), შედარებით მოკრძალებული Core i5-3450 კი - 174$ (182$) კიდევ ერთი კარგი ამბავი გახლავთ ის, რომ AMD-საც, თავის მხრივ, მოუწევს მცირე დათმობაზე წასვლა და შეამცირებს ფასებს FX/Zambezi CPU-ებზე. Fudzilla, VR-Zone, Overclockers.ua 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted April 15, 2012 Share Posted April 15, 2012 Kaia,i5-s ukve 300larshi daitrev kaci mag passhi uketesi ra unda iyido Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted April 15, 2012 Share Posted April 15, 2012 ეს ინტელი ამ პროცესორებს სულ უფრო და უფრო აპატარავებს წესით სენდი არ უნდა გაიაფდეს ეხლა? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
T a S o T T i Posted April 15, 2012 Share Posted April 15, 2012 ეს ინტელი ამ პროცესორებს სულ უფრო და უფრო აპატარავებს წესით სენდი არ უნდა გაიაფდეს ეხლა? კიიი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted April 15, 2012 Share Posted April 15, 2012 აბა რა 3570k-ს 2500k-ზე ნაკლები ფასი უწერია. მარა ეს ის ფასია რაც მაღაზიებში დაედება? ამაზონზე ამ ფასად იქნება თუ ცოტა წაემატება კიდე გადაყიდვის პონტში. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted April 15, 2012 Share Posted April 15, 2012 Intel Ivy Bridge HD 4000-ის სამ ეკრანზე ვიდეოდემონსტრაცია http://www.3dnews.ru/news/627658 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted April 15, 2012 Share Posted April 15, 2012 ფორუმ IDF-ის დროს, კომპანია Intel-მა თავის ახალ ინტეგრირებულ გრაფიკა HD Graphics 4000-ის დემონსტრაცია, რომელიც გამოჩნდება Ivy Bridge პროცესორებში და მომხმარებლებს შესთავაზებს მნიშვნელოვან ზრდას წარმადობაში - Sandy Bridge-ის HD Graphics 3000-თან შედარებით. Netbook News-მა მოახერხეს ვიდეორგოლის გადაღება. სამ განსხვავებულ ეკრანზე, Intel-ის მობილური 4-ბირთვიანი HD Graphics 4000-ით, ახდენდა ვიდეონაკადის კოდირებას, მაღალი გაფართოების ფილმის ჩვენებას და ნორმალური FPS-ით გაშვებული ჰქონდა თამაში Portal 2 (როგორც ჩანს, დაბალ ან საშუალო ხარისხის პარამეტრებზე). უნდა აღინიშნოს, რომ CPU-ს გამოყენების დონე იმყოფებოდა 29%-იან ნიშნულზე, რაც გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ყველა ამ დავალების შესრულებისას, პირველ რიგში მუშაობდა გრაფიკა. Intel-ის შიდა ტესტირების მონაცემებით, ახალი პროცესორი Core i7-3770 (3,4 გჰზ) - უფრო მაღალტემპიან ამსწრაფებლის გამო, ArcSoft Media Expresso-ში 56%-ით გააუმჯობესებს Core i7-2600 (3,4 გჰზ)-ის შედეგს და 192%-ით - 3DMark Vantage-ში. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს, მისი შედარება ხდებოდა უფრო ნელ, HD Graphics 2000-თან. 3DNews 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted April 15, 2012 Share Posted April 15, 2012 საინტერესოა amd-ს hd 6550D-ს თუ ჯობს hd 4000. მგონი ისევ წააგებს intel igp-ებში. amd hd 7660D-ს გამოშვებას აპირებს როგორც ვიცი. ეს იქნება ალბათ უსწრაფესი ინტეგრირებული ვიდეო. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted April 16, 2012 Share Posted April 16, 2012 სამაგიეროდ თვითონ პროცი იქნება ინტელის უკეთესი :dacinva: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted April 16, 2012 Share Posted April 16, 2012 ეგ იასნია რო უკეთესი იქნება მარა ინტეგრირებულსაც რო იკეთესი წარმადობა ქონოდა ვაბშე ხოშიანი იქნებოდა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted April 16, 2012 Share Posted April 16, 2012 ეგ იასნია რო უკეთესი იქნება მარა ინტეგრირებულსაც რო იკეთესი წარმადობა ქონოდა ვაბშე ხოშიანი იქნებოდა. ეგ ჰასველზე იქნება. რეალურად მხვნელ IGPU-ს ინტელი ჰასველზე შემოგვთავაზებს. თორემ წინასწარ ვიცით, HD 4000 ვერ აჯობებს AMD-ს ინტეგრირებულს :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
nikolozi Posted April 16, 2012 Share Posted April 16, 2012 Power_VANO ჰოო,წარმომიდგენია ძალიან რაღაცა იქნება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted April 16, 2012 Share Posted April 16, 2012 Core i3 Ivy Bridge CPUs Detailed http://guru3d.com/news/core-i3-ivy-bridge-cpus-detailed/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted April 17, 2012 Share Posted April 17, 2012 ვებ-გვერდ NordicHardware-ზე მოულოდნელად გამოჩნდა ინფორმაცია, რომელიც ეხება მოსალოდნელი Ivy Bridge პროცესორების აჩქარების პოტენციალს - ჰაერის გაგრილების გამოყენებით. ცნობილია, Sandy Bridge თაობის მოდელებს უნარი აქვთ სტაბილურად მუშაობისა 5 გჰზ-მდე და როგორც ახლა ირკვევა, ახალ გადაწყვეტილებებს არ შეუძლიათ ასეთ მაღალ სიხშირეებზე მუშაობა, ხურდებიან 90O-მდე და შედიან ტროტლინგის რეჟიმში. აგრეთვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Intel-მა გაზარდა Core i7-3770K-ს TDP 95 ვ-მდე (ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი იქნებოდა 77 ვ-ს ტოლი). როგორც ეს ჩეხური ბლოგი აზუსტებს, 22 ნმ წარმოებასთან და 'სამგანზომილებიან' ტრანზისტორებთან არსებულ პრობლემების გამო, რომელიც შესაძლოა გადაჭრილ იქნას ტექ-პროცესის დახვეწასთან და ახალ სტეპინგზე გადასვლასთან ერთად, Ivy Bridge-ები ფუნქციონირებენ უფრო მაღალ ძაბვაზე, ვიდრე მათი წინამორბედები. overclockers.ru Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.