Jump to content

Recommended Posts

ინფორმაციულ წყაროს ცნობით, Ivy Bridge-ების პირველ ნაკადში არ იქნებიან შესული დესქტოპ Core i3 მოდელები. კერძოდ, ირწმუნებიან, რომ მათი რელიზი შედგება მიმდინარე წლის III კვარტალში. გამოსაშვებად დაგეგმილ პროცესორების სია კი, მოიცავს Core i3-3240-ს (ტაქტური სიხშირე - 3,4 გჰზ), Core i3-3240T (3,00 გჰზ), Core i3-3225 (3,30 გჰზ), Core i3-3220 (აგრეთვე 3,30 გჰზ, მაგრამ IGP-სიხშირე Core i3-3225-თან შედარებით, უფრო ნაკლებია) და Core i3-3220T (2,80 გჰზ).

8b0ef2bbf3c64684a649218b1d15e4dc.jpg

ყველა აღნიშნული CPU აღჭურვილია ორი ბირთვით, თუმცა, Hyper-Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერის მეშვეობით, უნარი აქვთ ერთდროულად ოთხამდე ნაკადის შესრულებისა. III თაობის კეშ-მეხსიერების მოცულობა ყველა შემთხვევაში შეადგენს 3 მბ-ს. 'T' სუფიქსის მქონე ვერსიებს ექნებათ 35 ვ-იანი TDP, დანარჩენებს კი - 55.

უფრო ადრე, მათ გამოსვლის თარიღად მიჩნეული იყო ივნისი. ხოლო გადატანის მიზეზად კი, რესურსს მოჰყავს ორი ვერსია: მიმდინარე თაობის პროცესორების მნიშვნელოვანი სასაწყობო მარაგები და წარმოების სიმძლავრეების უკმარისობა, რომლებიც შეუძლიათ 22 ნმ პროდუქციის გამოშვება.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • Replies 900
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ვახ HD 4000 ნახეთ რაა GT 520 ის დონეა ,ნებისმერი ნოუთი გაასწორებს ამ ახალი პროცით თავის HD 4000 თან ერთად :thumbsup:

როგორც ამბობენ ჰასველის iGPU იქნება რაც იქნებაო. მოშნად იქნება მუშა ერთეულების რაოდენობა გაზრდილი და ა.შ.-ო.

Link to comment
Share on other sites

ხო ალბათ ეგ ინტეგრირებული უკვე ბევრად მაღალ დონეზე იქნება ,შეიძლება დაახლოებით ახლადენილი GTS 450 ის დონისაც იყოს

Link to comment
Share on other sites

ზევით ცხრილების მიხედვით საკმაო ზრდაა hd 3000-ს მერე. აი ასე იცის ჯანსაღმა კონკურენციამ amd-მ ინტეგრირებულ ვიდეოებში ნაღდად აჯობა ინტელს და ამ უკანასკნელმაც არ დააყოვნა.

Link to comment
Share on other sites

პეკინში მიმდინარე IDF 2012 ღონისძიებაზე, კომპანია Intel შეეხო თემას Ivy Bridge-ების აჩქარების შესაძლებლობების შესახებ და ისაუბრა Sandy Bridge თაობის გადაწყვეტილებების დროიდან მათში განხორციელებულ სიახლეებზე და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არქიტექტურაში ისინი გლობალურ სახეს არ ატარებენ, ეს ინოვაციები უფრო ევოლუციური ტიპისაა. პირველ რიგში, CPU-ების მაქსიმალური ხელმისაწვდომი მამრავლი გაზრდილ იქნა 63х (59x - Sandy Bridge-ში), ხოლო გრაფიკული ქვესისტემისთვის კი - 60x-მდე. გარკვეული ცვლილებები შეეხო DDR3 მეხსიერების კონტროლერსაც, რითაც პროცესორს უნარი ეძლევა მაღალი სიხშირის მქონე მოდულებთან მუშაობისა.

d2aaeab98c3e4d800a2ef18e6803332b.png

84c599fd21cda102d6c0d6eb16aebf79.png

სინქრონიზაციის ეტაპები უცვლელი დარჩა და CPU-ს ძირითად კომპონენტების ფუნქციონირება უშუალოდ დამოკიდებულია BLCK-ნიშნულზე. ამგვარად, ბაზური გენერატორის ოვერქლოქინგი შეზღუდულია 5-7%-ით (+5-7 მჰზ). ანალოგიური ლიმიტი იყო დაწესებული Sandy Bridge-სათვისაც.

6b5242a9f9e13068496be402eb77355c.png

348d85ec1a7e475aa5dee8f9f70371db.png

b92e3e3b73a73490e3d901b6d4876961.png

სპეციალური აპლიკაციების მეშვეობით, შესაძლებელი გახდება აჩქარება 'რეალურ დროში' - კომპიუტერის გადატვირთვის გარეშე. კერძოდ კი, ენთუზიასტები სურვილისამებრ შეცვლიან პროცესორის/ გრაფიკული ბირთვის მამრავლს, BLCK-სიხშირეს და ელექტროკვების ზოგიერთ პარამეტრს.

eaac01f57e68a2eaa6a1a09bf5fa5a66.png

6d54cf9720d15c6f711740954d1776ee.png

თუმცა, თავისუფლება დამახასიათებელი იქნება მხოლოდ გახსნილი მამრავლის მქონე მოდელებისთვის, სახელწოდებაში 'K' სუფიქსით. ექსპერიმენტების ჩატარება 'უბრალო' ვერსიებზე შესაძლებელია მხოლოდ Turbo Boost ტექნოლოგიის გამოყენებით და ბაზური გენერატორის აჩქარებით (სამართლიანია მობილური გადაწყვეტილებებისთვისაც).

5ca20998d8e1d84311701ddd6e0bb57c.png

d98eb79b55ee2c0596430258cd3cbc7c.png

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

საიდუმლოს არავისთვის არ არის წარმოადგენს ის, რომ Ivy Bridge-ების ბოქს-ვერსიების მიწოდებები უკვე დაწყებულია, თუმცა ბევრი ენთუზიასტის აზრით, მათი აჩქარების დონე არ იქნება ისეთი მაღალი, როგორც Sandy Bridge-ზე. VR-Zone-ის ჩინური ვერსია აზუსტებს ამ პროდუქტების ანონსის სქემას.

19e74662f33ecc37b57a06d18fe4f907.jpg

6208a0b8be03d67826b2ac087209f1cd.jpg

მაშ ასე, 23 აპრილს მოიხსნება აკრძალვა მიმოხილვების პუბლიკაციებზე და შესაბამისად, შედგება თვითონ რელიზიც. ხოლო 29-დან კი, მესამე თაობის Core i7 და Core i5 პროცესორების ოფიციალურად შეძენა უკვე შესაძლებელი გახდება მაღაზიებშიც.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

თუმცა ბევრი ენთუზიასტის აზრით, მათი აჩქარების დონე არ იქნება ისეთი მაღალი, როგორც Sandy Bridge-ზე.

სენდიზე თუ საშუალოდ 5000 რაზგონდებოდა უმეტესობა

ივიზე სადღაც 4800-ია ზღვარი როგორც ვიცი

ეხლა ივი რომ მომცა 5300-იანი ჩიპი იფ...

Link to comment
Share on other sites

პოტენციურ კლიენტების კიდევ უფრო მეტად დაინტერესების მიზნით, Intel-მა ბოლო მომენტში გააიაფა სადებიუტო 4-ბირთვიანები - თითოეულზე 5-8$-ით. ახალი ნიშნულები აქტუალურია 1000 ერთეულიდან დაწყებული პარტიებისთვის. მაგალითისთვის, ტოპ Core i7-3770K ხელმისაწვდომი იქნება 320-ის ნაცვლად 313$-ად, ხოლო სხვა, გახსნილი მამრავლის მქონე მოდელი Core i5-3570K ეღირება 212$ (220$-ის ნაცვლად), შედარებით მოკრძალებული Core i5-3450 კი - 174$ (182$)

24e7e8bb4a0a655e3646785b0543aedd.jpg

კიდევ ერთი კარგი ამბავი გახლავთ ის, რომ AMD-საც, თავის მხრივ, მოუწევს მცირე დათმობაზე წასვლა და შეამცირებს ფასებს FX/Zambezi CPU-ებზე.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Kaia,i5-s ukve 300larshi daitrev kaci mag passhi uketesi ra unda iyido

Link to comment
Share on other sites

ეს ინტელი ამ პროცესორებს სულ უფრო და უფრო აპატარავებს:D

წესით სენდი არ უნდა გაიაფდეს ეხლა?

Link to comment
Share on other sites

ეს ინტელი ამ პროცესორებს სულ უფრო და უფრო აპატარავებს:D

წესით სენდი არ უნდა გაიაფდეს ეხლა?

კიიი

Link to comment
Share on other sites

აბა რა 3570k-ს 2500k-ზე ნაკლები ფასი უწერია. მარა ეს ის ფასია რაც მაღაზიებში დაედება? ამაზონზე ამ ფასად იქნება თუ ცოტა წაემატება კიდე გადაყიდვის პონტში.

Link to comment
Share on other sites

Intel Ivy Bridge HD 4000-ის სამ ეკრანზე ვიდეოდემონსტრაცია http://www.3dnews.ru/news/627658

Link to comment
Share on other sites

ფორუმ IDF-ის დროს, კომპანია Intel-მა თავის ახალ ინტეგრირებულ გრაფიკა HD Graphics 4000-ის დემონსტრაცია, რომელიც გამოჩნდება Ivy Bridge პროცესორებში და მომხმარებლებს შესთავაზებს მნიშვნელოვან ზრდას წარმადობაში - Sandy Bridge-ის HD Graphics 3000-თან შედარებით.

Netbook News-მა მოახერხეს ვიდეორგოლის გადაღება. სამ განსხვავებულ ეკრანზე, Intel-ის მობილური 4-ბირთვიანი HD Graphics 4000-ით, ახდენდა ვიდეონაკადის კოდირებას, მაღალი გაფართოების ფილმის ჩვენებას და ნორმალური FPS-ით გაშვებული ჰქონდა თამაში Portal 2 (როგორც ჩანს, დაბალ ან საშუალო ხარისხის პარამეტრებზე). უნდა აღინიშნოს, რომ CPU-ს გამოყენების დონე იმყოფებოდა 29%-იან ნიშნულზე, რაც გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ყველა ამ დავალების შესრულებისას, პირველ რიგში მუშაობდა გრაფიკა.

1db33319b51f820dfd72c6074f00c191.jpg

Intel-ის შიდა ტესტირების მონაცემებით, ახალი პროცესორი Core i7-3770 (3,4 გჰზ) - უფრო მაღალტემპიან ამსწრაფებლის გამო, ArcSoft Media Expresso-ში 56%-ით გააუმჯობესებს Core i7-2600 (3,4 გჰზ)-ის შედეგს და 192%-ით - 3DMark Vantage-ში. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს, მისი შედარება ხდებოდა უფრო ნელ, HD Graphics 2000-თან.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

საინტერესოა amd-ს hd 6550D-ს თუ ჯობს hd 4000. მგონი ისევ წააგებს intel igp-ებში. amd hd 7660D-ს გამოშვებას აპირებს როგორც ვიცი. ეს იქნება ალბათ უსწრაფესი ინტეგრირებული ვიდეო.

Link to comment
Share on other sites

ეგ იასნია რო უკეთესი იქნება მარა ინტეგრირებულსაც რო იკეთესი წარმადობა ქონოდა ვაბშე ხოშიანი იქნებოდა.

ეგ ჰასველზე იქნება. რეალურად მხვნელ IGPU-ს ინტელი ჰასველზე შემოგვთავაზებს. თორემ წინასწარ ვიცით, HD 4000 ვერ აჯობებს AMD-ს ინტეგრირებულს :)

Link to comment
Share on other sites

Core i3 Ivy Bridge CPUs Detailed http://guru3d.com/news/core-i3-ivy-bridge-cpus-detailed/

Link to comment
Share on other sites

ვებ-გვერდ NordicHardware-ზე მოულოდნელად გამოჩნდა ინფორმაცია, რომელიც ეხება მოსალოდნელი Ivy Bridge პროცესორების აჩქარების პოტენციალს - ჰაერის გაგრილების გამოყენებით. ცნობილია, Sandy Bridge თაობის მოდელებს უნარი აქვთ სტაბილურად მუშაობისა 5 გჰზ-მდე და როგორც ახლა ირკვევა, ახალ გადაწყვეტილებებს არ შეუძლიათ ასეთ მაღალ სიხშირეებზე მუშაობა, ხურდებიან 90O-მდე და შედიან ტროტლინგის რეჟიმში. აგრეთვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Intel-მა გაზარდა Core i7-3770K-ს TDP 95 ვ-მდე (ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი იქნებოდა 77 ვ-ს ტოლი).

5f6665a991993b99b459b264ea4f28fd.jpg

როგორც ეს ჩეხური ბლოგი აზუსტებს, 22 ნმ წარმოებასთან და 'სამგანზომილებიან' ტრანზისტორებთან არსებულ პრობლემების გამო, რომელიც შესაძლოა გადაჭრილ იქნას ტექ-პროცესის დახვეწასთან და ახალ სტეპინგზე გადასვლასთან ერთად, Ivy Bridge-ები ფუნქციონირებენ უფრო მაღალ ძაბვაზე, ვიდრე მათი წინამორბედები.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.