Jump to content

Recommended Posts

EVGA shows Z77 FTW http://guru3d.com/news/evga-shows-z77-ftw/

აი ბოდიში და მე მაგათი დებილი დედები რა

რად უნდა ამის დედა ვატირე 77 ვატიან პროცესორს 800 ვატიანი საპორტი 2 ცალი 8 პინიანი შტეკერით

EVGA უკვე ადებილებს ხალხს

აივი ბრიჯი თუნდაც 6 გიგაჰერცზე მაქსიმუმ იხმაროს 250 ვატამდე და მაგას ნებისმიერი 6 ფაზიანი და 8 პინიანი შტეკერი ეყოფა

ანუ 800 ვატი რომ გამოწვას აივი ბრიჯმა საჭიროა 300-400% იანი რაზგონი :chojinfc:

ასუსმა ინამუსა და დაჯე სენდი E ვერსიაზე რომელიც 6 ბირთვიანია ,იმასაც კი 1 ცალი 8 პინიანი აკმარა

Link to comment
Share on other sites

  • Replies 900
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ადრე გავრცელებულ ცნობების თანახმად, Ivy Bridge პროცესორების ოფიციალური ანონსი უნდა შემდგარიყო მომდევნო თვის 2 რიცხვში, ხოლო გაყიდვაში კი ისინი გამოჩნდებოდნენ 8-ში. თუმცა, თურქული საიტი DonanimHaber იტყობინება, რომ ეს პრემიერა უკვე აპრილის 29-სთვის იქნა გადატანილი.

9fbefdc0e366cc32094492066a7733ca.jpg

განახლებული როადმაპის მიხედვით, აღნიშნული სერიას თავდაპირველად გახსნიან ოთხბირთვიანი Core i7-3770K, i7-3770, i7-3770S, i7-3770T, i5-3570K, i5-3550, i5-3550S, i5-3570T, i5-3450 და i5-3450S. მათთან ერთად, აგრეთვე წარმოდგენილი იქნება სისტემური დაფები Intel Z77, Z75, H75 და B75-ზე. ანონსების მეორე ტალღა უკვე დაიწყება 3 ივნისს: Core i5-3470, i5-3470S, i5-3475S, i5-3570 და i5-3570S-ით (ყველა მათგანი 4-ბირთვიანია). ამავე ვადებში მოხდება კორპორატიული ბაზრისთვის განკუთვნილი ჩიპსეტეები Intel Q77 და Q75. ხოლო სავარაუდოდ აგვისტოში კი, დაიწყება იაფფასიანი, Core i3 და Pentium-ების მიწოდებები 22 ნმ-ზე.

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

ASUS Sabertooth Z77 preview http://www.guru3d.com/article/asus-sabertooth-z77-preview/

Link to comment
Share on other sites

ოვერქლოქერთა ლიგა HWBot-ის ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა, მეტსახელად oc_windforce-მა, გამოაქვეყნა ოთხბირთვიანი Core i7-3770K-ის ტესტირების შედეგები SuperPi 1M, SuperPi 32M, PiFast, wPrime 32M და wPrime 1024M-ში. სტენდი შედგებოდა შემდეგი კომპონენტებისგან:



  • სტეპინგ E1-ის მქონე, აღნიშნული CPU-ს მოდელი;
  • სისტემური დაფა - MSI Z77A-GD65;
  • ოპერატიული მეხსიერება - G.Skill DDR3-2000-ის 2x2 გბ-იანი ნაკრები, CL6 ტაიმინგებით;
  • კვების ბლოკი - PC Power & Cooling 1000W;
  • KingpinCooling მარკის ამაორთქლებელი თხევადი აზოტისთვის.

a12d130633ac203558c0ca2f3797e04b.jpg

კორეელმა ენთუზიასტმა, პროცესორის ეს კონკრეტული ეგზემპლიარი დაახასიათა როგორც 'ცუდი', ანუ დაბალი შედეგების მაჩვენებელი. მაგალითად, ჰაერის გაგრილების გამოყენებით, 5 გჰზ-მდე აჩქარებისთვის, აუცილებელი გახდა Vcore ძაბვის გაზრდა 1,42 ვ-მდე, რაც უწყვეტი მუშაობისთვის საკმაოდ სარისკოა. ბენჩმარკი SuperPi 1M კი გატარებულ იქნა 5,844 წმ-ში - 6211 მჰზ სიხშირის დროს. დანარჩენი შედეგები კი ამგვარია:



  • SuperPi 32M (6103 მჰზ): 5:20,89.
  • PiFast (6103 მჰზ): 11,77 წმ.
  • wPrime 32M (5904 მჰზ): 4,238 წმ.
  • wPrime 1024M (5800 მჰზ): 130,14 წმ.

Screenshot

შეგახსენებთ, რომ თებერვალში, Core i7-3770K-ის შეიძლება ითქვას უფრო წარმატებული ნიმუში, აჩქარებულ იქნა 7063 მჰზ-მდე - სისტემურ დაფა Asus P8Z77-V Deluxe-ზე.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

MSI debuts its 7-series motherboards http://guru3d.com/news/msi-debuts-its-7series-motherboards/

Link to comment
Share on other sites

"III თაობის" Intel Core (Ivy Bridge) პროცესორების საორიენტაციო ფასების შესახებ ცნობები არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა ვებ-გვერდ VR-Zone-ის ჩინელმა კოლეგებმა მასში გარკვეული კორექტივები შეაქვს და წარმოგვიდგენს უკვე განსხვავებული ფორმით. როგორც თქვენთვის ცნობილია, ამ CPU-ების დებიუტი შედგება 29 აპრილს და ამავე დღეს დაიწყება შვიდი მოდელის ოფიციალური გაყიდვებიც, რომლებსაც ქვემოთ მოყვანილ ცხრილში გთავაზობთ.

8f08037918d330b880b854387b268757.png

რაც შეეხება 'მეშვიდე სერიის' ჩიპსეტებზე დაფუძნებულ სისტემურ დაფებს, Intel-ის ეს ნაწარმები მაღაზიებში გამოჩნდებიან უკვე 2 აპრილს, მაშინ, როდესაც კომპანიის პარტნიორები თავიანთ გადაწყვეტილებების შემოთავაზებებს არაუადრეს 7 რიცხვისა შეძლებენ.

Link to comment
Share on other sites

Intel Core i7-3770K-ის მაგალითიდან (და არამარტო მისგან) ჩვენ ვიცით, რომ Ivy Bridge არქიტექტურის მქონე პროცესორებისგან არ უნდა ველოდოთ განსაკუთრებულ ზრდას წარმადობაში - Sandy Bridge-ებთან შედარებით. ასეა თუ ისე, მათ მხარეს მაინც მთელი რიგი უპირატესობებია, ესენია: გაუმჯობესებული გრაფიკული ქვესისტემა, შედარებით ნაკლები TDP და გარკვეული 'კოსმეტიკური' ცვლილებები.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს CPU-ები უკვე თავისუფალ გაყიდვაშია, ქსელში ნელ-ნელა ვრცელდება მათი წინასწარი მიმოხილვებიც. ამჯერად, ტესტირება განხორციელებულ იქნა TweakTown-ის ლაბორატორიაში, ხოლო 'საცდელი თაგვის' სახით, წარმოგვიდგება მოდელი Core i5-3570K, რომლის შესწავლაც, მისი მთავარი მეტოქის Core i5-2500K-ის მსგავსად, მოხდა სისტემურ დაფა Gigabyte Z77X-UD5H-თან ერთად და პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს პერფორმანსში სწორედ მათ შორის განსხვავებას. ხოლო LGA 1155-ის მესამე წევრი, Core i7-2600K მუშაობდა Z68 ჩიპსეტზე დაფუძნებულ პროდუქტზე.

c0f700bd382782ec0b24958d9e77abf6.png

61d12f1b54fe.jpg

38d12f704e6f738309109d023f26aee9.png

პროცესორის გარეგნულ მხარეში და მის CPU-Z-ში უჩვეულოს ვერაფერს ვხედავთ. გადავიდეთ უშუალოდ ტესტებზეც:

caac1a9ae311.png

557aaad8108f67e8815cfb7833b25803.png

cd25d5a1c5e08dba680361e5fa6d3668.png

32261036238ce34b57f65dabc8c16b29.png

fc13b0d5060234fbb81440ba812abf7d.png

cf6523ce6dc781ccb09ec9971f8d3c5a.png

7d7f2a9f7f5ccd60fb62b3de06a678b1.png

291ad351364c290498d50f5a050c81d0.png

33ff336fe18efbdb35231344c1e4904a.png

964e802ff71a25d6a4cfe473f12f78a5.png

9baab51c098e6f7139833c87bc0e0616.png

97c2b75afafd5bee4585e64fb0b37ac6.png

თუ Core i5-3570K-ის წარმადობაში ჩვენთვის ახალი არაფერია, შეუძლებელია ყურადღება არ გავამახვილოთ ენერგომოხმარებისა და ტემპერატურის რეჟიმზე.

0e0e59ce7a3cf32256aa2929cbd984ec.png

როგორც იცით, Ivy Bridge-ების უფროსი მოდელებისთვის, Intel-მა შეამცირა TDP 77 ვ-მდე, მაგრამ Core i5-3570K-თი აღჭურვილი სისტემის ჯამურმა ენერგომოხმარებამ შეადგინა მხოლოდ 2 ვ-ით ნაკლები, ვიდრე საჭიროა ანალოგიური კომპიუტერისთვის - Core i5-2500K-ზე. უფრო მეტიც, ტესტირების დროს, 22 ნმ მიკროსქემა გახურდა შესამჩნევად უფრო მეტად და დატვირთვის დროს, 'დაეწია' 6-ბირთვიან Core i7-3960X-ს:

a0cb6a77667d63eda58789b474476595.png

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

მდა... ეგ ტესტები თუ რეალურია არც წარმადობა შეცვლილა და არც ენერგო მოხმარება ხოდა მაგის გამოშვების აზრი რა არის?

Link to comment
Share on other sites

მაგარი უპასუხისმგებლო ტესტებია :) ჯერ მარტო ბოლო სკრინზე AMD-ს პროცის IDLE ტემპერატურას შეხედეთ :)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ჩეხურ ბლოგ OBR-Hardware-მა, Ivy Bridge პროცესორების გამოსვლა დაახასიათა როგორც 'ისტორიაში ყველაზე სახალისო'. ასეთი განსაზღვრება გასაკვირი სულაც არ არის, რადგან მიუხედავად ამ პროდუქტების ინფორმაციის პუბლიკაციის აკრძალვისა (რომელიც ძალაში იქნება აპრილის ბოლომდე), ქსელში მაინც უხვად ვრცელდება 'წინასწარი' მიმოხილვები და თვითონ CPU-ები უკვე ხელმისაწვდომნი არიან როგორც მოსკოვში, ასევე ჩინეთშიც. უფრო მეტიც, ზოგიერთმა ენთუზიასტმა უკვე მოასწრო მათი აჩქარების პოტენციალის შესწავლა.

6434a6d785b8933e1e8e13069d6fa27c.jpg

როგორც ჩანს, Intel-ის ინჟინრებმა გარკვეული ცვლილებები შეიტანეს ახალი ნაწარმების მეხსიერების კონტროლერში, რაც უდავოდ ესიამოვნებათ ოვერქლოქინგის მოყვარულებს. ფორუმ HWBot.org-ის ერთ-ერთმა წევრმა, მეტსახელად sin0822-მა, მოახერხა RAM-ის სიხშირის გაზრდა 1501.5 მჰზ-მდე (DDR3-3003) - სისტემურ დაფა Gigabyte Z77X-UD5H-ზე DIMM-ის ოთხივე სლოტის გამოყენებით:

cpu-z_big.jpg

memmore_big.png

CPU-Z-ის მიხედვით, პროცესორის სიხშირე შეადგენს 1638 მჰზ-ს (კვების ძაბვა 0.888 ვ), ხოლო სისტემის სალტის მახასიათებელი აყვანილ იქნა 102.37 მჰზ-მდე. G.Skill მეხსიერების მოდულები გათვლილნი არიან DDR3-2666 რეჟიმზე სამუშაოდ, მათი ტაიმინგები კი დაყენებული იყო 11-13-13-36-ზე. გარდა ამისა, ენთუზიასტმა აგრეთვე გამოიყენა გამყოფი 29.33, რომელიც Sandy Bridge-ებისთვის მიუწვდომელია. სწორედ მისი საშუალებით მოხერხდა ასეთი ზღვარის მიღწევა.

sin0822-ის თქმით, DIMM-სლოტების უფრო ნაკლები რაოდენობის უტილიზებით, შესაძლებელია კიდევ უფრო მაღალი ნიშნულების დაპყრობა. გამორიცხული არ არის, რომ მოკლე დროში Intel-ის CPU-ები გააუმჯობესებენ AMD Llano პლატფორმის რეკორდებს.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

კონტროლერი უკეთესი აქვს მაგრამ მგონი ჰაერზე უფრო ცუდად რაზგონდება

tweaktown-ზე 2600K-ზე 5200 დადეს და 3770K-თი მხოლო 4800

Link to comment
Share on other sites

ფასები როგორი იქნება?

Link to comment
Share on other sites

Intel Core i7-3770K Ivy Bridge CPU Overclocked 6,274MHz http://guru3d.com/news/intel-core-i73770k-ivy-bridge-cpu-overclocked-6274mhz/

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

Ivy bridge appears on e-Bay http://guru3d.com/news/ivy-bridge-appears-on-ebay/

Link to comment
Share on other sites

ისე ძალიან მაინტერესებს ივიზე ან სენდიზე მაინც თუ გამოვა i3-ების k ვერსიები რაზგონის შესაძლებლობით. ნეჰალემზე დარაზგონებული i3 მშვენიერ შედეგებს აჩვენებს და სენდიზე ან ივიზე საერთოდ გაასწორებდა ეგეთი.

Link to comment
Share on other sites

როგორც გახსოვთ, Ivy Bridge პროცესორების გრაფიკული ქვესისტემის ერთ-ერთი გაუმჯობესება იქნება ერთდროულად სამ დისპლეითან მუშაობის შესაძლებელობა. თუმცა, VR-Zone-ში აღმოაჩინეს, რომ გამოსახულების გამოტანის ინტერფეისთა ორგანიზაციის ზოგიერთი ტექნიკური ნიუანსი არ იძლევა ამ ფუნქციის გამოყენების საშუალებას 'მესამე თაობის' Intel Core პროცესორით აღჭურვილ, ნებისმიერ პერსონალურ კომპიუტერზე.

985e75d87c6e81c8b0db5688ec920413.png

Intel მოიხმარს სიხშირის ფაზური ავტომომართვის მხოლოდ ორ მოდულს, რაც DisplayPort-სთვის პრობლემას არ წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ PC-ს გააჩნია სამი შესაბამისი პორტი (ან ერთი eDP - ნოუთბუქებისთვის), მომხმარებელი მოახერხებს სამი მონიტორის ჩართვას, რომელთაგანაც ერთის მაქსიმალური გაფართოება შესაძლოა იყოს 2560 x 1600 პიქსელი, ხოლო დანარჩენი ორის კი - 1920 x 1200.

ხოლო TMDS ინტერფეისებისთვის, მაგალითად DVI და HDMI-სთვის, ან ანალოგურ VGA-სთვის (რომელთა გამოყენებაც ყველაზე მეტად სავარაუდოა) ამგვარი კონფიგურაცია მიუღებელია, რადგან ეს ვიდეოგასასვლელები არცთუ ისე დადებით გავლენას ახდენს ზემოაღნიშნულ მოდულზე.

ყოველი ასეთი პრობლემის გადაჭრა სისტემური დაფების მწარმოებლებზე გადადის, რიგით მომხმარებლებს კი მხოლოდ ისღა დარჩენიათ, რომ ან აირჩიონ ხელმისაწვდომი გადაწყვეტილებები, ან დაელოდონ უფრო სრულყოფილი მოდელების გამოჩენას.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Gigabyte Z77X-D3H motherboard preview http://www.guru3d.com/article/gigabyte-z77xd3h-motherboard-preview/

Link to comment
Share on other sites

ისე ძალიან მაინტერესებს ივიზე ან სენდიზე მაინც თუ გამოვა i3-ების k ვერსიები რაზგონის შესაძლებლობით. ნეჰალემზე დარაზგონებული i3 მშვენიერ შედეგებს აჩვენებს და სენდიზე ან ივიზე საერთოდ გაასწორებდა ეგეთი.

წლის ბოლომდე არ გეგმავს ივის i3-ების გამოშვებას და ღია მამრავლზე საერთოდ არაა საუბარი

Link to comment
Share on other sites

Intel to launch 7-series chipsets on April 8 http://guru3d.com/news/intel-to-launch-7series-chipsets-on-april-8/

Link to comment
Share on other sites

MSI Announces All New Intel 7 Series Mainboards http://guru3d.com/news/msi-announces-all-new-intel-7-series-mainboards-/

ECS Z77 Black Extreme Series Motherboards http://guru3d.com/news/ecs-z77-black-extreme-series-motherboards/

Link to comment
Share on other sites

გამომდინარე იქიდან, რომ Ivy Bridge პროცესორებს 'კარგი ურთიერთობა' აქვთ ოპერატიულ მეხსიერებასთან, ენთუზიასტებმა მოახერხეს 1500 მჰზ (DDR3-3000) მიკროსქემების სიხშირის დაპყრობა - Intel Core i7-3770K, Gigabyte Z77X-UD5H სისტემური დაფისა და G.Skill-ის ოთხი მოდულის გამოყენებით.

სულ ორი კვირის წინ, ანალოგიური მაკომპლექტებელი ნაწილებით, ჩინელმა Coolaler-მა შეძლო ამ შედეგის გაუმჯობესება. როგორც ვიდეორგოლიდან ჩანს, სისტემის გაგრილებისთვის 'ექსტრემალური საშუალებები' არ გახდა საჭირო, ხოლო ყველა პარამეტრის დაყენება ხორციელდებოდა საფირმო უტილიტა EasyTune-ის საშუალებით. საბოლოო მაჩვენებელი კი დაფიქსირდა 1531 მჰზ (DDR3-3062) - 1.75 ვ ძაბვის პირობებში.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.