Jump to content
Magdalena

Bitcoin-ტრანზაქციების ყოველდღიური მაჩვენებელი იზრდება 2018 წლის იანვრის დონემდე 

Recommended Posts

image.png

transactionfee.info- თანახმად, Bitcoin-ის ყოველდღიური ტრანზაქციების მოცულობა ბოლო პერიოდში იზრდება იმ დონემდე, რაც გასული წლის იანვრის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა. კრიპტო სფეროში ჩართული რამოდენიმე მოთამაშე თვლის, რომ ეს არის კრიპტოვალუტების ეკოსისტემისა და საფუძვლის ევოლუციის მანიშნებელი. 

image.png 

Bitcoin personal key-s დაცვის სისტემაზე სპეციალიზებული კომპანიის, Casa-ს ტექნოლოგიურმა დირექტორმა, Jameson Lopp-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც მოცემულია Bitcoin-ის ფუნდამენტური მახასიათებლების ანალიზი. სტატიის ავტორმა გააკეთა დასკვნა, რომ „სისტემა უმჯობესდება და ვითარდება“. თავისი კვლევის მსვლელობისას ავტორი ჩაუღრმავდა სხვადასხვა წყაროსა და სტატისტიკური მონაცემების კვლევებს Bitcoin-ის ზრდის შესახებ. Lopp-ი წერს: 

„ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში Bitcoin Core-მა სხვადასხვა სახის გაუმჯობესება დანერგა და რამდენადაც ვითარდება ნოუდები - ეფექტიც სახეზეა. აგრეთვე გვაქვს ახალი მაღალი წარმადობის ქსელი მაინერებისთვის“. 

Lopp-ის თქმით „ტრანზაქციებზე მოთხოვნის შემცირებამ, გაუმჯობესებულმა ალგორითმებმა, SegWit-ის მიღებამ და ტრანზაქციების ჯგუფებად გაერთიანებამ მიგვიყვანა ბლოკჩეინის უფრო ეფექტურ გამოყენებამდე და კონფლიქტების შემცირებამდე“. SegWit-ი განკუთვნილია მონაცემთა დამუშავების დროისა და ტრანზაქციების საკომისიოს შემცირებისთვისთვის.  

2018 წელს BTC-ის ტრანზაციების პროცენტული მაჩვენებლი,რომლებიც SegWit-ს იყენებს ათიდან ორმოც პროცენტამდე გაიზარდა. ტრანზაქციების მოცულობამ პიკს თებერვალში მიაღწია (750 ბაიტი), შემდეგ კი 450 ბაიტამდე დაეცა 2018 წლის მეოთხე კვარტალში. Lopp-ის აზრით, ეს არის SegWit-ის უფრო ფართოდ დანერგვა-გამოყენების შედეგი. 

როგორც ცნობილია, 2018 წელს BTC-მა დაიბრუნა დომინირებადი, 50%-იანი პოზიცია ბაზარზე 32,5%-იანი ვარდნის შემდეგ. „ხელმისაწვდომი ნოუდების რაოდენობა ნაკლებად შემცირდა გაცვლით კურსთან შედარებით - ვეჭვობ, რომ ამ ნოუდების მმართველი პირები უმაღლეს დონეზე ერთგულნი არიან Bitcoin-ის, ან/და მას ეკონომიკური მიზნებისთვის იყენებენ, ასე რომ ისინი არ გათიშავენ ნოუდებს გაცვლითი კურსის არასტაბილურობის გამო“ - განმარტა Lopp-მა. 

2018 წლის ნოემბერში კრიპტო-ევანგელისტმა Anthony Pompliano-მ თავისი ბლოგის მეშვეობით განაცხადა, რომ გაიზარდა Bitcoin-ის მთავარი მაჩვენებლები - ისეთები, როგორებიცაა ტრანზაქციის ღირებულება და რაოდენობა. Pompliano-მ გამოყო Bitcoin-ის ფუნქციონირების შვიდი ძირითადი პრინციპი, აღნიშნა Bitcoin-ის საფულეების რაოდენობის ზრდა, აგრეთვე ყოველდღიური დადასტურებული ტრანზაქციების რაოდენობის მატება. 

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

აი ეს ძალიან მომწონს. ეს ნიშნავს, რომ ინდუსტრია ვითარდება და მეტი ხალხი იყენებს :) 

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...