Magdalena Posted January 12, 2019 Share Posted January 12, 2019 AMD-ის ანონსთაგან უმთავრესები იყო ახალი ფლაგმანური ვიდეო ბარათის - Radeon VII-ისა და Ryzen 3000 პროცესორების ანონსი. თუმცა მათ რიცხვს დაემატა კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი სიახლე: ოფიციალურად იქნა გამოცხადებული, რომ შემდეგი თაობის Xbox-ის კონსოლი აგებული იქნება AMD-ს პლატფორმაზე. AMD-ის მორიგ ანონსზე მიწვეულ სტუმართაგან ერთ-ერთი იყო ფილ სპენსერი, Microsoft-ის გეიმინგ-მიმართულების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და Xbox-ის ხელმძღვანელი. იგი ლიზა სუსთან ერთად წარდგა სცენაზე და განაცხადა, რომ Microsoft და AMD აგრძელებენ თანამშრომლობას „სამომავლო პლატფორმების“ შექმნისთვის. ეს სიტყვები ნათქვამი იყო სწორედ გეიმინგ-კონსოლებთან დაკავშირებულ კონტექსტში, ასე რომ ამ განცხადების სხვაგვარად აღქმა შეუძლებელია. ფილ სპენსერმა მადლობა გადაუხადა ლიზა სუს თანამშრომლობისთვის: „როდესაც წარმოვიდგენთ, რას წარმოადგენენ ჩვენი პარტნიორები, ჩვენ სახეზე გვაქვს დიდებული კომპანიები, ისინი ასრულებენ სამუშაოს შესანიშნავად და სწორად. თქვენ (მიმართავს ლიზა სუს) - გაფასებთ იმისთვის, რაც გააკეთეთ კომპანიისთვის. ვხედავ, როგორ ხელმძღვანელობთ AMD-ს.მოხარული ვარ, რომ ასეთი პარტნიორი გვყავს, რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობს მომავლის ტექნოლოგიებზე“. სპენსერმა აგრეთვე დაამატა: „პარტნიორობამ და ინოვაციებმა მოგვიყვანეს აქამდე და ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომავლისთვის. მოუთმენლად ველი, როდის წარვუდგენთ ჩვენს ახალ პლატფორმებსა და სიახლეებს საზოგადოებას“. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ხმების თანახმად Microsoft-ი გეგმავს ერთდროულად რამოდენიმე ახალი კონსოლის გამოშვებას. მათგან ერთი იქნება წარმოდგენილი ყველაზე მძლავრი შიდა კომპონენტებით. მეორე კონსოლი უფრო მასიური გამოყენებისთვისაა და შედარებით მცირე წარმადობით იქნება წარმოდგენილი. მესამე კი იქნება ყველაზე ბიუჯეტური მოდელი და შეეძლება მხოლოდ Microsoft Project xCloud-სერვისის თამაშების გაშვება. https://3dnews.ru/980842 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted January 12, 2019 Share Posted January 12, 2019 სხვათაშორის ეხლანდელ კონსოლებს გრაფიკის გამო ბევრი აიგნორებს ვისაც 4K ლედ ტელევიზორები აქვს და მაგიტომ ჩქარობენ ახალი ვერსიების გამოშვებას სონი და მიკროსოფტი, ეხლანდელი კონსოლები ისეთი სპროსით არ სარგებლობს როგორც იგივე პს3 და ძველი ბოქსი სარგებლობდა 5-6 წლის უკან, ბევრს უბრალოთ 30ფპს თამაში არ აკმაყოფილებს შეკვეცილი გრაფიკით და მითუმეტეს ონლაში სათამაშო თუა 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
nseries430 Posted January 12, 2019 Share Posted January 12, 2019 ნეტა როდის გამოვლენ 2019 წლის ბოლოს შემოდგომას თუ 2020 წლის გაზაფხულს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted January 12, 2019 Share Posted January 12, 2019 144 გერციანი მონიკების გამოშვებამ შეცვალა მაგ მხრივ საკმაოთ სიტუაცია, ონლაინი და კონსოლი ეხლა უკვე ცოტა ნიტოთ ჟღერს პს სისტემის ფონზე ძლიერი პროცესორით და კარგი 2K 144 გერციანით ძლიერი კარტით, ზოგი კი 1080P უბერავს იგივე GTX1080 80-100fps-ზე, რავი 60ფპს პს4 პროს გრაფიკას კი ჯობია შევკეცილი გრაფიკით, 2020 წლისთვის გამოუშვებენ, უფრო შემდოგომისთვის მგონია რატომღაც, ზუსტი სროკები ჯერ არაა ცნობილი 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted January 19, 2019 Share Posted January 19, 2019 ეგრეა ხო, PC გრაფიკასთან კონსოლებს უკვე უჭირთ დაწევა. + ძვირადღირებული ჩიპების ჩადება ჭირს კონსოლებში, ფასის გამო. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.