Jump to content

Overstock-ი იქნება პირველი მსხვილი კომპანია, რომელიც სახელმწიფო გადასახადებს Bitcoin-ით გადაიხდის


Recommended Posts

ონლაინ-სავაჭრო გიგანტი Overstock-ი გახდება პირველი მსხვილი ამერიკული კომპანია, რომელიც თავისი ბიზნესის სახელმწიფო გადასახადებს Bitcoin-ით გადაიხდის ოჰაიოს შტატის კანონის შესაბამისად. Overstock-ს აქვს თავისი, ბლოკჩეინზე დაფუძნებული ბიზნეს-განყოფილება, მისი წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ზემოთხსენებული ნაბიჯი წარმოადგენს კრიპტოვალუტების გამოყენებაშ წინ გადადგულ ნაბიჯს. 

Overstock-ის გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა პატრიკ ბირნმა (Patrick Byrne) შეაქო ოჰაიოს შტატის ხელისუფლება და მისი ხაზინადარი Josh Mandel-ი, რათა სწორედ მისი დამსახურებით ოჰაიო გახდა აშშ-ის პირველი შტატი, სადაც მიიღეს Bitcoin-ით გადასახადების გადახდის კანონი. 

„ვამაყობთ იმ სახელისუფლებო პირებთან პარტნიორობით, რომლებიც ხელს უწყობენ ტექნოლოგიისადმი ნდობის გაზრდას ჩვენი ქვეყნის საფინანსო სისტემის ფარგლებში“ - აღნიშნა ბირნმა თავის სიტყვაში. 

„დიდი ხანია ვფიქრობთ, რომ ხელისუფლების მიერ ისეთი ახალი ტექნოლოგიის მიღება, როგორიცაა კრიპტოვალუტების გამოყენება, წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას, რათა აშშ-მა არ დაკარგოს მსოფლიოს პროგრესირებადი ეკონომიკების ავანგარდში თავისი პოზიცია“. 

Overstock-ი საკუთარი სამოღვაწეო კომერციული გადასახადების Bitcoin-ით გადახდას 2019 წლის თებერვლიდან დაიწყებს. კომპანია უკვე დიდი ხანია, რაც კრიპტოს კორპორატიული პიონერია.  

 2014 წელს Overstock- გახდა პირველი საცალო მოვაჭრე, რომელმაც კლიენტებს ნება დართო თავიანთ ონლაინ-შენაძენზე ანგარიშწორება კრიპტოვალუტებით მოეხდინათ. იმავე წელს მან აამოქმედა ბიზნეს-განყოფილება Medici Ventures, რომელიც იყენებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას არსებულ, მოქმედ ინდუსტრიებში. დღესდღეობით, Medici Ventures აკონტროლებს ცხრამეტი ბლოკჩეინ-კომპანიის პორტფელებს. 

image.png 

Overstock: “ბლოკჩეინი უფრო მეტია, ვიდრე ინტერნეტი“ 

2018 წლის ოქტომბერში Medici Ventures-მა  6 მილიარდი დოლარით დააფინანსა ბლოკჩეინზე დაფუძნებული სოციალური ქსელი Minds, რომელიც გვევლინება, როგორც Facebook-ის, Twitter-ისა და  YouTube-ის ალტერნატივა. იგი იძლევა კონფიდენციალურობის მკაცრად დაცვისა და აკრძალვების არარსებობის გარანტიას. 

2018 წლის ნოემბერში პატრიკ ბირნმა დაადასტურა, რომ იგი ტოვებს სავაჭრო ბიზნესს და აპირებს კონკრეტულად ბლოკჩეინზე კონცენტრირებას, რადგან თვლის, რომ ეს არის ტექნოლოგია, რომელიც შეცვლის მსოფლიოს.  

ბლოკჩეინის რევოლუციას ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს, რაც კი ამ დრომდე რაიმეს ჰქონია ისტორიის მანძილზე“ - განაცხადა ბირნმა. – „ეს უფრო მეტი, ვიდრე ინტერნეტ-რევოლუცია“. 

თუმცა ამ ამბების პარალელურად, Kevin Werbach-ი -  პენსილვანიის უნივერსიტეტის Wharton School-ის პროფესორი უარს ამბობს ოჰაიოს მიერ გადასახადების გადახდის ახალ საშუალებაზე და აცხადებს, რომ ეს უბრალოდ პიარისთვის გაკეთებული ხრიკია. 

„არაფერია იმაში განსაკუთრებული და უპირატესი, რომ გადასახადები Bitcoin-ით გადავიხადოთ“ - თქვა მან. „ხელისუფლებას უბრალოდ უნდა, რომ კრიპტოვალუტების მიმართ ლოიალური გამოჩნდეს“. 

ასეა თუ ისე, „ხრიკი“ მუშაობს: ბრიტანეთის პარლანტის წევრმა Eddie Hughes-მა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწოდა გადახედონ საკითხს, რომელიც გულისხმობს ბრიტანეთის მოქალაქეთათვის უფლების მიცემას -  ადგილობრივი და კომუნალური გადასახადები Bitcoin-თ გადაიხადონ. 

image.png 

Eddie Hughes-მა პროგრესირებადი კრიპტო-ათვისების მაგალითად ოჰაიოს შტატი მოიყვანა და განაცხადა, რომ დროა ბრიტანეთის პარლამენტის სხვა წევრებიც გაეცნონ კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინს, რადგან „ეს ტექნოლოგიები მომავლის ტალღაა“. Hughes- დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს გახდეს მსოფლიო ლიდერი კრიპტოინდუსტრიის მიმართულებით - „ჩვენ ახლა გზაჯვარედინზე ვართ და უნდა განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი, რომელში ლიდერობასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“ - განაცხადა მან. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

ნეტავ ჩვენთან როდის გადავიხდით? :) 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.