Magdalena Posted December 31, 2018 Share Posted December 31, 2018 AT & T ოპერატორმა სულ ცოტა ხანია, რაც აამოქმედა 5G ქსელის სატესტო ვერსია აშშ-ის 12 ქალაქში და მოსახლეობას 90-დღიანი უფასო მოხმარების საშუალება მისცა. Reddit-ზე გამოქვეყნებული შეტყობინებების თანახმად, მომხმარებლები, რომლებმაც ტესტირებაში მონაწილეობა მიიღეს, აცხადებენ, რომ ახალი ქსელის სიჩქარე აღფრთოვანებას ვერ იწვევს. ინდიანაპოლისში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღმოაჩინა, რომ ქსელის საშუალო სიჩქარე შეადგენს 194,88 მბიტი/წმ.(24,36 მბ/წმ), რაც საკმაოდ კარგად გამოიყურება. მან ეს მაჩვენებელი შეადარა LTE Advanced-ის ეკვივალენტი ქსელის სიჩქარეს, რომელიც რეალურად 4G-ის წარმოადგენს და აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივი განსხვავება არც ისე დიდია. მან მიაღწია ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარეს - 187,44 მბიტი/წმ (23,43 მბ/წმ) 5G ქსელში. თუმცა ატვირთვის სიჩქარის მხრივ კი AT & T 5G + ქსელის სიჩქარე ორჯერ მეტია. უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ქსელი ჯერ მხოლოდ ტესტირების პროცესში იმყოფება და ხელმისაწვდომია აშშ-ის მხოლოდ 12 ქალაქში. https://overclockers.ru/blog/garik2013/show/23051/pervye-pokazateli-skorosti-5g 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted January 2, 2019 Share Posted January 2, 2019 ჰოო, აფლოუდის სიჩქარე ამდენი და ამაზე მეტიც გვაქვს ახლა ჩვენს 4G/LTE-ზე, ჯერ აშკარად შთამბეჭდავი ვერაა. თუმცა, მიხედავენ, კარგია რომ უკვე იწყება პროდაქშენში გაშვება. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L'one Posted November 30, 2022 Share Posted November 30, 2022 ჩვენთან რა ისმის ამ ქსელზე ??? როგორ ველოდებოდი არადა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted December 5, 2022 Share Posted December 5, 2022 On 11/30/2022 at 8:45 PM, L'one said: ჩვენთან რა ისმის ამ ქსელზე ??? როგორ ველოდებოდი არადა ერთი 2 წელი არაფერი იქნება სიახლე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.