Jump to content

Bakkt Bitcoin-ის გაშვება შესაძლოა კიდევ გადაიდოს


Recommended Posts

image.jpeg

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის Intercontinental Exchange (ICE) ოპერატორი სავარაუდოდ კიდევ გადადებს თავისი სავაჭრო პლატფორმის - Bakkt-ის ამოქმედებას, წერს CoinDesk. 

ბოლო განცხადების თანახმად, Bakkt-ზე ვაჭრობის გახსნა დაგეგმილია 24 იანვრისთვის. ICE-ს ჯერ არ მიუღია ოფიციალური ნებართვა აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსების კომისიისგან, რეგულატორის მხრიდან მოთხოვნის გადახედვა-დამუშავების ტემპები კი იმის ალბათობას ქმნის, რომ ვერდიქტი ვერ იქნება გამოტანილი დანიშნული დროისთვის. 

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ საბოლოო ჯამში სახელისუფლებო ორგანოები არ დაამტკიცებენ ინიციატივას. კომისიის საქმიანობაში გარკვეული წყაროს ცნობით, შესაძლებელია, რომ შეფერხება და გადავადება მხოლოდ რამდენიმე დღეს მოიცავდეს. 

რეალურად, CFTC-მა (COMMODITY FUTURES TRADING COMMISSION) უნდა მიანიჭოს Bakkt-ს ექსკლუზიური უფლება, რაც გულისხმობს კლიენტების მიერ Bitcoin-ის მის საკუთარ ინფრასტრუქტურაში შენახვის ნებართვას. როგორც წესი, რეგულატორი მოითხოვს, რომ კლიენტების აქტივების შესანახად გამოყენებული უნდა იქნას ბანკები, trust-კომპანიები ან საბირჟო ოპერაციებში უფლებამოსილი შუამავლები. 

როგორც ერთ-ერთი წყარო იტყობინება, CFTC-ის თანამშრომლებმა დაასრულეს Bakkt-ის მოთხოვნის გადახედვა ექსკლუზიური უფლების მინიჭების თაობაზე და იგი კომისიის წევრებს გადასცეს. ახლა უკვე კომისიამ უნდა უყაროს კენჭი - დაიშვება თუ არა წინადადება საზოგადოებრივი კომენტარების სტადიაზე, რომელიც 30 დღე გაგრძელდება. შემდეგ ეტაპზე კი კომისიის წევრებს დასჭირდებათ კიდევ რამოდენიმე დღე, რათა შეისწავლონ კომენტარები და მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება Bakkt-თან დაკავშირებით. 

პრობლემა ის გახლავთ, რომ მიმდინარე კვირის ორშაბათი და სამშაბათი აშშ-ში ფედერალური სამსახურებისთვის დასვენების დღეებია. ამგვარად, კომისიის წევრები 26 დეკემბრამდე ვერ მოახერხებენ ნება დართონ წინადადებას -  გადავიდეს საზოგადოებრივი განხილვის ეტაპზე. 

შესაბამისად, ვადებში ჩატევა და ნებართვის გაცემა ვერ მოხერხდება 24 იანვრისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომისია არ დაიწყებს მიღებული კომენტარების შესწავლას. აშშ-ის სენატმა პარასკევს დაასრულა სხდომა ისე, რომ კენჭი არ უყრია საქმინობის 8 თებერვლამდე მუშაობის გაგრძელების პროექტისთვის, რაც საფრთხის წინაშე აყენებს ზოგიერთი დეპარტამეტის ფუნქციონირებას და შესაძლოა გახდეს Bakkt-ის დამტკიცების გადავადების მიზეზი. 

მოსალოდნელია, რომ ICE თავის მხრივ გამოსცემს ოფიციალურ ცნობას Bitcoin-ფიუჩერსების გაშვების გადავადებასთან დაკავშირებით. ეს მოხდება მომავალ კვირას - აცხადებს მეორე ინფორმატორი. 

ეს იქნება რიგით მეორე გადავადება. ამ დრომდე ითვლებოდა, რომ Bakkt უნდა ამოქმედებულიყო დეკემბერში, მაგრამ გასულ თვეში კომპანიამ განაცხადა, რომ ეს შეუძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ „ინტერესი ვრცელია“ და საჭიროა „ბევრი მუშაობა ყველა აუცილებელი დეტალის გასაერთიანებლად“. 

  • Like 2
Link to comment
Share on other sites

იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარი ასეთ ნიუსებზე უკვე ნაკლებად რეაგირებს (რაც კარგია), არაუშავს გადადებასაც. მთავარია გამოყენებითობა, ანუ რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის მიტანა. შესაბამისად, იმდენად მარტივი უნდა იყოს ეს ყველაფერი, რომ ჩვენმა მშობლებმაც კი უპრობლემოდ შეძლონ გამოყენება.

ფასს რეალურად და სტაბილურად გამოყენება გაზრდის, ასე მგონია.

Link to comment
Share on other sites

ნუ 1 თვიანი დაგვიანება ნამდვილათ არ იქნება პრობლემა, მაგრამ ETF SEC თებერვალშიც არ მიიღებს ალბათ და ეგ პლატფორმაც გაზრდის ბიტკოინის პოპულარობას წესით, როგორც ნასდაკის ბირჟა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.