Jump to content

Binance-ის გენერალური დირექტორი Changpeng Zhao 2018 წელს უწოდებს „კორექციის წელიწადს“ კრიპტოვალუტებისთვის


Recommended Posts

image.png

19 დეკემბერს, Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში Changpeng Zhao-მ 2018 წელს კრიპტოვალუტების „კორექციის წელი“ უწოდა და ოპტიმიზმი გამოხატა კრიპტოების მომავალთან დაკავშირებით. მან ისაუბრა bear-მარკეტზე, რომელიც ეხებოდა ტრეიდერებს (მოვაჭრეებს) და განსაკუთრებულად მძმე სახე ნოემბრის შუა პერიოდში მიიღო, როდესაც ფასები მკვეთრად დაეცა. 

მსხვილი კრიპტობირჟის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ ეს კორექცია იყო. იგი აღნიშნავს, რომ მართალია „ფასები მეტად მიმზიდველია სპეკულიანტებისთვის“- ინდუსტრია კვლავ გააგრძელებს ზრდას მათი წყალობით, ვინც ქმნის აპლიკაციებს და „გამოყენების რეალურ ვარიანტებს“, რაც ახდენს კრიპტოვალუტების სამომავლოდ სტიმულირებას. 

როდესაც Zhao-ს ჰკითხეს, თუ რა გავლენა იქონია ფასების კორექციამ Binance-ზე, მან განაცხადა, რომ Binance-მა გახსნა fiat-ბირჟა და აპირებს კიდევ 2-3 მსგავსის გახსნას მომდევნო რამოდენიმე თვეში, მომავალ წელს კი - კიდევ ათი fiat-ბირჟის გახსნაა დაგეგმილი. მან დაამატა: 

„ჩვენი არც ერთი გეგმა არ შეცვლილა, ჩვენ კვლავ აგრესიულად მივიწევთ წინ“. 

რაც შეეხება რეგულაციების გაძლიერებასა და სამთავრობო ორგანოების ჩარევას კრიპტოსივრცეში, ამასთან დაკავშირებით Zhao-მ თქვა, რომ კრიპტოინდუსტრია „გამჭვირვალობასა და გარკვეულობას საჭიროებს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კი ჯერ კიდევ ბევრი რამაა გაურკვეველი“. მან დააზუსტა, რომ კრიპტოინდუსტრიას სჭირდება ისეთი სახის რეგულირება, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციებსა და განვითარებას და არ შეაფერხებს მათ. 

Binance-მა თავისი საქმინობის სფერო გააფართოვა და გასცდა ტრადიციულ კრიპტოგაცვლებს. Binance Labs - ეს არის კომპანიის ინოვაციური ფრთა, რომელმაც 2018 წლის ზაფხულში აამოქმედა თავისი Incubator-პროგრამა. გასულ კვირაში პროგრამამ გამოუშვა თავისი ბლოკჩეინ-პროექტების პირველი სერია, რომელთაც მიიღეს დაფინანსება და მენტორობა ამ ინიციატივის ფარგლებში. 

20 დეკემბერს, Binance-ის საქვემოქმედო ფონდმა (the Binance Charity Foundation) დაიწყო საქველმოქმედო ბლოკჩეინ-კამპანია მალტელი ახალგაზრდების მხარდასაჭერად. პროგრამის მიზანს წარმოადგენს მალტასა და გოზოში მცხოვრები მძიმე ავადმყოფებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილების მხარდაჭერა. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ასეა, რამდენადაც ბაზარი გაიფილტრა ძალიან ბევრისგან, იმდენად დაინტერესება მეტია თვითონ ბლოკჩეინ ტექნოლოგიისადმი და მაგ კუთხით ამ მარკეტ ქრეშის კმაყოფილიც კი ვარ :)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.