Jump to content

DeepMind-ის ახალი ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი დამოუკიდებლად სწავლობს სამაგიდო თამაშებს და ამარცხებს ადამიანს


Recommended Posts

image.png

DeepMind-ის ინჟნრებმა საზოგადოებას წარუდგინეს AlphaGo Zero. მას შეუძლია დამოუკიდებლად ისწავლოს ნებისმიერი სამაგიდო თამაში და დაამარცხოს ადამიანი - წერს რესურსი Science. 

კომპანია Alphabet-ის  ხელოვნური ინტელექტის კვლევის მიმართულებით მომუშავე ქვეგანყოფილებამ შეიმუშავა ალგორითმი AlphaGo 2014 წელს. მას შემდეგ ხელოვნურმა ინტელექტმა დაამარცხა საუკეთესო მოთამაშეები და 60 გამარჯვება მოიპოვა ჩინეთის ორ ონლაინ-პლატფორმაზე თამაშებში: FoxGo და Tygem. ალგორითმი შედგება ორი ნეიროქსელისგან, რომლებიც ახდენენ ადამიანური ტვინის ნეირონების მოქმედების იმიტაციას.  

ამჯერად კი მკვლევარებმა წარმოადგინეს ახალი AlpaGo - ინჟნრებმა შექმნეს ნეიროქსელი, რომელიც წინამორბედისგან განსხვავებით სტრატეგიულ თამაშებს სწავლობს არა საჭირო ცოდნის ბაზაზე, არამედ გადაწყვეტილებებს იღებს ნულიდან - ნებისმიერი ცოდნის გარეშე, გარდა თამაშის წესებისა. 

როგორც აღმოჩნდა, მოხალისეებთან თამაშის დროს სისტემა აანალიზებდა თავის და მოწინააღმდეგის სვლებს და ეტაპობრივად თავად ქმნიდა სტრატეგიებსა და კომბინაციებს. 

„კაცობრიობამ ასიათასობით წლის წინ დაიწყო სამაგიდო თამაშების სწავლა. AlphaZero-მ კი ოსტატობის მწვერვალს დამოუკიდებლად მიაღწია ნებისმიერი დახმარების გარეშე. ჩემი ოცნებაა შევქმნა ისეთი სისტემა, რომელსაც არამარტო თამაში შეეძლება, არამედ გადაწყვეტს ყოველდღიურ საჭირბოროტო საკითხებს, მაგალითად - გამოიგონებს ახალ წამალს“ - დეივიდ სილვერი, DeepMind. 

ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ DeepMind-ი აპირებს AlphaGo-ს ცოდნა და უნარები გამოიყენოს მძმე დაავადებების წინააღმდეგ მედიკამენტების შექმნაში, ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებასა და ახალი რევოლუციური მატერიალების შემუშავებაში. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ისე, ახლა რომ ასეთი შედეგები აქვს AI-ს სამაგიდო თამაშებში, ცოტა ხანიც და თეორიულადაც კი შეუძლებელი იქნება ნორმალური AI-ს დამარცხება ადამიანის მიერ. 1 ადამიანის კი არა, ადამიანთა ჯგუფის მიერაც კი.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.