Jump to content
Magdalena

Xbox Scarlett: Microsoft-ი ამზადებს ახალი თაობის კონსოლს Zen 2 ჩიპზე

Recommended Posts

მომავალი Sony PlayStation 5 გეიმინგ-კონსოლის შესახებ უკვე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, ამჯერად კი გამოჩნდა ცნობები მისი მთავარი კონკურენტი პლატფორმის - Microsoft Xbox-ის შემდგომი თაობის კონსოლის შესახებ. Brad Sams-მა, რესურს Thurrott.com-ის აღმასრულებელმა დირექტორმა საზოგადოებას გაუზიარა წინასწარი ცნობები მომავალი Xbox-ის შესახებ.  

image.jpeg 

როგორც ცნობილია, ახალი კონსოლი - კოდური დასახელებით Xbox Scarlett – 2020 წელს გამოვა. დაახლოებით ამავე დროს არის მოსალოდნელი PlayStation 5-ის გამოსვლაც. ანალოგიურად მოხდა PlayStation 4-ისა და Xbox One-ის გამოსვლა თითქმის ერთსა და იმავე დროის მონაკვეთში 

Microsoft-ის ახალი კონსოლის საფუძველი იქნება Zen 2 არქიტექტურის პროცესორი და „ახალი თაობის“ გრაფიკული პროცესორი. კონკრეტულად რა იმალება ამ ფორმულირების ქვეშ, ჯერჯერობით უცნობია. დიდი ალბათობით, ეს იქნება AMD Navi-ს გრაფიკა ან რაიმე მასზე უფრო ახალი.  

image.jpeg 

Microsoft-ის მიზანს წარმოადგენს შექმნას ისეთი კონსოლი, რომელიც უზრუნველყოფს წარმადობას 60 კადრი/წამში სიჩქარით 4K გაფართოებით (3840 × 2160 პიქსელი). გივე მიზანი გაჩნია თავის მხრივ Sony-საც. ძირითადი შიდა კომპონენტების თვალსაზრისით, ორივე კომპანიის კონსოლი საკმაოდ მსგავსია: PlayStation 5-საც მოელიან რვაბირთვიანი Zen 2 პროცესორითა და Navi-ს გრაფიკით. 

აღსანიშნავია, რომ Xbox Scarlett-ი, დიდი ალბათობით, არ იქნება Micrsoft-ის ახალი თაობის ერთადერთი კონსოლი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია რედმონდიდან ასევე გეგმავს გამოუშვას ბიუჯეტური მოდელი Microsoft Azure ინფრასტრუქტურით. ასევე იგეგმება ციფრული დისტრიბუციის გაფართოება და სიახლეები მაღაზია Microsoft Store-ში. 

image.jpeg 

რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ოფიციალურად დაზუსტებული. თუკი Xbox Scarlett-ი ნამდვილად 2020 წლისთვის არის დაგეგმილი, Microsoft-ი მას დააანონსებს გამოფენა E3 2019-ზე მომდევნო წლის ზაფხულში, ისევე როგორც მოხდა Xbox One X-ის ანონსი გამოსვლამდე წელიწადნახევრით ადრე. 

  • Like 1
  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

ეხლანდელი პს4 პრო და განახლებული ბოქსი არაა საკმარისი 4K ნორმალური გეიმინგისთვის და მაგიტომ ისევ ახალ კონსოლებზე ფირქობენ სონიც და მიკროსოფტიც

Share this post


Link to post
Share on other sites

მერვე თაობის კონსლებმა უკვე თავისი საქმე გააკეთა და მაქსიმუმს მიაღწია
კარგი დროა უკვე რომ მეცხრე თაობა ჩაეშვას თორე მაგრა ტორმუზდება თამაშები 

Share this post


Link to post
Share on other sites

1080p 60ფპს ისეთი ბანძი გრაფიკა ალბათ არ უნდა ქონდეთ მაგ განახლებულ კონსოლებს, მაგრამ 4k 30FPS სათამაშოთაც არ ივარგებენ ეგ კონსოლები ბევრ ახალ იგრებში, ბლური და შეკვეცილი გრაფიკა ექნებათ მაგარი

Share this post


Link to post
Share on other sites

ეგრეა ხო, 4K-ს 2080 Ti ძლივს ყოფნის და ეგეთი სიმძლავრის გრაფიკა მაგ კონსოლებში ვერ გვექნება - კონსოლზე ძვირი ღირს თვითონ 2080 Ti :) 

Share this post


Link to post
Share on other sites

მანდ ბოლო წლებში დროის მომენტიც მაგრათ მოქმედებს პერფორმანსის დეგრადაციაზე, ანუ სანამ ეგენი მოაბამენ თავს და მზათ ექნებათ ახალი კონსოლი გამოსაშვებათ მაგ პერიოდში უკვე წინ მიდის პს-ზე ხარდი ვიდეოკარტებ-პროცესორების მხრივ და რასაც ეგენი გვთავაზობენ მაგდენი ლამის 1000$ სისტემებს შეუძლიათ უკვე, 2000-3000$ თავი რომ დავანებოთ, გრაფიკაში თუ გაქვს საკმარისი ბიუჯეტი შეიძლება ძალზე დიდი სხვაობის მიღწევა, ამიტომ ეხლა პოპულარულია კონსოლის ზაპასნოი ვარიანტათ აღება და რაც პს-ზე არ გამოდის საერთოდ მაგ იგრებს ხურავენ იქ მარტო, მაგისთვის ბიუჯეტიც უნდა გიწყობდეს ხელს მაგრამ ბევრს შეუძლია დასავლეთში ორივეს ყიდვა და მე რასაც ვუყურებ ძალიან ბევრს აქვს უკვე ეგრე გაკეთებული, ამიტომ პს პლატფორმაც ძალიან კარგათ მიდის გაყიდვებით და ბევრათ არ ჩამორჩება ჯამური გაყიდვებით ცალკე პს4-იც რომ ავიღოთ ან მითუმეტეს ბოქსის იგრები

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...