Jump to content

Dell-მა წარადგინა პირველი 49 დუიმიანი ულტრაფართე მონიტორი QHD გაფართოებით


Recommended Posts

image.jpeg

Dell UltraSharp U4919DW  ეს პირველი სუპერფართე QHD მონიტორია, რომელიც დიდ აღფრთოვანებას იწვევს. სხვა ფართე დისპლეის მქონე მონიტორებს, რომელთა გვერდების შეფარდებაა 32:9-ზე, აქვთ ვერტიკალური 1080p გაფართოება. შედეგად, ვიღებდით ფართო ეკრანს მაგრამ ვიწრო ინტერფეისს. Dell-ის შემთხვევაში კი გვაქვს უფრო მეტი პიქსელი და თვალთახედვის უკეთესი არე. 

image.jpeg

რით გამოირჩევა U4919DW სხვა ფართე მონიტორებისგან, რომელთა გვერდების შეფარდებაც 32:9-ზეა? - ეს არის ორმაგი QHD მონიტორი 5120 x 1440 გაფართოებით. ამ უზარმაზარი გაფართოების პარალელურად, 3800R სიმრუდის მქონე ეკრანისა და ფერთა 100%-იანი sRGB  მხარდაჭერის წყალობით მომხმარებელი მთლიანად „ჩაფლული“იქნება ეკრანზე არსებულ გამოსახულებებში. ისევე, როგორც სხვა ულტრაფართე მონიტორებს, ამ სიახლესაც აქვს HDMI / DisplayPort / USB-C მხარდაჭერა, აგრეთვე KVM (კლავიატურა, ვიდეო, მაუსი) ფუნქციონალურობა. 

image.jpeg

KVM U4919DW-ის გამოყენებისას შეგიძლიათ მიუერთოთ ერთი კომპიუტერი  USB-C პორტით, მეორე - HDMI / DisplayPort-ით და გამოიყენოთ სწრაფი რეაგირების კლავიატურა Display Manager აპლიკაციის მეშვეობით. შედეგად, შეძლებთ აკონტროლოთ ორივე სისტემა პერიფერიულად. ეს ფუნქცია საკმაოდ მიმზიდველია განსაკუთრებით მათთვის, ვისი საქმიანობის სფეროებიცაა ფინანსური სექტორი, გრაფიკული დიზაინი ან მონაცემთა ანალიზი. 

როგორც Dell-ის წარმომადგენლობა გვაცნობებს, UltraSharp U4919DW მონიტორის გაყიდვები დაიწყება 26 ოქტომბრიდან და მისი ღირებულება იქნება 1,699 აშშ დოლარი.  

www.theverge.com

  • Like 2
Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

omg, რა კარგი რამეა მონტაჯისთვის და საუნდ ინჟინერიისთვის, ერთი ესეთი უნდა გედგეს კაცს სტუდიაში, საოცარი მონიტორია...^^

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.