Jump to content

NASA სავარაუდოდ დათანხმდება საწვავის მარაგის SpaceX-ის ბორტზე შეტანას ეკიპაჟის ყოფნის პერიოდში


Recommended Posts

                     ორწლიანი დებატების შემდეგ NASA საბოლოდ დათანხმდა SpaceX-ის გეგმას -  რაკეტაში ჩატვირთონ საწვავის მარაგი მიუხედავად იმისა, რომ ბორტზე ხალხი უკვე იქნება. ეს არის გეგმა, რომელსაც  აეროკოსმოსური სამსახურის ბევრი ექსპერტი საფრთხის შემცველად მიიჩნევს. გეგმის დამტკიცება ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული: SpaceX-მა წარმატებულად უნდა მოახდინოს ამ მეთოდის დემონსტრირება ხუთჯერ მაინც თავის ახალ მოდერნიზებულ რაკეტა Falcon 9-ში, სანამ პროცესი სერტიფიცირებული გახდება კოსმოსში გასაფრენად.

სპასეხ.jpg

როგორც NASA-ში განაცხადეს, უსაფრთხოება პრიორიტეტს წარმოადგენს კოსმოსური სააგენტოსთვის. „ეს გადაწყვეტილება რომ მიგვეღო, ჩვენმა გუნდმა ჩაატარა უამრავი სახის კვლევა, როგორც ოპერირების, ასევე რაკეტის დიზაინის, სამაშველო და საექსპლუატაციო სისტემების მიმართულებით. ამ ანალიზის მთავარი მიზანი უსაფრთხოების შემოწმება იყო და გუნდის შეფასების მიხედვით, ეს გეგმა მინიმალურ რისკებთანაა დაკავშირებული“ - განაცხადა NASA-ს კომერციული პროგრამის მენეჯერმა Kathy Lueders-მა.

                     SpaceX დიდი ხნის განმავლობაში ემხრობოდა საწვავის შევსების წესს „ ჩატვირთვა და გასვლა“, რომლის მიხედვითაც საწვავის ჩატუმბვა ხდებოდა რაკეტის გაშვებამდე სულ რაღაც ნახევარი საათით ადრე. ეს კი საკმაოდ განსხვავდება სხვა პროვაიდერების ქმედებისგან, ისეთის,  როგორიცაა United Launch Alliance ( გაშვებამდე საათნახევრით ადრე ტვირთავს თავის რაკეტას Atlas V). შემდეგში კი SpaceX-ის მგზავრებს მანამდე მოუწევთ ბორტზე ასვლა, სანამ რაკეტა საწვავით დაიტვირთება. ეს იდეა კი წინააღმდეგობაში მოდის უსაფრთხოების ექსპერტთა ნაწილის შეხედულებებთან. მათი აზრით, საწვავის შევსება სახიფათო ქმედებაა, რომელიც არ უნდა ხორციელდებოდეს იმ დროს, როდესაც ბორტზე ხალხი იმყოფება. კომიტეტმა გაიხსენა SpaceX-ის 2016 წლის ინციდენტი, როდესაც კომპანიის ერთ-ერთი რაკეტა აფეთქდა გამოცდისას. თუმცა ბოლო თვეებში აქტიურად მწიფდება ეს იდეა, NASA-ს აეროკოსმოსური უსაფრთხოების კომიტეტში როგორც განაცხადეს, ეს ახალი იდეა „სიცოცხლისუნარიანია“.

ნას.jpg

                SpaceX-ს მოუწევს ხუთჯერ მოახდინოს საცდელი გაფრენა და უსაფრთხოების დემონსტრირება მანამ, სანამ ეს პროცესი განხორციელდება უკვე ადამიანებით ბორტზე. კომპანიას დაგეგმილი აქვს მრავალი მისია, სანამ Falcon 9 გაფრენას მოახდენს უკვე ეკიპაჟთან ერთად. მანამდე კომპანიას მოუწევს Falcon 9-ის მოდერნიზება. ნოემბერში SpaceX გაუშვებს კაფსულას Crew Dragon, ასე რომ ნოემბრიდან აპრილამდე პერიოდში მოხდება ხუთი საცდელი გაფრენა. ამის შემდეგ NASA განაცხადებს, არსებობს თუ არა რაიმე „დარჩენილი რისკი“ და ხელისშემშლელი ფაქტორი მისიის დამტკიცებისთვის.

 

 

Theverge.com

 

 

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ვერ ვხვდები გაფრენის წინ საწვავის ჩასხმის პლიუსი რაშია?
რამდენიმე საათით ადრე რომ ასხავენ იქარება ავზიდან თუ? :D 

Link to comment
Share on other sites

10 hours ago, Gogla1990 said:

ვერ ვხვდები გაფრენის წინ საწვავის ჩასხმის პლიუსი რაშია?
რამდენიმე საათით ადრე რომ ასხავენ იქარება ავზიდან თუ? :D 

სავარაუდოდ, თხევადი აზოტის დაზოგვის გამო. ზღვა რაოდენობა LN2 სჭირდებათ ხოლმე.

აი გვერდით რომ სიმაღლეზე ავზია, ეგაა ხოლმე LN2.

ახლა ვნახე, უნდათ, რომ სუპერ დაბალ ტემპერატურაზე ჩატვირთოთ საწვავი, შეკუმშულ მდგომარეობაში და ავზებში მეტი ჩაატიონ, მეტი სიმძლავრის მისაღებად :)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.