Jump to content
Magdalena

რატომაა ენერგოსისტემების მომავალი დამოკიდებული მზის ბატარეებზე

Recommended Posts

„ბატარეის“ ხსენებაზე, ხალხთა უმრავლესობას ახსენდება ელემენტი, რომელიც წარმოადგენს ტელეფონი, ლეპტოპის ან უკიდურეს შემთხვევაში, ელექტრომობილის კვების წყაროს. მაგრამ დადგა დრო, ვიფიქროთ უფრო მასშტაბურად. ბატარეები - ესაა ენერგიის შენახვის საშუალება, ენერგიის, რომელსაც შეუძლია მოქმედებაში მოიყვანოს ელექტრომობილები, სახლები და მთელი ქალაქებიც კი. 

                                                                                                                                tesla.jpg

PG & E (Pacific Gas & Electric-Gas and Power Company for California) იწყებს მსოფლიოში უდიდესი ბატარეების მშენებლობას კალიფორნიაში, ელექტროენერგიის გამომუშავება-აკუმულირების მიზნით. ასევე არსებობს 3 მლრდ ღირებულების პროექტი, რომლის მიხედვითაც მთლიანი ჰოვერის კაშხალი (მდებარეობს ნევადასა და არიზონას შტატების საზღვარზე)  ერთ დიდ ბატარეად უნდა იქცეს. 

ენერგიის გამომუშავებისა და შენახვის სხვადასხვა წყარო არსებობს, დაწყებული ტესლას ამ გიგანტური მზის ენერგიის ბატარეებიდან, დამთავრებული ქარის ტურბინებითა და თხევადი გაზის საბადოებით მიწისქვეშ. მზის ბატარეები ელექტროენერგიას უდავოდ საკმაო რაოდენობით გამოიმუშავებენ, თუმცა ამის გასაკეთებლად თავადაც საჭიროებენ ენერგიის წყაროს. განახლებადი ენერგიის ინდუსტრიაში მომუშავე მწარმოებლებმა ბატარეების დამზადებისთვის მოხმარებული ელ.ენერგიის ანაზღაურება და ახლის გამომუშავება მხოლოდ 2010 წლიდან დაიწყეს და 2020 წლისთვის სრულ დამოუკიდებლობას გეგმავენ. 

იმისთვის, რომ კომპანიებმა მზის ფერმებისთვის საკმარისი პანელები დაამზადონ, ისინი დღემდე მოიხმარენ დიდი რაოდენობით ქვანახშირს  და სხვა წიაღისეულებს. შესაბამისად, განახლებადი ენერგიების პრაქტიკაში დანერგვა ბევრ ტექნიკურ სირთულესა თუ იდეოლოგიურ დილემასთანაა დაკავშირებული. შესწავლილი იქნება თითოეული მათგანის დადებითი და უარყოფითი მხარეები და შემუშავდება სტრატეგია, თუ როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება სამომავლოდ.  

  • Like 2
  • Thanks 1

Share this post


Link to post
Share on other sites

ალტერნატიული ენერგიის წყარო კარგია, ყველაზე მეტი ხარჯი მიდის მაინც გათბობაში მიდის  
მზის პანელზე დიდად არ ვიხრები, ყოველწლიური დეგრადირების % გამო , ხარჯი ელ. ენერგიის გათბობის გარდა, ისედაც ცოტაა ხოლმე.

Share this post


Link to post
Share on other sites

თემას მეტისმეტად ამბიციური სათაური აქვს.

მზის ბატარეები, როგორც დამატებითი ენერგიის წყარო ყოველთვის იქნება, მაგრამ მთელი ელექტროენეგროსისტემის მასზე გადატანა უბრალოდ ძალზე დიდი უგუნურებაა, რადგან მზის პანელებიდან მიღებული ელექტროენერგია მიზერულია.

მზის პანელების საშუალებით დედამიწის ერთ კვადრატულ მეტრზე ძალზე მცირე ელექტროენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი, რაც განედთან მიმართებაში ძალზე არათანაბრადაა განაწილებული, ძლიერ არის დამოკიდებული ჰავაზე, მეტეოროლოგიურ პირობებზე. საჭიროა უზარმაზარი ტერიტორიის დაფარვა მზის პანელებით, რათა მისი ექვივალენტური ჰიდრო ან თბოელექტროსადგურის ელექტროენერგია გამომუშავდეს. ასევე მნიშვნელოვანია ექსპლუატაციის დრო, რაც ძალზე მცირეა ჰიდრო ან თბოელექტროსადგურებთან მიმართებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური მხარე. მზის პანელები ფუფუნების საგანია და არა საყოველთაო მოხმარებისთვის გათვლილი ტექნოლოგია.

Share this post


Link to post
Share on other sites

 

მზის პანელებს არ შეუძლიათ ენერგიის შენახვა და აქედან გამომდინარე მათ ბატარეებსაც მხოლოდ ელ.ენერგიის გენერაციის კუთხით ვუწოდებთ.

ბატარეები მზის პანელებით გაწყობილ სქემებში (და არა მარტო) დამოუკიდებელი ობიექტებია რომელიც თავის მხრივ სხვადასხვა ქიმიური შედგენილობისაა და ამაზე დამოკიდებულებით განსხვავებული ტევადობები გააჩნიათ.

თუმცა არსებობს შესაბამისი პროგრამა საქართველოში რომლითაც შესაძლებელია ბატარეების გარეშე მზის პანელებიდან მიღებული ენერგია უშუალოდ მოვიხმაროთ და ჭარბი რაოდენობის შემთხვევაში ქსელშიც მივაწოდოთ. ენერგიის ბალანს აღრიცხავს შესაბამისი ორმხრივი მრიცხველი. დადებით ბალანსის შემთხვევაში (გამომუშავება>მოხმარება)მომხმარებელს აუნაზღაურდება შესაბამისი კვტ/სთ-ს ექვივალენტური საფასური ან დარჩება ბალანსზე სურვილის შემთხვევაში შემდგომი მოხმარებისთვის. 

ამ ეტაპზე მოსახლეობაში აღნიშნული საკითხი ნაკლებად აქტუალურია რადგან მზის პანელების ფასი ბაზარზე შედარებით მაღალია. მათი წარმოების გაზრდის და ბაზარზე ფასის კორექტირების შემთხვევაში ჩემი აზრით ძალიან კარგ საშუალებას მივიღებთ მზის მიკრო სადგურების მომტაჟის გზით სერიოზული შეღავათი მივიღოთ მომხმარებლებმა.

ზოგადად კი ენერგიის აკუმულირების საკითხი (ბატარეებში დარეზერვების)  ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დიდ სიმძლავრეებზე სერიოზული ნაბიჯები ამასთან დაკავშირებით ჯერაც ვერ გადაიდგა.☹️

6 hours ago, Basiani said:

 მზის ბატარეები, როგორც დამატებითი ენერგიის წყარო ყოველთვის იქნება, მაგრამ მთელი ელექტროენეგროსისტემის მასზე გადატანა უბრალოდ ძალზე დიდი უგუნურებაა, რადგან მზის პანელებიდან მიღებული ელექტროენერგია მიზერულია

ტექნიკურად შეუძლებელი იქნება მთელი სისტემა მხოლოდ მზის ბატარეებით ვუზრუნველყოთ, მისმა % წილმა დღევანდელ ვითარებაში 5-10% მაინც რომ მიაღწიოს ძალიან დიდი შეღავათი იქნება ჩვენი სისტემისთვის. ☺️

Share this post


Link to post
Share on other sites

ანუ მზის ენერგია არ არის სამომავლო პერსპექტივა ?

Share this post


Link to post
Share on other sites
2 hours ago, MILANISTA said:

ანუ მზის ენერგია არ არის სამომავლო პერსპექტივა ?

რა თქმა უნდა არის, ყველაზე სუფთა და უსაფრთხო ალტერნატივას წარმოადგენს.

Share this post


Link to post
Share on other sites
13 minutes ago, LEVANIUS said:

რა თქმა უნდა არის, ყველაზე სუფთა და უსაფრთხო ალტერნატივას წარმოადგენს.

ხო და მაშინ რატო არ იწყება მასიური გამოყენება ?

Share this post


Link to post
Share on other sites
1 hour ago, MILANISTA said:

ხო და მაშინ რატო არ იწყება მასიური გამოყენება ?

მომხმარებლებისთვის ვისაც სურს მიკრო სიმძლავრის (100კვტ-მდე) სადგურის მონტაჟი (სახლის სახურავზე, აივანზე და ა.შ) შემაფერხებელი ფასია პირველ რიგში. მზის პანელების ფასი საკმაოდ მაღალია.

რაც შეეხება დიდ სადგურებს ჯერ მაგის პრაქტიკა საქართველოში არ არსებობს, თუმცა არატრადიციული ხერხებით ენერგიის მიღების კუთხით სულ ცოტა ხნის წინ გადაიდგა ძალიან კარგი ნაბიჯი და აშენდა ქარის პირველი სადგური დაახლოებით 20მგვტ სიმძლავრით.

ამ ეტაპზე როგორც ვიცი რამოდენიმერ ადგილზე კვლევები მიმდინარეობს აღმოსავლეთ საქართველოში დაახლოებით 50 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით.

ისე ზოგადად კი მთლიანი ელექტროსისტემისთვის მზისგან და ქარისგან მიღებული ენერგია არასტაბილურ წყაროს წარმოადგენს თბო და ჰიდრიელექტროსადგურებისგან შედარებით.  მოთხოვნა მიწოდების ბალანსი ყოველ წამს იცვლება და შესაბამისად ენერგიის დეფიციტს გენერატორი არეგულირებს. მთლიანი %ული წილი კი არ უნდა იყოს ძალიან მაღალი არასტაბილური წყაროების რადგან უეცარი დეფიციტის შემთხვევაში გენერატორებმა ჰესებზე უზრუნველყონ მისი გაკონპენსირება ისე რომ მომხმარებლებმა ეს არ ვიგრძნოთ :) 

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...