Jump to content

LEVANIUS

წევრი
  • Posts

    219
  • Joined

  • Last visited

Everything posted by LEVANIUS

  1. მოგესალმებით, მოკლედ მემონტაჟეს ჩემი ქორწილის ვიდეოს დამონტაჟებისას ვინჩესტერი დაეწვა. წაშლილი ფაილები სამხსარაულში აღადგინეს. ვიდეოფაილებს ზომა გააჩნიათ. მაგრამ არ იხსნება რაღაც კოდეკების ნაკლებობის გამო. ვინმეს თუ გქონიათ მსგავსიშემთხვევა. და დაზიანებული ვიდეოფაილი გაგიხსნიათ რაიმე პროგრამით. თუ ფლეიერი არ ხსნის იმიტომ რომ ვიდეოფაილი დაზიანებულია, არის თუ არა იმის საშუალება რაიმე გზით მისი შიგთავსი ვნახოთ, მაგ რომელი წუთიდან რომელ წუთამდე არის დაზიანებული და ასე ვთქვათ გავაჯანსაღოთ ფაილი. 50 % მაინც.
  2. წააგო დღეს ფედერერმა ზვერევთან, დაძაბული შეხვედრა იყო მაგრამ, მაინც მთელი თამაშის განმავლობაში ეტობოდა რომ გერმანელი იყო დღეს საუკეთესო. 7-5, 7-6 მოუგო ზვერევმა, ბოლოს ტაიბრეიკზეც არ დაუტოვა შანსი როჯერს. ამ ბოლო დრო ფედერერის თამაშს რომ ვაკვირდები, თუ პირველი ჩაწოდება არ მისდის უკვე შანსი არ აქვს მოწააღმდეგესთან, ვეღარ იღებს ძველებურ უპირატესობას ხანგრძლივი გათამაშებებიდან, ნუ პრინციპში ასაკშია უკვე და ფიზიკაც მოისუსტებს მისი მხრიდან. ხვალ ვფიქრობ ნოვაკი დაამარცხებს ანდერსონს, უნდა აშკარად ნოვაკს გაუთანაბრდეს ფედერერს ტიტულებით და მგონი მიიყვანს კიდეც საქმეს ბოლომდე
  3. სასწაული თამაში გამოდგა პარიზის მასტერსის ნახევარფინალი ფედერერი-ჯოკოვიჩი. მაგ დონის შეხვედრა ძალიან დიდ ხანია არ მინახავს. 3 საათზე მეტი გაგრძელდა, (7-6, 5-7, 7-6) ნამდვილი კლასიკა იყო სადაც ჯოკოვიჩმა იმარჯვა ბოლოს ტაიბრეიკზე . ფინალში ხაჩანოვს შეხვდება მაგრამ ეს იყო მაგ ტურნირის ფინალი. ხვალ რა მოხდება უკვე აზრი აღარ აქვს
  4. ზვერევს ხვდება, ხვალ დილასაა თამაში.
  5. ბრავო! ძალიან მაგარი შედეგი. დელ-პოტრო ფაქტიურად უსანსოდ იყო მთელი ტამაში. უმაღლესი ხარისხი და დამსახურებული ტიტული. ბასილაშვილი China open-ის ჩემპიონია 22-ე ან 23-ე იქნება განახლებული რეიტინგით. ხვალიდან მასტერსს იწყებს!
  6. კი რეიტინგში ასეთი დაწინაურებით ბევრი ტურნირისთვის ექნება კარი ღია, ზოგში პირდაპირ განთესილი იქნება ხოლმე და კვალიფიკაცისთვის ბრძოლში აღარ დაიღლება. ზაფხულის მერე მოუმატა სეზონის მეორე ნახევარში და დაიწყო ქულების აკრეფვა. ანუ მომავალი წლისთვის სეზონის პირველ ნახევარში ქულები დასაცველი ფაქტიურად არ ექნება.შანსი იქნება ჰამბურგის მოგებული 500 ქულა მაქამდე დააგრვს ტურნირებში და მომავალ წელს ჰამბურგი რომ ვერ მოიგოს მაინც არ იმოქმედებს ეს მერე მის რეიტინგზე და რაც მტავარია მინიმუმ 50ზე ქვევიტ ინება და მერე უკვე დანარჩენი მასზეა დამოკიდებული, კარგი ნიადაგი აქვს შემზადბული რომ მომავალი სეზონი უფრო წარმატებული ქონდეს, სულ 2-3 ტურნირია წელს დარჩენილი და რაც არ უნდა მოხდეს უდაოდ საუკეთესო სეზონად ჩაითვლება მის კარიერაში ამ ეტაპზე.
  7. ისტორიული ფინალს ველოდებით ხვალ, ბასილამ დღეს კიდე ერთხელ ასახელა საქართველო. ძლიერი მეტოქეა მაგრამ დიდი იმედებით ველოდები ამ დაპირისპირებას. ნებისმიერ შემთღხვევაში უდიდესი წარმატებაა რეიტინგში 30ეულში შესვლა. ბრავო !
  8. სულ აღარ დავტენი ...
  9. გაასაგებია მადლობა. მეგონა სწრაფი დატენვა აზიანებდა ელემენტს. ნელი დატენვით ჯობია კაცმა დატენოს თუ არ ეჩქარება უფრო დიდხანს თუ გაძლებს ანალოგიურ დატენვაზე სწრაფთან შედარებით დატოვე მთელი ღამე ნელზე და ეგაა .
  10. fast charger-ები ბატარიას აფუჭებენო ასე გავიგე (შეიძლება დილეტანტი იყო), თან მაგ ფუნქციის გარეშე თუ დატენი ელემენტი უფრო ნელა დაიტენება მაგრამ უფრო დიდხანს გაძლებსო, და მაგიტომ ვიკითხე.
  11. გამარჯობათ, ანდროიდის სწრაფ დატენვასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა. ნოუთ 4-ზე სეთინგებში ჩართული აქვს ფუნქცია fast charging. ამ სატენით დატენვისას ხომ არ გააფუჭებს ელემენტს? აგვს აზრი ამ დამტენზე მაგ ფუნქციის ჩრთვა/გამორთვას? როგორ ჯობია რომ იყოს? სატენის ლინკი: https://ibb.co/hkQVz9
  12. ძალიან კარგია, რაც მეტი მწარმოებელი დაიწყებს მაგაზე ფიქრს მით მეტი კონკურენცია იქნება. ფასზე იმოქმედებს ეს და უფრო ხელმისაწვდომი გახდება ჩვენთვისაც ფაქტია ელექტრომობილების ეპოქისკენ მივექანებით და კარგია ეს
  13. ანდორას ვერ მოუგო ლატვიამ. მაგარი გამწარებულები ჩამოვლენ თბილისში.
  14. თანაბარი თამაში გამოვიდა საბოლოო ჯამში, რაღაც მომენტში გაგვიმართლა კიდეც რომ პირველი გოლი ჩვენ არ გავუშვით, მაგრამ გუნდს ეტყობა ძალიან მობილიზებულია და 0-1-ზე არ მოდუნდნენ და ბოლომდე მიიყვანეს საქმე. საბოლოო ჯამში 0-2 მაგარი შედეგია და პერსპექტიული ანგარიშია თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩვენ ვიყოთ უკეთეს პოზიციაზე. ერთი თამაშით ბევრს ვერ ვიტყვით, მაგრამ ლატვიელებთან ბიჭებს ფსიქოლოგიური წნეხი მოხნილი ექნებათ და იმედი მაქვს უფო სანახაობრივ ფეხბურთს შემოგვთავაზებენ. გილოცავთ ყველას გამარჯვებას !!!
  15. ერთა ლიგა იწყება, დიდი იმედები მაქ ჩვენი ნაკრების, ხვალ ვნახოთ ბიჭები რას იზავენ ყაზახები არ არიან ხლწამოსაკრავები მაგრამ ვპიქრობ მინიმუმ უქულოდ არ უნდა წამოვიდეთ იქედან და აქ მერე მოვუვლით
  16. ევროსპორტ-1ზე ვუყურებ ხოლმე საღამოობით ლაივები იჩითება. US OPEN 2018 დასკვნით ფაზაში შევიდა ერთი ნახევარფინალი ცნობილია ნადალი-დელ პორტო. მეორე მხარეს დჯოკოვიჩი ვარჯიშობს
  17. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი თამაში იყო, რამოდენიმე მომენტში ნადალი საკმაოდ გამოიყვანა მწყობრიდან და მერე ბოლოს სეტიც მოუგო + ბევრი ეისი და ლამაზი მომენტები. ორმაგი შეცდომები ქონდა უბრალოდ საკმაოდ ბევრი, ბოლოს დაღლაც დაეტყო, ეტყობა რომ კარიერაში არ აქვს 4 საათიანი შეხვედრების ხშირი პრაქტიკა. ზოგადად კი საუცხოო სეზონს ატარებს წელს 81-ემ დაიწყო რეიტინგში და ახლა 31-ეა უკვე. ახალი მწვრთნელი ყავს 3 თვეა და მგონი შედეგიც დადო ბოლო 3 თვეში ჰამბურგის ტურნირი და გრანდ სლემის 1/8 ფინალი ჯამში მარტო მაქედან 700 ატპ ქულა და + მილიონი დოლარიც.
  18. ჩვენებურის გამოჩენამ ელიტაში მეც ძალიან დამაინტერესა ამ სპორტით და ვაპირებ მეც აქტიურად მივადევნო თვალი ხოლმე
  19. საკმაოდ პოპულარული სპორტია მსოფლიოში და ვფიქრობ აწი და აწი უფრო მეტი გულშემატკივარი ეყოლება საქართველოში. ვისაც სიამოვნებს ეს სპორტი დავყაროთ ხოლმე საინტერესო სიახლეები და გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები
  20. რჩევით არ ვიცი კარგი ხარისხი ზუსტად რომელია, აქ მქონია მაგის პრობლემა მაგრამ ქსელის კარტა უნივერსალურია ყველა რასაც სტანდარტული კაბელი უერთდება უბრალოდ არის ისეთები რომელიც მაზერზე ჯდება pci სლოტში, არის usb გადამყვანზე. აი უცებ რაც ვნახე: http://pcshop.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage-gur.tpl&product_id=113&category_id=32&option=com_virtuemart&Itemid=6&lang=en შეილება უფრო იაფადაც მონახო სადმე
  21. მომხმარებლებისთვის ვისაც სურს მიკრო სიმძლავრის (100კვტ-მდე) სადგურის მონტაჟი (სახლის სახურავზე, აივანზე და ა.შ) შემაფერხებელი ფასია პირველ რიგში. მზის პანელების ფასი საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება დიდ სადგურებს ჯერ მაგის პრაქტიკა საქართველოში არ არსებობს, თუმცა არატრადიციული ხერხებით ენერგიის მიღების კუთხით სულ ცოტა ხნის წინ გადაიდგა ძალიან კარგი ნაბიჯი და აშენდა ქარის პირველი სადგური დაახლოებით 20მგვტ სიმძლავრით. ამ ეტაპზე როგორც ვიცი რამოდენიმერ ადგილზე კვლევები მიმდინარეობს აღმოსავლეთ საქართველოში დაახლოებით 50 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით. ისე ზოგადად კი მთლიანი ელექტროსისტემისთვის მზისგან და ქარისგან მიღებული ენერგია არასტაბილურ წყაროს წარმოადგენს თბო და ჰიდრიელექტროსადგურებისგან შედარებით. მოთხოვნა მიწოდების ბალანსი ყოველ წამს იცვლება და შესაბამისად ენერგიის დეფიციტს გენერატორი არეგულირებს. მთლიანი %ული წილი კი არ უნდა იყოს ძალიან მაღალი არასტაბილური წყაროების რადგან უეცარი დეფიციტის შემთხვევაში გენერატორებმა ჰესებზე უზრუნველყონ მისი გაკონპენსირება ისე რომ მომხმარებლებმა ეს არ ვიგრძნოთ
  22. რა თქმა უნდა არის, ყველაზე სუფთა და უსაფრთხო ალტერნატივას წარმოადგენს.
  23. მზის პანელებს არ შეუძლიათ ენერგიის შენახვა და აქედან გამომდინარე მათ ბატარეებსაც მხოლოდ ელ.ენერგიის გენერაციის კუთხით ვუწოდებთ. ბატარეები მზის პანელებით გაწყობილ სქემებში (და არა მარტო) დამოუკიდებელი ობიექტებია რომელიც თავის მხრივ სხვადასხვა ქიმიური შედგენილობისაა და ამაზე დამოკიდებულებით განსხვავებული ტევადობები გააჩნიათ. თუმცა არსებობს შესაბამისი პროგრამა საქართველოში რომლითაც შესაძლებელია ბატარეების გარეშე მზის პანელებიდან მიღებული ენერგია უშუალოდ მოვიხმაროთ და ჭარბი რაოდენობის შემთხვევაში ქსელშიც მივაწოდოთ. ენერგიის ბალანს აღრიცხავს შესაბამისი ორმხრივი მრიცხველი. დადებით ბალანსის შემთხვევაში (გამომუშავება>მოხმარება)მომხმარებელს აუნაზღაურდება შესაბამისი კვტ/სთ-ს ექვივალენტური საფასური ან დარჩება ბალანსზე სურვილის შემთხვევაში შემდგომი მოხმარებისთვის. ამ ეტაპზე მოსახლეობაში აღნიშნული საკითხი ნაკლებად აქტუალურია რადგან მზის პანელების ფასი ბაზარზე შედარებით მაღალია. მათი წარმოების გაზრდის და ბაზარზე ფასის კორექტირების შემთხვევაში ჩემი აზრით ძალიან კარგ საშუალებას მივიღებთ მზის მიკრო სადგურების მომტაჟის გზით სერიოზული შეღავათი მივიღოთ მომხმარებლებმა. ზოგადად კი ენერგიის აკუმულირების საკითხი (ბატარეებში დარეზერვების) ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დიდ სიმძლავრეებზე სერიოზული ნაბიჯები ამასთან დაკავშირებით ჯერაც ვერ გადაიდგა. ტექნიკურად შეუძლებელი იქნება მთელი სისტემა მხოლოდ მზის ბატარეებით ვუზრუნველყოთ, მისმა % წილმა დღევანდელ ვითარებაში 5-10% მაინც რომ მიაღწიოს ძალიან დიდი შეღავათი იქნება ჩვენი სისტემისთვის.
  24. ARENA ONLINE DRAGON AGE ონლაინები ვისაც ევასება (MMORPG ჟანრში) კარგი თამაშია. რუსული იგრაა მაგრამ ქართველებიც არიან ბლომად. ოფიციალური საიტი. http://www.arena.ru
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.