Jump to content

Windows-ის ინსტალაცია HP 285 G2 Microtower PC-ზე

Recommended Posts

გაუმარჯოს

დღეს დამაწყვიტა ნერვები HP-ს ბრენდ კომპიუტერმა HP 285 G2 Microtower PC-

AMD-ს A8 APU-ზეა და (მგონი) A სერიის ჩიპსეტზე

კომპიუტერს მოყვა ლიცენზირებული Win10 (+ ოხრად HP-ს Bloatware), მაგრამ პრობლემა გამოჩნდა მაშინ როცა HP-სვე პრინტერ/სკანერ კომბაინზე სკანერმა არ იმუშავა  (XP-Vistta-ს ცვლილება გამახსენდა :)

რაც ვნახე HP-სვე "გადასარევ" support ფორუმებზე, ჰაერში უნდა ახტე, გაიკვანძო და სამჯერ დაბზრიალდე (ერთხელ აუცილებლად სხვა სიბრტყეში) და მერე არსებობს შანსი რომ ამუშავდევს, ხოდა ამდენ ბზრიალ-ტრიალს მეთქი გამოცდილ Win7-ს დავაყენებ და დამთავრდება ამბავითქო

მოკლედ, ჩავწერე Win7 ISO USB-ზე სტანდარტულად და ნურას უკაცრავად, არ ირთვება, მერე ჩავწერე RUFUS-ით UEFI-ს მხარდაჭერით და ბოდიშით, არც ახა ჩაირთო, BIOS აშკარად ხედავს რომ მოწყობილობა შეერთებულია, მაგრამ არ აჩვენებს ჩამტვირთავ სიაში,

გავუთიშე Secure Boot (კიდევ ერთი HP-ს "იდეალური" გადაწყვეტილება) რომ Legacy Boot მხარდაჭერა გამეაქტიურებია, მაინც არ აჩვენებს, (არც სტანდარტული მეთოდით MBR-ზე ჩაწერილს)

(ხო, ფლეშკა შევამოწმე ჩემს ლეპტოპზე და ნამდვილად ტვირთავს საინსტალაციოს)

მერე კიდევ უფრო გადასარევ -HP-ს Support Document-ებში ვნახე, რომ თურმე ზოგი პროცესორების თავსებადობაც ყოფილა შუაში (ეს ისედაც კი ვიცოდი, მაგრამ თავსებადობას ჩატვირთვასთან მეეჭვება კავშირი ქონდეს) მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ კომპის პროცესორი არც Win7-ის მხარდაჭერილ პროცესორებში იყო და არც WIn 10-ის, მოკლედ უწერიათ რომ Intel--ის და AMD-ს მე-6 თაობამდე Win7 თავდებადიაო, Intel-ზე გასაგებია, მაგრამ AMD-ზე ნამდვილად არ ვიცი თაობები პროცესორის მოდელების სახელებით (მითუმეტეს, რომ A6 ზოგი მოდელი მე-6 თაობაშიცაა და მე-7-შიც) 

მერე გადავწყვიტე ესეც მეცადა, რომ Win 10 USB-ს თუ ჩატვირთავდა,  მაგაზეც ვერაფერს მივაღწიე, ცოცხალი თავით არ უნდა გარე დევაისიდან (გარდა ქსელისა) ჩატვირთვა

ხვალ ვაპირებ USB-DVD ROM წავიღო და DVD დისკიდან ვცადოო, მაგრამ მეეჭვება ჩატვირთოს

რამე რჩევა ხომ არ გაქვთ რანაირად ჩავატვირთვინო ფლეშკიდან?

ხო, დამავიწყდა მეთქვა, საიტზე Windows 7-ის დრაივერები არის

Link to comment
Share on other sites

ეს პუნქტი არაა საერთოდ:

Capture.png

Link to comment
Share on other sites

15 hours ago, gio_kiborg said:

მე მქონდა ზუსტად ეგეთი პრობლემა. 
( პ4 -ის ცელერონის პროცესორზე და 768 მბ ოპერატიულზე იყო კომპი. ( Windows 7 Home Basic -ს ვაინსტალირებდი ) )
( იმ მულტიბუთ ფლეშიდან, Win Xp და 7, ორივე ოპერაციული სისტემის ინსტალაცია სხვა კომპზე ჩვეულებრივად ეშვებოდა )

და ასე მოვაგვარე:

1. შევქმენი მულტიბუთ უსბ ( WinToFlashUSB ) და ჩავწერე ზედ
ვინდოუს 7 -ის ლაივ სიდი და ვინ 7.
2. გაუშვი ლაივ სიდი, შემდეგ ჩემი ფლეშზე განთავსებული ვინ 7 -ის ისო ფაილიდან გაუშვი საინსტალაციო. 

პს: WinToFlashUSB ისო ფაილად აგდებს ფლეშზე ვინდოუსის საინსტალაციოს, 
( თუმცა შეგიძლია პირდაპირაც ჩააგდო ფლეშზე საინსტალაციო. )
ლაივ სიდის თვითონ აქვს ვირტუალური დისკიდან, ისოს დამაუნთების პროგრამა და ისე გაუშვი.
თუ პირდაპირ გაქვს ფლეშზე საინსტალაციო, მაშინ ვირტუალი არ უნდა, პირდაპირ მაუსის ორი კლიკით გაუშვი საინსტალაციო. 
 
Link to comment
Share on other sites

საერთოდ ვერ ვირჩევ ჩამტვირთავ დისკს სხვას... 

Link to comment
Share on other sites

მოვაგვარე (მგონი)

მოკლედ ავიღე  ლეპტოპის DVD დრაივი და შევაერთე USB ადაპტერით

გავუთიშე Secure boot სერვისი და დაინახა (დადასტურება მაინც მომთხოვა Boot Media შეიცვალაო)

ერთი შეცდომა მაინც მომივიდა, USB3 პორტში შემიერთებია მაუსიც და DVD დრაივიც, კი ჩართო ინსტალერი, მაგრამ მაინც არ გაუშვა ინსტალაცია დრაივერები არააო

არადა Browse რომ მივეცი მშვენივრად ხედავდა, მაგრამ არათავსებადი დრაივებიაო

კი არის ხერხი Win7-ის USB3-დან ინსტალაციის (Intel-ს ქონდა მშვენიერი მანუალი Nook-ზე Win7 ინსტალაციისთის) მაგრამ აღარ ვიწვალე, გადმოვაერთე USB 2 პორტში და ჯერ ჯერობით აინსტალრებს ყველაფერს კარგად....

ჯერ არ დავხურავ ვნახავ თუ კიდევ გამოხტება რამე

Link to comment
Share on other sites

დახურეთ

ყველაფერი დაყენდა, რაც მთავარია სკანერი მშვენივრად მუშაობს

RTL-ის ქსელის დრაივერი გაჯიუტდა, მაგრამ ხელით რომ მივუთითე ფაილები დაყენდა და ამუშავდა

Link to comment
Share on other sites

ვხურავ

Link to comment
Share on other sites

  • George locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.