Jump to content

რჩევა გეიმინგ კომპისთვის


Recommended Posts

გაუმარჯოს,

მინდა ავაწყო კარგი სათამაშო სისტემა, 1200$ ფარგლებში (მხოლოდ კომპი)

ქართულ მაღაზიებში ძალიან შეზღუდული არჩევანია, ამიტომ Newegg+Amazon ვაპირებ ყიდვას, აქ შეიძლება კეისი ვიყიდო მხოლოდ

 

მოკლედ დაახლოებით ასეთ სისტემას ვფიქრობ:

CPU: i5 6600K + კარგი ჰაერის გაგრილება, შედარებით ჩუმი, თუმცა 4.6 Ghz-მდე უპრობლემოდ რომ დავარაზგონო (<80 გრადუსზე) (220$+30$)

MoBo: Z170 ჩიპსეტზე (150$)

RAM: 2X8GB (არაფერი განსაკუთრებული, სტანდარტული Dual Channel კიტი) (80$)

PSU: 650W 80+Gold ან Silver (90$)

SSD: 240GB (ალბათ 850 EVO) (100 USD)

HDD: 7200RPM 2TB (80USD) ან 2X2TB RAID 0-ში 

(აქამდე 750/830 USD)+ 50 USD ფარგლებში კეისი

რაც შეეხება ვიდეოს, 1080p-სთვის ვფიქრობ GTX1060 აბსოლუტურად საკმარისი იქნება კიდევ რამდენიმე წელი, მაქსიმალურზე თუ არა, საშუალო პარამეტრებზე, ეგ კი არა 3 GB ვერსიაც საკმარისია და ფასში განსხვავება სადღაც 40-50 USD-ა

1440p-სთვის უკვე ალბათ 1070 დამჭირდება, 400 USD ფარგლებშია, მაგრამ ეს ოპცია უკვე მონიტორის ფასსაც აძვირებს,ა მიტომ ჯერ ვერ გადამიწყვეტია ბოლომდე

 

ასევე, ჯერ ჯერობით ისეთი თამაშები არ არის რომ მეჩქარებოდეს ახალი PC, Dishonored 2 და Deus Ex MD რაც მახსენდება, მაგრამ ჯერ ოპტიმიზაციის საკმაოდ დიდი პრობლემა აქვს ორივეს და არ მეჩქარება თამაში, თან მომავალი წლის პირველ კვარტალში სავარაუდოდ  წელს AMD და Intel-იც ახალ პროცესორებს გამოუშვებენ, AMD ახალ ვდეო დაფებსაც და არსებულებს ფასი დააკლდებათთქო ვფიქრობ, არადა საშობაოდ ძალიან კარგ აქციებს გამოვკრა ხელი შეიძლება...

მოკლედ ვერ ჩამოვყალიბდი როგორ მოვიქცე, თქვენ რას ფიქრობთ?

1. 1080p თუ 1440p (ღირს დაახლოებით დამატებით 300$-ად (ვიდეო+მონიტორი))?

2. ჩავუჯდე ფასდაკლებებს საშობაოთ თუ დავიცადო ახალი თაობის პროცესორების და ვიდეობარათების გამოსვლამდე? (და ახლანდელ ფასებში შეიძლება ახალი თაობის პროცესორიც მომივიდეს)

 

 

 

Link to comment
Share on other sites

  • Replies 66
  • Created
  • Last Reply
On 12/6/2016 at 0:08 PM, gio_kiborg said:

თქვენ რას ფიქრობთ?

რას და არაა საჭირო i5 K ვერსიით და 150 დოლარიანი მაზერი, დაზოგე მაზერზე და i7 აიღე
ყოველი ახალი თამაში პროცესორზე მეტად მომთხოვნია + მრავალ ნაკადსა და ბირთვზე გადადის, აგერ BF1-ში ქანცი სძვრება i5-ებს :) 

 

ხო ისე მე ცოტასაც დავამატებდი(1000 ლარს კი სცდები მაგ კომბოთი) და აგერ ამ მხეცს ავიღებდი და ზედ მაგ თემაშივე დევს ლინკი 5820K-სი :) https://forum.ge/?f=54&showtopic=34911539

Link to comment
Share on other sites

20 minutes ago, Gogla1990 said:

რას და არაა საჭირო i5 K ვერსიით და 150 დოლარიანი მაზერი, დაზოგე მაზერზე და i7 აიღე
ყოველი ახალი თამაში პროცესორზე მეტად მომთხოვნია + მრავალ ნაკადსა და ბირთვზე გადადის, აგერ BF1-ში ქანცი სძვრება i5-ებს :) 

 

ხო ისე მე ცოტასაც დავამატებდი(1000 ლარს კი სცდები მაგ კომბოთი) და აგერ ამ მხეცს ავიღებდი და ზედ მაგ თემაშივე დევს ლინკი 5820K-სი :) https://forum.ge/?f=54&showtopic=34911539

ხო, ეგ შეიძლება, მაგრამ ჯერჯერობით რაც ბენჩები ვნახე X99 სისტემა არ იძლევა დიდ შეღავათს თამაშებში ფასი რომ გაამართლოს

ჯერ ჯერობით არცერთი თამაში არაა ისე ოპტიმიზირებული, რომ 4 ბირთვზე მეტი გამოიყენოს და ჯობია Single Core Performance იყოს მაღალი ვდრე 4-ზე მეტი ბირთვიო, ამაში კი 6600K-ს მხოლოდ 6700K ჯობნის ისიც ოდნავ და რაზგონით კიდევ უფრო მცირდება სხვაობა, 6 და 8 ბირთვიანებს კი მულტიტასკინგში აქვთ დიდი უპირატესობა, მაგ რენდერი, გამოთვლები, თუმცა თითოეული ბირთვის წარმადობა ჩამოუვარდება 6600K და 6700K წარმადობას, ზოგ თამაშში დაჟე ნაკლები FPS-ც აქვს დარაზგონებულის შემთხვევაში, ყველა რჩევას იძლევა თამაშებისთვის მარტო i5-ზე მეტი არ გინდათო, ჯობს ვიდეო აიღოთ უკეთესიო.

სამომავლოდ კი შეიძლება ბირვებზე მოთხოვნა გაიზარდოს, მაგრამ მეეჭვება უახლოეს რამდენიმე წელში  4 ბრითთვზე მეტი იყოს საჭირო, ამიტომ გავჩერდი i5-ზე

Link to comment
Share on other sites

1 minute ago, gio_kiborg said:

ჯერ ჯერობით არცერთი თამაში არაა ისე ოპტიმიზირებული, რომ 4 ბირთვზე მეტი გამოიყენოს

3 წლის წინ გამოშვებული BF4 იყენებს 8 ნაკადს თანაბრად :) 
BF1 კი უკვე 12 ნაკადს იყენებს :) 

ნუ თუ BF1 გკიდია დღეს 6600K რაზგონზე კი ღეჭავს ყველა სხვა თამაშს, მაგრამ მაგხელა თანხა გადაიხადო და ხვალ გამოსულ თამაშში მოკვდეს არ მგონია გამართლებულად, 6 ბირთვიანი არა, მაგრამ 4 ბირთვი 8 ნაკადით უნდა აიღო დღეს უეჭველი :) 
 

Link to comment
Share on other sites

მაშინ 6700k, +100USD სადღაც?

Link to comment
Share on other sites

Just now, gio_kiborg said:

მაშინ 6700k, +100USD სადღაც?

კი, უკეთესს იზავ :) 

რაზგონის დიდი პოტენციალით არ გამოირჩევა ეგ პროცი, ამიტომ მაზერზე ფულს დაზოგავ

მაგრამ მაინც ის ფასი გამოდის რომ ჯობია დაამატო და 5820K აიღო :D 

 

ისე i7 6700T-ს ყიდვა შეიძლება i5 6600K-ს ფასად, ნორმალური მაზერი და დაარაზგონებ 4.0-ზე, არცერთ თამაშში არ დაზადნავს, გექნება 8 ნაკადიანი პროცი i5-ს ფასად :) 

Link to comment
Share on other sites

On 12/6/2016 at 0:08 PM, gio_kiborg said:

1. 1080p თუ 1440p (ღირს დაახლოებით დამატებით 300$-ად (ვიდეო+მონიტორი))?

გამარჯობა 

ამხელა თანხას როცა იხდი ჩემი აზრით უკვე 2კ -ზე უნდა იფიქრო ,მალე 4კც კი მოიხოდება , 2კ ოპტიმალურია ჩემი აზრით და აუცილებლად ხ99ზე ავაწყობდი მეც სისტემას 

რაც პროც -მაზერრი დაგიჯდება , ანუ სადღაც  (235$+150$)*1.18*2.6= 1200-1250 ლარი გამოდის უკვე და 200 ლარის დამატებით ყიდულობ 2ჯერ მძლავრ სისტემას დაახლოებით რომელიც არც 2კ ზე დაიხევს უკან და არც 4კ გეიმინგზე . ვიდეო კარტას 1070 ს იშოვი აქ 1100 ლარად სრულიად ახალს ,ან 980 ტის იშოვი უფრო იაფად .

 

Link to comment
Share on other sites

პ.ს

იმ საბერტუტის პატრონს 980ტი კლასიფაიდიც აქვს 950 ლარად :) 

Link to comment
Share on other sites

ვაჰ, მეგონა დალაგებული მქონდა სისტემა და სულ ამერია ყველაფერი :D

980ti-ს 1070 არ ჯობს? ფასში დიდი სხვაობა არ არის მგონი თან

Link to comment
Share on other sites

2 minutes ago, gio_kiborg said:

980ti-ს 1070 არ ჯობს? ფასში დიდი სხვაობა არ არის მგონი თან

უმნიშვნელოთ ჯობია, მაგრამ კლასიფაიდი იმხელა ბუსტზე მუშაობს რომ ტოპ 1070-ებსაც არ უდებს ტოლს :) 
ფასში 200 ლარი მაინცაა სხვაობა და ცოტა არაა :) 

Link to comment
Share on other sites

 

აი ასეთს ავაწყობდი მე 

ი7 5820კ - 900ლარი ახალი 

https://forum.ge/?f=54&showtopic=34911355

ხ99 საბერტუფი -550 ლარი 

https://forum.ge/?f=54&showtopic=34911539

ოპერატიული 16 გბ --240 ლარი

https://www.amazon.com/Corsair-Vengeance-3000MHz-PC4-24000-Memory/dp/B0134EW7G8/ref=sr_1_1?s=pc&ie=UTF8&qid=1481141410&sr=1-1&keywords=ddr4%2Bram&th=1

ქულერი 4.0ზე რო ამუშაოვო პროცესორი რამე ჰაერის 110 ლარში იყიდი კარგს .

http://iversi.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=75099

ვიდეო კარტა 980 ტი 850 ლარი , აი გაუყიდია მარა ექნება ალბატ კიდე, :დ

https://forum.ge/?showtopic=34909026&hl=

კვება 80+ოქროს იყიდი 300 ლარში ჩაეტევი 750 ვატიანს , 

https://www.amazon.com/Corsair-RM750x-Modular-Supply-Certified/dp/B015YEI9NQ/ref=sr_1_9?s=pc&ie=UTF8&qid=1481141673&sr=1-9&keywords=psu&refinements=p_n_feature_keywords_two_browse-bin%3A6906986011

ssd -205 lari 

https://www.amazon.com/Crucial-MX300-275GB-Internal-Solid/dp/B01IAGSD5O/ref=sr_1_5?s=pc&ie=UTF8&qid=1481141812&sr=1-5&keywords=ssd

hdd აქ იყიდე 120 ლარად ახალ 2 ტერაბაიტიანს იყიდი და კეისიც ნახე რამე მეორადი 150 ლარად კაი კეისს ნახავ ნუ ახალსაც 

აი სულ გამოვიდა  900+550+240+110+850+300+205+120+150=3425 ლარი , 1320$ ია სულ და მგონი 2ჯერ ძლიერი მაინცაა იმ სისტემაზე რაც გინდოდა რომ გეყიდა 

Link to comment
Share on other sites

X99 ჩიპსეტს ქუად ჩენელ მემორის მხარდაჭერა აქვს და 4X4gb უფრო სწრფი უნდა იყოს ხო თეორიულად? ფასშიც არაა პრაქტიკულად განსხვავება 

Link to comment
Share on other sites

4 minutes ago, gio_kiborg said:

X99 ჩიპსეტს ქუად ჩენელ მემორის მხარდაჭერა აქვს და 4X4gb უფრო სწრფი უნდა იყოს ხო თეორიულად? ფასშიც არაა პრაქტიკულად განსხვავება 

რათქმაუნდა, 2011-ზე 2 ცალ პლანკას რა უნდა :D 

Link to comment
Share on other sites

კვება ეს იყიდე. გუშინწინ გამოვწერე და არამგონია ამ ფასში რამე უკეთესი ნახო.

https://www.amazon.com/gp/product/B00IKDETOW/ref=oh_aui_detailpage_o00_s00?ie=UTF8&psc=1

 

მეც დაახლოებით შენნაირს ვაწყობ ოღონდ ქაბიზე. ოპერები მაქვს DDR4 კვება და SSHD. ქეისი აუცილებლათ აქიყიდე მარაზმია გამოწერა

Link to comment
Share on other sites

კარგ კეისს თუ წააწყდი ნეტში ეგეც შეიძლება გამოწერო ძალიან მძიმე თუ არაა, postalon-ს ჩამოაქვს ნებისმიერი ზომის ნივთი რეალური წონით.

Link to comment
Share on other sites

დიდი მადლობა ყველას,

მოკლედ ველოდები ხელფასს, 25 მდე უნდა იყოს წესით და საახალწლოდ იმედია ახალი კომპით შევხვდები

 

იყოს თემა ღია, თუ რამე შეკითხვა მექნა დავწერ

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

ამ მონიტორზე რას იტყვით? http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=24-009-969&utm_medium=Email&utm_source=GD121916&cm_mmc=EMC-GD121916-_-index-_-Item-_-24-009-969

ჩამოტანიანად დაახლოებით 300 USD-მდე ჯდება, მსგავსი ფასის აქ ეს ვნახე, თან 1080p-ა და არა 1440: http://altaok.ge/index.php?dispatch=products.view&product_id=17640

Link to comment
Share on other sites

53 minutes ago, gio_kiborg said:

ამ მონიტორზე რას იტყვით? http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=24-009-969&utm_medium=Email&utm_source=GD121916&cm_mmc=EMC-GD121916-_-index-_-Item-_-24-009-969

ჩამოტანიანად დაახლოებით 300 USD-მდე ჯდება, მსგავსი ფასის აქ ეს ვნახე, თან 1080p-ა და არა 1440: http://altaok.ge/index.php?dispatch=products.view&product_id=17640

ხედვის კუთხე სამსუნგს უკეთესი აქვს თან მოღუნულიცაა :D რეზოლუცია უტრაკებს ერთი, 27 ინჩზე 1080p რამდენად კარგად გამოიყურება არ მინახავს.

თამაშებისთვის ეისერს ავიღებდი მე, ნუ ვიდეოც თუ შეგიწყობს 2k-სთვის ხელს.

Link to comment
Share on other sites

ნუ ეგ ეისერი ნამეტარი ბიუჯეტური მოდელია, დასადებზეც ეტყობა რასაც წარმოადგენს, ზოგადათ 27 2K 350$ ქვევით არ უნდა იყიდო, დანარჩენი სუყველა ბიუჯეტური-სხვერბიუჯეტური მოდელებია და მაგიტომ  + 2K 1070 სიმძლავრის კარტა დაგჭირდება, ისე მე არ ავიღებდი, მაგაზე სუსტ კარტებზე მაქსიმუმ მედიუმ სეტინგებზე თუ აარტყამს 50ფპს+ ბოლო იგრებში, 1080P 24 ინჩიანიც კარგი იქნება, ჩვენთან დელებია ძირითადათ შედარებით ნორმალურები, ასუსის ბოლო მოდელებსაც არა უშავს იპს-ზე, დაახლოებით 800 ლარის ფარგლებში მოგივა ფსევდო 8 ბიტიანი 24 ინჩიანი ნორმალური იპს კარგი დასადებით ნორმალური მოდელი და არა სხვერხბიუჯეტური ყანყალა დასადებით და ცუდი კალიბრაციით, სამსუნგის აღება არ ღირს დიდათ, ნამეტარი გაბერილი ფასი ადევს, ეგ რომ 2K ყოფილიყო 1500 ლარს მაინც აარტყამდა და უბრალო მატრიცაზეა, არაფერი განსაკუთრებული, მაგას ისევ დელის ან ასუსის აღება ჯობია 24-27 ინჩიანის, შეიძლება ცოტა იაფშიც გამოხვიდე, ჩამოტანა კი ცოტა სარისკოა, დედ პიქსელების გამო, აი ეს საკმაოთ კარგი დელია http://ultra.ge/ka/catalog/view/5924/monitori-dell-p2417h-23-8 1000 ლარათ კიდე ეს ასუსია 27 ინჩიანი თუ აქვთ კიდე http://pcplus.ge/com/product/view/3598 მართალია ძველი 2013 წლის მოდელია, დელი ამ წლის მოდელია, ორივე ფსევდო 8 ბიტიან ips იქნება და ორივეს გააჩნია მატრიცის რაზგონი, ინპუტ ლაგიც ნორმალური უნდა ქონდეთ საკმაოთ

Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

მოკლედ, ვიყიდე

X99 Sabertoothh                                                       550 ლარად

Corsair Vengance LPX 4X4 2666Mhz                       86.72USD (amazon) 250 ლარამდე ჩამოტანით

LC Power Arkangel II 850W  80+Gold                       200 ლარი

Deepcool KENDOMEN TI კეისი                                 143 ლარი

Deepcool MAELSTROM 240T AIO წყლის ქულერი  169 ლარი

ვყიდულობ 6800K-ს                                                  1000 ლარი (5280k გაიყიდა სანამ მოვიფიქრე)

 

რაც შეეხება ვიდეოს, GTX980Ti Classified 6Gb 384bit (970 ლარი) vs  Gigabyte GTX 980 Ti Xtreme Gaming 1000 ლარი

არის კიდევ EVGA GeForce GTX 980 4GB CLASSIFIED GAMING ACX 2.0, 840 ლარად, ვერ გადამიწყვეტია რომელი ავიღო, უპირატესობას სიჩუმეს და წარმადობას ვანიჭებ, აქ Gigabyte ლიდერობს მგონი, მაგრამ ღირს 160 ლარ სხვაობად?

 

კიდევ ერთი სათხოვარი მაქვს, ხვალ ვაპირებ 6800k ყიდვას, ოპერები ჯერ არ ჩამოსულა და ვერ გავტესტავ და ტყუილად არც მინდა ვიყიდო, ხომ არ გავთ ვინმეს რომ მათხოვოთ 1 საღამო?

 

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, gio_kiborg said:

ღირს 160 ლარ სხვაობად?

80-სა და Ti-ს შორის?

რატო 260 არ ღირს? :D 

Link to comment
Share on other sites

7 minutes ago, Gogla1990 said:

80-სა და Ti-ს შორის?

რატო 260 არ ღირს? :D 

Evga 980ti Classified და Gigabyte 980ti xtreme gaming შორის ღირს 30 ლარიან სახვაობად? გასაგებია RBG ფენები, მაგრამ წარმადობის მხრივ?

ამერია, PNY GeForce GTX 980 Ti 6GB არის 900 ლარად კიდევ

Link to comment
Share on other sites

Just now, gio_kiborg said:

Evga 980ti Classified და Gigabite 980ti xtreme gaming შორის ღირს 30 ლარიან სახვაობად?

1000 ლარიან კარტაზე 30 ლარი რა სათქმელია :D 
ორივე ისეთი ბარათია რომ ძნელია თქვა ერთზე მეორეს ჯობიაო :D 

1 minute ago, gio_kiborg said:

PNY GeForce GTX 980 Ti 6GB არის 900 ლარად კიდევ

რეფერენს მოდელი თუა მაშინ დაამატე ის 70-100 ლარი :) 

Link to comment
Share on other sites

ხო, PNY რეფერენსები აქვს

კარგი მაშინ გადავწყვიტე პრიორიტეტი Gigabyte-ს (გაყიდულა :( ), მერე EVGA აუ, ესეც გაყიდულა :(

არ მინდა რეფერენსი, დაველოდბი იქნებ გამოჩნდეს რამე, მანამდე თუ ავაწყვე სისტემა ჩემს 670 ჩავდებ :D არ მინდა 200 ლარი დავამატო 1070-ისთვის

მადლობა რჩევისთვის

Link to comment
Share on other sites

არ გირჩევ ძველ სერია ნვიდიას. ან 1070 იყიდე, ან დაელოდე 490ს. ან 1080პსთვის 480ი 4გბიანი. ფორუმზე 3770კ იყიდება 450 ლარდ ისე დდ

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.