Jump to content

ტელევიზორის ყიდვას ვაპირებ და დამეხმარეთ


Recommended Posts

გამარჯობათ მეგობრებო. კიდევ ერთხელ უნდა გამოვიყენო ამ საიტზე თავმოყრილი ხალხის ცოდნა და ტექნიკურ საკითხებში ჩახედულობა :) ამჯერად მაინტერესებს ტელევიზორების თემა. უნდა ვიყიდო სათამაშოდ და ვერ ვერკვევი თითქმის ვერანაირ პარამეტრში. არც საახლობლო წრეში არ აღმომაჩდა ვინმე ვინც ამომწურავ პასუხს გამცემდა ამ ყველაფერზე. არადა თემა საკმაოდ ძვირიანია, ამიტომ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული მინდა რომ ვიყო.

S3010004-1.jpg

ეხა დავწერ მე რა ვიცი ზოგადად და თქვენ თუ შემივსებთ და მომეხმარებით სწორ გზაზე დადგომაში ძალიან დამეხმარებით.
თავიდან მეგონა, რომ დღეს დღეობით მთავარ ტექნოლოგიად ითვლებოდა ლედ მონიტორები, მაგრამ მითხრეს, რომ არსებობს IPS+ ტექნოლოგია, რომელიც ლედზე მოწინავეა. რატომ და რითი ჯობია ეგ მომენტები უკვე აღარ ვიცი.  ასევე ვიცი რომ მნიშვნელოვანია თუ რამდენი ფერი ექნება მონიტორს, მაგრამ რამდენია ცოტა და რამდენი მეტი, მაგაშიც ვერ ვერკვევი.
ვიცი პიქსელების რაოდენობის ამბავიც, რათქმაუნდა უკეთესი მირჩევნია,  მაგრამ თუ ვთქვათ კონსოლის თამაშს FullHD-აქ მარტო და არა 4K, ამ 4 კას ხო ვერ დავინახავ მაინც და რათ მინდა? ზუსტად იგივე თემაა ჰერცების რაოდენობაზე, ანუ ვიცი რო არის 60 და გაცილებით მაღალი სადღაც 200 და მეტიც. მაგრამ მაინტერესებს რამდენს ჯობია რო მიანიჭო უპირატესობა? ანუ რამდენის გარჩევადობას გრძნობს თვალი, რომ უაზროდ ზედმეტი არ ვიხადო. ასევე არ მჭირდება სმარტ ფუნქციები, ინტერნეტი და მსგავსი შესაძლებლობები, რადგან კონკრეტულად კონსოლისთვის მინდა და ვიცი რომ ამ ფუნქციონალის გარეშე საკმაოდ ბევრს დავზოგავ.

ანუ ესენია რაც მე ზოგადად ვიცი დამატებითი ინფორმაცია კი გთხოვთ, რომ თქვენ მომაწოდოთ.

Link to comment
Share on other sites

მოდი ჯერ ერთ რამზე შევთანხმდეთ :D LED არაა ტექნოლოგია, ეგaა ეკრანის განათების ტიპი უბრალოდ, თითქმის ყველა ტელევიზორი თუ მონიტორი დამზადებულია LCD პანელით, რომელიც ნათდება ლედ ნათურებით ესაა აარსი და ეძახიან ლედ ტელევიზორს ან მონიტორს 

 

86c9c2dc7ccb.jpg

 

რაც შეეხება IPS ს ეს გახლავს მატრიცა, ისევე როგორც : VA, TN, PLS და IPS ითვლება საუკეთესოდ თავისი ფერებით, კარგი ხედვის კუთხით და ა.შ, ტელევიზორებში დღეს გამოყენებულია VA და IPS მატრიცა, რომლებიც აგებულია LCD პანელზე ლედ განათებით

სიხშირეს რაც შეეხება, ზოგადად არსებობს 60,120,240 HZ იანი ტელევიზორები, ესაა მათი რეალური სიხშირე ანუ წამში რამდენ კადრს აჩვენებს, მონიტორებში არის 144 იც, არის კიდევ მეორე ტიპის სიხშირე იგივე Motion Rate ანუ ცალკე ტელევიზორეის მწარმოებლები თავიან ტექნოლოგიას დებენ და არქმევენ სხვა სახელს, მაგალიტად სამსუნგის 3დ ტელევიზორს აქვს რეალური 60 ჰერცი ანუ მაქს 60 კადრი/წამის გაშვება შეუძლია და 200 ჰერცი თავისით შემუშავებული ტექნოლოგია რომელიც განაპირობებს კადრის დაყოვნებას, ცოტა რთული გასაგებია ასე სწრაფად

დაწერე ბიუჯეტი რამდენი გაქვს და მიახლოებით რა ზომის ტვ გინდა 

Link to comment
Share on other sites

კიდევ ერთს დავამატებ რომ მთავარი არის რეალურ სიხშირეს რამდენს გამოიმუშავებს ტელევიზორი, 120Hz-იანი ტელევიზორები არიან უკვე ძალიან smooth ჩვენების, მითუმეტეს იყობა რეჟიმებად motion rate-ი, ანუ თავად აყენებ კადრი რამდენად ასწრაფდეს და რამდენად smooth გახდეს ჩვენება, 1000-1200ჰერციანი ტელევიზორები და მაღლაც, ყველა გამოიმუშავებს რეალურად 240ჰერცს მხოლოდ, მაგაზე მეტი არ არსებობს, თუმცა სისულელეა და ზედმეტი ფულის ყრა რადგან 120 ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია და მაქსიმუმზე რომ აუწიო ეგ ეფექტი ფაქტიურად იმდენად სუფთა კადრთა გადასვლას იღებ რომ, მეტს თვითონ თვალსაც კი გაუჭირდება აღქმა...

ძალიან კარგია რომ გკიდია სმარტები და მთელი ამბები, მთელი ფული მოახმარე ტელევიზორის ზომას, იყიდე რაც შეიძლება დიდი ზომის, მაგალიტად 50-55-60 ინჩი, რამდენსაც გაწვდები და დაიკიდე ის სმარტი იქნება ანდროიდი თუ 240 ჰერცი, ასევე 4K-საც არ გირჩევ ჯერ რაღაც რაღაც მიზეზებისდა გამო...

ბიუჯეტი დაწერე რამდენი აგქვს განკუთვნილი...

ისე ვარიანტებს დაგიწერ მაინც და გადახედე: http://ee.ge/?m=268&cat_id=1222&pid=8211&PHILIPS+55PFK6589

http://ee.ge/?m=268&cat_id=1222&pid=33076&PHILIPS+50PFT6510

http://ee.ge/?m=268&cat_id=1222&pid=32597&SONY+KDL55W808CBR2%2FI

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, FC BARCELONA said:

რაც შეეხება IPS ს ეს გახლავს მატრიცა, ისევე როგორც : VA, TN, PLS და IPS ითვლება საუკეთესოდ თავისი ფერებით, კარგი ხედვის კუთხით და ა.შ, ტელევიზორებში დღეს გამოყენებულია VA და IPS მატრიცა, რომლებიც აგებულია LCD პანელზე ლედ განათებით

სიხშირეს რაც შეეხება, ზოგადად არსებობს 60,120,240 HZ იანი ტელევიზორები, ესაა მათი რეალური სიხშირე ანუ წამში რამდენ კადრს აჩვენებს, მონიტორებში არის 144 იც,

საუკეთესო დაგავიწყდა OLED. მას განათება არ სჭირდება როგორც LCD პანელს, აქვს უსასრულო კონტრასტი, რადგან შავი ფერის საჩვენებლად მისი პიქსელები სრულად ქვრება. LCD-ს თუ აქვს 1000:1 თან სიტყვაზე ანუ თეთრი ფერი შავზე 1000-ჯერ ნათელია, OLED-ში შავი არი ნამდვილი შავი საერთოდ არ ანათებს რა ანუ არ უნდა გაამრავლო და იღებ უსასრულობას. აქ კარგად აქვს ახსნილი ყველაფერი http://www.trustedreviews.com/opinions/oled-vs-led-lcd

ზემოთ რო ლაპარაკობდნენ refresh rate-ზე ბიჭები. OLED-ს შეუძლია 0.001 ms-ში ეკრანის განახლება რაც LCD-ს საუკეთესო შედეგზე 1000-ჯერ სწრაფია :)
An OLED panel is capable of a refresh rate of 0.001ms, up to a thousand times faster than LCD is capable.

მოკლედ რო ვთქვა. შავ ფერში ჯობია, კონტრასტში ჯობია, ფერთა გამაში ჯობია, refresh rate-ში ჯობია სუსტი ნათქვამია :) ხედვის კუთხითაც ჯობია და ასევე არის თხელი რადგან განათება არ სჭირდება. (მსოფლიოს ყველაზე თხელი სმარტფონი მაგიტომ არის OLED ეკრანით. სამსუნგის ტელეებიც მაგიტომ არიან ასეთი თხელები. ერთადერთი მინუსი რაც აქვს მაგ ტექნოლოგიას ტელევიზორებში OLED-ს ვგულისხმობ არის ძვირი შედარებით მაგრამ ამბობენ რომ ეგ მალე დალაგდება და მომავლის ტექნოლოგიად სწორედ მას მოიხსენიებენ. მანამდე კი ვნახოთ quantum dot თუ აჯობებს მაგას. დეტალურად არ ვიცი მარა ერთი ის ვიცი რომ ეგ quantum dot თეთრის ნაცვლად ლურჯ led-ებს იყენებს განათებისთვის.

Link to comment
Share on other sites

კი ოლედი დონეა უამრავ ასპექტში, მაგრამ მუშაობის დაბალი რესურსი აქვს და როგორც უკვე თქვი ძვირია ძალიან ტვსთვის, სმარტებში კი წარმატებით იყენებენ 

Link to comment
Share on other sites

კაკრაზ ეგ ოლედები ღირს მგონი ყველაზე ძვირი ამ ეტაპზე, ფასით ლაზერის ტეხნოლოგიაზე ძვირია, მემგონი დღესდღეობით ჩვენების ხარისხით ყველაზე პერსპექტიული ტეხნოლოგიაა, ერთადერთი მინუსი ისაა ოლედების რომ ვითომ უფრო მალე ფუჭდებაო + ძალზე ძვირი ღირს წარმოება ამ ეტაპზე, იმედია ეგ ყველაფერი დაიხვეწება და მომავლისთვის ეგ ტეხნოლოგია გახდება ყველაზე პოპულარული ტელევიზორებში დღესდღეობით კი სამსუნგების ლედ ტელევიზორები ლიდერობენ რომლებსაც ძირითადათ SPVA მატრიცაზე აწარმოებენ და LG IPS მატრიცაზე იდეალური ვარიანტია ჯამში, იმას უფრო ბევრი მინუსები ქონია, მონიტორებში კი ითვლება საუკეთესო ვარიანტათ იპს მატრიცები ჩვენებით მაგრამ ტელევიზორებში ცოტა სხვა სიტუაციაა, 4K ფორმატი ძალზე ნელა ვნითარდება ისე, კაბელურ ტელევიზიას რაც შეეხება დაჟე ევროპაშიც კი 2018 წლამდე მეეჭვება ფეხი მოიკიდოს 4K ფორმატმა, UHD-BD ლიცენზიებსაც აგვიანდება და წელავს სონი მაქსიმალურათ მაგ ფორმატზე ფილმების გამოშვებას, აი ჯერ მარტო ეს ფილმებია პირველ ეტაპზე დაანონსებული და წელს დიდი აბიომებით ფილმები ნამდვილათ არ გამოვა მაგ ფორმატზე, მე დაჟე არცერთ ფილმის გამოტოვებას არ ვაპირებ ბდ-ზე რომ მერე მაგ ფორმატში ვუყურო http://www.blu-ray.com/4k/ ჯერ ადრეა მაგ ყველაფრისთვის როგორც DX12 იგრებისთვის როგორც ჩანს და მაგიტომ, თუმცა ერთიც და მეორეც უკვე კარგა ხანია დაანონსდა, ანუ ეხლა თუ 4K ტელევიზორს შეიძენ კონტენტის 90% ყურება 1080P-ში მოგიწევს აპსკეილით და ეგრე შეიძლება კიდე რამდენიმე წელი გაგრძელდეს

Link to comment
Share on other sites

ეგ რესურსის სიმცირე წარსულს ჩაბარდა უკვე. LG-ს თქმით ყოველდღე 8 საათი რო უყურო ახალ ოლედებს 10 წელი გაძლებს მაგ რეჟიმში, რაც შესანიშნავი შედეგია. ერთადერთ მინუსად ფასი რჩება, მაგრამ ეგ რათქმაუნდა რაც დრო გავა დაიკლებს, როცა მაგ ტექნოლოგიას კარგად აითვისებს ყველა მწარმოებელი. ეხლა მგონი მარტო LG აწარმოებს მაგის TV-ებს, საჭიროა რომ ყველამ აწარმოოს ფასის დასაგდებად.

Link to comment
Share on other sites

ბიუჯეტი 1500 - 1600 ლარი
44 - 46 - 48 ინჩი
Full HD

აი დაახლოებით ამ სეგმენტში რა ვეძებო? ხო და სმარტი არ მინდა ეგ უკვე იცით.

Link to comment
Share on other sites

წინა თემაშიც იგივე მოდელი ვურჩიე თავის ფასში, ზომიდან გამომდინარე და დიზაინით და მთელი ამბებით ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი: LG 49LF540  თან ეს მოდელი 2015 წლის მოდელია და ძალიან კარგი ფასი ადევს ზომასთან მიმართებაში: http://www.lg.com/sg/tvs/lg-49LF540T

tivi-led-lg-49lf540t-1-org-1.jpg

 

Link to comment
Share on other sites

დიდი მადლობა. ვიზუალიც ძაან საკაიფოაქ და ზომაც. დეტალურ მონაცემებს ეხა ჩავხედავ.
სხვა რეკომენდაციებიც ხო არ არი ამ ფასის ფარგლებში, თუნდაც ცოტა პატარა ზომის?

Link to comment
Share on other sites

ამაზე კარგი მართლა არ ვიცი ამ ფასში, მაშნ უკვე ბევრად პატარა უნდა იყიდო და სმარტით და რამე, მაგრამ სმარტში რომ არ გადაყარო ფული ზედმეტად, ჯობს დაითრიო ეს TV და დატკბე დიდი ზომის TV-ზე მაღალიხ არისხის ფილმების ყურებით და ა.შ.

Link to comment
Share on other sites

ეხა წავიკითხე განყოფილების წესები და როცა ამოწურავთ თემას დაწერეთ რო მოდერატორმა დახუროსო, ან 2 3 კვირაში ისედაც დაიხურებაო და რავი მე მჭირდება ეს ინფო, იქნებ არ წაშალოთ ჯერ.

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

გუშინ მოვიარე მთელი თბილისი და აი ესეთი სურათია
არი 100 ჰერციანები, სამსუნგები, 49 ინჩი, სმარტის და ზედმეტი ფუნქციების გარეშე. დაახლობით ღირს 1500 ლარი.
მარა 100 ჰერცის გამო გამოსახულება არი საშინელი. 200 ჰერციანები არ არსებობსო ამ დამატებითი სმარტ ელემენტების გარეშეო. თან იგივე ფასად 40, მაქსიმუმ 42 ინჩიანებია.

ის LG 100 ჰერციანია რაც მირჩიეთ. რამე სხვა ვარიანტები არაა? მაგალითად პატარა, მარა მეტი ჰერცით და უფრო უკეთესი კონტასტულობით?
 

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.