Jump to content

MSI-ის ახალი ულტრათხელი ნეტბუქი


Recommended Posts

მოხდება თუ არა ნეტბუქების tablet-ებით ჩანაცვლება? მომავალში მართლაც შესაძლებელია, მაგრამ ჯერჯერობით ამის საშიშროება არ არსებობს. მათზე დღესაც საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და კომპანია MSI-მ გადაწყვიტა თავისი ახალი პროდუქტის გამოშვება.

ზოგიერთი ექსპერტი და ანალიტიკოსი შეიძლება თვლიდეს, რომ მათი ბაზრებიდან გაქრობა მართლაც მოსალოდნელია, თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნე, ეს ნაპირი ჯერ კიდევ შორსაა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ დღეს არსებული tablet-ების ფასები, ჯერ კიდევ ძალიან მაღალია იმისათვის, რომ უზრუნველყონ უფრო მძლავრი, სრული ზომის ნოუთბუქების შეძენა, რომლებსაც გააჩნიათ hardware-ის ვრცელი ასორტიმენტი - Windows software ეკოსისტემისათვის.

რასაკვირველია, წარმოებისა და დიზაინის ტექნოლოგიური მიღწევებით, ბოლო-ბოლო დაეცემა tablet-ების ფასებიც, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ მათ, ვისაც სურთ ჰქონდეთ ჯერჯერობით ძალიან მაღალ-მობილური კომპიუტერული მოწყობილობა, არ გაცვლიან თავიანთ მოხერხებულ ნეტბუქებს - 10-ინჩიან გაჯეტზე, რომლებსაც არ გააჩნიათ საკმარისად დიდი ზომის ფიზიკური კლავიატურა და რომელიც ასეთი აუცილებელია მათი საჭიროებებისათვის. როგორც ჩანს, კომპანია სწორედ ამაზე ამყარებს იმედს და უშვებს თავის ახალ ნეტბუქ - MSI Wind U160MX-ს.

e99540501388.png

MSI-ის პრეს-რელიზიდან ცნობილი ხდება, რომ U160MX-ს აღჭურვილია 2 გბ DDR3 მეხსიერებით, 10-ინჩიანი LED-ბექლიტ ეკრანით, ხოლო სამუშაო სიმძლავრისათვის კი გამოყოფილია არც თუ ისე შთამბეჭდავი ერთბირთვიანი Intel Atom N455 პროცესორი და ინტეგრირებული GPU - GMA 3150.

MSI ნეტბუქს უზრუნველყოფს ისეთი თავისებურებებით, როგორიცაა მის მიერ დაპატენტებული TDE Overclocking ძრავი, რომლის საშუალებითაც, კონკრეტული მძიმე დატვირთვების დროს,მოხდება პროცესორის ასწრაფება. ხოლო ECO energy-saving ტექნოლოგია კი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ პროდუქტი ვამუშაოთ 8.5 სთ-ის მანძილზე ავტონომიურ რეჟიმში, ელემენტის ერთი დატენვით.

სამწუხაროდ, როგორც ეს MSI-სთან დაკავშირებულ ანონსებთან ხდება, ამჯერადაც არ ხმაურდება ინფორმაცია რელიზის თარიღსა და ფასის შესახებ. თუმცა, ტექნიკური სპეციფიკაციები მაინც ცნობილია:

cd698db0ff78.jpg

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

მართალი გითხრათ, მეც გამიკვირდა.. თხელი მართლაც რომ არ ეთქმის, ულტრა-სლიმი უფრო შეეფერება ჩემი აზრით

Link to comment
Share on other sites

რა ეტყობა მაგას რო თხელია არ გადამრიოთ :D

:thumbsup:

ჰო რა ვიცი... ნეტავ სად არის თხელი? :lollol:

Link to comment
Share on other sites

  • 8 months later...

ჩემი ლეპი თუ ამაზე თხელი არ იყოს ახლავე მოკვდეს :chojinfc:

სანამ მოკვდება 2GB იანი ოპერატიული ამოიღე და მე მომეცი

Link to comment
Share on other sites

სანამ მოკვდება 2GB იანი ოპერატიული ამოიღე და მე მომეცი

ჯერ არ აპირებს.

ისე მასეთი ზედაპირით რა ლამაზად გამოიყურება :blush:

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.