Jump to content

ლეპტოპი 900-1000 ლარის ფარგლებში

Recommended Posts

გამარჯობათ. 1000 ლარის ფარგლებში რომელ ლეპტოპის ყიდვას მირჩევთ ? i5 პროცესორით ვერ ვიყიდი ვერაფერს ? ამაზე უკეთესი არის ამ თანხაში რამე ? Acer Aspire E5-471 Notebook (White)

Link to comment
Share on other sites

როგორც ვატყობ სათამაშოდ არ გჭირდება რადგან ინტეგრირებულით დალიკე ლეპტოპი ხო? მეორადზე რას ფიქრობ? მე მაგალითად მეორადს გირჩევ რადგან ბევრად იაფში გამოხვალ. 1 თვე იქნება გვერდზე რაც მიწერია ეგ რო ვიყიდე 450 ლარი დამიჯდა და ბატარეა ვაფშე ახალი ქონდა. ალუმინის კორპუსი აქვს იდეალურ მდგომარეობაში.

i5-საც გააჩნია მანდ 4 ბირთვიანი i5 არ არსებობს და ამიტომ ისეთი მაინც უნდა აიღო მაღალი სიხშირე რო ქონდეს. ზოგს ivy bridge-ბში ტურბოც კი არ აქვს ჩემს i3-ზე მაღალი ანუ გამოდის რომ ჩემი i3-ც კი ჯობია ზოგ i5-ს ლეპტოპებში. ხო ასევე U სერიის პროცესორებს არ გირჩევ ეგენი დაბალი ენერგომოხმარებისთვისაა შექმნილი ამიტომ რაღაცა ექნებათ შემცირებული M  სერიისგან განსხვავებით რადგან ლამის ორჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ ხოლმე იგივე თაობის ეგ ორი პროცესორები. ასევე ლეპტოპს რო  იყიდი აუცილებლად SSD ჩააყენე. ამიტომ გირჩევ მეორადს რადგან ახლის შემთხვევაში ძვირი დაგიჯდება. თამაშები თუ არ გინდა არც ვიდეოკარტიანის აღება ღირს რადგან ინტეგრირებულიც მშვენივრად უმკლავდება დაკისრებულ საქმეს, სამაგიეროდ ბატარეა გაგიძლებს დიდხანს. თუ იყიდი დისკრეტული კარტით კიდე 710-თ 720-თ და 820-ებით არ აიღო ნაგვებია 840 მაინც უნდა ეყენოს რო ცოტა ნორმალური იყოს.

აი ჩემნაერ მოდელს დაგილინკავ i5 3230m - თ 2.6-3.2 GHZ + 8 GB RAM + 320 GB 620 ლარად

build quality აქვს ძაან მაგარი ამ ლეპტოპს და ის რომ მის გასაწმენდად უკანა ხუფის მოხსნაც კი საკმარისია. პროცესორის ქულერსაც იოლად ამოაგდებ 2-3 ბოლტის მოხსნით და ვაფშე რადიატორსაც ძაან იოლად. ოპერებზე, ვინჩესტერზე, DVD RW-ზე და wifi card-ზე არაფერს ვამბობ ყველაფერთან გაქვს დოსტუპი. ნახე აბა თუ იყიდება კიდევ http://www.mymarket.ge/ka/product/view/8309272/

ეს კიდე უფრო იაფიანი ვარიანტია იგივე მოდელის ლეპტოპი i5 max 2.7 GHZ + 8 GB RAM + 500 GB 500 ლარად

http://www.mymarket.ge/ka/product/view/8023106/

Link to comment
Share on other sites

მათე

როგორც ვატყობ სათამაშოდ არ გჭირდება რადგან ინტეგრირებულით დალიკე ლეპტოპი ხო? მეორადზე რას ფიქრობ? მე მაგალითად მეორადს გირჩევ რადგან ბევრად იაფში გამოხვალ. 1 თვე იქნება გვერდზე რაც მიწერია ეგ რო ვიყიდე 450 ლარი დამიჯდა და ბატარეა ვაფშე ახალი ქონდა. ალუმინის კორპუსი აქვს იდეალურ მდგომარეობაში.

არა ჩემთვის არ მინდა. ჩემს დას ჭირდება თან რომ ატაროს და მალე რომ არ დაჯდეს. ეხლა რაც აქვს ის 30 წუთში ჯდება :( რამე უფრო პატარა ზომის არ არის ამ ფასებში ? მართალია მაღაზიებში ძვირია, მაგრამ მეორადი არ მაწყობს. რას მირჩევ ამ ფასებში ? 

Link to comment
Share on other sites

მაგ შემთხვევაში შეგიძლია რამე ახალი თაობის N სერიის პროცესორით იყიდო. ბატარეაც გაცილებით დიდხანს გაძლებს და თხელიც იქნება. ძმაკაცს ვაყიდინე N სერიის 4 ბირთვიანზე და დიდად არ ჩამორჩება ჩემს i3-ს სამაგიეროდ ორჯერ მეტ ხანს ძლებს ელემენტი ანუ მე 3-3,5 საათი მიძლებს და იმას 6-7 საათამდე 100%-დან. ნუ ჩემი პროციკა 35 ვატს მოიხმარს და ის 4.5-7-ს და მაგიტომაც არის ამხელა სხვაობა. SSD მაინც უნდა ლეპტოპს რა. თან ასწრაფდება და თან მეტ ხანს უნდა გაძლოს იდეაში რადგან ნაკლებ ენერგიას მოიხმარს ზოგი მათგანი ვიდრე ჰდდ. დიდი არ იქნება სხვაობა მარა 6-7 საათ თუ ძლებს ლეპტოპი 20-30 წუთს კიდე დაამატებს ალბათ ეგ. ჩემსაზე უნდა დავაკვირდე სსდ რა სხვაობას მომცემს ენერგომოხმარებაში.

აბა ეს ლეპტოპი ნახე. ძმაკაცს რაც ვაყიდინე იმაზე უკეთესო 4 ბირთვიანი აქვს და ვიდეოც ინტეგრირებული აქვს, ბატარეამ კაი ხანს უნდა გაუძლოს და პერფორმასიც არ ექნება ცუდი. თან იაფია

http://alta.ge/index.php?dispatch=products.view&product_id=10903

ზომას რაც შეეხება 15.6-ინჩიანი არ გინდა ალბათ ხო? დავძებნი აბა 13.3-იანს 

Link to comment
Share on other sites

ACER-ს რამე სხვა მოდელი არ აქვს უფრო თხელი და პატარა ? ძალიან თხელები 3000 ლარიდან იწყება რასაც გადავხედე და მაგდენს ნამდვილად ვერ გავწვდები. 1000 ლარადე თუ რამე გეგულება შედერაბით უფრო პატარა ზომით. ბატარეაც თუ დიდხანს გაძლებს მთლად უკეთესი. 4-5 საათი საკმარისი იქნება. 

მოკლედ პირველ პოსტში რაც მიწერია ისევ იმას ვფიქრობ. თუ რამე სხვა მოდელს მირჩევთ (ზომით უფრო პატარას) აუცილებლად გავითვალისწინებ :)

6273187529e1.jpg

cbb54c3d17be.jpg

03e636748386.jpg

Link to comment
Share on other sites

ACER-ს რამე სხვა მოდელი არ აქვს უფრო თხელი და პატარა ? ძალიან თხელები 3000 ლარიდან იწყება რასაც გადავხედე და მაგდენს ნამდვილად ვერ გავწვდები. 1000 ლარადე თუ რამე გეგულება შედერაბით უფრო პატარა ზომით. ბატარეაც თუ დიდხანს გაძლებს მთლად უკეთესი. 4-5 საათი საკმარისი იქნება. 

მოკლედ პირველ პოსტში რაც მიწერია ისევ იმას ვფიქრობ. თუ რამე სხვა მოდელს მირჩევთ (ზომით უფრო პატარას) აუცილებლად გავითვალისწინებ :)

http://pcshop.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage-gur.tpl&product_id=243&category_id=51&option=com_virtuemart&Itemid=6&lang=ka

აი ეს თხელიცაა მსუბუქიც და კაი ხმამაღალი დინამიკებიც აქვს + კაი ავტონომიურობა

Link to comment
Share on other sites

თემის ავტორთან ბოდიში და ახალი თემა რო არ გავხსნა ბარემ მეც მირჩიეთ ლეპი ისეთი რო ცოტა წაიტამაშო კიდეც 1000-1200 ლაარად

Link to comment
Share on other sites

რას ერჩი მაგ ეისერს კარგია გოგოსთვის თან, ლენოვო 100 ებს რაც შეეხება არ აქვს დისკის წამკითხველი და ამიტომ ღირს იაფი, სხვა 14 ინჩიანები არც შემოდის მაგ ეისერების და ლენოვოს ფლექს 14 ების გარდა, ხო პროცესორს რაც შეეხება მათემ სწორი თქვა N სერიის პენტიუმი აიღეთ, საკმაოდ სწრაფია და ერთადერთი ქეშ მეხსიერება აქვს 2 ნაცვლად 3 ისა რომელიც ი3 ებს აქვს.

არაფერს არ ვერჩი, პირიქით მომწონს. ეს N სერია მე ვერსად ვერ ვნახე და ლინკი არ გაქვს ? სადმე აქ მაღაზიაში რომ იყიდებოდეს ? მე რაც ვნახე ყველას U სერია უწერია.

Link to comment
Share on other sites

N სერიაში პენტიუმი იგულისხმება მაგალითად N3540 არის 4 ბირთვიანი 2.66 სიხშირით და ძალიან კარგი პროცესორია ბევრ ი3 ს ჯობს წარმადობაში

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

მოკლედ დიდი მადლობა ყველას დახმარებისთვის და რჩევებისთვის :) იყიდა ჩემმა დამ ის ლეპტოპი რაც პირველ პოსტში მიდევს Acer Aspire E5-471 Notebook (White). ერთი რაც არ მომწონს Windows 8 აყენია და ჩემთვის ეგ ჩინურია. ისე Windows 10-ის დაყენება ღირს ? ძალიან ხომ არ შენელდება ? შეხედავს ცოტახანი თუ მიეჩვევა ხელსაც აღარ ვახლებ. 

შეგიძლიათ დახუროთ თემა :)

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.