kloud Posted February 12, 2015 Posted February 12, 2015 მეგობარს აქვს Olympus E420 რომელსაც მოყვება ორი ლინზა ერთი მგონი 12-42მმ თუ რაღაცაა და მეორე ზუმ ლინზაა დიდი, ამ ციფრულის ეკრანი არ მუშაობს გატეხილია და მეორე ციფრული აქვს Sony Alpha 58 და ეგ ლინზები წავა მაგ სონიზე გადამყვანით ან რამენაირად?
davita Posted February 13, 2015 Posted February 13, 2015 მსგავსი გადამყვანი, მიკრო 4/3-დან სხვა ბაიონეტებზე არ გამიგია. პირიქით - კი.
kloud Posted February 14, 2015 Author Posted February 14, 2015 მსგავსი გადამყვანი, მიკრო 4/3-დან სხვა ბაიონეტებზე არ გამიგია. პირიქით - კი. http://lenshero.com/lens/Olympus-40-150mm-f4-5.6-ED-lens აი ეს ლინზაა და მე რაც მოვიძიე ამ ორ ადაპტერს გადავაწყდი და რა აზრის ხართ ეგ არის რაც მე მინდა? http://www.amazon.com/Fotodiox-Adapter-Olympus-E-mount-Camera/dp/B003Y33QMY/ref=cm_cd_al_qh_dp_i და http://www.ebay.com/itm/Kipon-Adapter-for-Olympus-OM-Mount-Lens-to-Minolta-AF-Sony-Alpha-Camera-/111057622665?pt=LH_DefaultDomain_0&hash=item19db8cd689 როგორც გავიგე Minolta AF and Maxxum is compatible with A58. ანუ სონიზე უნდა წავიდეს მაგრამ აი ეგ Olympus OM-ში ითვლება ის ლინზა რაც ზემოთ დავლინკე?
davita Posted February 16, 2015 Posted February 16, 2015 http://lenshero.com/...-f4-5.6-ED-lens აი ეს ლინზაა და მე რაც მოვიძიე ამ ორ ადაპტერს გადავაწყდი და რა აზრის ხართ ეგ არის რაც მე მინდა? ეგ ლინზა არის ბოლო სტანდარტის - four thirds system, იგივე micro 4/3. იყენებენ ახალ ოლიმპუს/პანასონიკებზე. ოლიმპუსის OM კი საკმაოდ ძველია და ამ ბაიონეტზე აპარატებს აღარ უშვებენ, ლინზები კი დარჩა. შენ რა გადამყვანიც ნახე არის ძველი ლინზებისთვის. პირველი სონის NEX-ზე მეორე კი alpha/minolta-ზე. micro 4/3 და OM აბსოლუტურად განსხვავებული სისტემებია. ზევით კი დავწერე რომ არ გამიგია, მაგრამ წესით არც უნდა არსებობდეს. OM ლინზები იყო 24x36 ფორმატისთვის. micro 4/3 კი გაოიყენება 14x18-ზე. აქედან გამომდინარე გაუმართლებელია micro 4/3 ბაიონეტისათვის არსებული ლინზების, სხვა შედარებით დიდ ფორმატებზე მუშაობა. ყველა შემთხვევაში(აპარატის მიუხედავად) კადრი გამოვა 4/3".
Recommended Posts