Jump to content

davita

წევრი
  • Posts

    274
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Everything posted by davita

  1. ეგ გაძლევს ზოგად წარმოდგენას მხოლოდ ჰორიზონტალურ სიბრტყეში მკვეთრად გამოსახული სივრცის შესახებ(DOF). თუ აპარატის მონაცემებს უგულველყოფთ მაშინ "ხარისხიანი სურათი"(ძალზე პირობითი ტერმინია) ანუ გამოსახულების სიმკვეთრე, დეტალიზაცია, მიკროსტრუქტურის გადმოცემის უნდარი... პირდაპირ დამოკიდებულია ხარისხიან შუშებზე(ობიექტივის), მის ოპტიკური რეზოლუციის შესაძლებლობებზე. ამ შემთხვევაში ფოკალური მანძილის და ჭრილის დიამეტრის გარდა სხვა მოცემულობებიც ახდენენ გავლენას: შუქის გამტარობის უნარი, ქრომატული აბერაციები, დიფრაქცია, ვინეტირება... კონკრეტული ობიექტივის ტესტები ჯობია ნახო. ბოდიშით ამ პაპსა რესურსისთვის უცებ რაც გამახსენდა: https://www.dxomark.com/best-lenses-under-13000-dollars https://www.dpreview.com/ ამ ტერმინს თუ შევცვლით "ხედვის კუთხით" მგონი უფრო მარტივად აღსაქმელი გახდება
  2. c.a.y.z.y კარგი და გამძლე აპარატია, ოღონდ იაპონური წარმოების რომელსაც Asahi Pentax აწერია. ბოლო პერიოდში ჩინეთიც უშვებდა. იაფიანებში K ბაიონეტზე არა ავტოფოკუსიანი ფლაგმანია კიდევ Pentax MX. თავის დროზე პროფესიონალურ აპარატად ითვლებოდა. მაგ ქენონს ისევ ძველ პენტაქს გირჩევდი. გამძლე აპარატები აქვს, უკეთესი და უამრავი ობიექტივი რომლის სამაგრი დღემდე არ შეუცვლიათ.
  3. ​მთავარია შენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია. თუ ხარისხს ანიჭებ უპირატესობას, მაშინ საუკეთესოა ფიქსირებული ფოკალური მანძლის მქონე ობიექტივების შეძენა. შესაბამისად ბიუჯეტსაც კარგად ურტყავს. დიდი დიაპაზონის მქონე ლინზები, როგორიცაა 18-200, 18-250... დ. ა. შ. ბევრად პრაქტიკულია. მაგრამ ოპტიკურ ხარისხში(რეზოლუცია, ქრომატიკა, სინათლის გამტარობა...) ძალზე მოიკოჭლებენ. ამ მხრივ არ აქვს მნიშვნელობა ბრენდს ან მოდელს, თითქმის ერთი დონეა. შეიძლება განსხვავდებოდნენ ტექნიკურად, ფოკუსის სისწრაფე/სიზუსტეში, ან ფერების გადმოცემაში, კიდევ ბოკეთი. ერთხელ მქონდა მსგავსი ტამრონის ობიექტივი, სულ 2-ჯერ გამოვიყენე(ბუნებაში გასვლისას). მას მერე აღარც მიმიმაგრებია აპარატზე, მალე მოვიშორე. კარგი კომპრომისული ვარიანტია მცირე დიაპაზონის მქონე ზუმ ობიექტივები, დაახლოებით ასეთები: http://www.amazon.com/Sigma-17-50mm-2-8-Aperture-Canon/dp/B003A6H27K/ref=sr_1_61?s=photo&ie=UTF8&qid=1435944894&sr=1-61&refinements=p_n_feature_three_browse-bin%3A3130996011%2Cp_72%3A1248879011 http://www.amazon.com/Tamron-70-300mm-4-0-5-6-Digital-Cameras/dp/B003YH9DZ4/ref=sr_1_17?s=photo&ie=UTF8&qid=1435945197&sr=1-17&refinements=p_n_feature_three_browse-bin%3A3130996011%2Cp_72%3A1248879011%2Cp_n_feature_four_browse-bin%3A3207227011
  4. ​ალბათ აჯობებდა კითხვა სხვანაირად დაგესვა: ქენონის კიტ ლინზებში რომელია უკეთესი? ბოლო გამოშვება(7-ე თაობის) - 18-55mm f/3.5-5.6 IS STM, შენს ჩამონათვალში მორე ადგილზე რომ ზის. ზოგიერთისგან განხვავებით აქვს სტაბილიზატორი, გაუმჯობესებული მოტორი. ყველასგან კი განსხვავდება: ოპტიკური სქემით: 13 ლინზა - 7 ჯგუფად, აქვს შიდა ფოკუსირება, 7 ცალი დიაფრაგმის ფურცელი.
  5. ეგ ლინზა არის ბოლო სტანდარტის - four thirds system, იგივე micro 4/3. იყენებენ ახალ ოლიმპუს/პანასონიკებზე. ოლიმპუსის OM კი საკმაოდ ძველია და ამ ბაიონეტზე აპარატებს აღარ უშვებენ, ლინზები კი დარჩა. შენ რა გადამყვანიც ნახე არის ძველი ლინზებისთვის. პირველი სონის NEX-ზე მეორე კი alpha/minolta-ზე. micro 4/3 და OM აბსოლუტურად განსხვავებული სისტემებია. ზევით კი დავწერე რომ არ გამიგია, მაგრამ წესით არც უნდა არსებობდეს. OM ლინზები იყო 24x36 ფორმატისთვის. micro 4/3 კი გაოიყენება 14x18-ზე. აქედან გამომდინარე გაუმართლებელია micro 4/3 ბაიონეტისათვის არსებული ლინზების, სხვა შედარებით დიდ ფორმატებზე მუშაობა. ყველა შემთხვევაში(აპარატის მიუხედავად) კადრი გამოვა 4/3".
  6. მსგავსი გადამყვანი, მიკრო 4/3-დან სხვა ბაიონეტებზე არ გამიგია. პირიქით - კი.
  7. ტოშიბაც თუ ფოტო სენსორებს უშვებდა ნაღდად არ ვიცოდი
  8. ამ სფეროში ტექნოლოგიები ისე სწრაფად ვითარდება რომ დღეისობით ბრენდს დიდად აღარ აქვს მნიშვნელობა. მთავარია კონკრეტული მოდელი. D5100 ცოტათი უფრო სუფთა გამოსახულებას იძლევა(დიდი პიქსელის ზომის ხარჯზე). 600D-ს კი შედარებით ზუსტი თეთრის ბალანსი აქვს. ნიკონი გამოსაშლელი ეკრანითაა. პირადად ვერცერთს ვერ მივანიჭებდი უპირატესობას. ფოტო აპარატის ბრენდებში მოსული პონტია, ოღონდ ოფიციალურად იყენებენ და არც მალავენ როგორც ვიცი 2011 წლამდე გამოშვებულ ნიკონის უმეტეს მოდელებში სონის მატრიცა დგას. პენტაქსებშიც უმეტესი სონია, მხოლოდ ფლაგმანში(645D) უდგას კოდაკი. ლეიკა რომ ლეიკაა ისიც კოდაკს იყენებს დღემდე. საკუთარ სენსორზე იწყობა მხოლოდ კოდაკი, ფუჯი, სონი და ქენონი. ამ უკანასკნელმა ერთხელ მიქარა მარტო და სონი ჩადგა 1D-ში.
  9. ორივეში დგას ერთი და იგივე: ხმის პროცესორი და ოპერაციული გამაძლიერებლები. იმდენად მცირე სხვაობაა ხარისხში რომ დინამიკებში მოსმენისას შეიძლება ვერც განასხვავო. აპარატურულ დონეზე Omni მაინც ჯობია, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - ყურსამენებისათვის იყენებს უახლეს პროცესორს(MAX97220A), რაც დგას კრეატივის ყველა ბოლო აუდიო ბარათებში. 16-600 ომამდე ყურსასმენებზე პრობლემა არ გექნება(სიმძლავრეში). კიდევ ინტეგრირებული მიკროფონი აქვს.
  10. barna ფოტოგრაფების საიტიდან ვაკოპირებ ხოლმე - http://35photo.ru/ http://s017.radikal.ru/i426/1411/d5/fa0d04028eec.jpg http://i008.radikal.ru/1411/12/2404188d935c.jpg http://s017.radikal.ru/i404/1411/ac/262efb61886e.jpg ეს ახლა ხანს ვნახე. რა როჟები არიან
  11. მე რა ფასშიც ვიყიდე ისიც კი იაფია. მით უფრო 50 ლარად საჩუქარი გამოგივა. პირადად შენი გადასაწყვეტია, ვერავინ გეტყვის რა ფასი დაადო. ისე რომელი მოდელია, შავი ფერისაა თუ ვერცხლის ფერი?
  12. ერთ-ერთი საუკეთესოა საბჭოთა პერიოდის პორტრეტულ ლინზებში. ფასს რაც შეეხება: გააჩნია რა მდგომარეობაშია კონსტრუქცია, შუშები. მშრალ ხიდზე რასაც აფასებენ გადამყიდველებ(ებაიზე იაფი მაინცაა) რეალურად უფრო ნაკლები ღირს. ებაიდან 160-170$ მაინც დაჟდება. ერთი წლის წინ თბილისის ფორუმზე მაქვს ნაყიდი 70 ლარში, იდეალური შუშებით. თან სამაგრი გაჩარხული ქონდა სონი/მინოლტას ბაიონეტზე, ისე რომ უსასრულობაშიც აფოკუსებდა დამატებითი ლინზის გარეშე. რამდენიმე დღეა ფორუმჯეზე ერთი კაცი იხვეწება: http://forum.ge/?showtopic=34277764&f=&st=1395&#entry42385681
  13. Gam3b0y, ქსელის ადმინი რესტორანში დაპატიჟე და იქ გაუიასნე ყველაფერი
  14. ფირიანი ფოტო აპარატით გადაღებული სურათის ფერები ფაქტიურად ერთი ერთზეა. ნებისმიერ ციფრულებში კი ხდება ინფორმაციის დაკარგვა. ამ უპირატესობას კიდევ შეიძლება დავამატოთ ტექნიკის სიიაფე. მაგრამ ვისაც ქონია ფირიანი აპარატი ალბათ დამეთანხმება რომ პრაქტიკაში dslr-ები მაინც ჯობია, ძალიან ბევრი პლიუსების გამო. ფილმი Samsara ბლურეიზე ვის გაქვთ ნანახი, 70მმ-იან კინო ლენტაზეა გადაღებული
  15. ეგ იმაზეც არის დამოკიდებული კომპიუტერიდან სიგნალი რა სიმაღლეზე მიეწოდება. 45-ზე ჩემთან საკმაოდ ხმა მაღლა ისმოდა ხოლმე. თვითონ განსაზღვრე, ისე რომ დიფუზორებს ძალა არ დაადგეს.
  16. Leonardo, ბანანის შტეკერი ქვია მაგას. თავიდანვე რომ აგეღწერა კარგად ჩვენს მიგახვედრებდით... გილოცავ და მალე კარგ საუნდ კარტის შეძენას გისურვებ ... სანამ ახალია დიდ ხმაზე აჯობებს არ ამუშაო, 50-100სთ მაინც. სანამ დრაივერები აბკატკას არ გაივლის.
  17. Leonardo, მარტივად არის მანდ, მაგას ხომ მოყვა ერთი კაბელი თავში და ბოლოში შტეკერებით - სტერეო ჯეკი + rca სტერეო(წითელი/თეთრი). ამას შეაერთებ კომპში(საუნდ კარტაზე) და დინამიკებზე. დინამიკებზე 2 შემავალი არხი აქვს(AUX/PC), რომელს აირჩევ მნიშვნელობა არ აქვს, ფერების მიხედვით დასვი. მეორე შემაერთებილი კაბელი(რომელსაც თავები არა აქვს) დააერთე ორივე დინამიკის მომჭერებზე(წითელი და შავი). კაბელის წვერები არ აურიო, შავი შავთან, წითელი წითელთან.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.